2010 წელი იყო სკოლა რომ დავამთავრე და იმავ წელს მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება, მაშინ ბევრი არაფერი იყო საფიქრალი, გამომდინარე ჩემი ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებისა გავმხრიყავი სტუდენტი, ილუზია თსუ_ელობისა არ მქონია, ამიტომ ავირჩიე ილიაუნი და გავხდი იქაურიც (რაც ნამდვილად არ მინანია 4 წლის მანძილზე). 2014 წელია უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და ისევ უნივერსიტეტში მიწევს ჩაბარება, ოღონდ ერთით ზედა საფეხურზე - მაგისტრობას ვაპირებ.

ის თუ რა არის სამაგისტრო გამოცდები, ამაზე ჩემმა მეგობარმა თამუნამ უკვე ისაუბრა პოსტში "სამაგისტრო გამოცდები – ზაფხულის კიდევ ერთი ციებ–ცხელება", და იმდენად ამომწურავად რომ რაიმეს დამატებას აზრი არ აქვს. მე ახლა იმ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო რომლის წინაშეც ჩაბარების და ქულების გაგების შემდეგ დგება გამოცდაგამოვლილი მაგისტრანტი. დგება იმ შემთხვევაში თუკი საქმე ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათაგან ეხება რომელიმეს და არა ზუსტ ან საბუნებისმეტყველოს. თუ რატომ, ამას სტუდენტობა გამოვლილი და სტუდენტობაში მყოფნი თავად მიხვდებიან.

განათლების სამინისტროს ქულაგამოსაქვეყნებელ გვერდზე ჩემი შედეგებიც წერია:

ამ შედეგების მიხედვით აშკარად გადალახული მაქვს მინიმალური ბარიერი და როგორც მამშვიდებენ ეს ფაქტი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ თავი მაგისტრანტად ჩავთვალო, მაგრამ მაგისტრანტი სად?

დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩემი ბლოგის მკითხველებს ალბათ ეს პოსტიც ემახსოვრება ფიქრები რომ მაწვიმდა გამოსაშვებ საღამოზე. დავამთავრე სოციოლოგია და გამოცდაც დავწერე B კატეგორიის, რადგან "შეჭვეული ჭირი ჯობს შეუჩვეველსო" აქამდე ამართლებდა და მგონია რომ არც აწი მიმტყუნებს (B კატეგორიაში ერთიანდება სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა). შეუჩვეველ ჭირში თსუ_ს მოვიაზრებდი რა თქმა უნდა. სხვა უნივერსიტეტის იდეაც კი არ მომსვლია თავში, არა იმიტომ რომ ეს ორი საუკეთესოები მგონია, არამედ იმიტომ რომ ახლომეზობელ მგეობრები არიან და შიდა წრიდან გასვლის ნერვებისშლა მეხამუშება.

ახლა 4 წლის საუნივერსიტეტო დავები - რომელი უფრო "მაგარია" თსუ თუ ილიაუნი ერთიანად ტივტივებენ ტვინში და ორივეს საკმაოდ დიდი ბევრი + და - აქვს დაგროვებული ასარჩევადაც და ზურგშესაქცევადაც, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მომიწევს და ამიტომ ვკითხულობ შემოთავაზებებს ჩემი კატეგორიის ქვეშ.

ილიაუნი მთავაზობს:

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

  1. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
  2. მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა
  3. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება)
  4. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
  5. სოციოლოგია
  6. ადიქციის კვლევები

(იხ. ილიაუნი 2014 - 2015 სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი)

თითქმის საუკუნოვანმა თსუმ ჩამონათვალით ძალიან გაუსწრო ახალბედა ილიაუნის პროგრამებს:

  • პოლიტიკური მეცნიერებები
    1. პოლიტიკის მეცნიერება Political Science Master of Arts Program
    2. სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა Public Administration and Public Policy
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
    1. მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები (Mass Communication and Media Studies);
    2. მედია და ახალი ტექნოლოგიები "Media and New Technology"
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    1. დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა Diplomacy and International Politics
    2. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები Nationalism and Ethnicity Studies
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია
    1. საზოგადოებრივი გეოგრაფია Human Geography
  • სოციოლოგია/სოციალური სამუშაო
    1. ინფორმაციული საზოგადოება და მედიის სოციოლოგია "Informational Society and Sociology of Media"
    2. სოციალური მუშაობა Social Work
    3. სოციოლოგია Sociology
  • ფსიქოლოგია
    1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია MSc in Applied Social Psychology
    2. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა - Educational psychology and research
    3. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია Social, Political and Cultural Psychology
    4. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია Work and Organizational Psychology
    5. ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება. Assessment and Counseling
  • საერთაშორისო/ინტერდისციპლინური პროგრამა
    1. გენდერის კვლევა (Gender Studies)
    2. კონფლიქტების ანალიზი და მართვა Conflict analysis and Management
    3. ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (Eurasian and Caucasus Studies) International Interdisciplinary English-language Master’s Program in Social Sciences
    4. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური); Psychological Anthropology

მაგრამ საქმე იმაში კი არაა, რას აირჩევ. მთავარი შეკითხვა, რომელზეც სხვებითვის პასუხის გაცემამ უკვე დამღალა, მაგრამ საკუთარი თავისთვის პასუხი ვერ მიპოვია ჟღერს ასე:

რა გამოხვალ და სად იმუშავებ?

ჰო, აბა მიპასუხეთ ახლა, რა გამოვალ და სად ვიმუშავებ?!

ეს ფრიად საჭირბოროტო საკითხი მერესთის გადავდოთ. ახლა პოსტის მთავარი იდეა - ჩემო მეგობრებო, ვისაც B კატეგორია გაქვთ დატესტილი და აპირებთ ისოციალუროთ, იქნებ თქვენი არჩევანი გამანდოთ, რომ თუ სწავლაა არ ჯობს მეგობრების გარემოცვაში ვისწავლო? გავერთობი მაინც!

ველოდები გამოხმაურებებს!

ნახვა: 2259

ტეგები: NAEC, Qwelly, ბლოგი, განათლება, თსუ, ილიაუნი, მაგისტრატურა, სწავლა, უნივერსიტეტი, ქველი

ლაშა: აგვისტო 7, 2014||4:12pm

წნორის კოლეჯს არ აქვს მაგისტრატურა თორემ მაგაზე მქონდა აქცენტი კახა :D

და რატომ თსუ? ;( არგუმენტირებულად თუ შეიძლება :P 

ლაშა: აგვისტო 7, 2014||7:03pm

ამას მაზოლზე ფეხის დაჭერა უფრო ჰქვია, ვიდრე არგუმენტირებული რჩევა :D 

კარგი, მოდი თსუ განვიხილოთ, რომელიც მირჩიე. აბა იქიდან რომელს ამოარჩევდი რომელიც 50 წელზე უფრო ახლო მომავალში შეიძლება ვინმეს დასჭირდეს და თან პერეპქტიულიც იყოს? :D 

Ann: აგვისტო 7, 2014||7:18pm

გილოცავ ლაშა მაგისტრანტობას წარმატებები :)

ლაშა: აგვისტო 7, 2014||7:31pm

დიდი მადოლობა ანაა :)) 

mariami: აგვისტო 7, 2014||8:17pm

 ლაშა გილოცააავ :)) წარმატებებით გევლოს სულ :)))

salome: აგვისტო 7, 2014||8:45pm

კახა, შენ ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ხელწამოსაკრავი ნახე ხო? :)))
ლაშუჩ, კიდევ მშობლიური ილიაუნი ;)) თუმცა თუ მრავალფეროვნება გხიბლავს, შეგიძლია თსუ–ც მოსინჯო ;) 

ლაშა: აგვისტო 7, 2014||8:51pm

mariam kubaneishvili დიდი მადლობა ♥ 

ბალუჩ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად რომ არ ითვლებოდეს ადამიანის ცხოვრებაში მისი პროფესია, კი ავირჩევდი მრავალფეროვნებას და გართობას, მაგრამ დღეს ეტყობა ცხოვრების სამომავლო გამოწვევებზე ვფიქრობ და ამიტომ ვბჭობ ამდენს :D 

salome: აგვისტო 7, 2014||8:57pm

ჰო, მაშინ შენ თვითონ გადაწყვიტე, მერე ვინმეს რამე რო არ დააბრალო :P :D
სხვა რო არაფერი მე რა რჩევა მოგცე, როცა მე თვითონ არ ვიცი მომავალში რას ვიზამ :D
მაგრამ აი წარმატებებს გისურვებ ლაშუჩ, რომელიც აუცილებლად გექნება, ყველგან და ყველაფერში ;) ♥ 

ლაშა: აგვისტო 7, 2014||9:00pm

მადლობა ჩემო უსაყვარლესო და უგემრიელესო ბალუკა! ♥ ♥ ♥ 

ნიკა გელიშვილი: აგვისტო 8, 2014||1:06pm

ლაშა, დაანგრიე სტერეოტიპი, აირჩიე ილიაუნი !!! :D :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters