- წავედით, ვიპოვეთ ახალი თავშესაფარი. კედლებიც გვექნება და ჭერიც. რბილი საწოლიც თოვლის ქულასთვის - სიხარულით შემოვარდა კოლომბო.

- შორს არის?

- არა, მალე მივალთ და დაცულებიც ვიქნებით.

- კოლომბო, იცი დღეს აქ ჯესიკა იყო - თოვლის ქულა თამაშ-თამაშით მივიდა კოლომბოსთან.

- ჯესიკა? - კოლომბომ მარიას გადახედა.

- ჰო, მგონი ჯესიკა ერქვა. რავიცი, მარიამ ასე დაუძახა და... მარია, ხო ჯესიკა იყო? - მიმართა თოვლის ქულამ მარიას.

- ოპაა, ეს რა გამოვტოვეთ? - ჩაიხარხარა მიოდმა.

- წადი შენი ადგილი მონახე ბოროტების მაშხალავ - შეუბღვირა ტარაკანმა - ისე, ეგ გოგო მე უფრო შემეფერებოდა, ფერით მაინც - წაიქილიკა და თავადაც კუთხეში მიყუჩდა.

- კი, ჯესიკა იყო კოლომბო.

- რატომ არ თქვი მერე?

- ჯერ ახლა მოხვედი და მაშინვე გადაბარგებაზე დაიწყე საუბარი, როდის უნდა მეთქვა?

- კოლომბო, იცნობ ჯესიკას? იცი რა შავი იყო? მაგრად შემეშინდა. თავიდან ტარაკანი მეგონა, მაგრამ ჯესიკა არისო. კოლომბო, დავჯდები რა შენს ზურგზე?

- რა უნდოდა? - ფიქრებში გართულმა იკითხა კოლომბომ.

- როგორ გგონია?

- არაფერიც არ მგონია და არც მინდა მეგონოს! რა უნდოდათქო? - ხმას მოუმატა კოლომბომ.

      თოვლის ქულას შეეშინდა და თითქმის ზურგზეაბობღებული უკან ჩამოცურდა. შეშინებული უყურებს ჯერ კოლომბოს, მერე მარიას. მათ ერთმანეთთისთვის აქამდე არ დაუყვირიათ.

- დაბრუნება უნდოდა, სხვა რა უნდა სდომებოდა? - მკვახედ მიუგო მარიამ.

- ასე უბრალოდ, მოვიდა და დაბრუნება ითხოვა?

- კი, ასე მოვიდა და დაბრუნება ითხოვა.

- და კიდევ მიყვარსო შენზე თქვა - სიხარულით წამოიძახა თოვლის ქულამ, თან ფიქრობდა კარგად ვიქცევიო - მაგრამ მარიას რომ ვკითხე, არ მიპასუხა - რა არის სიყვარული და შენ მაინც მეტყვი? - ისევ ბედნიერმა იკითხა თოვლის ქულამ.

      მარიას გახედა. ტიროდა. კოლომბო დაფიქრებული გაუნძრევლად იდგა, თითქოს გაშეშდაო. თოვლის ქულა თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ვერ გაიგო რა მოხდა, ასეთი რა თქვა. უცბად ტარაკანის მუჯლუგუნი იგრძნო, გადი იქითო მიანიშნა. თოვლის ქულაც დაემორჩილა და გაჰყვა.

- ნამდვილი პატარა ტლიკინა სულელი ხარ - ერთი შეუბღვირა ტარაკანმა და გულამოხვრით ჩაილაპარაკა - მიყვარსო.

ზამთარი, თოვლის ქულა, მუმუს ატერნატივა, ქველი, ბლოგი, Qwelly, blog, mumu

ნახვა: 239

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დანაშაული, ზამთარი, თოვლი, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters