ხანძრის უპრეცედენტო ლიკვიდაცია, ქართული ანტიპუტინური შეშფოთება, მერობის მსურველები და კორეის გაბედულობა

      ნებისმიერ თემაზე ქულების დაწერა, ჩვენთან „მოსული“ პონტია, ამიტომ გუშინ, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ხანძარზე, მერობის კანდიდატები გამოჩნდნენ და ქულებს იწერდნენ, მაგრამ ეგ გუშინდელი ამბავია და დღევანდელი სიცხის და ჩახუთულობის მიუხედავად, რომელიც კიდევ ორ დღეს მაღალ ტემპერატურად შენარჩუნდება, დღევნდელი ნიუსებიც უნდა გაგაცნოთ:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /9 აგვისტო, 2017/

      პროლოგში ნათქვამ გავაგრძელოთ - პრევენციის მიზნით მთაწმინდაზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო ტექნიკა და მაშველები იყვნენ მობილიზებული. გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის დროს ოპერატიული მუშაობისთვის მეხანძრეებსა და მაშველებს მადლობას უხდის. ნინო ჩხობაძე - მთაწმინდის ფერდობზე, დამწვარ ტერიტორიაზე ახალი ნარგავები უნდა დაირგოს, საფარის აღდგენის შემდეგ კი, დამწვარი ხეები მოიჭრას. გამწვანების სამსახურის უფროსი - რა სამუშაოები ჩატარდება მთაწმინდის დამწვარ ფერდობზე, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. მსოფლიო პრეცენდენტიო? ეს გირჩელია? ზაზა გაბუნია - ქართველმა მაშველებმა სტიქიიის დაძლევის ახალი მსოფლიო პრეცედენტი შექმნეს.

      პუტინის აფხაზური ვიზიტის ფონზე, ისევ აქტიურია ოკუპაციის თემა - თენგიზ ფხალაძე - საქართველომ არაღიარების ბრძოლა მოიგო და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ დეოკუპაციის ბრძოლასაც. აქვე უნდა ვახსენოთ უკრაინის ამბები და მათი შეფასება - უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოში კრემლის დანაშაულის მიმართ დროული რეაქციის არარსებობის გამო რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ. ქეთევან ციხელაშვილი - აფხაზური საზოგადოება რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ინტერესის მძევალია. საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის მკვიდრი დააკავეს.

      ევროპაში მოგზაურობის პარალელურად, ოპონენტებთან კამათსაც ახერხებს ფრენამოყვარული ექსპრეზიდენტი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს რუსული პასპორტი აქვს - პავლო კლიმკინი მიხეილ სააკაშვილს - ზოგიერთებისგან განსხვავებით, პასპორტების კოლექციას არ ვაგროვებ. მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, მიმართეს თუ არა ლიტვას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით.

      არც მოწევამ უშველა ამათ, არც გასაბერმა ტაძარმა, არც კრეატიულობამ და ორიგინალურობამ - ზურაბ ჯაფარიძე - ცესკო-მ „გირჩს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

      ეს კაცი ორიგინალიაო რომ იტყვიან ხოლმე, ალეკოზეა და იცოდეთ - ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ მერიას, წინასაარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას. სხვა კანდიდატებიც - კახა კალაძე - ვფიქრობ, სწორი მოდელია, როცა პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. ზაალ უდუმაშვილი - კრიზისების მართვის საბჭო “ქართული ოცნების” პოლიტიკური პენსიონრების თავშესაფარია.

      შსს აქტიურია - შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. მაგრამ მაინც არის სავალალო შედეგები - ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბიონარკოტიკის მოხმარება სახელდება.

      დღეს ჯილდოებიც გაიცა - ჯერ იყო, მადლობის სიგელი მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბორჯომის პარკისგან, მერე კიდე საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში შეტანილი წვლილისთვის „გილეადის“ ხელმძღვანელი პირები ოქროს საწმისის და ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ბორჯომის ტყის აღდგენისთვის მადლობის სერტიფიკატი გადაეცა.

      ან მართლა გადახდა არ იციან, ან უკვე შეგნებულად აფერიტობენ - ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა.

      კულტურის სიახლეები გამოჩნდა საინფორმაციო სააგონტოებში - ირმა ნიორაძე და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებმა Black Sea Arena-ზე გალა კონცერტი გამართეს.

      ანონსიც ასეთი უნდა, ყოჩაღ გურიას - ოზურგეთში „ზარას“, „მანგოს“, „ბერშკას“, „მასიმო დუტის“ და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება.

      ძველი ამბები უკვალოდ არ ქრება - ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

      ახმეტა-თელავი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო.

      ამ წუთებში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარისა და მეუფე გერასიმეს შეხვედრა იმართება. დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღმრთისმშობლის კვართი ჯერ ხობში, შემდეგ კი თბილისში უნდა გადმოესვენებინათ.

საზღვარგარეთულები:

      მიწისძვრა იყო ჩინეთში - ჩინეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 175 კი დაშავდა.

      ხომ ვამბობდი, ამათი გაბრაზება არ შეიძლებათქო - ჩრდილოეთ კორეა გუამის კუნძულზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შესაძლებლობას განიხილავდა. ჯონ მაკკეინი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ისეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რომლის განხორციელებასაც ვერ შეძლებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 209

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters