ძნელი სათქმელია, რამდენად მართალი იყო გერმანული ფილოსოფოსი შპენგლერი, როდესაც ამტკიცებდა - სოციოკულტურული სისტემები ბიოლოგიურს გვანან იმ აზრით, რომ მათაც ახასიათებთ ყრმობა, ახალგაზრდობა, მოწიფულობა, სიბერე, და ბოლოს აღსრულება. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ამა თუ იმ სოციოკუტურულ სისტემას არ შეუძლია გამუდმებით იმყოფებოდეს თავისი ყოფიერების ზენიტში. ეს სამართლიანია შუასაუკუნებრივი სოციოკულტურული სისტემის მიმართაც. ქაოსით აღსავსე შუასაუკუნებრივ ხანას, საქართველოშიც და ევროპაშიც, ჯერ ამ სისტემების გაფურჩქვნა მოჰყვა, ხოლო შემდეგ მათი დეგრადაცია. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში ამ დეგრადაციამ მაინცდამაინც უფრო მახინჯი ფორმა მიიღო, ვიდრე ევროპაში. ევროპის 30 წლიანი საშინელებანი, ასე კარგად რომ აღწერა გრიმელსჰაუზენმა თავის "სიმპლიცისიმუსში", არაფრითაა ნაკლები საქართველოს შარდენისეულ აღწერაზე (სხვათა შორის ამ ომის მომსწრე შარდენს მაინცდამაინც არ უნდა გაჰკვირვებოდა საქართველოს მაშინდელი სავალალო მდგომარეობა). განსხვავებას სხვა რამ ქმნის: ევროპაში დეგრადირებული სისტემა სრულიად ახალი, სოციუმის და კულტურის ორგანიზაციის სხვა პრინციპებზე დაყრდნობილი სოციოკულტურული სისტემით შეიცვალა, ხოლო საქართველოში დეგრადირებული სისტემა დაკონსერვდა და სხვადასხვა დანამატებით "გამდიდრებული" ლამის დღემდე აგრძელებს არებობას.
ამის მიზეზს, ჩვეულებრივ, ხედავენ ხოლმე საგარეო-პოლიტიკურ ფაქტორებში: თემურლენგს შემოსევები, უზუნ-ჰასანთან ომებში, ბიზანტიის დაცემასი და ა.შ. ამ ფაქტორებმა რომ ხელი შეუწყვეს საქართველოში შუასაუკუნებრივი სოციოკულტურული სისტემის დეგრადირებული სახით დაკონსერვებას, ეს უდავოა, მაგრამ მაინც შეიძლება ვიკთხოთ: რა მოუვიდოდა საქართველოს ამ საგარო-პოლიტიკურ ფაქტორებს რომ არ ემოქმედა? ორი შესაძლო პასუხი არსებობს: საქართველო ან განვითარების იმ გზით წავიდოდა, როგორც ჰოლანდია ან ინგლისი (ან უკიდურეს შემთხვევაში საფრანგეთი, რომლის შემთხვევაშიც ახალი სოციოკულტურული სისტემის დამკვიდრება სისხლიანი ფორმით მიმდინარეობდა) ან კიდევ შუასაუკუნებრივი სისტემა საქართველოში განწირული იქნებოდა შინაგანი ლპობისათვის. ევროპაში ასეთი მაგალითებიც მოიპოვება. ესპანეთის და პორტუგალიის ბრწყინვალე მონარქიები, ფაქტიურად, ჩალპნენ, ვინაიდან მათთანაც, ისევე როგორც საქართველოში, შუასაუკუნებრივი სისტემის ჯერ კონსერვაცია, ხოლო შემდეგ დეგრადაცია მოხდა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ესპანეთის კონტროლქვეშ მყოფ იმ ტერიტორიებს, სადაც სოციუმის ორგანიზების ახალი წესი იყო დამკვიდრებული (ნიდერლანდებს) ესპანეთის ხაზინისათვის მეტი შემოსავალი მოჰქონდათ ვიდრე ოქრო-ვერცხლით მდიდარ ყველა ამერიკულ კოლონიას ერთად აღებულს. ესპანეთი ყოველი საშუალებით ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს მდიდარი პროვინციები, რომელსაც ესპანელი ფეოდალები თავისებურ მეწველ ძროხად - ერთ დიდ სავაჭრო სახლად - განიხილავდნენ, საიდანაც გამუდმებით უნდა ექაჩათ საგრიალო ფული. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა სოციოკულტურულ საფუძველზე აგებულ სისტემას შორის შეტაკება გააფთრებულ ხასიათს მიიღებდა და ასეც მოხდა. ესპანელები დასაწყისში წარმატებებს აღწევდნენ სამხედრო თვალსაზრისით არაორგანიზებულ ჰოლან დიელ პარტიზანებზე. ისინი არც ძირგამომთხრელ საქმიანობას თაკილობდნენ და ისიც კი მოახერხეს, რომ ნიდერლანდელთა ბელადი ვილჰელმ ორანელი მოაკვლევინეს. მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა. ვილჰელმის შვილმა მორიცმა, რომელიც დიდი სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა, მოახერხა შეექმნა ჰოლანდიაში არსებული სოციოკულტურული სისტემის შესაბამისი სამხედრო ორგანიზაცია. სარაინდო ხანიდან შემორჩენილ ორთა-ბრძოლის პრინციპებს მან დაუპირისპირა დისციპლინა, ერთგვაროვანი ორგანიზაცია და წვრთნა. ესპანელთა ყოველ ნაწილში იმდენი მებრძოლი იყო, რამდენის გამოყვანასაც მისი მეთაური მოახერხებდა, რომლებიც ისე წვრთნიდნენ თავის ჯარისკაცებს, როგორც საჭიროდ მიიჩნევდნენ ან სულაც არ წვრთნიდნენ), შემოიღო ახალი ე. წ. ხაზოვანი ტაქტიკა, რომელმაც მოდიფიცირებული სახით XVIII საუკუნის ბოლომდე გასტანა. ამ ღონისძიებათა შედეგად ნიდერლანდელებმა დაამარცხეს ესპანელთა მანამდე უძლეველი არმია, რომელმაც სულ რაღაც ნახევარი საუკუნით ადრე შემუსრა საფრანგეთის არმია და მათი მხედაართმთავარი, თუ შეიძლება ითქვას, ევროპის უკანასკნელი რაინდი, ფრანსუა I, ტყვედაც ჩაიგდო.
რა იყო ნიდერლანდების სოციოკულტურულ ორგანიზაციაში ისეთი, რამაც განაპირობა მათი გამარჯვება ესპანელებზე? ამ კითხვაზე დაწვრილებთი პასუხის გაცემა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. ჩვენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ იმისათვის გვჭირდება, რომ გავარკვიოთ რა ჰქონდა ჰოლანდიას ისეთი, რამაც საშულება მისცა უძლიერეს სამხედრო მეტქეზე გმარჯვებისა და რა არ ჰქონდა საქართველოს ისეთი, რაც მას ანალოგიური წარმატების საშუალებას მისცემდა.
ნიდერლანდელთა პირველი უპირატესობა მათი საზოგადებრივი ორგანიზაციის სამოქალაქო ხასიათში გამოიხატებოდა. სიტყვა სამოქლაქო აქ უზოგადესი აზრით აიღება და გულისხმობს როგორც სოციუმის ისეთ ორგანიზციას, რომლის წამყვან როლს ქალაქი და შესაბამისად ინდუსტრია თამაშობს (განსხვავებით აგრარული ორგანიზაციისაგან, სადაც წამყვანი როლი სასოფლო თემს ენიჭება), ისე მმართველობის სპეციფიკურ, არჩევით წესს, რომელიც ხელმძღვანელ პირთა გარკვეულ ანგარიშვალდებულებას გულისხმობს, შემდეგ: ურთიერთობათა იმ სახეს, რომელიც სამხედროს უპირისპირდება და გულისხმობს სამხედრო ხელისუფლების დამორჩილებას სამოქალაქოსათვის ე.ი. გამორიცხავს მილიტარიზაციას, სამხედრო-ფეოდალური სისტემის უარყოფას, და ბოლოს, იმ აზრით, რა აზრითაც ლაპარაკობენ ბურჟუაზიულ საზოგადოებაზე (ბურჟუაზიული ქართულად სამოქალაქოს ნიშნავს და მეტს არაფერს).
XV-XVI საუკუნეებში ჰოლანდიაში, რომელიც მანამდე კლასიკური სარაინდო- კურტუზული ქვეყანა იყო (იხ. ცნობილი ჰოლანდიელი კულტუროლოგის ჰაიზინგას შრომა "შუასაუკუნეების შემოდგომა" მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, რომელიც შემდეგ მომენტებში გამოიხატა: 1. შუასაუკუნეების ცეხური, ამქრული ორგანიზაცია შეცვალა მანუფაქტურულმა. ამ უკანასკნელის პირობებში ერთ საწარმოში ერთიანდებოდნენ რამდენიმე სპეციალობის ხელოსნები, რომლებიც პროდუქციას უწყვეტი ციკლის პირობებში ამზადებდნენ. ამასთან ყოველი ხელოსანი აწარმობდა ზუსტდ განსაზღვრულ ერთსა და იმავე სამუშაოს. მანუფაქტურული ორგანიზაცია უპირისპირდებოდა შუასაუკუნებრივ ცეხურ ორგანიზაციას, რომლის დროსაც ერთი პროფესიის ხელოსნები ერთიანდებოდნენ ამქარში, კორპორაციაში, რომელიც მოცემული პროდუქციის დამზადების მონოპოლურ უფლებას ფლობდა, დაცული იყო კონკურენციისაგან და რომლის მართვის ორგანიზაცია იმეორებდა ფეოდალური სისტემის ორგანიზაციას. 2. განვითარდა მრეწველობის ახალი დარგები, სახელდობრ, სამთო მომპოვებელი და მეტალუგიული წარმოება. 3. ქვეყნის ცხოვრებაში გადამწყვეცტი როლის შესრულება დაიწყო ქალაქებმა. 4. შეიქმნა სავაჭრო მიწათმოქმედება, განსხვავებით შუასაუკუნებრივი მიწათმოქმედებისა, რომელიც გამიზნული იყო უშალოდ მწარმოებლის და მისი სუზერენის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და ნატურალური გაცვლისათვის, სავაჭრო მიწათმოქმედება ორიენტირებული იყო "პორტზე" ფინანსური საშუალების ფართოდ მოშველიებით. 5. ამგვარმა მიწათმოქმედებამ გლეხების ნაცვლად ჩამოაყალიბა ფერმერების კლასი. შედარებით მრავალპროფილიანმა ფერმამ იგივე ადგილი დაიკავა სოფლის მეურნეობაში, რაც მანუფაქტურამ მრეწველობაში. 6. განვითარება იწყო საფინანსო ურთიერთობებმა, კრედიტმა, რენტამ. 7. გარდაიქმნა ვაჭრობის სისტემა, ვაჭრის სოციალური სტატუსი ძირეულად შეიცვალა. ვაჭრობა გადაიქცა საპატიო ხელობად. 8. შეიქმნა თვითმმართველობის სისტემა. 9. ჩამოყალიბდა შრომის სრულიად ახლებური კულტურა. 10. მოხდა მოსახლობის მენტალიტეტის ძირეული შეცვლა. ერთი სიტყვით, ნიდრელანდების სოციოკულტურულმა ორგანიზაციამ სრულიად სხვა სახე მიიღო.
ესპანელთა ინტერესები სრულ შეუსაბამობაში იყო ამ ახალი სისტემის ფუნქციონირების პრინციპებთაან. მათ ჰოლანდიდან მხოლოდ ფულის ამოქაჩვა აინტერესებდათ ნებისმიერი საშუალებებით. ესპანელებმა იმის შიშით, რომ ღერღილიანი ჰოლანდიელი ვაჭრები ამერიკიდან იმ სიმდიდრეს გაზიდავენ, რომელიც ესპანეთის მეფეს და ფეოდალებს გვეკუთვნისო, ჰოლანდიელებს აუკრძალეს ვაჭრობა ესპანეთის ამერიკულ კოლონიებთან (არადა, ეს კოლონიებიც და ჰოლანდიაც ერთი სახელმწიფოს - ესპანეთის - შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა). ესპანეთიდან შეტანილ მატყლზე უზარმაზარი გადასახადები დააწესეს, საიდანაც შემოსავლები ესპანელ მიწათმფლობელებს უნდა მიეღოთ. მაგრამ გადასახადები იმხელა იყო, რომ ჰოლანდიელ მანუფაქტურების მეპატრონეებს აღარ შეეძლოთ ესპანეთში მატყლის ყიდვა. და ბოლოს, ჰოლანდიაში ესპანეთის მეფისნაცვალმა ჰერცოგმა დააწესა გადასახადი, რომელსაც ალ-კაბალა ერქვა (ქართველთათვის, რომელთა ენაში ესპანელების არ იყოს, ბევრი არაბული სიტყვაა, ეს სახელწოდება მრავლისმთქმელია). ალკაბალის თანახმად ჰოლანდიაში გაყიდული ყოველი საქონლის 14% ესპანეთის ხაზინაში უნდა გადარიცხულიყო. ყოველივე ამან ჰოლანდიის სოციალური სისტემის ფუნქციონირებას საფრთხე შეუქმნა, რის შედეგადაც ესპანელთაგან განთავისუფლება მხოლოდ პატრიოტული ლოზუნგი კი აღარ იყო, არამედ საზოგადოებრივი არსებობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაც.
ნიდერლანდების ეროვნული ყოფიერები განმსაზღვრელი გახდა ის, რასაც მოგვიანებით წარმოება ეწოდა. წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ პროდუქციის მასობრივად დამზადებას სათანადო ფინანსური სახსრების (კაპიტალის) მიხედვით. ამგვარი ორგანიზაცია პრინციპულად განსხვავდება შუა საუკუნეების ამქრული ორგანიზაციისაგან, რომლის ამოცანა ცალკეული პროდუქტების დამზადებაში მდგომარეობდა. წარმოება გულისხმობს შრომისა და ორგანიზაციის ახალ კულტურას, ახლებურ მიდგომას საკუთარი თავისადმი და საკუთარი თავისთვის ასახული მოთხოვნების დაყენებას, ე.ი. საკუთარი თავის ახლებურად ჩამოყალიბებას. წარმოების პროცესში ნიდერლანდელებმა ახლებურად აწარმოეს თავისი თავი, ისინი უკვე აღარ იყვნენ და აღარასოდეს გახდებოდნენ ესპანელთა მონები. პირუკუ, თავისებურად გაბატონდნენ მათზე იმით, რომ ესპანელთა ცხოვრება ნიდელანდელებზე დამოკიდებულად აქციეს.
ინდუსტრიული შრომა, როგორც უკვე ითქვა, არ გულისხმობს ნივთების ოდენ დამზადებას. ის ახალ ადამიანს გულისხმობს. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ახალი დროის სოციალური ფილოსოფიის ორი ძირითადი ცნებაა შრომა და ჩამოყალიბება (გერმ. Arbeit და Bildung). ჩვენ ამ ცნებებს მარქსისტული ფილოსოფიიდან შერყვნილად ვიცნობდით, უფრო ზუსტად, მარქსისტული ეპიგონური კურსებდან. არადა უმაღლესი ფილოსოფიური რეფლექსია ამ ცნებებზე ჯერ კიდევ ჰეგელმა მოახდინა თავის "გონის ფენომენოლოგიაში", სახელდობრ, იმ მონაკვეთში, რომელსაც ბატონობა და მონობა ეწოდება. რამდენადაც ჰეგელის ეს შრომა არასოდეს არ ყოფილა მოშველიებული საქართველოს ისტორიის გააზრებასთან დაკავშირებით, თავს ვალდებულად ვთვლით, გადმოვცეთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთის შინაარსი.
კახა კაციტაძე
საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)
ტეგები: Qwelly, ისტორია, კაციტაძე, კულტურა, საქართველო, სოციოლოგია, სტატიები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•