რელიგიისა და მაგიის დეფინიცია

რელიგიის ძირითადი კომპონენტები

belief, definition, magic, miracle, od, qwelly, religion, sociology, გერჰარდ ლენსკი, დეფინიცია, კოლექტიური რიტუალები, მაგია, მაგიური რიტუალი, მორწმუნეთა ჯგუფი, ნიცშე, რელიგია, რელიგია და მაგია, რელიგიის სოციოლოგია, რელიგიის ძირითადი კომპონენტები, რიტუალი, რწმენა, სასწაული, სოციოლოგია, ქველი, ღვთაებრივი, ღვთაებრივი ძალები, ღმერთი, წმინდა

     რელიგიური რწმენებისა და ორგანიზაციების დიდი მრავალფეროვნება გარკვეულ სირთულეებს ქმნის რელიგიის ერთიანი განსაზღვრების შემუშავების საკითხში. ხშირად, რელიგიის გაიგივებას ახდენენ მონოთეისტურ სისტემებთან იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი და ა.შ. სადაც ფიგურირებს ერთი ღმერთის იდეა. შეცდომაა რელიგიის გაიგივება მონოთეიზმთან. ეს ეთნოცენტრისტული პოზიციაა. ფრიდრიხ ნიცშეს თეზისი ღმერთის სიკვდილის შესახებ (ნიცშეს ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა “ღმერთი მოკვდა”, რაც მისი სოციალური გავლენის შესუსტების პროცესის _ სეკულარიზაციის აღმნიშვნელი იყო) დაკავშირებულია დასავლეთის რელიგიური იდეების ეთნოცენტრისტულ განხილვასთან, როგორც პრიორიტეტული რელიგიური სისტემისა. ბევრ რელიგიაში არსებობს მრავალ ღვთაებათა პანთეონი (ინდუიზმში, ძველ ბერძნულ რელიგიაში). მიუხედავად იმისა, ფიგურირებს თუ არა მასში ღმერთის იდეა, ყველა რელიგიაში არსებობს ისეთი არსებები, რომელიც იწვევენ მოწიწებისა და თაყვანისცემის გრძნობას. არის რელიგიები, სადაც საერთოდ არ მონაწილეობს ღმერთის გაგება და საკრალური თვისებების მიწერა პერსონებისთვის, როგორც ღვთაებრივი თაყვანისცემის ფიგურებისთვის, რომელიც თავისთავად არ წარმოადგენს ღვთაებას (ბუდიზმში ბუდა, კონფუციანელობაში _ კონფუცი), ან აბსტრაქტული “ღვთაებრივი ძალებისა” ან ეთიკური ღირებულებებისათვის, რომელიც სულაც არ გულისხმობს პერსონიფიცირებულ ღვთაებას (კონფუციანელობაში _სიკეთე, დაოსიზმში _ დაო (სამყაროს ბუნებრივი ჰარმონია _ იან და ინი ურთიერთსაპირისპირო საწყისების ერთიანობა).

     რას გულისხმობენ სოციოლოგები რელიგიის ქვეშ? სხვადასხვა სოციოლოგი სხვადასხვანაირად განსხვაზღვრავს რელიგიას. ზოგი სოციოლოგი (გერჰარდ ლენსკი) რელიგიის ქვეშ გულისხმობს იმ ძალებთან დაკავშირებული რწმენების სისტემას, რომლებიც წარმართავენ ადამიანის ბედს და მასთან ასოცირებულ რიტუალებს, რომელსაც მისდევენ და ასრულებენ გარკვეული ჯგუფის წევრები”. თუმცა, ეს განსაზღვრება საკმაოდ ფართოა, რადგან მასში შეიძლება შევიდეს სხვა რწმენების სისტემები, როგორიცაა როგორიცაა, კომუნიზმი, სოციალიზმი, საერო ჰუმანიზმი. რწმენათა ეს სისტემები უთუოდ ასრულებენ ადამიანთა ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს, მაგრამ ისინი არ შეესაბამებიან აღიარებულ წარმოდგენებს რელიგიის შესახებ. ამ აზრით, უფრო ადეკვატურია რონალდ ლ. ჯონსტოუნის დეფინიცია: რელიგია საკრალურთან დაკავშირებული რწმენების, სიმბოლური ფორმებისა და რიტუალების (პრაქტიკების) სისტემაა, რომლის მეშვეობით ჯგუფი ახსნის და რეაგირებს იმაზე, რასაც განიხილავს როგორც წმინდას და ღვთაებრივს.

     ჯონსტოუნი გამოყოფს ხუთ ძირითად კომპონენტს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მოვახდინოთ რწმენების სისტემის როგორც რელიგიის იდენტიფიკაცია. ესენია: მორწმუნეთა ჯგუფი, საკრალური (წმინდა, ღვთაებრივი) სასწაულებრივი მოვლენები, რომელებიც გასხვავდებიან ყოველდღიური რეალობის საგნებისგან), და მასთან დაკავშირებული სიმბოლოების სისტემა; რწმენებისა და წარმოდგენების ერთობლიობა საკრალურზე; რიტუალების ანუ თავისებური მოქმედებების ერთობლიობა და ამ მოქმედებების მარეგულირებელი ნორმების ერთობლიობა, ანუ წარმოდგენები მართალი ანუ სწორი ცხოვრების შესახებ;

     პირველი კომპონენტი სოციალური კომპონენტია, რომელიც წარმოდგენილია ჯგუფის სახით. რელიგია ყოველთვის ჯგუფის, მორწმუნეთა ერთობის არსებობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური ღრმად ინდივიდუალურად განიცდება, იგი უპირველეს ყოვლისა, ერთობლივი, სხვებთან საერთო გრძნობას წარმოადგენს, რომელიც ერთად ყოფნის, ჯგუფში ყოფნის განსაკუთრებული ემოციური მდგომარეობიდან ამოიზრდება და მიმართულია ამ მდგომარეობის გაძლიერებისა და წარმოქმნისაკენ. რამდენადაც რელიგიური რწმენა უკავშირდება საკრალურს, იგი მხოლოდ ერთი ადამიანის კუთვნილებას არ შეიძლება წარმოადგენდეს, ეს არის ისეთი რამ, რაც მაღლდება ინდივიდუალურ გამოცდილებაზე და წარმოადგენს უფრო მომცველი, მასშტაბური, ერთობლივი გამოცდილების შედეგს. რელიგია არ შეიძლება წარმოქმნილიყო ერთი პიროვნების გამოცდილების საზღვრებში, არამედ მხოლოდ იქ, სადაც იკრიბება ჯგუფი. ამდენად სოციოლოგს აინტერესებს რელიგიური ჯგუფები და მათი სხვა გაერთიანებებისგან განმასხვავებელი თავისებურებები საზოგადოებაში. რელიგიის სოციოლოგიური კვლევა ეყრდნობა კონკრეტული რელიგიური ერთობების, მაგალითად., კათოლიკეების, პროტესტანტების, იუდეველების, ინდიუსტების, მუსულმანების, ბუდისტებისა და ა.შ. და აგრეთვე, რელიგიური ორგანიზაციის სხვა ფორმების (სექტები, კულტები, დენომინაციები) შესწავლას.

     მეორე, უნდა გამოიყოს საკრალურის კომპონენტი. ყველა რელიგიაში მოცემულია საკრალური_პროფანულის ოპოზიცია. საკრალური მიჯნავს ერთმანეთისგან ყოველდღიური ცხოვრების საგნებსა და არაჩვეულებრივ მოვლენებს _ სასწაულებს. მაგალითად., სასწაულებრივის რიგს მიეკუთვნება ქრისტიანობაში მაცხოვრის მიერ წყლის ღვინოდ ქცევა. ლოცვით ბრმისთვის თვალის ახელა, დავრდომილის განკურნება და უამრავი სხვა ქმედება, რომელსაც ვერ მივაკუთვნებთ ჩვეულებრივის კატეგორიას. ეს მოვლენები ღვთაებრივად იქცევა იმიტომ, რომ დაკავშირებულია რაღაც ძალებთან ან არსთან, რომელთა შესაძლებლობებიც არ არის შეზღუდული ბუნებრივი და ფიზიკური სამყაროს კანონზომიერებებით. სხვადასხვა რელიგიაში არსებობს სხვადასხვა საკრალურ საგანთა და მოვლენათა ნაკრები. ინდუსისთვის ძროხა წმინდა საგანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან იგი წარმოადგენს ღვთაება ვიშნუს სიმბოლოს. ამიტომ ჰარი კრიშნას სექტის წარმომადგენლებს ეკრძალებათ ტყავის ფეხსაცმლის ტარება.

     საკრალურის უშუალოდ ხილვა შეუძლებელია, არამედ მხოლოდ გაშუალებულად, წმინდა სიმბოლოების მეშვეობით. საკრალური სიმბოლო არის ღვთაებრივის ნიშანი, რომელიც ახდენს მის მხოლოდ რეპრეზენტაციას, მისი ობიექტივაციას, ანუ გასაგნებას, რაც წმინდა რეალობის ადეკვატი არაა, არამედ მასზე მხოლოდ მითითება შეუძლია ანუ წარმოადგენს საკრალურის სიმბოლოს, რეფერენტს. ტრაიბალურ რელიგიებში ანუ რელიგიებში, რომლებიც ცხოვრობენ კლანებად ან ბანდებად, ასეთ სიმბოლოს წარმოადგენს ტოტემი _ მცენარე ან ცხოველი, რომელიც გულისხმობს ამ კლანის ფუძემდებელ ღვთაებას, პირველ წინაპარს, რომელმაც სათავე მისცა კლანს და მის მფარველსა და დამცველ სულს წარმოადგენს.

     რელიგია გულისხმობს რწმენების გარკვეულ ერთობლიობას. ეს რწმენები ხსნიან და ადამიანურ ბუნებას, გარემომცველ სამყაროსა და იმ უჩვეულო ძალებს, რომლებიც საკრალურად ითვლება. მაგალითად., ნიჰირენის სექტის მიმდევარ ბუდისტებს სწამთ, რომ ადამიანის სულს შეუძლია მიაღწიოს სრულყოფას მუდმივ გარდასახვათა მეშვეობით, ამიტომ სამყაროს სისტემაში მწერებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი არსებები არიან, ვიდრე ადამიანები.

     რელიგია გულისხმობს განსაკუთრებულ მოქმედებათა ანუ რიტუალების სისტემასაც. რიტუალები საკრალურთან დაკავშირებული ქცევის ნიმუშებია. ე. დიურკემი განსაზღვრავს რიტუალებს როგორც ღირებულებებს, რომლებიც აწესებენ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები საკრალურ ობიექტებთან. მაგალითად., ქრისტიანი ეკლესიასთან მისვლისას პირჯვარს იწერს და ლოცულობს. მუსულმანები ლოცვისას პირით მიექცევიან იმ მხარისკენ, სადაც მდებარეობს მათი წმინდა ქალაქი მექა. მეჩეთში შესვლისას მუსულმანი ყოველთვის იხდის ფეხთ წმინდა ადგილის მიმართ მოწიწების ნიშნად. ისლამში ქალებს თავსაბურავის ტარება ევალებათ მათი სექსუალური მიმზიდველობის დაფარვის ნიშნად, რომლის საჯარო დემონსტრირებაც მკაცრად რეგლამენტირებულია ამ რელიგიაში. თავად რიტუალები თავისთავად არ შეიცავს რელიგიურ მნიშვნელობას. ისინი იძენენ რელიგიურ მნიშვნელობას მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, როდესაც მათ მიმართავენ საკრალურ ობიექტებთან თავიანთი კავშირის გამოხატვის მიზნით. რამდენადაც რიტუალური აქტები მჭიდროდ დაკავშირებულია რელიგიურ სიმბოლოებთან, ისინი განიხილება როგორც რაღაც სრულიად განსხვავებული პროფანული, ჩვეულებრივი საგნებისა და მოვლენებებისგან. მაგალითად., წყალი ყოველდღიური მოხმარების საგანია, როცა გამოიყენება ყოფითი მიზნებისთვის დასალევად, შხაპის მისაღებად და ა.შ. მაგრამ ინიციაციის ქრისტიანულ რიტუალში _ მონათვლის წმინდა საიდუმლოს შესრულებისას, იგი ხდება წმინდა და ახდენს რელიგიურ ერთობაში ახალი წევრის მიღების სიმბოლიზებას. სანთელი ასევე ყოველდღიური მოხმარების საგანია, რომელიც გამოიყენება შენობის განათების მიზნით, ხოლო ღვთის სადიდებლად სანთლის დანთება გამოხატავს ღვთაებრივთან კავშირს. აღდგომის დღესასწაულზე კვერცხების წითლად შეღებვა მარადიული ცხოვრების დასაწყისის აღნიშვნის სიმბოლოა. რელიგიური რიტუალები ხშირად განმარტოებით სრულდება, მაგრამ ყველა რელიგიაში არსებობს ისეთი ცერემონიები, რომელთა აღსრულებაც მოითხოვს მორწმუნეთა დიდი ჯგუფების მონაწილეობას. რელიგიური რიტუალები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათ მიეკუთვნება მოქმედებები დაკავშირებული ლოცვასთან, გარკვეული სახის საკვების მიღებასთან ან მარხვასთან _ დროის რაღაც პერიოდით გარკვეული სახის საკვების მიღებისგან თავშეკავების აქტები. როგორც წესი, რელიგიური რიტუალების აღსრულებისთვის განკუთვნილია სოციალური სივრცის სპეციალური, იზოლირებუილი ადგილები, რომლებიც მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა (ტაძრები, ეკლესიები, სალოცავები).

     რელიგია გულისხმობს გარკვეულ წარმოდგენებს სწორი ანუ მართალი ცხოვრების შესახებ. რელიგიების უმრავლესობა მორწმუნეებს მიაწერს მცნებების სისტემას, ანუ ქმედებების მარეგულირებელი ნორმების ერთობლიუობას. ეს ნორმები განსაზღვრავენ მორწმუნეთა მოქმედების წესებს სხვადასხვა სიტუაციებში. ისეთ რთულ რელიგიურ სისტემებში, როგორიცაა., იუდაიზმი, ქრისტიანობა ან ისლამი, ფორმულირებულია მკვეთრი მორალური პრინციპები. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ქრისტიანობის ათი მცნება, რომელიც წარმოადგენს გარკვეული დაშვებებისა და აკრძალვების სისტემას. იგი მოიცავს მკვლელობის, ქურდობის, სიცრუის, მრუშობის, ამპარტავნების, შურის და სხვა მრავალ აკრძალვას.

     უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან რელიგია და მაგია. რელიგიის მსგავსად მაგიაც რწმენების სისტემაა, მაგრამ, მისგან თვისებრივად განსხვავდება. თუკი რელიგია ადამიანისთვის უზრუნველყოფს მისი არსებობის ონტოლოგიური, ეგზისტენციალური უსაფრთხოების გრძნობას, იმითი, რომ ინდივიდის მიერ სამყაროს აღქმა ხდება როგორც საზრისის, წესრიგისა და მთლიანობის მქონე ქმნილებისა. თუკი რელიგია ინდივიდის ცხოვრებას ანიჭებს საზრისს, უზრუნველყოფს ინდივიდის სიღრმისეულ მოტივაციას, რომელიც მის მთელს ყოფიერებაზე გადის, მაგია განსხვავებულ მიზნებს ისახავს. მაგიური რიტუალები გულისხმობს სხვადასხვა ქმედების (შელოცვები, სიტყვიერი ფორმულები) მეშვეობით ინდივიდის ცხოვრების რომელიმე ასპექტზე ზემოქმედებას, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული ამოცანების გადაჭრაზე. მათ მიმართავენ ადამიანები მაშინ, როცა აღმოჩნდებიან გაუმართლებლობისა და წარუმატებლობის ჩაკეტილ წრეში., მაგალითად., ადამიანები განიცდიან მატერიალურ სიძნელეებს (უფულობა, უბარაქობა), ან სხვა პრობლემებს და ცდილობენ თავიანთი ცხოვრების ამ ასპექტებზე ზემოქმედებას სხვადასხვა მაგიური შელოცვებით, თილისმებით და ა.შ. ამდენად მაგიური რიტუალები მიმართულია ადამიანის ინდივიდუალი მიზნების მიღწევაზე. ცნობილმა ანთროპოლოგმა და სოციოლოგმა ბრონისლავ მალინოვსკიმ თავის კლასიკურ გამოკვლევაში ”მაგია, მეცნიერება და რელიგია” აღწერა წყნარი ოკეანის ტრობრიანის მცხოვრები ტომების მაგიური რიტუალები, რომლებსაც ისინი განსაკუთრებით სარისკო საქმიანობების ან მოგზაურობის დროს (სახიფათო ადგილებში თევზჭერა, ხანგრძლივი მოგზაურობა ოკეანეში, ნადირობა საშიშ მტაცებლებზე და ა.შ.) მიმართავდნენ ამ საქმეში წარმატების მოზიდვის მიზნით.

     კოლექტიური რიტუალების არსებობა ეს არის ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც რელიგიას განასხვავებს მაგიისგან, თუმცა მათ შორის მკვეთრი ზღვარის გავლება ყოველთვის მაინც არ არის შესაძლებელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაგია წარმოადგენს მოქმედებების ერთობლიობას, რომელიც სრულდება ბუნების მოვლენებზე გავლენის მოხდენის მიზნით სხვადასხვა საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით (შელოცვები, ჯადოსნური ფორმულები, თუ განსაკუთრებული რიტუალები). მაგიური წესების ჩატარებას ჩვეულებრივ, ცალკეული პირები ასრულებენ და არა მორწმუნეთა ჯგუფი. ადამიანები ხშირად მიმართავენ მაგიას, როცა აღმოჩნდებიან წარუმატებლობისა თუ უიღბლობის გარკვეულ წრეში ან საფრთხის წინაშე დგანან. მაგალითად, ცნობილი ანთროპოლოგი და სოციოლოგი ბრონისლავ მალინოვსკი თავის კლასიკურ გამოკვლევაში წყნარი ოკეანის კუნძულების, კერძოდ, ტრობრიანის მცხოვრებლებზე, აღწერს მრავალ ასეთ მაგიურ რიტუალს, რომელიც სრულდება კანოეთი (ნავი) ნებისმიერი სარისკო მოგზაურობის წინ, თუ კუნძულის მცხოვრებლებს სახიფათო ადგილებში უწევთ თევზის ჭერა, თუმცა ლაგუნებში და შედარებით წყნარ ადგილებში თევჭერისას ისინი ამგვარ რიტუალებს არ მიმართავენ.

     თუმცაღა მაგიური რიტუალები უმეტესად გაქრა თანამედროვე ცხოვრებაში, სარისკო სიტუაციებში ადამიანები მაინც უწინდებურად ხშირად მიმართავენ ისეთ რიტუალებს რომლებიც თავისი არსით ძალზე წააგავს მაგიურ შელოცვებს. განსაკუთრებით ხშირია ამგვარი მოქმედებები ისეთ პროფესიებში, სადაც წარმატება უმეტეს წილად შემთხვევითობის ფაქტორზეა დამოკიდებული, ასევე გაზრდილ რისკთან დაკავშირებული (მაგალითად., სპორტსმენები, მეშახტეები, მეთევზეები, და ა.შ), ხშირია სტრესულ სიტუაციებში ასეთი რიტუალური წესების შესრულება ან თილისმების ტარება. მაგალითად., ჩონგბურთელი, მეთხილამურე უცნაური რგოლებითა და სამკაულებით გამოდიან მნიშვნელოვან მატჩზე, თუმცა სპორტული წესების მიხედვით ეს აკრძალულია, რადგან დამატებით საფრთხეს უქმნის სპორტსმენის სიცოცხლეს. ასტროლოგიური რწმენები, რომელიც სათავეს იღებს შუა საუკენეობრივი მაგიური წარმოდგენებიდან დღესაც ძალზე პოპულარულია, თუმცა შესაძლოა ადამიანთა უმრავლესობა მათ სერიოზულად არ განიხილავს. ყოველივე ეს მიუთითებს ადამიანისთვის ირაციონალური ასპექტის აქტუალობაზე და ამგვარი რწმენების სოციალურ და ფსიქოლოგიურ მნიშვნელობაზე.

იხილეთ:

• რელიგია და ინდივიდი

ტეგები: Qwelly, დეფინიცია, ლენსკი, მაგია, ნიცშე, რელიგია, რიტუალი, სასწაული, სოციოლოგია

ნახვა: 1373

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters