ქვეყნის იმიჯზე ზრუნვა ყველა ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად, მისი სტატუსისა თუ თანამდებობისა სახელმწიფოს სამსახურში. ამ მხრივ, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დომინირებდა - პარაოლიმპიელები ჩემპიონობდნენ, პრეზიდენტი პოლონეთში საქართველოს წარადგენდა, მთავრობა ევროპაში საქართველოზე საუბრობა და ქვეყანა კი, ილია ჭავჭავაძეს იხსენებდა.
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში - პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
მრავალსამსახურიანი ექიმები - დავით სერგეენკო - ექიმებისთვის რამდენიმე ადგილზე მუშაობის ასაკრძალად რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. დავით სერგეენკო - ხმები, რომ ზოგიერთი კლინიკა ოპერაციებში განუსაზღვრელად მაღალ ანაზღაურებას იღებს და ზოგიერთი - დაბალს, რეალობას არ შეესაბამება.
ახალი საკრებულო - გიორგი ალიბეგაშვილი - ვისურვებდი, რომ მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული და ორიენტირებული იყოს ქალაქის განვითარებაზე.
მოწესრიგებული მიწისქვეშეთი - „თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა და განათებით აღჭურვა დაიწყო. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი - თბილისში ახალ წელთან დაკავშირებით სიურპრიზები იქნება.
დღეს ილია ჭავჭავაძე 180 წლის გახდა - გიორგი კვირიკაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა. გიორგი მარგველაშვილი - ილიას მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დასახა გზა საქართველოს განვითარებისა, რომელსაც დღესაც მივყვებით. სოზარ სუბარი და უკრაინის ვიცე-პრემიერი ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაზეთ „ივერიის“ სპეციალური გამოცემა დაიბეჭდა.
ორგანიზაციული დანაშაულის ინდექსი - საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა.
დასავლეთის შეფასებები ან საქართველო დასავლეთში - არჩილ თალაკვაძე – რეფორმებს, რომელიც საქართველომ პოლიციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში გაატარა, დასავლური ინსტიტუტები დადებითად აფასებენ. ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს აღიარება ერთ- ერთ უსაფრთხო ქვეყანად მსოფლიოში, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. ვიქტორ დოლიძე - ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების სავარაუდო დამრღვევთა სტატისტიკა საგანგაშო არ არის.
დაპატიმრებული ადვოკატის ამბები - ადვოკატი - გოგა ონიანი მზადაა, ამ უკანონო პატიმრობას გაუძლოს. სალომე სამადაშვილი - შვედი კოლეგებისთვის შემაშფოთებელი იყო იმის მოსმენა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ოპოზიციური პარტიის წევრი, გოგა ონიანი დააკავეს. გიგა ბოკერია - გოგა ონიანის დაკავება გამოწვევაა არა მხოლოდ რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.
ნარკოპოლიტიკა - დიმიტრი ხუნდაძე - ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ ეს საკითხი სისტემურად უნდა განვიხილოთ და შესაბამისი ალტერნატიული სერვისები უნდა იყოს. ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი - შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში გაიზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, არაფრით არაა გამყარებული. დეკრიმინალიზაციის კანონპროექტით, პირი, თუ მას ნარკოტიკების მხოლოდ „დღიური დოზა“ ექნება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან უნდა გათავისუფლდეს. აკაკი ზოიძე - ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ, დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა საპატიმრო. დავით სერგეენკო - ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ფართო მსჯელობაა საჭირო. ეკა ბესელია - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხია, რაზეც უწყებებს საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ.
ზურაბ აბაშიძე - მოსკოვის განცხადებები, თითქოს ჩვენ მზად არ ვართ საბაჟო მონიტორინგის შესახებ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების გასაფორმებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება. ზურაბ აბაშიძე - ამ ეტაპზე პრაღის ფორმატში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება, მომავალი გვიჩვენებს, რამდენად საჭირო იქნება რაიმე ცვლილებები.
საპენსიო რეფორმა და პენსიების სისტემა - დავით სერგეენკო - პენსიების სისტემა საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა.
ტელეკომპანია იმედის საქმე - ჯარჯი წიკლაური - გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი პატარკაციშვილს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ ის „იმედს“ ნებაყოფლობით არ დათმობდა.
საზღვარგარეთულები:
ამბები უკრაინიდან - მიხეილ სააკაშვილმა დოკუმენტი გამოაქვეყნა, რაც, მისი თქმით, უკრაინაში მის ლეგალურად ყოფნას ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილი - გთავაზობთ, 3 დეკემბერს დავიწყოთ სახალხო იმპიჩმენტის პროცესი, დაე, ეს ხალხმა გააკეთოს. დიპლომატია გაწყვეტილობა - უკრაინის პარლამენტში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რადამ, შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას უყაროს კენჭი.
მოთმინების გამოცდა - დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას - ნუ გამოცდით ჩვენს მოთმინებას.
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მზად არის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია