კულტუროლოგები, სოციოლოგები, ანთროპოლოგები კულტურისა და ღირებულებების ცნებებს სხვადასხვაგვარად განმარტავენ. მაგრამ მათ შორის ვერ ნახავთ ვერც ერთს, ვინც კულტურისა და ღირებულებათა კავშირს უარყოფს. ყველასათვის საერთოა მტკიცება: ღირებულება კულტურის კომპონენტია, კულტურა არ არსებობს ღირებულებათა სისტემის გარეშე და პირიქით. ამდენად, კულტურის თეორია ღირებულებათა თეორიის გარეშე არ არსებობს და პირიქითაც. კულტურისა და ღირებულების განუყრელი კავშირი მოითხოვს გაირკვეს რა ადგილი უკავია ღირებულებას კულტურაში, რაა ღირებულების არსება, როგორ ხდება ადამიანის მოქმედებათა განსაზღვრა ღირებულებებით და რას ნიშნავს ქცევის ღირებულებით გაპირობებულობა, როგორია ღირებულებათა სისტემის იერარქია, რა გავლენას ახდენს კულტურის ყოფიერება ღირებულებათა დინამიკაზე, მათ იერარქიაზე.
ღირებულებანი და ღირებულებითი ორიენტაციები ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში არსებობდა. მეტიც, ამ ორიენტაციათა განსხვავებული ტიპები და მათი განსხვავების ბუნებრივი თუ სოციალური საფუძვლები ყველა ტიპის საზოგადოებაში იჩენს თავს. როგორც კულტურა არაა ღირებულების გარეშე, ასევე კულტუროლოგია არ მოიაზრება აქსიოლოგიის გარეშე. კულტურის თეორიისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, რა არის ღირებულება, როგორია მისი მიმართება სინამდვილისადმი, რამდენი სახის ღირებულება არსებობს, როგორია კულტურაში მათი ადგილი და ურთიერთკავშირი, რა მიმართებაა ღირებულებასა და შეფასებას შორის, როგორი იყო ღირებულებათა სისტემა წარსულში, როგორია მისი დინამიკა, როდის გახდა ღირებულება რეფლექსიის საგანი.
აღსანიშნავია, რომ ღირებულებათა გააზრებას მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. მისი პიონერი იყო ლოტცე. შემდეგ მეოცე საუკუნის დასაწყისში გაგრძელდა. ვინდელბანდი, რიკერტი, მაქს და ალფრედ ვებერები და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სოციოლოგთა ფართო წრე: პარსონსი, ბეკერი, კოლბი და სხვები. ისიც აღსანიშნავია, რომ ღირებულებათა გააზრებას ასეთი მოკლე ისტორია რომ აქვს, ეს ერთ-ერთი მიზეზია ადამიანის ქცევისა და მისი ღირებულებითი ორიენტაციების კვლევაში დიდი ჩამორჩენილობის. სკინერი ნაშრომში "ქცევის ტექნოლოგია" აანალიზებს ვითარებას, როცა ქცევის ტექნოლოგია არაა შესწავლილი. არა თუ თანამედროვე, არამედ ანტიკურობის ბუნებისმეცნიერების დონეზეც. მისთვის უჩვეულო არაა საზოგადოება რომ ცდილობს ყველა საფრთხის ასაცილებლად ტექნოლოგიის შემუშავებას, მაგრამ ამ ტექნოლოგიას ადამიანის მოქმედება რომ სჭირდება, ამაზე არ ფიქრობენ და სკინერი აყენებს ამოცანას "შევისწავლოთ ადამიანის მოქმედების ტექნოლოგია", რასაც ფიზიკა და ბიოლოგია ვერ უზრუნველყოფს. დღეს ყველაზე "აუცილებელი ადამიანის მოქმედების ტექნოლოგიაა. ეს კი ადამიანის გაგების გარეშე არ მიიღწევა. ადამიანმა არ იცის, რას წარმოადგენს. ადამიანის შესახებ მეცნიერებამ ფიზიკასა და ბიოლოგიასთან შედარებადი ნაბიჯები ვერ გადადგა. სკინერის მტკიცებით, ბიოლოგიისა და ფიზიკის პრობლემების გადასაწყვეტად ანტიკური საბერძნეთის მეცნიერებს არავინ მიმართავს, "მაგრამ პლატონის დიალოგებს დღესაც იმოწმებენ, თითქოს ისინი ადამიანის მოქმედებას აშუქებდნენ. არისტოტელე დღევანდელ ფიზიკასა და ბიოლოგიაში ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ სოკრატესა და მის მეგობრებს ადამიანის მოქმედებაზე ყველაზე უახლესი შრომების გაგება არ გაუჭირდებოდათ" . სკინერი არ უარყოფს, რომ ბერძნებმა ადამიანის ქცევაზე უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ბიოლოგიასა და ფიზიკაზე, მაგრამ ადამიანზე მათი ცოდნა არაა საკმარისი. ფიზიკისა და ბიოლოგიის ტექნოლოგია შორს წავიდა, მაგრამ განათლებისა და ეკონომიკის ტექნოლოგია, გახევებულია ან უმნიშვნელოდაა შეცვლილი. მაშინ, როდესაც ადამიანის მოქმედება ყველაზე რთული სფეროა და მისდამი მეცნიერული მეთოდები არ ყოფილა გამოყენებული. ამოცანა გარემო პირობებთან მიმართებაში ადამიანის ქცევის გაგებაა. ადამიანი აკონტროლებს თავის ავტონომიას. ამ პროცესში ის ღირებულებებით ხელმძღვანელობს, ცდილობს აკეთოს სიკეთე, მაგრამ როცა გარემო გამოდის მაკონტროლებლად, რას ჩათვლის ის სიკეთედ და იქნება თუ არა, ეს სიკეთე ადამიანებისათვის, ამის დადგენა, სკინერის აზრით, ძნელია. ასეთი სიძნელეები ღირებულების არსებაში ღრმად ჩახედვასა და კულტურაში ღირებულების ადგილის განსაზღვრას მოითხოვს. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ადამიანის მეობის გაგებაზე დაფუძნებით.
კულტუროლოგების მიერ გადადგმული ნაბიჯი ღირებულების გზით კულტურის არსის გარკვევისაკენ, ერთადერთი სწორი მიმართულებაა და კულტურის ახსნის რეალურ საფუძველს გვაძლევს, მხოლოდ ეს მიმართულება სუბიექტივისტური მიდგომით არ უნდა იყოს დამძიმებული. სახელდობრ, შეუძლებელია კულტურა მხოლოდ დადებითი თუ სასურველი ღირებულებებით განვსაზღვროთ, რადგან ეს მეტად რელატივისტურ ელფერს აძლევს კულტურის განსაზღვრებას. თანაც, ღირებულების მოცულობას ავიწროებს და კვლავ განსასაზღვრსა და განმსაზღვრელს შორის შეუსაბამობა წარმოიშობა. ეს ნიშნავს, რომ ღირებულებით განსაზღვრების სწორ გზაზე ერთი გადახვევა თუ ცდომილება წარმოიშობა დაკავშირებული კულტურის დადებით ღირებულებებზე დაყვანით. მეორე ცდომილება მომდინარეობს ღირებულებათა სფეროს სულიერი ღირებულებებით შემოფარგვლიდან და მატერიალურის ღირებულებათა გარეშე დატოვებით. თუ ყოველივე, რაც გვაორიენტირებს მასზე, ღირებულებაა, როგორც ამას დავინახავთ ღირებულების განსაზღვრებისას, არა მარტო სულიერი, არამედ მატერიალური პროცესებიცა და ნივთებიც გვაორიენტირებს მათზე და ისინიც ღირებულებანია. სხვა საკითხია, მატერიალური გვესახება უფრო მნიშვნელოვნად თუ სულიერი.
ამდენად, მატერიალურის გამორიცხვა ღირებულებათა სფეროდან ღირებულებით კულტურის განსაზღვრებაში მეორე ცდომილებაა. მესამე გადახრა თუ ცდომილება, მომდინარეობს თავისთავადი, ადამიანისაგან დამოუკიდებელი ღირებულებების აღიარებიდან: ისე, როგორც კულტურა არაა ადამიანის გარეშე, არც ღირებულება შეიძლება იყოს ადამიანის გარეშე; ისე, როგორც არ არსებობს თავისთავადი კულტურა, ადამიანისადმი ტრანსცენდენტური, რადგან კულტურა მისივე შექმნილია, არ არსებობს თავისთავადი ღირებულებაც, რადგან ღირებულება ადამიანის ორიენტირების პროცესში წარმოიშობა. თავისთავადი სინამდვილეა, მაგრამ არა ღირებულება და როცა ღირებულება ადამიანის სფეროს გარეთ გააქვთ, ადამიანის გარეშე არსებულად წარმოიდგენენ, მესამე გადახრასთან გვაქვს საქმე. წინა ორისაგან განსხვავებით, მესამე ცდომილება ღირებულების სფეროს კი არ ავიწროებს, არამედ აფართოებს, მაგრამ ამით ღირებულებას ადამიანურ ხასიათს უკარგავს და აიგივებს მას ადამიანის გარეთ და ადამიანამდე არსებულ ნივთთა სამყაროსთან, რითაც ღირებულების უცილობელი კომპონენტი _ სინამდვილისადმი მნიშვნელობა ძალას კარგავს და ღირებულება თვითონ იქცევა სინამდვილედ, ადამიანის ორიენტირებისაგან დამოუკიდებლად. ყველა ამ და სხვა გადახრათა თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ღირებულების რაობის ანალიზი. კითხვა ღირებულების რაობის შესახებ გარდუვალია, როდესაც კულტურას განვსაზღვრავთ როგორც მატერიალურ ისე სულიერ, როგორც დადებით, ისე უარყოფით ღირებულებათა გზით. თუ კულტურა ღირებულებათა ერთობლიობაა, მაშინ აუცილებელია ღირებულების არსებისა და სფეროს მოხაზვა.
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•