საღვთისმეტყველო ინსტიტიუტი, სამების ჯგუფი

II კურსი,

I ცვლა, IV ჯგუფი

სალომე საგინაშვილი

კორინთელთა მიმართ ეპისტოლე (მეორე)

III – IV თავები

     პავლე მოციქული კორინთელებს წერს: ნუთუ საჭიროა ჩვენს შორის, ჩემს მიერ ან თქვენგან წარდგენის წერილები. ანუ "საწამებელი წიგნები". როცა მღვდლები სხვა ქალაქში მიდიოდნენ თან მიქონდათ ეს წერილი რადგან იმ დროს კორინთოში გავრცელებულები იყვნენ ცრუ მოძღვრები. მოციქული თავად მათ, კორინთოს ეკლესიის მრევლს უწოდებს, საწამებელ წიგნებს რადგან მან ქრისტეს რჯული ჩაწერა მათ გულებში ისევე როგორც მოსემ დაწერა ძველი რჯული პიცარზე. მოციქული წერს რომ ეს რჯული დაწერილია არა მელნით ფიცარზე არამედ გულში ჩაწერილი ცოცხალი ღვთის სულით. რითაც უპირატესობას უსვამს ახალ რჯულს რომელიც მას ასწვლა "მამამან ძის მიერ".

     ძველ რჯულში დაწერილი იყო თუ რა უნდა ექნა და რა არ უნდა ექნა ადამიანს. ქრისტეს ქადაგებას კი წმინდა სულის მიღება მოყვება. კიდევ ერთი უპირატესობა მოციქულებისა მოსეზე მათარა მხოლოდ წიგნი მოჰქონდათ არამედ სული წმინდაც რომელიც ხელის დადებით გადაეცემოდა ძველ რჯულს სიკვდილი მოჰქონდა კაცთათვის რამეთუ მისი დარღვევის შემთხვევაში ადამიანს ორი კაცის დამოწმებით სიკვდილი ელოდა. ხოლო ახალი რჯულით ცოდვით მომკვდარნი იშვებიან ნათლის ღებით თუმცა პავლეს არ სურს რომ, ძველი რჯული სიბოროთეტ შერაცხონ და წერს რომ სიკვდილი არა რჯულს არამედ ცოდვას მოჰქონდა რომელთაც ისინი ჩადიოდნენ. მოციქული ველ რჯულს ლამპარს უწოდებს რომელიც ანათებდა ღამეს ახალს კი მთვარეს, რომელიც აღმოხდა და გაანათა უკუნი. მთვარის ამოსვლის მერე უკვე ლამპარი საჭირო აგარაა ასევე განქარდა ძველი რჯული ახლის გამოჩენის შემდეგ.

     მოსეს საბურველი ქონდა სახეზე რადგან ისრაიტელებს არ სეეძლოთ მისი გაბრწყინებული სახის ხილვა იგივე საბურველი ადევს ისრაელებისათვის ძველ რჯულს რადგან მათ ვერ შეძლეს რჯულის ჭეშმარიტი მნისვნელობის გაგება ეს საბურველი ქრისტეს მიერ განქარდება თუმცა მათი გონების სიბრმავის გამო ეს საბ ურველი ისევ აქვს ძველ რჯულს და ვიც იესოსკენ შეტრიალდება მისთვის მოეძარცვება რჯულს საფარველი.

     პავლე მოციქული ყოვლადწმიდა სამების მესამე ჰიპოსტასს სულიწმინდას განიხილავს. უფალი სულია და ის ტანაარსია, თანამოსარდეა მამისა და ძისა მათთანერთად ითაყვანისცემების.

     რა ჯამს ნათელს ვიღებთ ვიღებთ სულიწმინდას და ვბღწყინავთ ისევე როგორც ვერცხლი ბრწყინავს მზეზე. მას მოაქვს ცოდვის მონობისაგან განთავისუფლება. მისი მადლითეშმაკთა და ვნებათა მეუფენი ვხდებით. პავლე მოციქული სულიწმინდას უფალს უწოდებს და ამით აბათილებს ცრუ სწავლებებს რომლებიც მას აკნინებენ. ქადაგებს მისი ბუნებითი დაუმდაბლერბლობის მისი მეუფების შესახებ. მისი მადლით ისინი ვიც მას შეუერთდებიან თავისულდრებიან ცოდვის მონობისაგან. სწორედ სულიწმინდის მადლით არვსილნი ქადაგებტო წერს პავლე მოციქული და არც მოგვწყინებია, არც სასჯელს არ გავურბივართ არც ანგარებით და არც ჩვენი თავის განდიდებისათვისღვასრულებთ ამ საქმეს არამედ ყველას განცხადებულათ ვამცნობთ ჭეშმარიტებას. თუმცა სახარების სიტყვები ყველასატივის ნათელი როდია მათთვის ვინც თავისივე ნებით ბოროთება აირჩიეს დაფარულია სახარება როგორც ნათქვამია არა ჯერ არს ღორტათვის მარგალითის დაგება.

     პავლე მოციქული კიდევ ერთხელ ამხელს იმ მოწაფეებს რომლებიც ამბობდნენ-მე პავლესი ვარ მე აპოლოისი, მე კეფასი. პავლე ეუბნება მათ ის თავის თავს კი არ ქადაგებს არამედ მაცხოვარ იესო ქრისტეს, ასევე მოუწოდებს მათ რომ მოძღვრები არ შეურაწყონ რამეთუ მათი როგორც პატივი იმასთან ადის ვისაც ისინიადაგებენ ანუ მაცხოვართან. მოციქული წერს, ჩვენ თქვენს მონებად ვიწოდებით რადგან ყოვლის მპყრობელმა მეუფემ ისე შეგიყვარათ, რომ მან მსოფლიო ნათლის აღმომბრწყინებელმა განგანათლათ თქვენ. მან დასაბამად ნათელი აღმოგვიბრწყინა ახლა კი ჩვენი გულების განსანათლებლად გამოაბრწყინა თავისი მხოლოდ შობილი ძე. მისი განხორციელებით კი უდიდესი საიდუმლო განგვიცხადა და გვასწავლა ჭეშმარიტება რამე თუ ძის ხილვითდავრწმუნდით მამის უეჭველობაში. ამიტომ მაცხოვარს "დიდისა ზრახვისა ანგელოზი ეწოდება" მოციქული მაცხოვარს ყველგან ხატად მამისათ მოიხსენიებს როგორც თვითმაცხოვარი ამბობს "რომრლმან მიხილა იხილა მამაი" პავლე განგვიცხადებს შეურეველნი ერთ არსი და განუყოფელის ღმრთეებას. რამე თუ ნათელს, ნათელს და ნათელს უწოდებს წმინდა სამებას. ჯერ სულიწმინდაზე თქვა დიდებასა, ესეიგი არს ნათელსა უფლისასა განვიცდით მასვე ხატსა მივიცვალებით. ძისათვის თქვა: "რაითა არა გამობრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა ქრისტესი". ხოლო აწ მამისთვის თქვა "განსანათლებლად და მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესო ქრისტესა". პავლე წერს რომ მათ ჭეშმარიტი სწავლება იესოს მიერ მიეცათ და ეს სწავლება ისევეა მათში როგორც ოქრო თიხის ჭურჭელში თუმცა ჩვენ თავად მან მოგვცა ძალა რომ ესოდენ მადლი დაგვეთია და სწორედ ამ მადლის გამო ჩვენ შევიწროვებულნი ვართ მაგრამ არა დათრგუნვილნი, შეწუხებული მაგრამ არა სასოწარკვეთილნი, დევნილნი მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი მაგრამ არა დაღუპულნი და ჩვენ ჩვენივე სხეულში ვატარებთ უფალ იესო ქრისტეს სიკვდილს რათა მისი სიცოცხლე ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს. ვისაც არ სწამს იესოს აღდგომა ჩვენი ხილვით დარწმუნდეს და ნახოს თუ რამდენჯერ დაცემულა ჩვენი ხორცი მაგრამ ქრისტეს მიერ აღვმდგარვართ. ჩვენ ჩვენ თავს ვაძლევთ სასიკვდილოდ რათა შემდეგ უფალმა საუკუნო ცხოვრება მოგვანიჭოს თავის სასუფეველში პავლე მოციქულებს წერს მათი მოციქულებრტივი ღვაწლის შესახებ რამეთუ სახარების ქადაგებას მათთვის სიკვდილი მოაქვსხოლო მსმენელთათვის სიცოცხლე. მოჰყავს დავითის ას მეთხუთმეტე ფსალმუნისადაც წერია "რწმენა მე რომლისათვისაცა ვიტყოდე" რადგან წამს რომ ვინც ქრისტე აღადგინა ჩვენც აღგვადგენს. იესომ ჩვენი მსგავსი ხორცი შეისხა და მისი ვნებითა და სიკვდილით ჩვენს ბუნებას მიმადლა აღდგომისა და ზეცად ამაღლების უნარი და ის კვლავ მოვა დიდებიუთ ანგელოზებთან ერთად და საყვირის ხმაზე აღადგენს მკვდრებს ამიტომ აღდგომისათვის და ყოველგვარი სიკეთისათვის მას უნდა ვმადლობდეთ და არა ერთ კაცს ან ვინმე ცრუ მოძღვარს რათა ამ მადლის გავრცელებით მისი მმადლობელნიც გამრავლდებიან.

     პავლე მოციქული ხორცს ადარებს გარეგან კაცს რომელიც იხრწნება შინაგანი კი დღითიდღე განახლებას განიცდის ამითომ ადამიანმა უნდა იცოდეს რომ განსაცდელის არ უნდა ეშინოდეს რადგან ხორცი რომელიც იტანჯება, იხრწნება და კვლავ აღდგება სულს კი უხარია და ჰყვავის რადგან იცის რომ ღვთისათვის ევნება რამეთუ ამ საწუთროში ჩვენი მსუბუქი ჭირი "გარდარეულსა და გარდამეტებულსა დიდსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმნს ჩვენთვის". მოუწეოდებს მათ რომ არ მიაპყრან თვალნი ამ საწუთროს უხილავს ვინაიდან ხილული დროებითია ხოლო უხილავი საუკუნო.

ნახვა: 364

ტეგები: paul, კორინთო, პავლე მოციქული, რეფერატი, ქველი, ცრუმოძღვრება

ლაშა: მაისი 25, 2012||7:41pm

მადლობა სალომე... :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters