ჯონ ნეშის ექვილიბრიუმზე ვუყურებდი ვიდეოს, რომელიც ამოჭრილი იყო ერთ-ერთი ცნობილი ფილმიდან „ბრწყინვალე გონება“ (A Beautiful Mind, 2001) - ამ ფილმმა, 4 ოსკარი აიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის, ოქროს გლობუსები აქვს, ბაფთები და ა.შ. ფილმი ბიოგრაფიულია და სწორედ, ხსენებულ, ამერიკელ მათემატიკოსს ჯონ ნეშს ეძღვნება (ორი წლის წინ გარდაიცვალა ეს კაცი).
არა, დღეს ბრწყინვალე გონებაზე არ მოგიყვებით. ერთი რომ ყველას ნანახი აქვს და ვისაც არ გაქვთ, რას კითხულობთ ამ ბლოგს - ფილმს უყურეთ! უბრალოდ ამ ფილმმა ერთი ამბავი მომაგონა ან უკეთ რომ ვთქვათ, მომაფიქრა, ან იქნებ უფრო მართებული იქნება თუ დავწერ - ერთი რეალობა აღმაწერინა გონებაში...
გინახავთ ალბათ ფილმები, სადაც მთავარი გმირი ფლობს რაღაც ცოდნას, სიმართლეს, ჭეშმარიტებას. მის გარშემო, არავის სჯერა ამ ადამიანის, ყველა შორდება მას, რადგან, როგორც წესი, ეს ჭეშმარიტება ამოვარდნილია გარშემომყოფების ზოგადი თვალთახედვიდან, ან მათი სურვილების საწინააღმდეგოა. მაგრამ თავად გმირს სწამს, ხედავს და სჯერა იმის, რომ რაც იცის - ჭეშმარიტია. და ცდილობს ეს ჭეშმარიტება სხვებსაც გაუზიაროს. ასეთ ფილმებს, ხშირ შემთხვევაში ბედნიერი დასასრული აქვთ (ბედნიერს ვამბობ თორემ... საკითხავია, რას დავარქმევთ Happy End-ს?), გმირის სიმართლე დამტკიცდება და ის გახარებულია - საბოლოოდ ხომ გაიმარჯვა?! ახლა ხომ სჯერათ მისი?!
ცოტა უფრო კარგი რეჟისორები, ზუსტად იგივე სიტუაციას სხვაგვარად დაასრულებენ ხოლმე - ფილმის მთავარი გმირი საბოლოოდ მართალი აღმოჩნდა, მაგრამ არც სიხარული და არც ბედნიერება ამ „გამართლებას“ არ მოაქვს - რადგან მის გარშემო აღარავინ არის და ამ სიმართლეში სრულიად მარტომყოფს ერთადერთი გრძნობა დააქვს - ტკივილი. (იხილეთ, ტარკოვსკის „სტალკერი“ Сталкер, 1979)
„ბრწყინვალე გონება“ ტყუილად არ ვახსენე - ამ ფილმის მიხედვით, მესამე სცენრიც ვითარდება, როდესაც მთავარი გმირი ხედავს რა სხვებისთვის არარსებულ რეალობას, სწამს და სჯერა საკუთარი თვალით ნანახი ჭეშმარიტებისა, საბოლოოდ მტყუანი აღმოჩნდება - გამოვა, რომ მას მოჩვენებები ჰქონდა და მისი სიმართლე განქარდება. თუმცა, პროცესი ისე კარგად არის გადაღებული, რომ შენ, მაყურებელსაც კი გჯერა მისი სიგიჟის ჭეშმარიტების. მოკლედ, ამ ფილმს ასეთი დასასრული აქვს - მთავარი გმირის სიმართლე, სიცრუე აღმოჩნდა.
აქ არ დავიწყებ გარჩევას მტყუან-მართლისა - ძნელია მათი გარჩევა ასეთ დროს. აქ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაა გადმოცემული.
ამ სამი განსხვავებული დასასრულის მიუხედავად, გმირებს ერთი საერთო აქვთ - ტკივილი! დაკარგვის ტკივილი. ტკივილი გაწელილი დროში. იმ დროში, როდესაც მათ სწამდათ საკუთარი სიმართლის და ცდილობდნენ სიმრთლის მხარეს სამყაროს გადაბირებას, სამყარო კი მათ ზურგს აქცევდა, სამყრო იკარგებოდა, შორდებოდა ჭეშმარიტებას (მათი რწმენისამებრ). ამ დროს დიდი ტკივილია ადამიანში, მოუშუშებელი ტკივილი, ზოგჯერ ისეთიც, რომ სათქმელად საძნელოა და არც შენდობა უხერხდება.
იცით, სასიამოვნოა როცა ადამიანი ამ ფილმის მთავარი გმირია. განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ჯერ ფილმის კულმინაციაც შორსაა. მაგრამ მტკივნეულია, ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ახლობლებისგან...
ტკბილი მოგონებებისა იყოს!
გააჩნია, ვისთვის სიგიჟე, ვისთვის - ჭეშმარიტება. ობივატელი იოლად არქმევს ყველაფერს სიგიჟეს. ჭეშმარიტება კი ხან ხილვის, ხან მოჩვენების, ხან სიზმრის სახით თვალს ჩაუკრავს ხოლმე ადამიანს და ისევ იმალება
„ვისთვის სიგიჟე, ვისთვის - ჭეშმარიტება“- ეს ვისთვის მაშინ ქრება, როდესაც ჭეშმარიტება გამოჩნდება ხოლმე. მაშინ უკვე „ვისთვის როგორ“-ს აზრი ეკრგება.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2026.
საათი: 5:45am
0 კომენტარი
0 მოწონება
After years of refining builds across different leagues, one pattern becomes clear in Path of Exile 2: raw gear power alone doesn’t solve progression problems. True efficiency comes from how well you convert that power into passive…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია