ფსალმუნები ეწოდება 150 საგალობელს, რომელთა შექმნაც ებრაული ტრადიციით მიეწერება იუდეა-ისრაელის გაერთიანებული სამეფოს სახელგანთქმულ მეფეს – დავითს ფსალმუნის სახელწოდება წარმოდგება მუსიკალური ინსტრუმენტის სახელწოდებისაგან, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა გალობა სატაძრო ღვთისმსახურების დროს. მოსეს ხუთწიგნეულის (თორას) შესაბამისად ფსალმუნები ებრაულ კანონში 5 ნაწილად იყოფა. მართალია, ქართულ თარგმანში ფსალმუნებს „დავითნი“ ეწოდება, მათი ავტორის სახელის პატივსაცემად, მაგრამ მიჩნეულია, რომ დავითს ეკუთვნის 73 ფსალმუნი, 12 შედგენილია მგალობელ ასაფის მიერ, 10 – კორხის ძეთა მიერ, 2 – სოლომონის (71-ე და 126-ე) მიერ, დანარჩენთა ავტორები უცნობია. ვარაუდობენ, რომ ავტორის ხელიდან გამოსული კრებული თანდათან ივსებოდა. ფსალმუნნი ქრისტიანული ღვთისმსახურების ძირითად ნაწილად იქცა მისი ჩამოყალიბების დასაწყისისთანავე. ფსალმუნთა წიგნში შემავალი 150 ფსალმუნი 20 კანონად იყოფა, ხოლო თითოეული კანონი – 3 „დიდებად“, რომელთა შემდეგ სამჯერ იკითხება „ალილუია“. ფსალმუნი იკითხება ყოველთვის ცისკრისა და მწუხრის ღვთისმსახურებაზე. მთლიანად, ყოველი კვირის განმავლობაში, ხოლო დიდმარხვის პერიოდში – კვირაში ორჯერ. ფსალმუნნი წარმოადგენს ცისკრისა და მწუხრის ლოცვების წყაროს. მისი გავლენა იგრძნობა ყველა ლოცვაზე. ფსალმუნებში გამოხატულია ღვთისმოსაური გრძნობები სხვადასხვა განცდებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იესო ქრისტეს ჯვარცმის წინასწარმეტყველების შემცველი ფსალმუნები (2,21 და 100): „გახვრიტეს ხელნი ჩემნი და ფერხნი ჩემნი“ (ფს.21). ზუსტადაა აღწერილი ქრისტეს სამოსლის გაყოფის ეპიზოდი და სხვა. ბიბლიური წიგნებიდან ფსალმუნნი ქართულად ყველაზე ადრე უნდა ეთარგმნათ. ძველი აღთქმის არც ერთ წიგნს არ ჰქონია ისეთი გავლენა ძველ ქართულ მწერლობაზე და მის ენაზე, როგორც ფსალმუნნს.

ზოგოერთი ფსალმუნის განმარტება:

50_ე ფსალმუნი *

90_ე ფსალმუნი *

ნახვა: 2266

ტეგები: Qwelly, ფსალმუნი, წერილი, წმიდნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 is set to usher

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 13, 2024.
საათი: 4:23am 0 კომენტარი

Even though Grinding Gear Games intends to announce a beta test for Path of Exile 2 on July 29, 2023, it would be a huge surprise if they opted not to have one. The developers' dedication to delivering an exceptional gaming experience for their players is evident, and a beta test would offer them an unmatched opportunity to POE currency trade gather priceless feedback and confirm that the game lives up to the high standards set…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters