მთაწმინდა ჩაფიქრებულა და ცისკრის ვარსკვლავის ნაცვლად, საკუთარ გუშინდელ მცხუნვარებას იხსენებდა და ერთობ დაღონებული აპირ... - არა, ცხადია პროზაულ ნიუსებს არ შემოგთავაზებთ, უბრალოდ, დილიდან ვრცელდებოდა მთაწმინდის დამწვარი ფერდობები და მეც გული დამეწვა. მაგრამ მაინც:
ერთ-ერთი პირველი ნიუსი იყო, ხობელების და ზუგდიდელების დაპირისპირების ამბავი, ეს ორი მეზობელი, არც მეტი, არც ნაკლები, ღმრთისმშობლის კვართის გამო კინაღამ წაკინკლავდნენ - მეუფე ვახტანგი - კვართის ხობის მონასტერში ერთი დღით გადატანაზე გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს. ზუგდიდის მერი - ღვთისმშობელი თვითონ ირჩევს, სად იყოს დაბრძანებული მისი სამოსელი და მისი ნების გარეშე ვერანაირი ძალა ვერ დაძრავს კვართს. კულტურის სამინისტრო ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ელოდება.
შესაშური მოწოდება ისმის ამერიკისგან - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება გააუქმოს. თამარ ხულორდავა - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთისთვის ღია მინიშნებაა, რომ საქართველო არ არის მარტო მისი აგრესიის პირისპირ. ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის აფხაზეთში ვიზიტს აფასებს, როგორც განგრძობადი ოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ ნაბიჯს. ირაკლი კობახიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
აქ არა შემოჰყოლიაო - დღესვე - რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. მოგვიანებთ, საოკუპაციო ხაზზე დაკავებული უტა სამუშია გაათავისუფლეს.
პატრიოტიზმი პრობლემური ცნება გახდა - გიგლა ბარამიძე - აფხაზ და ოს ხალხს რომ შევხვდეთ, ჩვენ ვართ პრორუსები, ხალხის მტერი და სესიაშვილი და იზორია არიან პატრიოტები?! ნინო ბურჯანაძე - საქართველოში ჩავალ საქართველოდან, აფხაზეთიც და ოსეთიც საქართველოა.
მთაწმინდის გარდა, პრობლემა ჰქონდა გუშინ აეროპორტსაც - პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა. ამის ფონზე, ეს ნიუსი შვებაა - საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი პროგრამები ამოქმედდება. გიორგი გახარია - პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ არის, ის არის უფრო გლობალური.
ნეტავ გამაგებინა ამათ რაღა უნდათ, იმ კაცს არ უნდა საქართველო და თბილისი და - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. დღეს პიჯაკების საქმე იყო. ე.წ. პიჯაკების საქმეზე სდსს-ს ის ყოფილი თანამშრომელი დაიკითხა, რომელიც დოქტორ დოტის ვიზიტისას მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. თემურ ჯანაშია - დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ "ღადაობაა". პროკურორი - ბოტოქსის, ეპილაციის და მეგობრებისთვის საჩუქრების ხარჯების გასაიდუმლოება მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოების აღშფოთების შემდეგ გადაწყვიტა. მოსამართლემ ბარაქ ობამას შვებულების ხარჯებთან დაკავშირებული მასალა ე.წ. პიჯაკების საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. უკრაინის საგარეო უწყება - სააკაშვილის გადაადგილებას უცხოელ პარტნიორებთან არ განვიხილავთ, მითუმეტეს, ვინ იცის, ხვალ სად აღმოჩნდება ის.
ციანიდის საქმის მბრალდებლები დეკანოზყოფილ გიორგი მამალაძეს ციხეში ისტუმრებენ - ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მოსამართლე გამოიტანს სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ. მიხეილ რამიშვილი - ვერც ერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ მამა გიორგის მიერ დანაშაული მზადდებოდა. დღესვე, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი - ბრალდების დასკვნითი სიტყვა უსუსური იყო და მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა.
რუსიფიკაციის პოლიტიკა - ქეთევან ციხელაშვილი - მინიშნება, რომ ახალგორის ქართული სკოლები რუსულ სწავლებაზე გადავიდეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის შემდგომი ნაბიჯია.
გამსახურდიამ, დაზარებულობა მინდა - ცოტნე გამსახურდია პროკურატურისგან ზვიად გამსახურდიას საქმეში დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
კარგი სუფრა გაიშლებაო, ალბათ ფიქრობს - რომან გოცირიძე მთავრობას - ხელისუფლება რომ შეიცვლება, მწვადებს დაგითვლით.
მაინც, ყოველი შემთხვევისთვის? - გიორგი კვირიკაშვილის აზრით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. თემურ გიორგაძე - საგანგებო სიტუაციების სამსახურის გასაძლიერებლად პირველ რიგში, ვერტმფრენები უნდა შეიძინონ.
ფეხბურთიდან მინისტრობაში, კალათბურთიდან პარალელურად PR-ში - ზაზა ფაჩულია „თიბისი ბანკთან“ ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
შავი ზღვის არენაზე - Black Sea Arena რომ ჰქვია რატომრაც, ანონსდება:
საზღვარგარეთულები:
ამერიკა კორეას უჩიჩხინებს - აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ობიექტებზე პრევენციული დარტყმების გეგმა შეიმუშავა.
ეს ამერიკა რამდენად უნდა გაიჭრას - ვენესუელას ხელისუფლება არ სცნობს ახალ შემზღუდავ ზომებს, რომელიც ვაშინგტონმა ქვეყანას დაუწესა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Lutra_მ.
თარიღი: ნოემბერი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Novembro de 2026 será um mês movimentado para os fãs de videogames. Entre lançamentos importantes, expansões e apresentações especiais, algumas datas merecem atenção. GTA 6, Path of Exile e Path of Exile 2 estão entre os principais…
გაგრძელება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ნოემბერი 6, 2026.
საათი: 9:39am
0 კომენტარი
0 მოწონება
For the day-three Finest Program 1 setup described, five Moments offer 30 program points in MLB The Show 26, making them a sensible first stop before spending on exchanges. Check that the objectives and rewards match your in-game program before…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია