2017 წლის შემოდგომის ბოლო თვეს შევეგებეთ ბიზნესის კეთების წარმატებით, ფეხბურთის ფედერაციასთან აქციის მონაწილეთა სასამართლო განხილვებით, არაბეთის წარმომადგენლობით პრეზიდენტ მარგველაშვილთან, ცოტა ოპოზიციური გამოსვლებით, მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებით.
ბიზნესის კეთება საქართველოში მარტივია - მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. Doing Business 2018-ის ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა. გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია. სოფიო ქაცარავა - საქართველოში ბიზნესის კეთება ასეთი კომფორტული და მარტივი ჯერ არ ყოფილა. გიორგი გახარია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის ელიტარული ქვეყნების კლუბში, სადაც მარტივად და კომფორტულად არის შესაძლებელი ბიზნესის კეთება.
კაპიტნის ფერადი სამკლაური - გურამ კაშია - აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. მიხეილ ყაველაშვილი - უკეთესი იქნებოდა, პროტესტი გამოეთქვათ, რომ წარუმატებელი ფეხბურთი გვაქვს და ამაზე ბოდიშს მოვიხდიდი. კახა კუჭავა - ადამიანმა გამოხატა თავისი ნება ძალადობის წინააღმდეგ და შემდეგ აგორდა თემა, რომელიც ძალიან არაადეკვატურ ჭრილში გადავიდა. ფეხბურთის ფედერაციასთან გამართული აქციის შედეგებიდან - ლადო სადღობელაშვილი - გიორგი ჭელიძე სასტიკად ნაცემია, მე კი ტვინის მსუბუქი შერყევა მაქვს. ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული ”ქართველთა მარშის” წევრების პროცესის დაწყებამდე დარბაზში ხმაური იყო. ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატი - გაუგებარია, რატომ მოხდა "ქართული მარშის" წევრების დაკავება, თუკი ბრალმდებელს მტკიცებულებები არ გააჩნდა.
საბავშვო ბაღის სამომავლო სტანდარტები - თემურ თორდინავა - 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა მივაღწიოთ სტანდარტს, როდესაც ბაგის ჯგუფში 25 და ბაღის ჯგუფში 30 ბავშვი იქნება. თემურ თორდინავა - მაქსიმუმ 4 წელიწადში საერთაშორისო სტანდარტის საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები გვექნება.
არჩევნები და მისი შედეგები - დეიმონ უილსონი - გაურკვეველი რჩება ვინ გაუწევს "ქართულ ოცნებას" ოპონირებას, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა
საპენსიო რეფორმის აუცილებლობა - გიორგი გახარია - საპენსიო რეფორმა აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის.
არითმეტიკისა და „თხრის“ შედეგები - ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთში არჩევნების მეორე ტური არითმეტიკის გარდაუვალი შედეგია. თამაზ მეჭიაური - მე გამგეობას აუდიტის მეშვეობით გადავიბარებ, შევაფასებთ მათ გაკეთებულ საქმეებს და იმდენს გააკეთებს, ზაქარა გამოთხრის ბორკილებს. თიანეთის საოლქო კომისიამ მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოაცხადა. ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებაში არსებული კონიუნქტურა ითხოვს, სადღაც ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ლელა ქიტესაშვილი - თუ საოლქო კომისია ვერ იკვლევს დარღვევას, აუცილებელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
არჩევნები, როგორც კონსტიტუციის კონსენსუსი - მამუკა მდინარაძე - კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან და ამის პასუხია 21 ოქტომბრის არჩევნები. თამარ ჩუგოშვილი - ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, უნდა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები? მათი ბოიკოტი არასერიოზული დამოკიდებულებაა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - კონსტიტუციის ჭრა-კერვა გახდა არასერიოზული საქმე და ქვეყნისთვის საზიანო. ეკა გიგაური - პარტიის დაფინანსება, როდესაც ამ პარტიას 3%-იანი ბარიერიც არ გადაულახავს, მანკიერი პრაქტიკის დაკანონება იქნება. ირაკლი სესიაშვილი - ნდობის ჯგუფთან დაკავშირებით თუკი რამე ინიციატივები და წინადადებები იქნება, მზად ვართ განვიხილოთ. დავით მათიკაშვილი - ”შავი პიარი”, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში დაიწყო ოპოზიციამ პრეზიდენტთან ერთად, ფიასკოთი დასრულდა. არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - თქვენ სადამკვირვებლო მისიების ან ვენეციის კომისიის ჩანაწერებს კითხულობთ უკუღმა. თბილისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 40 წევრი ეყოლება, 5 - ”ნაცმოძრაობას”, 3 - ”ევროპულ საქართველოს” და 2 - ”პატრიოტთა ალიანსს”.
ოკუპაცია თავისუფლების სასჯელია - გიორგი მარგველაშვილი – ოკუპაცია ჩემი ერის ერთგვარი სასჯელი იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი სწრაფვის გამო. გიორგი მარგველაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი - ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შესაბამის ისტორიულ მომენტს უნდა დაველოდოთ. გიორგი მარგველაშვილი - მე, ვლადიმერ პუტინთან არანაირი პირადი დამოკიდებულება არ გამაჩნია. გიორგი მარგველაშვილი - მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ჟურნალისტზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს არ აქვს ადგილი. გიორგი მარგველაშვილი - 2014 წლის იანვრის შემდეგ მე ივანიშვილთან არ მისაუბრია.
ლარის გაუარესება - რომან გოცირიძე - არავითარი კლიმატი, ზამთარ-ზაფხული ლარზე არ მოქმედებს, თუ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა წარიმართება სწორად.
უარი შენგენის ქვეყნებიდან - უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 7 თვეში, იტალიაში შესვლაზე უარი საქართველოს 60 მოქალაქეს უთხრეს, საბერძნეთში - 56-ს, პოლონეთში - 53-ს, კვიპროსში - 49-ს.
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება - ვანო მერაბიშვილს შესაძლოა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება შეეხოს. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, ვანო მერაბიშვილი რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს გარეთ, ამის შემდეგ თავად გადაწყვეტს, სად იქნება მისი ადგილი. ირაკლი სესიაშვილი - წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენენ. უზენაესმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის საქმეზე - სტრასბურგში მორიგი მარცხის შემთხვევაში ხელისუფლებამ, შესაძლოა, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი გამოიყენოს.
ალფეევი საქართველოს საპატრიარქოში - ილია მეორე რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის საუკუნოვან იუბილეზე მიიწვიეს
საზღვარგარეთულები:
მანჰეტენზე ტერორისტული აქტი მოხდა - მანჰეტენზე ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. დონალდ ტრამპმა ლტოლვილების მიღების პროგრამის გამკაცრების განკარგულება გასცა. დონალდ ტრამპი - „ისლამური სახელმწიფოს“ სრული განადგურების შემდეგ, ვაშინგტონმა არ უნდა დაუშვას ტერორისტების აშშ-ს ტერიტორიაზე მოხვედრა. აშშ-მ ირანის უმსხვილესი ნავთობკომპანიების, ფიზიკური პირების და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გიორგი მარგველაშვილი - საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას. უზბეკეთი მზად არის, ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში ამერიკულ მხარეს დახმარება გაუწიოს. დონალდ ტრამპი - ტერორისტი ჩვენს ქვეყანაში მწვანე ბარათის მეშვეობით ჩამოვიდა, ჩვენ უფრო მკაცრი და ჭკვიანები უნდა ვიყოთ.
არსენ ავაკოვი - არც ჩემს შვილს, არც მის მიერ დაფუძნებულ ფირმებს უკრაინის ბიუჯეტიდან არც ერთი კაპიკი არ აქვთ მითვისებული. რამზან კადიროვი - ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც დათვი თქვენს წინაშე დგას - ამინა ოკუევა უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს.
ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი და კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრები ჩვენების მისაცემად დაიბარა. კარლეს პუჩდემონი ესპანეთის სასამართლოში მისვლას არ აპირებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ბირთვული შეიარაღების შექმნას ან საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას არ ვაპირებთ
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია