თითქმის ყოველი ჩვენგანისათვის არის ნაცნობი, რა ძნელია უძილობასთან ბრძოლა, რომლის დროსაც გამარჯვებას ყოველთვის როდი ვაღწევთ. ამ საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა შედარებით გაგვიადვილებს პრობლემის მოგვარებას და შესაბამისად, ცხოვრებასაც.

უძილობასთან ბრძოლა აძლიერებს უძილობას

უძილობა (იგივე ინსომნია) რეგულარულად აღმოცენდება ადამიანების 30-45%-ში. რომელთა ნახევარსაც იგი ქრონიკულად აწუხებს. უძილობა მხოლოდ სინდრომია, ე.ი. დაავადება კი არ არის, მხოლოდ მისი ნიშანია. როდესაც უძილობის მკურნალობაზეა ლაპარაკი, ეს გულისხმობს მისი გამომწვევი მიზეზების მოცილებას.

უძილობის გავრცელებული მიზეზებია:

• ფსიქიკის აგზნებული მდგომარეობა: შფოთვა, სტრესი, ზრუნვა, სიხარული, მოლოდინი;

• ცვლილებები ცხოვრებაში: საცხოვრებელი ადგილის ან სამუშაოს, ასევე საათობრივი სარტყლის შეცვლა;

• გარემო პირობები: ხმაური, შუქი, ტემპერატურა;

• ნებისმიერი წარმოშობის ტკივილი;

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;

• ალკოჰოლის, ნიკოტინის, კოფეინის მოხმარება

• საძილე საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების მოხმარება;

• დეპრესია.

დავუშვათ, რომ ხვალ დილას მოგველის მნიშვნელოვანი შეხვედრა ან პრეზენტაცია, რომელიც მოითხოვს, ვიყოთ იდეალურ ფორმაში. ხვალინდელი დღის გამო შფოთვა კი არ გვაძლევს დაძინების საშუალებას. დილისთვის გარანტირებულია დაღლილობის შეგრძნება, ჩაწითლებული თვალები, აპათია და რასაკვირველია, წარუმატებლობაც. შიში უძილობის გამო კიდევ უფრო აძლიერებს სტრესს და უძილობას.

რჩევა:

ჯანმრთელ ადამიანს ვერ შეაშინებს უძილო ღამე. თუკი უძილობასთან ბრძოლაში გავიდა 20-30 წთ და შედეგსაც ვერ მიაღწიეთ, სჯობს ადგეთ, გახვიდეთ სხვა ოთახში და შეუდგეთ იმ საქმეებს, რომელთა დასრულებაც ვერ მოახერხეთ დღისით. არ დაწვეთ, სანამ არ იგრძნობთ დაღლილობას. თუკი ეს არ არის ქრონიკული უძილობა, შემდეგ ღამეს ნამდვილად ტკბილად დაგეძინებათ.

ფრთხილად საძილე საშუალებებთან!

რასაკვირველია, დაძინების პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მედიკამენტოზური გზით, ვინაიდან არსებობს ეფექტური საძილე საშუალებები. ისინი ხსნიან შფოთვას და იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის დროებით დათრგუნვას, მაგრამ ადამიანისათვის მნიშვნელოვანია არამარტო ძილი, არამედ მისი ხარისხიც. ძილი რამოდენიმე ფაზისაგან შედგება, მათ შორის არის თვალის სწრაფი მოძრაობების ფაზა, როცა ჩვენ გვძინავს, მაგრამ ტვინი აქტიურად მუშაობს. საძილე საშუალებების უმრავლესობა თრგუნავს სწორედ ამ ფაზას, რომელიც აუცილებელია ჰარმონიული ძილისათვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ვითარდება საძილეებისადმი მიჩვევა და გარკვეული დროის შემდეგ თვითონ წამალი ხდება ავადმყოფობის მიზეზი - დაძინება წამლის გარეშე შეუძლებელი ხდება, წამალი კი სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს. ამიტომაც ადამიანი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა სჯობია მისთვის, აბი თუ უძილობა?

რჩევა:

რამოდენიმეჯერ დაფიქრდით, სანამ საძილე საშუალებას მიიღებთ. არის სიტუაციები, როდესაც ერთი-ორი აბი საკმარისია, რათა აღდგეს განსაკუთრებული სიტუაციის გამო დარღვეული ძილის ჩვეულებრივი რიტმი. თუკი აბების გარეშე შეუძლებელი ხდება დაძინება 2 და მეტი კვირის განმავლობაში, ეს უკვე პრობლემაა, რომელიც სხვა საშუალებებით უნდა გადაწყდეს.

უძილობა გვასწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას

უძილობა უფასო კონსულტანტია ჯანმრთელობის საკითხებში. ხშირად მის უკან დგას პრობლემები, რომელიც განხილული უნდა იქნას ექიმთან ერთად, მაგ. არტერიული ჰიპერტენზია, რკინის ნაკლებობა, გულის რითმის დარღვევები, ასთმა, ართრიტები და მრავალი სხვ. თუმცა უმეტეს შემთხვევებში ძილის დარღვევას უნდა ვუმადლოდეთ არასწორ დამოკიდებულებას კოფეინთან, საკვებთან და მოძრაობასთან.

რჩევა:

პირველ რიგში უნდა გადახედოთ ჩვეული ცხოვრების წესს. სვამთ თუ არა საღამოს მუქ ჩაის ან ყავას? კოფეინი სისხლში ცირკულირებს საკმაოდ დიდხანს და ორგანიზმიდან მისი ნახევარგამოყოფის დრო შეადგენს 6 საათს, ანუ ამ დროში მისი რაოდენობის მხოლოდ ნახევარი გამოიყოფა. რამდენად მსუბუქად იკვებებით საღამოს და დაძინებამდე რამდენი საათით ადრე? და ბოლოს, რამდენად საკმარისად იტვირთებით ფიზიკურად დღის განმავლობაში? უნდა გახსოვდეთ აგრეთვე, რომ ფიზიკური დატვირთვა უშუალოდ ძილის წინ აძლიერებს უძილობა,. ამიტომაც უძილობის შემთხვევაში გირჩევთ, სწორად შეაფასოთ ეს საკითხები და გარკვეული კორექტივები შეიტანოთ ცხოვრების წესში.

უძილობა, როგორც ფსიქოთერაპევტი

უნაკლო ჯანმრთელობა და იდეალური ცხოვრების წესიც კი ვერ დაგვიცავს უძილობისაგან. მუდმივად ფულის შესახებ ფიქრი, ნერვიულობა, ზრუნვა, მოლოდინი, სასიხარულო ემოციებიც კი შეიძლება გახდეს ძილის დარღვევის მიზეზი. ამ შემთხევევაში უძილობა შეგვახსენებს, რომ გვაქვს პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ უმჯობესია ეს გავაკეთოთ დღისით და არა ღამე.

რჩევა:

თუკი საწოლში ყოფნისას გაწუხებთ გადაუწყვეტელი ცხოვრებისეული ან ადამიანებთან ურთიერთობაში აღმოცენებული პიროვნული პრობლემები, შეუდექით მათ გადაწყვეტას კონსტრუქციულად: ადექით საწოლიდან, გადით მეორე ოთახში, შეადგინეთ თქვენი საზრუნავის ჩამონათვალი სიის სახით და ჩამოყალიბდით, რომელი მათგანის გადაწყვეტას შეუდგებით მეორე დილიდანვე.

უძილობა, როგორც უკეთესი გარემოს შექმნის საშუალება

ხშირად დაძინებას ხელს უშლის ჩვენი საძინებელი გარემო - მკვეთრი შუქი, ფანჯრიდან შემოსული სარეკლამო განათების ციმციმი, სიგნალიზაციის ხმაური, დაუმთავრებელი ვახშმის ნარჩენები საწოლის გვერდით ტუმბოზე, ნოუთბუკი და მობილური ტელეფონი, არასწორად მდგარი საწოლი.

რჩევა:

გადახედეთ თქვენს საძინებელ ოთახს. რაიმე გაღიზიანებთ? ხომ არ დადგა დრო, შეცვალოთ ავეჯის განლაგება, გამოცვალოთ შპალიერი, გადაგდოთ დაძველებული ლეიბი, დაკიდოთ ფენჯრებზე შუქგაუმტარი ფარდა და გაესაუბროთ ხმაურიან მეზობლებს? კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტელევიზორის, ნოუთბუქის, დაუსრულებელი სამუშაოს, მობილური ტელეფონის სხვა, ”სამუშაო გარემოში” გადატანა. არ არის საჭირო, იმუშაოთ საწოლში ან უყუროთ ტელევიზორს. საწოლი ოთახი მხოლოდ დასვენებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

იმეგობრეთ უძილობასთან

ანუ უფრო მომგებიანია, კი არ ებრძოლოთ, არამედ იმეგობროთ უძილობასთან, გამოიყენოთ ის კონსტრუქციულად. უმეტეს შემთხვევებში ის მიგვითითებს იმ პრობლემებზე, რომელიც უნდა იქნას გადაწყვეტილი დღისით. ის ასევე მოგვაწოდებს ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ცნობებს და თუკი უძილობა იშვიათად გვესტუმრება, არაფერი ცუდი ამაში არ არის. ის გვაძლევს განმარტოების, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შესაძლებლობას. ეს არის უნებლიედ გამოთავისუფლებული თავისუფალი დრო, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია საყვარელი საქმის დასრულება. რატომაც არ უნდა მივიღოთ ის, როგორც საჩუქარი?

ტეგები: Qwelly, ინსომნია, უძილობა

ნახვა: 540

გამოხმაურებები!

ცის ეს შენია? :)

აშკარად

LsHისა... said:

ცის ეს შენია? :)

რა აშკარად, შენი დაწერილია??? :) :) :) 

ცის___ია said:

აშკარად

LsHისა... said:

ცის ეს შენია? :)

ყოველღამ აქტუალური პოსტია :))))) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters