ღირებულებათა სოციოლოგიური კვლევის საფუძვლად დასახვა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის სოციოლოგიურ სისტემებში იჩენს პირველად თავს, განსაკუთრებით დიურკჰეიმთან, მაგრამ ღირებულებათა სოციოლოგიური კვლევის ამოსავლად გახდომა დაკავშირებულია ზიმელის, ვიზესა და განსაკუთრებით კი მაქს ვებერისა და პარკის სოციოლოგიურ შრომებთან. ზიმელმა ერთ-ერთმა პირველმა განსაზღვრა სოციალური ფსიქოლოგია განსხვავებით ინდივიდუალური ფსიქოლოგიისაგან, როგორც სოციოლოგიის მეორე სახელი, რომლის ობიექტია საზოგადოების ფსიქოლოგია (მასების, ჯგუფების, ეროვნებების, ეპოქების) სახით. სოციალურმა ფსიქოლოგიამ უნდა ახსნას შედეგები, რომლებიც გამომდინარეობს ჯგუფთა განსაზღვრული წევრების ხელმძღვანელ ორგანოებში გაერთიანებიდან. ასეთი კვლევა რომ განმსაზღვრელ ამოსავალ პრინციპებს საჭიროებს, ეს ყველაზე კარგად ესმოდა მაქს ვებერს, რომელმაც ღირებულებებს მიაკუთვნა ობიექტური მნიშვნელობა და სცადა ღირებულების სუბიექტური ინტერპრეტაციიდან გაეთავისუფლებინა მეცნიერების სფერო. ამით არის გაპირობებული ის გარემოება, რომ ვებერი, როგორც ემპირისტი, ერთის მხრით, გამოდის მეცნიერების ღირებულებათაგან გათავისუფლების ლოზუნგით, მეორეს მხრივ კი, სწორედ ვებერია სოციალური მეცნიერების ღირებულებით პრინციპზე აგების ერთ-ერთი პიონერი და ფუნქციონალისტების მთელი სოციალური ტიპოლოგია სწორედ ვებერის თეორიის გაგრძელებას წარმოადგენს. ამას აღიარებდნენ ფუნქციონალისტებიც. როგორც ბეკერი აღნიშნავს, მის თეორიაში ვებერიდან ძალიან ბევრია ნასესხები, კერძოდ, "ისეთი მონოგრაფიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც სოციალურ მოქმედებებს ათავსებს ღირებულების სისტემათა კონტექსტში, ხოლო ამ უკანასკნელით უფრო ფართო კულტურულ კონტექსტებში, რომლებიც განსაზღვრავენ ასეთ სისტემათა შესაძლებელ ფარგლებს, ე. ი. კულტურათა შერჩევით შესწავლას. გარდა ამისა, გაჩნდა მნიშვნელოვანი ინტერესი თავისთავზე და სხვებზე ორიენტაციის პრობლემისადმი, ტიპების კონსტრუირებისა და ახსნისადმი, ეპისტემოლოგიისა და სხვა".
პარსონსის ფუნქციონალისტური თეორიის ამოსავალიც მაქს ვებერის თეორია იყო და, სახელდობრ, როგორც კოლბი აღნიშნავს, როგორც სოციალური ტიპოლოგიის საფუძვლები, ისე ტიპები, პარსონსმა ისესხა "მაქს ვებერის რელიგიის სოციოლოგიიდან".
ზოგჯერ მაქს ვებერის კონცეფცია გაუგებარი რჩება იმის გამო, რომ მას ერთი მხრივ ახასიათებს ღირებულებათა ასეთი ფართო მნიშვნელობით გამოყენება და მეორეს მხრივ სოციალური შემეცნების ობიექტურობის მაჩვენებლად მიიჩნევს სოციალურ მეცნიერებათა ღირებულებათაგან გათავისუფლებას. ამით არის გაპირობებული ღირებულების საკითხისადმი ვებერის პოზიციის ის ცალმხრივი ინტერპრეტაცია, რასაც ადგილი აქვს ოსკარ კრაუსის ფუნდამენტალურ შრომაში ღირებულების შესახებ. კრაუსის აზრით, ვებერი ეკუთვნის ღირებულების მოწინააღმდეგეებს და კრაუსი ახდენს ვებერის შრომებიდან შესაბამისი ადგილების ციტირებას
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ფუნქციონალიზმი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•