თავისუფლებისთვის იბრძვიან პიროვნებები ერები და დღესაც მრავალ ქვეყანაში ომები თავისუფლების სახელით ხდება....

       მაინც რა არის თავისუფლება? ლექსიკონის მიხედვით: თავისუფლება – დესპოტური მთავრობის კონტროლის, გარე ან უცხო წესის, მონობის, არარსებობა; შეზღუდვების, შევიწროების არარსებობა…

      ამ თემაზე უამრავი საუბარი შეიძლება, რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრია.. მაგრამ ჩემი აზრით ქვემოთ მოყვანილზე უკეთ შეუძლებელია გამოთქმა იმისა თუ რა არის თავისუფლება...

        ქრისტიანობა სულიერი თავისუფლების იდეალს ხედავს ღმერთში, რომელიც სიყვარულია (1 ინ. 4, 16), და ამით სიკეთისა და ბოროტების იქით მისი აბსტრაქტული არსებობის რაიმე შესაძლებლობასაც პრინციპულად გამორიცხავს. ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება მხოლოდ ღმერთის უსაზღვრო სახიერების ფარგლებში ვითარდება. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება. პირიქით, თავისუფლებანი და უფლებანი, რომელნიც ქრისტიანული სიყვარულის იდეაზე არ არიან დაფუძნებულნი, აღმოჩნდებიან გარეშე იმისა, რასაც კაცობრივ ენაზე სიკეთე, ცხოვრება და თვით თავისუფლება შეიძლება ვუწოდოთ. ხოლო რაც გარეშე ამისა არსებობს, ცხადია - ბოროტება, ტანჯვა და მონობაა.

     “ვისაც უნდა პირველყოფა, იყოს იგი ყველას მსახურ” (მარკ. 10,44); იმიტომაცაა ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მომნიჭებელი ნამდვილი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობისა, რომ იგი თვითდამკვიდრების უარყოფის პრინციპს ეფუძნება: “რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი მოყვასისათვის, მან პოვოს იგი”, – ბრძანებს მაცხოვარი.  თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი ამავე დროს საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას… მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.“

      წმ. იოანე ოქროპირი-,,ასეთია ქრისტიანობა: იგი მონობაშიც მოგვიპოვებს თავისუფლებას"

     წმ.მარკოზ მონაზონი(განშორებული)-,,თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შეიმეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით“ –,, ვერ მოითხოვს მონა თავისუფლებას როგორც ჯილდოს, არამედ იგი როგორც ვალდებულების შემსრულებელი, მოსაწონი ხდება ბატონისთვის და ამ თავისუფლებას მისგან როგორც მადლს, ისე მოელის.არ ეძიო მისი სრულყოფილება ადამიანურ სათნოებებში, რადგანაც მათში არ არის სრულყოფილება; მისი სრულყოფილება ქრისტეს ჯვარშია დაფარული“

     ილია II-,,ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან განთავისუფლებით მიიღება“-,,თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩნა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი“.

    არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)-,,კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამინს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა…“

    სხვა მოძღვარი-,,ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა – ანარქიამდე, დათმენა – ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა – სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი – ზნეობის დაცემამდე.“

   და ბოლოს..   "თავისუფლება ცაში მონავარდე თეთრ არწივს ჰგავს,იგი თავისთვის ლაღად დაფრინავს, არც ვისმეს აჩაგვრინებს თავს და არც ვინმეს ჰკორტნის ყვავ–ყორანივით..."

    

 

ნახვა: 602

ტეგები: Qwelly, არქიმანდრიტი, გაბრიელი, თავისუფლება, ქრისტე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters