მილიონის ქურდი - აგათა კრისტი 

აგათა კრისტი მოთხრობები


– ღმერთო დიდებულო, ერთი შეხედე ამ ბოლო შეტყობინებას. ლიბერტის მილიონის ღირებულების ობლიგაციები დაიკარგა, რომელიც ლონდონურმა და შოტლანდიურმა ბანკმა  ნიუ-იორკში, გემ „ოლიმპიით“ გააგზავნა. ზღვის ავადმყოფობა რომ არა, – მეოცნებე სახით
ჩაილაპარაკა ერკიულ პუარომ, – მეც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ასეთი გემით. გამეცინა.
– რა ჩაიფიქრე! გინდა, იმ ადამაინს შეეჭიდო, ვინც გემიდან ობლიგაციები მოიპარა?
საუბარი ბინის პატრონმა შეგვაწყვეტინა.
– მისტერ პუარო, თქვენი ნახვა ვიღაც ქალს სურს, მის ესმე ფარქუარს.
ერთ წუთში სასტუმრო ოთახში 25 წლის მომხიბლავი ქალიშვილი შემოვიდა. მისმა თაფლისფერმა თვალებმა და უზადო ფიგურამ მაშინვე მომაჯადოვა.
– ეს ჩემი მეგობარია, კაპიტანი ჰასტინგსი, რომელიც წვრილმანი პრობლემების მოგვარებაში
მეხმარება, – წარმადგინა მოსულთან პუარომ.
– ვშიშობ, მესიე პუარო, პრობლემა, რომელიც მე მაწუხებს, ძალიან რთულია, – თქვა ქალმა და სავარძელში ჩაჯდა, გაზეთებში უკვე წაიკითხავდით, მხედველობაში მაქვს გემი „ოლიმპია“ და
ობლიგაციების გაქრობა. ალბათ მკითხავთ, რა მაკავშირებს ისეთ სერიოზულ
დაწესებულებასთან, როგორიც ლონდონური და შოტლანდიური ბანკია. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ მეორე მხრივ კი, – ყველაფერი. მე ფილიპ რიჯვეიზე ვარ დანიშნული. სწორედ
ის აგებდა პასუხს ამ ობლიგაციებზე. მისი ბიძა, მისტერ ვავუსერი, ბანკის ერთ-ერთი გენერალური დირექტორი, დარწმუნებულია, რომ ფილიპმა ობლიგაციების შესახებ ვიღაცასთან
წამოაყრანტალა. ვშიშობ, მისი კარიერა დასრულდა.
– მის ფარქუარ, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, – პუარომ გადმომხედა და ხელები კმაყოფილებით მოიფშვნიტა.
– თქვენ იცით, რომ ბანკს ამერიკაში საკუთარი კრედიტების გაზრდა სურდა და ამისთვის მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა. მისტერ
ვავუსერმა ობლიგაციების წასაღებად საკუთარი ნათესავი შეარჩია, მეტი სანდოობისთვის. „ოლიმპია“ ლივერპულიდან ოცდასამში გავიდა, ხოლო ობლიგაციები ფილიპს ბანკის გენერალურმა დირექტორებმა მისტერ ვავუსერმა და მისტერ შოუმ დილით, გამგზავრების წინ
გადასცეს. ობლიგაციები ფილიპის თანდასწრებით გადაითვალეს, კონვერტში ჩადეს, დაბეჭდეს და საკვოიაჟში ჩაკეტეს.
– საკვოიაჟს ჩვეულებრივი საკეტი ჰქონდა?
– არა. მისტერ შოუმ მოითხოვა, რომ მასზე სპეციალური, ჰაბსების საკეტი დაეყენებინათ. ფილიპმა ობლიგაციების შეკვრა საკვოიაჟის ფსკერზე დადო. ის გემის ნიუ-იორკში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოიპარეს. გემი მაშინვე გაჩხრიკეს, მაგრამ უშედეგოდ. ობლიგაციები,
თითქოს აორთქლდა. პუარომ სახე დამანჭა:
– მიუხედავად ამისა, არსადაც არ აორთქლებულა. „ოლიმპიას“ ნავსადგურში შესვლიდან ნახევარ საათში ისინი უკვე გაყიდეს. ახლა მე მისტერ რიჯვეი უნდა ვნახო.
მისტერ რიჯვეისთან შესახვედრად ტაქსით გავემართეთ. ქალი ჩვენთან მის გაუფრთხილებლად წამოსულიყო, ამიტომ ძალიან გაიოცა, როდესაც საცოლესთან ერთად, ორი უცნობი მამაკაცი დაინახა. მის ფარქუარმა ყველაფერი აუხსნა. რიჯვეიმ აღტაცება ვერ დამალა.
– რა თქმა უნდა, გამიგია თქვენს შესახებ მესიე პუარო! – წამოიძახა მან და დიდ გამომძიებელს ხელი ჩამოართვა, – მაგრამ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ესმე თქვენთან მოვიდოდა.... იმედი
მაქვს, თქვენ მაინც შეძლებთ, ამ საქმეს ნათელი მოჰფინოთ.
– მისტერ რიჯვეი, როგორ გაიგეთ, რომ ობლიგაციები დაიკარგა? – ჰკითხა, პუარომ, როცა რიჯვეი ამბის მოყოლას მორჩა.
– ჩემი საკვოიაჟი თაროდან ნახევრად გადმოწეული დამხვდა. საკეტთან კი სულ დაჩხაპნილი იყო.
– მაგრამ, როგორც მე მითხრეს, საკვოიაჟი გასაღებით გააღეს.
– ზუსტად. ქურდმა კლიტე ვერ გატეხა, მაგრამ ბოლოს რაღაცნაირად მან მისი გაღება მოახერხა. – საინტერესოა, – თქვა პუარომ. მის თვალებში ჩემთვის კარგად ნაცნობი მწვანე შუქი გაკრთა, – ძალიან საინტერესოა! ჯერ უამრავი დრო იკარგება საკეტის გასატეხად, შემდეგ კი ქურდს, უცებ
გასაღები აღმოაჩნდება. ჰაბსების ყველა საკეტი ხომ უნიკალურია! თუ ამ საქმეს გავხსნით, სწორედ ამ დეტალის დახმარებით. საინტერესოა, ქურდმა მოპარულ ობლიგაციებს რა უქნა, ნაპირზე როგორ ჩავიდა?
– საქმეც მაგაშია! – იყვირა რიჯვეიმ. – ქურდობის შესახებ საბაჟო სამსახურს ვაცნობეთ და ყველა მგზავრი თავიდან ფეხებამდე გაჩხრიკეს. ობლიგაციებს ვერც გემზე დამალავდნენ, თუმცა არც დაუმალავთ, ნახევარ საათში, ის მცირე პარტიებით გაიყიდა. – „ოლიმპიასთან“ ახლოს ჩქაროსნულ კატარღას ხომ არ ჩაუვლია? – არა. ამას ვაკონტროლებდი. მესიე პუარო, ხალხი უკვე ფიქრობს, რომ მილიონი მე მოვიპარე. – მაგრამ თქვენც ხომ გაგჩხრიკეს, როდესაც გემიდან ჩამოდიოდით? – დელიკატურად იკითხა პუარომ.
– რა თქმა უნდა.
პუარომ წყვილს მადლობა გადაუხადა და ჩვენ ტრენდილ სთრითისკენ გავემართეთ, სადაც ლონდონური და შოტლანდიური ბანკი მდებარეობდა. კაბინეტში ორივე გენერალური დირექტორი დაგვხვდა.
– თქვენი ნებართვით, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, – დაიწყო პუარომ მისალმების შემდეგ, – მაინტერესებს, ჰობსებს საკეტი რომელმა თქვენგანმა დაუკვეთა? – პირადად მე, – თქვა მისტერ შოუმ, – ამ საქმეს ვერც ერთ კლერკს ვერ ვანდობდი. ერთი გასაღები ჰქონდა მისტერ რიჯვეის, თითო-თითო, მე და მისტერ ვავუსერს. გასაღებები სეიფში
ინახებოდა, სამწუხაროდ, ფილიპის გამგზავრების დღეს ბრონქიტი დამემართა და სამსახურში ახლა გამოვედი... პუარომ რამდენიმე კითხვა კიდევ დასვა, გაარკვია, რომ მისტერ ვავუსერის ნათესავს, რიჯვეის,
ვალი და ფულთან დაკავშირებული არანაირი პრობლემები არ ჰქონია. იგი ბანკის ნდობით აღჭურვილი თანამშრომელი იყო.
– იმედგაცრუებული ვარ, – თქვა პუარომ, როდესაც გარეთ გამოვედით, – საქმე ძალიან მარტივი აღმოჩნდა.
– მარტივი? იცი ვინ მოიპარა ობლიგაციები?
– ვიცი, მაგრამ ჯერ არ გეტყვი. ნიუ-იორკიდან „ოლიმპიას“ დაბრუნებას დაველოდები. სამშაბათს ჩვენ უკვე ლივერპულში მივდიოდით. როგორც კი ნავსადგურში მივედით, სადაც ტრანსოკეანური ლაინერი იდგა, პუარო უცებ გამოცოცხლდა. ჩვენ სათითაოდ გამოვკითხეთ ოთხი სტიუარტი, პუაროს მეგობრის შესახებ, რომელიც ამ გემით ნიუ-იორკში გაემგზავრა.
– ალბათ, გაინტერესებთ ჯენტლმენი სათვალეებით, – გვითხრეს ჩვენ, – სრული ინვალიდი, საკუთარი კაიუტიდან ძლივს გამოვიდა.
აღწერილობა მთლიანად ემთხვეოდა მისტერ ვენტნორისას, რომელსაც ფილიპ რიჯვეის კაიუტის გვერდით 24-ე კაიუტა ეკავა. თუმც, მე ვერაფრით მივხვდი, პუარომ საიდან იცოდა, მისტერ ვენტორის არსებობის და მისი გარეგნობის შესახებ.  – მითხარით გეთაყვა, – მივმართე ერთ-ერთ სტიუარტს, – ეს ჯენტლმენი ნიუ-იორკში პირველი ხომ არ ჩავიდა გემიდან?
– არა, სერ. პირიქით, ის ერთ-ერთი ბოლო ჩავიდა.
მე იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ პუარო ჩემზე ხალისობდა. – გატყობ, ცნობისმოყვარეობით კვდები. მაშ ასე, დაბეჭდილი შეკვრა დაკეტილი საკვოიაჟიდან გაქრა. ეჭვი არ არის, რომ შეკვრის ნაპირზე ჩატანა შეუძლებელი იყო. ორი ვარიანტი რჩება:
შეკვრა ან გემზე დამალეს, რაც ძალიან რთული იქნებოდა, ან წყალში გადააგდეს. – აა! გადააგდეს ტივტივამიბმული!
– არა. ყოველგვარი ტივტივას გარეშე.
პუაროს გაკვირვებულმა შევხედე.
– თუ ობლიგაციების შეკვრა წყალში გადააგდეს და ის ჩაიძირა, მაშინ ნიუ-იორკში, როგორღა გაყიდეს?
– ამიტომ გამოდის, რომ ობლიგაციების შეკვრა წყალში არ გადაუგდიათ. ხვდები, საითაც მივდივართ? თუ კონვერტი წყალში გადააგდეს და ობლიგაციები ნიუ-იორკში იყიდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ობლიგაციები კონვერტში არ იყო. განა გვაქვს რაიმე საბუთი, იმის დასადასტურებლად, რომ ობლიგაციები კონვერტში ნამდვილად იყო? გაგახსენებ, რომ მისტერ
რიჯვეის, მას შემდეგ რაც გადასცეს, შეკვრა ერთხელაც არ გაუხსნია. ობლიგაციები ბოლოს კაბინეტში ნახეს, 23-ში დილით. შემდეგ ისინი უკვე ნიუ-იორკში გამოჩნდა. თუ დავუშვებთ,
რომ ისინი საერთოდ არ იყო „ოლიმპიას“ გემბანზე, მაშ, როგორ მოხვდა ნიუ-იორკში? – სხვა გემით. მე გავარკვიე, რომ გემი „ჯაიგენტიკი“ საუთჰემპტონიდან იმავე დღეს გავიდა, მაგრამ მისი სიჩქარე გაცილებით დიდია, ვიდრე „ოლიმპიასი“. თუ ობლიგაციებს „ჯაიგენტიკით“
გააგზავნიდნენ, ნიუ-იორკში „ოლიმპიაზე“ ერთი დღით ადრე აღმოჩნდებოდა. აი, მთელი გამოცანაც. დაბეჭდილი კონვერტი ფალსიფიკაცია იყო და ეს ბანკში გაკეთდა. მეორე პაკეტით
პირველის შეცვლა სამ ადამიანს შეეძლო – რიჯვეის, ან რომელიმე დირექტორს. შემდეგ ობლიგაციები ნიუ-იორკში პარტნიორს გაუგზავნეს და დაავალეს „ოლიმპიას“ ჩამოსვლიდან ნახევარ საათში გაეყიდა. ვიღაცას „ოლიმპიაზე“ ქურდობის ინსცენირებაც უნდა მოეწყო.
რიჯვეის პაკეტი, რომ გაეხსნა და იქ ვერაფერი ეპოვა, ეჭვს უკვე ლონდონზე მიიტანდნენ. ადამიანმა, რომელიც რიჯვეის მეზობელ კაიუტაში ცხოვრობდა, საკეტის გატეხვა გაითამაშა, სინამდვილეში კი ის სათადარიგო გასაღებით გააღო და კონვერტი წყალში გადააგდო. დაელოდა, ვიდრე გემიდან ყველა არ ჩავიდა, შემდეგ კი ლონდონში დაბრუნდა. – მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი?
– ის, ვისაც სათადარიგო გასაღები ჰქონდა, ის ვინც საკეტი შეუკვეთა, ის ვინც ბრონქიტით ავად სულაც არ ყოფილა – მისტერ შოუ! დიახ, მილიონი სწორედ მის ჯიბეში უნდა მოვძებნოთ. დაურეკავთ იმ საწყალ რიჯვეის, თუ ესეც მე გავაკეთო?!

ნახვა: 162

გამოხმაურებები!

ავადმყოფ კაცს, მილიონიც ვერ მოგიპარავს ამის ხელში ))

მილიონის მოპარვა მავნე ჩვევაა? ჩვენთან ერთ-ერთი პარტია ითხოვს, ბიუჯეტის გაძარცვა სისხლის სამართლის დანაშაულში არ უნდა იყოსო და თან ძალაზეა, მე უნდა ამირჩიოთო. მოკლედ, ვერაფერი გავიგე ამ ქვეყნისა. 

კახა:

მავნე ჩვევებზე მონადირეა

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters