ნისლიანი და წვიმიანი ამინდების გაგრძელება იგეგმება და პოლიტიკური აღმავლობები ნისლშია ჩაფლული. დღის წესრიგი მეტწილად, მერია-საკრებულომ, ნინო ბურჯანაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა და სხვა წვრილ-წვრილმა ამბებმა განაპირობეს:
დღეს მთაწინდაზე ჯანსუღ ჩარკვიანი დაასაფლავეს. ილია მეორე - ჯანსუღ ჩარკვიანი, როგორც ბერმუხა, ისე იდგა ქართული ლექსისა და ქართული სულის სადარაჯოზე. გიორგი კვირიკაშვილი - ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში. მიხეილ გიორგაძე - ჯანსუღ ჩარკვიანის წასვლასთან ერთად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გარკვეული ეპოქა დასრულდა. ვახტანგ კიკაბიძე - ერთი თბილისი იყო და ერთი ჯანო ჩარკვიანი - დიდი პოეტი. მთაწმინდაზე ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა - „ნუ გადააქცევთ მთაწმინდას ნომენკლატურული მწერლების საძვალედ“.
კალაძე და მშენებლობები - კახა კალაძე - ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, რა უნდა გაკეთდეს დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებისთვის. კახა კალაძე - ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ, მერია უნდა გახდეს ადამიანებზე მორგებული. კახა კალაძე დეველოპერებს - მგონი, არც თქვენ არ მოგწონთ არსებული მდგომარეობა, ის მშენებლობები, რომელიც ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს. კახა კალაძე - ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლება შესაძლებელია, ამას კონკრეტული პროექტებით გაჩვენებთ.
ჯანდაცვა და აკაკი ზოიძე - სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია შემდგომ სრულყოფას მოითხოვს, რაც ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.
ნარკოპოლიტის გზა - მარიამ ჯაში - კანონპროექტი, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საქართველოს პარლამენტში, არის გზა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკისკენ.
კორუფცია მთავრობაში - ლევან ხაბეიშვილი - მიხარია, რომ საკრებულოს წევრების სავარაუდო კორუფციულ ქმედებებზე საქმე აღიძრა, რადგან ამ ხელისუფლების თუ არა, მომავალი ხელისუფლების მხრიდან მაინც მოეღება ბოლო ბიუჯეტის წურბელებს.
ნინო ბურჯანაძე დღის წესრიგში - ნინო ბურჯანაძე - Россия 1-ის 150-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე საქართველოს ინტერესების დაცვა მაქსიმალურად შევძელი. ნინო ბურჯანაძე - შანსი იმისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიდეს საქართველოსთვის სასარგებლო მიმართულებით, ნამდვილად ძალიან დიდია. ნინო ბურჯანაძე - არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩემი ვიზიტები დაუკავშირდეს ჩემს საპრეზიდენტო გეგმებს.
აღქმის პრობლემა პენსიებთან დაკავშრებით - დავით სერგეენკო - თუ ვინმეს აქვს წარმოდგენა, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ბიუჯეტის შესავსებად შეიქმნა, ეს მათი აღქმის პრობლემაა.
კუნგფუისტი ჩემპიონები - კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.
პრეზიდენტობაც დადგა განხილვის საგანი? - ირაკლი კობახიძე დავით სერგეენკოს შესაძლო პრეზიდენტობაზე - ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატი არ განიხილება.
საზღვარგარეთულები:
ამერიკულ-ჩინური ალიანსი - დონალდ ტრამპი - აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს გვჯერა, რომ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია.
უკრაინელი დეპუტატი - პეტრო პოროშენკომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის იდეას მხარი არ დაუჭირა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია