ეს უკვე მესამე ამონარიდია იოზეფ რატცინგერის წიგნიდან - შესავალი ქრისტიანობაში.
გახსვოთ ალბათ წინა ორი პოსტი:
დღეს მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელსაც ეჭვი ჰქვია. პაპი ბენედიქტე ამ თემას ერთი იგავით ჰყვება და შემდეგ მცირე დასკვანსაც აკეთებს.
"მარტინ ბუბერმა, ერთი ებრაული ისტორია ჩაიწერა, რომელსაც მოგიყვებით. წინა პოსტში აღწერილი ადამიანური ყოფის დილემის გაგრძელებად შესანიშნავი საილუსტრაციო ამბავია.
"ერთი განმანათლებელი, ფრიად განსწავლული კაცი, ცნობილ ბერდიჩეველ ცადიკს (ებრაულ კულტურაში წმინდა ადამიანს ეძახდნენ ასე) ეწვია, რათა, მისი ჩვეულებისამებრ, მასთან ეკამათა და შეერცხვინა იგი რწმენის სასარგებლოდ მისი ჩამორჩენილი არგუმენტაციისათვის. როდესაც ის ცადიკის ოთახში შევიდა, იგი ფიქრებში ჩაძირული, წიგნით ხელში მოსიარულე დაინახა. ვერ შეამჭნია რა თავიდან შემოსული, ის, ბოლოს და ბოლოს, გაჩერდა, წამით შეხედა მას და თქვა: „შესაძლოა, ეს მართალია“. სწავლული უშედეგოდ ცდილობდა შეენარჩუნებინა ღირსება, მუხლები უკანკალებდა, იმდენად ეშინოდა მისი სახის დანახვის, იმდენად ეშინოდა მისი უბრალო საუბრის მოსმენის. და უეცრად რაბი ლევი იცხაკი მისკენ მიბრუნდა და წყნარად თქვა: „შვილო ჩემო! თორას დიდმა წინასწარმეტყველებმა, რომელთაც შენ ეკამათებოდი, უსარგებლოდ გაფლანგეს სიტყვები, რადგან შენ დამცინავი ღიმილით წახვედი. ეს კი იმიტომ, რომ მათ ღმერთის და მისი მეუფების არსებობის ნივთიერი საბუთი ვერ წარმოგიდგინეს. ეს არც მე შემიძლია. მაგრამ დაფიქრდი, შვილო ჩემო: შესაძლოა, ეს სიმართლეა!“ განმანათლებელმა, ძალა მოიკრიბა, რათა შეკამათებოდა, მაგრამ საშინელი „შესაძლოა“ კვლავ და კვლავ, როგორც ექო, მის ყურებში ჟღერდა და მისი წინააღმდეგობა გატეხა“.
ამ იგავში, მისი უცნაური ლიტერატურული ფორმის მიუხედავად, ჩემი აზრით ძალიან ზუსტადაა ააღწერილი ადამიანის მდგომარეობა მის მიმართებაში ღმერთის საკითხთან. მართლაც, არავის ძალუძს ღმერთისა და მისი მეუფების არსებობის დამტკიცება. თავად მორწმუნესაც არ შეუძლია თუნდაც საკუთარ თავს დაუმტკიცოს ეს. მაგრამ რა გამართლებაც არ უნდა იპოვოს აქ ურწმუნობამ, მარ არ შესწევს ძალა გაუმკლავდეს ამ საგანგაშო სიტყვებს "მაგრამ შესაძლოა, ეს სიმართლეა". ვერსად წაუხვალ ამ "შესაძლოა"_ს, ის დგას როგორც მარადიული წინააღმდეგობა, და თავად რწმენის უარყოფაში ურწმუნობა იძულებულია მის უტყუარობას ჩაწვდეს. სხვა სიტყვებით, მორწმუნე, ისევე როგორც ურწმუნო, თითოეული თავისებურად, მოაწილეა ეჭვშიც და რწმენაშიც, თუკი არ ემალება საკუთარ თავს და საკუთარ ყოფიერების შეჭმარიტებას. არავის ძალუძს თლიანად აირიდოს არც ეჭვი, არც რწმენა. ერთისთვის ეჭვის საპირისპირო თუ რწმენაა, მეორესთვის ის ეჭვის გზით და ეჭვის ფორმით გამოიხატება. ადამიანური ხვედრის ძირეული განსაზღვრება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავისი მიწეირი არსებობის საბოლოო აზრის პოვნა სხვაგვარად არ შეუძლია, თუ არა რწმენისა და ეჭვის, შეკამათებისა და დარწმუნების დაუსრულებელი პაექრობა. და შესაძლოა, მათ ურთიერთობის ადგილი გახდეს სწორედ ეჭვი, რომელიც ერთსაც და მეორესაც საკუთარ სამყაროში ჩაკეტვისგან იცავს. ის ორივეს უშლის ხელს მთლიანად ჩაიკეტონ საკუთარ თავში. ის მორწმუნეს და ურწმუნოს ერთმანეთისკენ უბიძგებს. ერთისთვის ეს არის რწმუნოს ბედში მონაწილების ფორმა, მერესთვის - ფორმა, რომლითაც მასში რწმენა სუფევს, მიხედავად მისკენ მიმართული გამოწვევისა".
იოზეფ რატცინგერი - შესავალი ქრისტიანობაში
თბილისი, 2010
-------------------------
ვფიქრობ საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ საუბრობს იოზეფ რატცინგერი, ვინაიდან დღეს, ჩვენს რეალობაში მრავლად მოიპოვებიან ათეისტები ან ფსევდო ათეისტები მეცნიერული მტკიცებულებებით, ასევე მორწმუნენი რომელთაც არ სურთ დაეჭვება რიგ საკითხებში, რომელი დაეჭვებითაც შეიძლება რწმენის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ. მაგრამ როგორც პაპი ბენედიქტე ამბობს, თუკი ისინი არ შეინიღბებიან, თუკი ისინი არ დაემალებიან საკუთარ თავს, მათში ყოველთვის იქნება ეს ჭიდილი რწმენასა და ეჭვს შორის.
დანარჩენი ფიქრი და მსჯელობა შენთვის მომინდვია მკითხველო. ვისაუბროთ, განვიხილოთ...
მომავალ სტატიაში იქნება საუბარი რწმენის შესახებ.
P.S. თუ აკრეფისას შეცდომებია გაპარული, ნუ დამძრახავთ, მომწერეთ და შევასწორებ.
ნუ ესაა ფიქრი ეჭვზე, მაგრამ თვითონ ეჭვისა და რწმენის ჭიდილია საინტერესო მარიბუს. ძალიან საინტერესო თან.
რა ბადებს ეჭვს - უცოდინრობა თუ ცოდნა? საიდან მოდის რწმენა - უცოდინრობისგან თუ მცედოენობისგან? საინტერესოა მათი გადაკვეთის და თანაცხოვრობის ველიც :)
შეცდომა ვიპოვე. თან რამდენიმეეეეე :)
ანუ წაიკთხე - ეს კარგია ცირა! შეცდომები პირადში და მოსაზრება ამ თემაზე - დააკომენტარე აბა :)
ხო , წავიკითხე.
სპირიდონ პრიმიფუნტელი გამახსენდა,ლაშა მგონი მიმიხვდი რატომაც.
ჩქიმ ცირა სპირიდონ ტრიმიფუნტელთან კავშირს მართლა ვერ მივხვდი :(
მარიამ არის რამდენიმე დეტალი რომელსაც სიამოვნებით განვიხილავდი შენთან ერთად. მაგალითად - წინა კომენტარში თქვი რომ ესაა ბოძებული უნარი (ვფიქობ ფიქრი, განსჯა, ეჭვი იგულისხმე) და ეს უნარი უნდა განვავითაროთო. მაგრამ უნარი ან გვაქვს - ან არა! საქმე ისაა რომ რატცინგერი ამბობს რომ ეს ის უნარი კი არ არის რომელიც შეიძლება არ გქონდეს, არამედ ესაა ისეთი რამ რაც ყველა ადამიანშია - ეჭვი რწმენასა და მეცნიერებას (მეცნეირება როგორც შემეცნება, შეცნობა მეცნიერული მეთოდებით) შორის. დაჯერება იმისა რაც ხშირად სოციალიზაცის პროცესში გვეძლევა - ღმერთი არსებობს! და მეორე მხირვ - ეჭვის შეტანა - იქნებ არ არსებობს?
ვფიქრობ ხშირად მოსმენილი ფრაზა დაახლოებით ამ რწმენისა და ეჭვის ველში ყველაზე კარგი ილუსტრაცია იქნება - "აშკარად რაღაც არსებობს" - ეჭვი და რწმენა!
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია