cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      სიტყვა "შოკოლადი" კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის "ჩოკოლატლის" დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების (უძველესი, კოლუმბამდელი ცივილიზაცია) ენაზე "ჩოკოლი სიმწარეს ნიშნავს, ხოლო "ატლი" წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია,რომლებიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      წარმომავლობის მიხედვით კაკაოს მარცვლებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ამერიკული, აფრიკული და აზიური.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      ხარისხის მიხედვით კი იგი ორ ჯგუფად იყოფა:

  1. კეთილშობილი, რომელსაც ჰაეროვანი და სასიამოვნო არომატი აქვს და
  2. ორდინალური, რომელიც მომჟავო-მომწარო გემოთი და ძლიერი არომატით გამოირჩევა.

      რამდენიმე ცნობილი სახეობაა:

  • მწარე შოკოლადი – სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს.
  • შავი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, რომელიც მინიმუმ 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს შეიცავს.
  • ტკბილ-მწარე შოკოლადი – შოკოლადი კაკაოს მაღალი კონცენტრაციით და მომწარო გემოთი. იგი ფართოდ გამოიყენება პიკანტური დესერტების დასამზადებლად.
  • რძიანი შოკოლადი – შოკოლადი რძის დანამატით.
  • თეთრი შოკოლადი – რომელიც მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან,მას აქვს თეთრი ფერი.
  • კაკაოს ფხვნილი – კაკაო გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და ფხვიერ მდგომარეობაშია. ის ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს.
  • თხევადი შოკოლადი – იგი შეიძლება მომზადდეს, როგორც შავი შოკოლადისაგან, ასევე კაკაოს ფხვნილისგან, რძისა და შაქრის დამატებით.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი - დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ.

      შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.

      შოკოლადის მიღებისათვის , სხვადსხვა ინგრედიენტების დამატატება დაიწყეს. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, მას ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და "ღმერთების სასმელსაც" კი უწოდებდნენ.

      1674 წელს გამოჩნდა რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი შოკოლადის ფილა კი დაამზადა კომპანიამ
Fry & Sons ბრენდით Chocolat Delicieux a Manger.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      პირველი რძიანი შოკოლადი გამოჩნდა შვეიცარიაში, რის შემდეგაც შვეიცარიულმა ფირმა "Nestlé" - მ პოპულარობა მოიპოვა.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      1879 წელს რუდოლფ ლინდტმა ბერნიდან გამოუშვა შოკოლადი, რომელიც პირში დნებოდა. მან გამოიგონა შოკოლადის ნელა შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      პირველი შოკოლადი შიგთავსით გამოჩნდა 1913 წელს.

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

      პირველი კაფე, სადაც შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს, 1657 წელს გაიხსნა ლონდონში.შოკოლადი იმ დროისთვის ითვლებოდა შეძლებული, მდიდარი ადამიანების სასმელად და 1 ფუნტი შოკოლადი 15 შილინგი ღირდა.

      შოკოლადის წარმოებით მთელს მსოფლიოშია დაკავებულია, როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: "Hersh", "Nestle", "Scharffen Berger" ა.შ.

      შოკოლადს კარგ არომატთან ერთად ბევრი დადებითი თვისება აქვს. იგი მატებს ენერგიას, აუმჯობესებს აზროვნებას, ხსნის დაღლილობას, ამასთანავე კარგ განწყობას გვიქმნის ☺

ტკბილი სახლი ☺

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

ყველაზე გემრიელი ☺

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

შოკოლადით სავსე ჩანთა

cacao, chocolate, history, istoria, qwelly, qwellypost, shokoladi, ისტორია, კაკაო, შოკოლადი, შოკოლადის ისტორია

ნახვა: 3849

ტეგები: qwelly, qwellypost, ისტორია, კაკაო, შოკოლადი

ლაშა: თებერვალი 10, 2013||1:26am

ისტორიაც როგორი გემრიელი აქვს... :D

BrOliKa: ივლისი 17, 2015||11:15pm
მომინდა შოკოლადი :'(
Tamila Moshiashvili: ივლისი 18, 2015||3:40pm

ფეხსაცმელს ნამდვილად არ შევჭამდი, მითუმეტეს ქუსლიანს (( 

ლაშა: ნოემბერი 1, 2015||9:59pm

შოკოლადის თეთრი ფილა რომ შეგეჭამა პირდაპირ? :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters