რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე?! დროსა და სივრცეს შენს ლაჟვარდთან, თქვი, რა ხელი აქვთ?! შენი უღელი პეპლების ფრთებს უჭირავთ ცაზე, შენი ტვირთები გულუბრყვილო თეთრ კრავებს მიაქვთ. შენ აქ რა გინდა?! შენი ბინდა ზეცაში უთქვამთ! ადამიანებს რას გვასწავლი, რას გამოგვრჩები? საკუთარ თავის სიყვარულში გველევა სუნთქვა, მერე გვიკვირს, რომ უსაშველოდ მძიმდება ჯვრები. რა გესაქმება, სიყვარულო, დედამიწაზე, სამ-სამჯერ გგმობენ პეტრესავით როცა მსახურნი, ამოგათრევენ ახლადგახსნილ მზესაფლავიდან ბილწ ბრალდებებით- ამაზრზენით და უსახურით. როცა გთათხავენ , გათრევენ და გაკრავენ ჯვარზე და მერე შენი ნაწამები სხეული მიაქვთ, როცა აისზე გირეკავენ დაისის ზარებს, არ აკარებენ შენს სუდარას ვარდთა და იათ...

ნახვა: 129

ტეგები: Qwelly, დედამიწა, საქმე, სიყვარული

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters