ამერიკისგან ნაქები ცვლილებები, საქართველო მსოფლიო სარბიელზე, ყოფილი მერი, ვიდეოკამერების ჯარიმები და ახალი მარში

      დღეს ლუკა მახარებლის ხსენების დღეა. მივულოცავთ ყველა ლუკას, მივულოცავთ თითოეულ მკურნალ ექიმს. დღის მთავარ ამბებში გვხვდებოდა - საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება; პარლამენტის მიღებული კონსტიტუციის განხილვები, საქართველოსკენ მოტრალებური მსოფლიო თვალი, ცოტა მარში, ცოტა სააკაშვლი და არჩევნები. 2017 წლის ოქტომბრის თვის ბოლო ქველინიუსი:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 ოქტომბერი, 2017/

      მთის პრობლემას სასამართლო როდის აგვარებდა? - ზაქარია ქუცნაშვილი - თამაზ მეჭიაურს უნდა, რომ ერთი სადავო ხმით ტყუილმა და შეურაცხყოფამ გაიმარჯვოს.

      საპარლამენტო ცვლილებების ამერიკული მხარდაჭერა - იან კელი - ის, რაც ქართველებს და აშშ-ს უნდა არის ის, რომ შემდეგი პარლამენტი ქართველი ამომრჩევლების ნებას ასახავდეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა ოპოზიცია, ასე არ ფიქრობს - დავით უსუფაშვილი - ვწუხვარ, რომ კონსტიტუციური საკითხები ასე გაშარჟდა. გიორგი აბაშიშვილი - მმართველი გუნდის ტენდენცია არ იცვლება - ჯერ ჩააგდებენ ვეტოს, მერე კი, რაც მასში წერია, სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში. „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება. რომან გოცირიძე საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში მონაწილეობაზე - რა აზრი აქვს და რატომ უნდა გავულამაზოთ ეს პროცესი? დავით მათიკაშვილი - კონსტიტუციასთან დაკავშირებით ძალიან პროგრესული პროცესი წარიმართა და ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება. იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება. მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული. სერგო რატიანი - საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენი მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ.

      საქართველო მსოფლიოს გადმოსახედიდან ერთ ბლოკში - ამერიკა ასევე მხარს გვიჭერს საერთაშორისო სარბიელზე და ეს კიდევ ერთხელ გახმიანდა - იან კელი - როგორც აშშ, ასევე თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ქართული ჩოხის PR თურქეთში - თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე თურქეთის ელჩი ქართულ ჩოხაში გამოწყობილი იმყოფებოდა. მიხეილ ჯანელიძე - თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება საერთო მიზნებსა და ხედვებს რეგიონის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის. მიხეილ ჯანელიძე - საქართველო გადაიქცა გაერო-ს დახმარების მიმღები ქვეყნიდან სხვა ქვეყნებისთვის დახმარების გაზიარების ქვეყნად. ლევან ვეფხვაძემ გაერო-ს ჟენევის ოფისში პრეზენტაცია გამართა. ნილს სკოტი - მდგრადი განვითარების ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა, როგორც ქვეყანა, რომელმაც წარმატებული რეფორმები განახორციელა. მიხეილ ჯანელიძე - ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე - ჩვენ გარკვეულწილად ერთ ავტობუსში ვართ და იქ ამოსვლა უნდა შეეძლოს ყველას, ვისაც ეს სურს.

      ყოფილი მერის აღსარებები და გამომშვიდობება - შეიძლება ასეც ეწოდოს ინტერვიუს დავით ნარმანიასთან - ავით ნარმანია ნაწილობრივ ეთანხმება კახა კალაძის კრიტიკას, რომ მერიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა. დავით ნარმანია - მცდელობა არ დაგვიკლია, „სითი პარკს“ გარკვეული სანქციებიც დაეკისრა, თუმცა მისი გაძევება ვერ მოხერხდა. დავით ნარმანია - 10-ქულიანი სისტემიდან ჩემ თავს 8 ქულას დავუწერდი. დავით ნარმანია - ჩემს მომავალ საქმიანობაზე მას შემდეგ გაიგებთ, რაც შემაჯამებელ ანგარიშს წარვადგენ.

      ხვალიდან უკვე ვიდეოკამერები გამოწერენ ჯარიმებს - ხვალიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება.

      დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს.

      ბანკები აუფასურებენ ლარს?! - ლევან კალანდაძის ვარაუდით, ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ბანკების მიერ განხორციელებული სპეკულაციური ოპერაციები იყოს.

      ნუცუბიძის ქუჩის საქმე - თამარ კორძაია - ნუცუბიძის ქუჩაზე მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შს მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს. მამუკა მდინარაძე - ნუცუბიძეზე მამაკაცის გარდაცვალების საქმეს პოლიტიკოსები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. დავით ბაქრაძე - ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების ორკესტრირებულ მუშაობას ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის მისაჩქმალად. შალვა ხუციშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე - ყველა კითხვას პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

      არჩევნები2017-ის დარღვევებიდან - ხატია დეკანოიძემ არჩევნებზე დარღვევების ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა. არჩევნების თემის გაგრძელებად - თამარ კორძაია - ვუთანაგრძნობ "ქართულ ოცნებას", სამწუხაროდ, მათთვის არ არის კარგი, როდესაც საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ. მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ დროს, მე-60 უბანზე არჩევნები შემდეგნაირად ტარდებოდა: საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და ახალი ყუთი მოჰქონდათ. ოთარ კახიძე - არჩევნების დღეს, რაც კი გაუვათ და რასაც კი გამოაპარებენ დამკვირვებლის თვალს, ყველაფერზე მიდიან. მამუკა მდინარაძე – მთელი საარჩევნო პროცესი ფირზე აქვთ აღბეჭდილი. გიორგი მარგველაშვილი - ვფიქრობ, არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

      საპენსიო რეფორმა - „დაგროვებითი პენსიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ნიკოლოზ გაგუა - საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისთვის და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

      გართულებული პროცედურები ბოშებისთვის - კვლევის მიხედვით, საქართველოში ბოშებს ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტის აღებისას რთული პროცედურების გავლა უწევთ.

      ახალი მარში, ამჯერად ფეხბურთის ფედერაციასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები დააკავეს. ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართული მარშის“ აქცია დასრულდა. გურამ კაშია - აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. მიხეილ ყაველაშვილი - უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი - ამინა ოკუევა უკრაინელი და ჩეჩენი ხალხის ნამდვილი გმირია, ამიტომ მტერმა ჩვენი დის მკვლელობისთვის პასუხი უნდა აგოს. ამინა ოკუევას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შეკვეთით განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. უკრაინის შს მინისტრი - პარლამენტთან შეკრებილი ნაყარ-ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მიხეილ სააკაშვილი - იმედი მაქვს, არსენ ავაკოვმა ნაყარ-ნუყარში ”ბარიგების” წარმომადგენელი დეპუტატები იგულისხმა. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში საკანში წყნარად ჯდომას და იქიდან ლუღლუღს არ ვაპირებ, აქტიურად ვიბრძლებ. მიხეილ სააკაშვილი - სრული სისულელეა, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა, არც თავი აქვთ და არც შემსრულებლები ჰყავთ. მიხელ სააკაშვილი - ოლიგარქები არიან ფაროსანები, რომლებიც დადიან და შიგნიდან ანადგურებენ, სპობენ ქვეყნის შიდა იმუნიტეტს.

      კატალონიის საქმე - ადვოკატი - კარლეს პუჩდემონი ბელგიაში იმყოფება, თუმცა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს. კარლეს პუჩდემონი ესპანეთში დაბრუნებისთვის სამართლიანი სასამართლოს გარანტიას ითხოვს.

      ჩრდილოეთ კორეა, როგორც ევროპის საფრთხე - იაპონიის პრემიერი - ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები განავითარა, რომლებსაც შეუძლიათ ევროპის ქვეყნების ტერიტორიას მიაღწიონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 226

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი

vako: ნოემბერი 1, 2017||12:41pm

საინტერესოა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters