- რომანტიკოსებო, იქნებ რეალობას დავუბრუნდეთ? რეალობა კი ასეთია - დროზე, მოკიდეთ თქვენს ბარგს ხელი და წავიდეთ ახალ თავშესაფარში.
- ტარაკან, შენ ხომ მშვიდობით მიიყვან ამათ?
- კოლომბო - გულამომჯდარმა შეუძახა მარიამ.
- მითხარი, შეძლებ მარია და თოვლის ქულა მშვიდობით მიიყვანო თავშესაფრამდე?
- კოლომბო, სად აპირებ წასვლას? - ცრემლებით სავსე თვალებით ჰკითხა მარიამ.
- მიოდიც რჩება? - იკითხა ტარაკანმა.
- არა, ეგეც თქვენთან ერთად მოდის. თოვლის ქულა, შენ ტარაკნის ზურგზე შემოჯდები - მიუბრუნდა ჯერ კიდევ გაუგებრი თვალებით მზირა თოვლის ქულას.
- პასუხის ღირსი არ ვარ! არსადაც არ წავალ.
- მარია, ისტერიკის დრო არ არის. მიხვალთ თუ არა, რამდენიმე საათში მეც დავბრუნდები.
- მაშინ, აქ დაგელოდებით. წადი, მოესიყვარულე და აქედან ერთად წავიდეთ, მე ხომ თავმოყვარეობა არ მაქვს - ზურგშექცევით უპასუხა მარიამ.
- აუხ რა დრამაა, მოდი აქეთ თოვლის ქულა, თორემ ეგ სამეული გაგჭყლიტავს.
პირველად თოვლის ქულას მიოდი ყველაზე მშვიდი ტიპი ეჩვენა და პირველად გადაწყვიტე მას გაჰყოლოდა.
- ნახე რა სიტუაციაა. კაცს უყვარს ქალი, სხვა ქალს უყვარს ეს კაცი და ეს კაცი, ამ სხვა ქალზე პატრონობას ავალებს იმ კაცს, რომელსაც უყვარს ის ქალი.
თოვლის ქულამ ვერაფერი გაიგო.
- ვერ გაიგე ხო? არაფერია. შეყვარებულებო, არ წავიდეთ? - კიდევ ერთხელ შესძახა მიოდმა.
- ახლა მაგრად მიგალამაზებ - საცემად გაიწიო ტარაკანი.
კოლომბომ შეაჩერა.
- რა გჭირს, ამის ჭკუაზე დადიხარ?
- ფრთხილად, ფრთხილად ჭაბუკო, შავი კისერი არ მოიტეხო.
- მიოდ, ჩაიკმინდე ენა, თორემ ჩაგაფარებ.
- კოლომბო ბატონო, ისედაც ბევრს ტლიკინებთ უკვე და იქნებ საქმეზე გადახვიდეთ? - საჩხუბრად მოემზადა მიოდიც.
ყველაფერ ამას დიდი თვალებით უყურებს თოვლის ქულა და ფიქრობს, რომ ძალიან ცუდი რაღაც ხდება, არც იმის გააზრება უნდა, რას აპირებენ, მაგრამ გულთან, სადღაც ფსკერზე ჩნდება სრულიად ახალი გრძნობები, რომლებიც არ მოსწონს.
- წავიდეთ ტარაკან, მე მზად ვარ.
ამ კინკლაობაში მარიას ყველაფერი აუღია. თოვლის ქულა ზურგზე შეისვა ტარაკანმა. მიოდს ერთი შეუბღვირა და ანიშნა წინ შენ იარეო.
- არ გემშვიდობებით, მალე მოვალ - უთხრა კოლომბომ.
- არც მე გემშვიდობები, აზრი არ აქვს. - ჩაილაპარაკა მარიამ და ცრემლი გადმოვარდა თვალიდან.
იმ საღამოს კოლომბო არ მოვიდა ახალ თავშესაფარში, არც მეორე დილით. ერთი კვირის შემდეგ ლოდინს უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია