ქართულ ქცევის სტერეოტიპში, რომელიც მნიშვნელოვნად ემყარება შუასაუკუნებრივ ღირებულებებს, დაცინვის პირველ საგანს ვაჭარი წარმოადგენს. იგი რაინდის სრული ანტიპოდია: მხდალია, მახინჯი, მატყუარა, უღირსი. ერთი სიტყვით, თუ რაიმესთვის ვარგა, მხოლოდ იმისათვის, რომ "მეწველი ძროხა" იყოს რაინდისათვის. ტოტალიტარიზმის ხანას ვითარება ბევრად არ შეუცვლია. როგორც ვიცით, სოციალისტური მართლწესრიგის და ნეგატიური მოვლენების წინაშე მთავარი მებრძოლი - საქართველოს ტელევიზია 70-იან წლებში განსაკუთრებით არ სწყალბდა სხვადასხვა ჯურის ვაჭარ-გამყიდველებს. მთავარი სატელევიზიო სტერეოტიპი ასეთ ხასიათს ატარებდა: აჩვენებდნენ გამყიდველს, რომელმაც 50 გრამით მოატყუა მყიდველი და შემდეგ რიტორიკულად კითხულობდნენ: "რა უნდა დახლში ამხელა კაცს". იგულხმებოდა, რომ ამხელა კაცი ან თოფით ხელში უნდა მდგარიყო სამშობლოს სადარაჯოზე (ანუ ერაინდა), ან რვაოყიანი თოხით მიწა ეთოხნა, ესე იგი, მიწყივ ემუშავა. ვაჭრობის უფლება მას არ ჰქონდა, მეტიც, ვაჭრობა არ იყო საქმედ მიჩნეული.

      მთელ შუასაუკუნებრივ ქართულ ლიტერატურაში რაინდის და ვაჭრის ოპოზიცია პირველის უპირობო გამარჯვებით მთავრდება. ვითარება იცვლება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველოში იწყება რაღაც იმასთან მიმსაგავსებული პროცესი, რასაც კაპიტალიზმი ჰქვია (შდრ. ევროპაში ბარონების გაკოტრების პროცესს XIV საუკუნაში). დაიწყო რაღაც ბიზნესმენთა მსგავსი სოციალური დაჯგუფებების შექმნა, რომელთაც თავის თავზე შეყვარებულ და თავის თავში უზომოდ დარწმუნებულ რაინდთა უბადრუკი შთამომავლების რისხვა დაიმსახურეს. XIX საუკუნის საქართველოში მიმდინარე ეს პროცესი საკმაოდ წააგავს დღევანდელ ვითარებას. ამიტომ ურიგო არ იქნება თუ ამ ხანის, როგორც სოცრეალისტი კრიტიკოსები იტყოდნენ, ამსახველ

      ნაწამოებს მივმართავთ. მხედველობაში გვაქვს გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი" და მისი უბადლო გმირი იერემია წარბა.

      ვაჭრისა და რაინდის დპირისპირება ამ რომანში წითელ ხაზად გასდევს, მაგრამ ყველაზე კონცენტრირებულად მაშინ გამოიხატება, როდესაც ვაჭრები, ბურჟუები გაკოტრებული მემამულეების მამულების შეძენას იწყებენ. ფრიად პატივცემული თავადი თავფქილაძე გაზეთში წაიკითხავს, რომ მისი მამულის ვალების დასაფარად საჯარო ვაჭრობით უნდა გაიყიდოს. თავადის აღშფოთებას საზღვარი არა აქვს: "გაზეთში გამომბეჭდეს, დარბაისელ მებატონეს თავი მომჭრეს, ვისღა დავენახო,

      ვის?...

      მამულის გაყიდვა ბანკის სააუქციონო დარბაზში ხდებოდა. რაინდთა უბადრუკი შთამომავლები ფრიად უკმაყოფილონი იყვნენ, მათი ქონება ვაჭრებს რომ უნდა დარჩენოდათ. მათი სოციოკულტურული ტრადიცია, ხომ ვიღაც ვაჭრუკანებზე მათ განუყოფელ უპირატესობას ქადაგებდა. აუქციონის მსვლელობისას: "...მოისმა საზარელი ყვირილი ბანკის ზალიდან: ბატონებო, რას მერჩით, რა დავაშავე, რა გინდათ ჩემგან...

      წაურთეთ, წაურთეთ! - ისმოდა მეორე ხმა - უბრალო ვაჭარმა როგორ გაბედა მემამულის მამულის ყიდვა! წაურთეთ მაგას, რომ მაგისთანა კაცებმა აქ მეორედ ვეღარ შემობედონ".

      მამული თავადებისათვის მხოლოდ სიმდიდრის წყარო როდი იყო, მამულის ქონა სოციალურ იერარქიაში ღირსეული ადგილის ქონას ნიშნავდა (ესეც შუა საუკუნეების სოციუმის ორგანიზაციის გადმონაშთია). ამიტომ შუა საუკუნეების რაინდთა მამულდაკარგული შთამომავალნი რამდენადმე მარგინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როგორც ჩვენს დროში, მათი ამგვარი ნახევრად ელიტარული და ნახევრად მარგინალურ-კრიმინალური სტიქიიდან, მაშინაც შეიქმნა რაღაც მხედრიონის მსგავსი ფენომენი. ქვემოთ მოყვანილი ციტატი "პირველი ნაბიჯიდან" , თუ რამდენად ეხმაურება დღევანდელობას, ამის განსჯა მკითხველისათვის მიმინდვია: "იმ ჟამად სამეგრელოში ისეთი დრო დადგა, რომ მეოჯახეს ოთხფეხი საქონელი აღარ რჩებოდა. ცხენებისაგან მაინც სულ განადგურდა აქაურობა. ბატონ-ყმობა რომ მოსპო, იქაურ მებატონეებს ყმებიც შემოეცალნენ. ქირით კაცი გაძვირდა: მემამულეების შემოსავალი სარჩოდაც არ ყოფნიდათ. ფული აღარსად იყო, მაგრამ უწინდელ ცხოვრებას მაინც არ იშლიდნნ. მეტი რა ღონე იყო, საიდგანმე უნდა აღმოეჩინათ მიუცილებელი საჭიროების დასაკმაყოფილებლი სახსარი. ამ მდგომარეობამ ისევ გამოიწვია გადავიწყებული ჩვეულება. თავადაზნაურობის ახალგაზრდობამ

      შეადგინა საიდუმლო წრეები. ერთი მხრივ, გამართეს დამოკიდებულება აფხაზეთთან, მეორე მხრივ, ოსეთ ყაბარდოსთან რიონისა და ყვირილის ხეობით. იმათი მოქმედების ასპარეზი კი განსაკუთრებით სამეგრელო შეიქმნა; თუმცა ხანდახან იმერეთსაც წვდებოდნენ, მაგრამ მაგდენათ ვეღარ (შდრ. ჩვენს დროში ნაძარცვი მანქანების გაყიდვას კავკასიონის იქით და იქიდან ნარკოტიკების მასირებულ შემოდინებას. სატრანსპორტო საშუალებები კავკასიონის იქით, ეტყობა, მაშინ ისეთივე დიდი მოთხოვნილებებით სარგებლობდა როგორც ახლანდელი მანქანები -კ.კ.). დღეს აქ დაეცმოდნენ, ხვალ იქ და აწიოკბდნენ დიდსა და მცირეს. მთავრობმ ვერა გააწყო-რა, რადგან მძარცველ წრეებს ისევე ჰყავდათ შეშნებული ხალხი, რომ იმათ გათქმას, ვერავინ ბედავდა. პირველს შემთხვევაში ორი, სამი მაგალითი კიდეც მოხდა, რომ ქურდები დაასახელეს, ჩამოართვეს ნაქურდალი ცხენებიც; მაგრამ რა...

      გათავდებოდა თუ არა გამოძიება, ნამდვილს ქურდებს ისევ თავდებს ქვეშ უშვებდნენ. ისინი ბრუნდებოდნენ თავის წრეებში და გამთქმელებს შავი დღე უდგებოდათ. ერთი კვირაც არ გავიდოდა მათი გამოშვების შემდეგ, რომ გამთქმელების სახლ-კარს ცეცხლი მოეკიდებოდა. მათი ყოფაცხოვრება ამ საზოგადო ალიაქოთში ისევ ქურდებს მიჰქონდათ. ორი, სამი მაგალითი ამისთანა საკმარისი იყო, რომ ხალხს ახალ სასამართლოზე გული აეყარა" ( გვ.492). ამ შთამბეჭდავ სურათს იმას დავუმატებ, რომ აღწერილ გამორჩეულ ახალგაზრდობაში თავისი ღირსეული ადგილი იერემია წარბას ეჭირა.

      ქართულ კულტურაში რაინდის და ვაჭრის (ბურჟუის) დაპირისპირების გაშლის თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა იერემია წარბასა და ბახვა ფულავას ურთიერთობა. ამ ინტერესს იწვევს ისიც, რომ რომანის მოქმედებისათვის საქართველოში რაღაც კაპიტალიზმის მსგავსი გაჩნდა და შემთხვევითი არ არის, რომ "პირველი ნაბიჯის" მოქმედება ფოთთანაა დაკავშირებული, სადაც ეს ურთიერთობები შედარებით განვითარებული იყო.

      იერემიას დახასაიათებისას თავიდანვე ჩნდება "ოჯახიშვილობის" ის ტრაფარეტი, რომელზეც ადრე ვილაპარაკეთ. იერემიას აშიკით შეწუხებული ესმა დედას რომ შესჩივლებს, ეს უკანასკნელი ამშვიდებს: "არა, შვილო, ეგენი ვსადნიკები არიან (შდრ. ჩვენს მხედრიონს -კ.კ.), მოსამსახურე კაცები (აბა, პატივცემული ქალბატონის სიძესავით ბიზნესმენი ხომ არ იქნებოდა - კ.კ.) მაგათში სულ ჩვენებური თავად-აზნაურების შვილები არიან, პატიოსანი კაცები. ცუდს რავა იკადრებენ".

      იერემია თანამედროვე ტერმინოლოგიით ოქროს ახლგაზრდობის წარმომადგენელი იყო., ოჯახიშვილი, რომელმაც გიმნაზიის დამთავრება ვერ შეძლო (ალბათ იმ მოსაზრებით, რომ ასეთი რაიმეს საჭიროებას უბრალოდ ვერ ხედავდა). ამის შემდეგ იერემიას გზა რომანში ასეა აღწერილი: "ახალ გამორიცხული ყმაწვილები მოირთნენ ჩერქეზულად და ჩასხდნენ იარაღში (შდრ. თანამედროვე ახალგაზრდობას - კ.კ.). იმათ შეხედვას არა სჯობდა-რა. სანამდის ისინი სწავლაში იყვნენ და დედ-მამებს იმედი ჰქონდათ, რომ კურსს შეასრულებდნენ და ბოლოს სწავლით ლუკმა-პური ექნებოდათ, მანამდის ისინიც არაფერს ზოგავდნენ; ასე გასინჯეთ, თითო-ოროლა წამოჭრილი ადგილი თუკი სადემე მოეძეოდათ, იმათ ჰყიდნენ, რომ თავ-თავის დროზე გიმნაზიაში სასწავლი ფული ეხადათ და მათი ხარჯიც ესტუმრებინათ. მაგრამ ახლა რაკი შვილები გამოურიცხეს სასწავლებლიდან, იმათს მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმც მშობლები არც გიმნაზიის მთავრობის კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასე უნუგეშოდ დააგდეს ცხოვრებაში იმათი შვილები, მაგრამ მომეტებულს ბრალს მაინც თავისი შვილების ურიგო ყოფა-ქცევას სდებდნენ" ( ქართული პროზა, ტ. 19, გცვ. 584).

      ამის შემდეგ იერემიამ რამდენიმე თვე ციხეში გაატარა მღვდლის ქალიშვილის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილმა და ციხიდან გამოსულმა გადაწყვიტა, რომელიმე გავლენიან საძმოს მიკედლებოდა. მან კონნო-ირეგულნარნი პოლკი აირჩია, რის შემდეგაც იერემია ვსადნიკს ანუ ჩვენებურად მხედრიონელს უწოდებდნენ. იერემიამ სწრაფად გაიწყო კარიერა და სწრაფად მიაღწია ვახტმისტრის თანამდებობას. ავტორის სიტყვებით ეს უბრალო პოსტი როდი იყო, ვინაიდან იერემიას: "მთელი ესკადრონის თივა-ქერის ყიდვა ებარა". იერემიამ ზავხზობით კარგი ფული იშოვა, მაგრამ ქეიფსა და დროსტარებაში არაფერი შერჩებოდა ხოლმე. იერემიას მხედრობას ფოთში კონტრაბანდის შესვლის აღკვეთა ევალებოდა და იერემიაც მაშინვე კონტრაბანდისტებს შეეკრა. ამის შემდეგ: "მის ვაჟკაცობას, სიმარდეს თუ ამხანაგობას ყველა აქებდა. ის იყო თავის ამხანაგების ღმერთი. თუ რომელსამე ვაჭარს კონტრაბანდის გამოტანა ენდმებოდა ზღვით, მაშინვე იერემიას მიმართავდა. იმისი დათანხმება და საქმის გაჩარხვა ერთი იყო (გვ.479).

      ის ვაჭრებთან არა მხოლოდ ქედმაღლურ დამოკიდებულებას სჯერდებოდა, არამედ თავისებურად მფარველობდა კიდეც ვაჭრებს, იცავდა მათ სხვა მისნაირი რაინდებისაგან და სახელმწიფოსაგან, რომელიც იმისათვის არსებობდა, რომ მის ჩინოვნიკებს ბიზნესმენები ეყვლიფათ. სხრულიად გასაგებია, რომ იერემია მოქმედებდა პრინციპით "თუ ჩემი არ იქნები, ნურც მისი ყოფილხარ" ( არა აქვს მნიშვნელობა

      ქალზეა ლაპარაკი თუ ნივთზე), ცუდს საქმეებს სჩადიოდა და ცუდადაც დაამთავრა.

      თუმცა არც ბახვა ფულავას უმართლებს. მისი ბიზნესი იერემია ვსადნიკის წყალობით კრახით მთავრდება. რევოლუციამ, ანექსიამ და ტოტალიტარული რეჟიმის დამყარებამ საბოლოოდ მოშალა ბურჟუაზიული, სამოქალაქო ურთიერთობების ჩანასახები საქართველოში, მათმა ყლორტებმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო გადარჩენილმა იერემიებმა სამუშაოდ ჩეკასა და რაიკომებს მიაშურეს.

კახა კაციტაძე

საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)

ტეგები: Qwelly, ისტორია, კაციტაძე, ლიტერატურა, საქართველო, სოციოლოგია, სტატიები

ნახვა: 1667

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters