კოლხური  ცული

       ძვ.  წ.  II_I     ათასწლეულის  მიჯნაზე  ბრინჯაოს  მეტალურგია     ამიერკავკასიაში განვითარების  უმაღლეს  საფეხურს  აღწევს.  შესაბამისად,  ათასწლეულის  პირველ საუკუნეებში მხატვრულად დამუშავებული ლითონის ნაწარმის არსებობა საყოველთაო ხასიათს ღებულობს, შესრულების მაღალი დონე კი ოსტატებით დაკომპლექტებული სახელოსნოების  არსებობაზე   მიუთითებს. კოლხური  ბრინჯაოს    კულტურის    სახეს ძირითადად განსაზღვრავს ლითონის იარაღი  -  შუბისპირები,    ცულები,  თოხები, ბალთები,  ხოლო  მის  ყველაზე  თვალსაჩინო  მაგალითს  წარმოადგენს  კოლხური  ცული. სწორედ   ამ  უკანასკნელის,   კერძოდ   კი, გრავირებული ნახატით   შემკული   ცულების სახით, საქმე გვაქვს თვისებრივად განსხვავებულ მოვლენასთან, რომლის მნიშვნელობა სცილდება   ქრონოლოგიურ   საზღვრებს   და  ქართული   ხელოვნების   ერთ-ერთ მნიშვნელოვან  მოვლენას  წარმოადგენს. გრავირებული  კოლხური ცულები (ძვ.   წ.  IX  ს.)  ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად 1869 წელს ყობანში (ჩრდილოეთი ოსეთი) აღმოჩნდა. მას აღმოჩენის ადგილის მიხედვით    ეწოდა    ყობანური  ცული,    ხოლო   ესაბამის კულტურას  - ყობანური   კულტურა.  თუმცა   შემდგომში, როდესაც  დასავლეთ  და  აღმოსავლეთ  ტერიტორიაზე მიკვლეული  იქნა   კოლხური  ცულის  ყველა  ფორმა  (ძვ.   წ. XV-VI   სს.),   მათ   შორის   ყობანში   აღმოჩენილი  ცულის ვარიანტიც, რასაც   დაემატა კოლხური  ცულის ჩამოსასხმელი   ყალიბები, რომლებიც    მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა დადასტურებული (თაგილონის განძი, თელოვნის განძი) ამ ტიპის ცულებს "კოლხური  ცულები" ეწოდა. სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიაზე  რამოდენიმე ასეული  ამ ტიპის  იარაღია   აღმოჩენილი.  მათი გავრცელების  არეალი  თითქმის  მთლიანად  ფარავს დღევანდელ   საქართველოს  ტერიტორიას. აღმოსავლეთით მისი    გავრცელების    უკანასკნელი  პუნქტი  ფასანაურია. ჩრდილო-დასავლეთით  ქ.სოჭი.  სამხრეთი   საზღვარი დღევანდელი   თურქეთის  ტერიტორიაზე  -  ორდუსა   და  ართვინშია  დაფიქსირებული. ჩრდილოეთით   კი,  მისი   გავრცელება  ჩრდილოეთ   კავკასიაში,  კავკასიის   ცენტრალურ ნაწილში  ცნობილ  ყობანურ  კულტურაში  ექცევა. კოლხური  ცულის  არსებობა  განისაზღვრება  ძვ.წ.   XV-VII_VI  სს_ით.  ძვ.წ. 

        XI საუკუნისთვისთვის  დასრულდა  მის  ვარიანტებად    ჩამოყალიბება.    ამის    შემდგომ კოლხური  ცულის  ფორმას  არსებითი  ცვლილება  არ  განუცდია. გვხვდება    კოლხური     ცულის     სამი     ტიპი: 1.შვეტილტანიანი,     მახვილყუიანი, 2. სწორტანიანი  დაწახნაგებული  ტანით  და ყუით და 3.ტანში  ორგზის  მოხრილი. ცალკე აღნიშვნის ღირია   ცულები, რომელთა ყუა მორთულია სკულპტურული გამოსახულებებით მაგალითად სოფელ ყულანურხვასთან  აღმოჩენილი  ცული  და სოფელ  სულორში ნაპოვნი ბრინჯაოს ცული, რომლიც ყუა მორთულია მხედრების სკულპტურული გამოსახულებებით. მათ ფრიგიულის მსგავსი მუზარადები   აქვთ,   ხელში კვერთხი   უკავიათ.   არსებობს თვალსაზრისი, რომ  ეს   მხედრები  ღვთაება „დიდი  დედის" მეომრები  არიან. მხატვრული  გაფორმების  თვალსაზრისით, შეგვიძლია დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი  ცულები  ორ ჯგუფად  დავყოთ.  პირველ,  უფრო  ადრინდელ  ჯუფს  ახასიათებს ფორმის   სიტლანქე   და  სიმძმე,   მწირი  ორნამენტული   შემკულობა.   ძირითადად   ესაა ტალღისებური  პარალელური  ხაზები, სპირალები. ცხოველთა  გამოსახულებებში ჭარბობს  გარეული ცხოველების  -  რმების,თევზების გამოსახულებები.  ადრეულ ეტაპზე  შემკულობა  იმდენად  ღარიბია,  რომ  სავარაუდოდ  მათი  დანიშნულება  წმინდა პრაქტიკული  უნდა ყოფილიყო. რაც   შეეხება  მეორე,  გვიან   ეტაპს,   აქ   ცულის   ფორმა   ბევრად   უფრო   დახვეწილია, ორნამენტი  მრავალფეროვანი. ცულს გაზნექილი, მოგრძო პირი     აქვს,  ყუა  კი მომრგვალებული  ან   წაკვეთილი. ცულის  მთელი ზედაპირი დაფარულია მრავალფეროვანი გეომეტრიული   და ანტროპომორფული ორნამენტით. ორნამენტი თან გასდევს ცულის ფორმას, ერწყმის მას. გვხვდება სპირალური წყვეტილები, გადაბმული ოთხკუთხედები  და   რთული    წნულები, გრეხილები. ცხოველთა    გამოსახულებაში გვხვდება   როგორც გარეული  (ირემი,ფრინველი, გველი,თევზი), ასევე    შინაური ცხოველები  - ხარი, ცხენი, ძაღლი ან  ვერძი. ცხოველის გამოსახულება ძირითადად ფეხებმოკეცილია,  თავი  ზურგისკენ  აქვს მობრუნებული, მუცელი   ძალიან   ვიწროა,   ზურგი კი ამოწეული. ასეთი პოზა ძალიან დინამიკურია. გამოსახულება    ან    მთლიანად    იკავებს    ცულის ყუას, ან ორანემნტშია ჩასმული. გარდა ზემოთ მოხსენიებული ცხოველებისა, გავრცელებულია ფანტასტიკური ცხოველის გამოსახულება. მისი ძირითადი ნიშნებია წაგრძელებული კისერი, ხახადაღებული  მომცრო  თავი,   დიდი  თვალები, გრძელი   სხეული   და  ბოლოში   დახვეული   კუდი. მის  გვერდზე  ხშირია  ასტრალური  ნიშანის - მზის, მთვარის, ვარსკვლავების გამოსახულებები, ამ ფიგურასთან  დაკავშირებით   რამდენიმე აზრი არსებობს. მეცნიერთა    ნაწილი    მიიჩნევს, რომ ფანტასტიკური ცხოველი  ძაღლის სტილიზებული  გამოსახულებაა.  ფართოდ  დაღებული  ხახა   ნიშნავს  ყეფას,  მოკეცილი ფეხები    კი   სირბილს,    რაც    თავის   მხრივ    უკავშირდება    ნადირობის    თემას.    მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ფანტასტიკური ცხოველი მგელია, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ტოტემია. ტოტემურ ცხოველს თან ახლავს ფანტასტიკური ატრიბუტები,  რაც  მას  მაგიურ-რელიგიურ  დატვირთვას  ანიჭებს. სხვა  ცხოველების  გამოსახულებებსაც  სიმბოლური  დანიშნულება  უნდა ჰქონდეს. მაგალითად,  ფრინველი  ზეცას  ეკუთვნის და  მისი  სიმბოლოა,  ცხოველები  დედამიწაზე ბინადრობენ,    თევზი    წყალს    აღნიშნავს.    ამას    ადასტურებს    გრაფიკული გამოსახულებებიც:  წლის  აღმნიშვნელი  ტალღისებური  ხაზები,  სპირალები. გამოთქმულია  ვარაუდი  (ო.  ლორთქიფანიძე),  რომ  გარკვეულ  ეტაპზე  ცული  თანდათან კარგავს   სამეურნეო,   შესაძლებელია,  საბრძოლო   დანიშნულებასაც   და  მას  საკულტო- რიტუალურ   ფუნქცია    ენიჭება.    ახალმა    ფუნქციამ    განაპირობა    მისი   ვიზუალური ცვლილება, რაც განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით (ტანში ორგზის მოხრილი ცულების   გაჩენა,   გრაფიკული   დეკორი,   სკულპტურული   ელემენტის  შეტანა შემკულობაში).  შესაბამისად,  მთავარი  მნიშვნელობა  სწორედ  მის  სიმბოლიკას    მიენიჭა. ცულის   ფართო   გავრცელებას,   სამარხებსა   და  "განძებში"   მათი   დიდი  რაოდენობით აღმოჩენის  ფაქტებს  თუ გავითვალისწინებთ,  უნდა  ვიფიქროთ, რომ  ცულის  სიმბოლიკა უთუოდ  მითოსურ-კოსმოგონიური  სამყაროდან  არის აღებული   და  ფართო, საზოგადოებრივი  მნიშვნელობის იდეას ასახავს.      მითოსურად მოაზროვნე    ადამიანისთვის    სამყაროს  ცენტრი,    კოსმიური    ღერძი, უდიდესი  მნიშვნელობის   ადგილი   იყო.   სწორედ   აქ   არის   მიღწეული ყველაზე მჭიდრო კავშირი ზეციერსა და მიწიერ სფეროებს შორის. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ცენტრალური იდეის - კოსმიური ღერძის სიმბოლოდ მოიაზრებოდა საკულტო ცული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია  ცულებზე  მოცემული  გრაფიკული ნახატი, სადაც  ძირითადად   წარმოდგენილია   ძაღლი და ირემი. კომპოზიციის  აგების  თვალსაზრისით  მათ  შორის  მნიშვნელოვანი სხვაობაა. ყველა ეგზემპლარი ძაღლის გამოსახულებით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადაკვეთილია დეკორატიული სარტყელით და, პირიქით, ირმის გამოსახულებიანი   ნიმუშები,ასევე იშვიათი გამონაკლისის გარდა მოკლებულია ამ სარტყელს. ასეთი განსხვავება შესაძლებელია ემყარებოდეს  ირ.სურგულაძის  ვარაუდს, რომ    საკულტო    დანიშნულების  ცულის ნაწილები კოსმოსის  ელემენტებთან    შესაბამისობაშია  გააზრებული, რაზეც ავტორის აზრით მიუთითებს ზედ გამოსახული ფიგურების სემანტიკაც.  ამ  შემთხვევაში  სარტყელს  საკმაოდ  დიდი შინაარსობრივი დატვირთვა  ენიჭება,  როგორც ზესკნელის    და   მიწიერი  სამყაროს ზღვარს. ამავე  დროს, თუ გავითვალისწინებთ     ლ.ფანცხავას მოსაზრებას, რომ კოლხურ ცულებზე გამოსახული ირმის რქები ხშირ შემთხვევაში უტრირებულია და მოაზრებულია სიცოცხლის ხედ. ამ შემთხვევაში  სარტყელი,   როგორც    ზღვარი    სამყაროს    ორ   სფეროს შორის, ფუნქციას კარგავს. ამგვარად, თუ რეალურია ვარაუდი, რომ დეკორატიული  სარტყელი  გააზრებულია  როგორც  ზღვარი  ზესკნელსა და მიწიერ სამყაროს შორის, მისი აუცილებლობა, იხსნება ირმის გამოსახულებასთან  მიმართებაში,  რადგან  მისი  რქები  სიცოცხლის  ხის ექვივალენტად მოიაზრება და თავად წარმოადგენს ცასთან კავშირის საშუალებას. მნიშვნელოვნია  ისიც,  რომ  ცულზე  გამოსახული  ცხოველის  თათები  ზოგიერთ შემთხვევაში,   სამკუთხა   ფარფლების   სახითაა   გამოსახული.   მკვლევართა   ნაწილი   ამ ფაქტს  სტილიზაციის  შედეგად  მიიჩნევს;  ზოგიერთი  მათ  წყლის  სამყაროს  აკუთვნებს, ზოგი   კი  ფანტასტიკურ   ცხოველს   ხედავს.   როგორც   ჩანს   ცული   გრაფიკულ   ნახატზე წარმოდგენილი  გამოსახულებები  ორი  ტიპისაა:  პირველი,  როდესაც  ცულის  ცალკეული ნაწილი  შემკულია  კონკრეტული  სკნელის  შესაფერისი  ზოომორფული  ფიგურით,  მეორე კი პოლიმორფული  არსებაა,  რომელიც  ავლენს  კავშირს  სამივე  სკნელთან. ამგვარად   სავარაუდოა,   რომ   კულხური   ცულების   გრაფიკული   დეკორის   ზოომორფული და ასტრალური სიმბოლოების საშუალებით გადმოცემულია იმ პერიოდის ადამიანის მსოფლმხედველობა  და სამყაროს  მოდელი.  ამ  ზოგადი,  უნივერსალური  ხასიათის  იდეის წინა   პლანზე   წამოწევამ   მნიშვნელოვანწილად   განაპირობა   დროის   დიდი მონაკვეთით ერთმანეთისგან დაცილებულ ძეგლებზე მითოლოგიური კომპლექსის განმეორებითი გადმოცემა,   რაზეც   არა   მხოლოდ   სხვადასხვა   დროს   შექმნილი   ცულების  მსგავსი დეკორი,    არამედ    მათი    ბრინჯაოს სარტყლებისა და ბალთების  მორთულებასთან მჭიდრო  კავშირიც  მიუთითებს.

ნახვა: 3774

ტეგები: qwelly

ამ ბლოგ პოსტზე კომენტარები გამორთულია ან თქვენ არ გაქვთ დაკომენტარების უფლება, ვინაიდან არ ხართ ავტორის მეგობართა სიაში.

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი

Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles

Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters