ღირებულება თანამედროვე სოციოლოგიაში

, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

საკითხის დასმა

     არც ერთ კატეგორიას არ აქვს იმდენად მრავალფეროვანი მნიშვნელობა და ისეთი მრავალმხრივი გამოყენება, როგორც ღირებულების კატეგორიას. ღირებულებანი მნიშვნელობს ესთეტიკაში, ეთიკაში, გნოსეოლოგიაში, სოციოლოგიაში, ეკონომიკასა და სხვა დარგებში. განასხვავებენ ესთეტიკურ, სოციალურ ეკონომიკურ, ეთიკურ და სხვა სახის ღირებულებებს. ამავე დროს თითოეულ დარგში ღირებულება რამდენიმე მნიშვნელობას ღებულობს. მარტო ეკონომიკის დარგში ნეიმანმა ღირებულების თორმეტი განსხვავებული მნიშვნელობა დაადგინა.

      მიუხედავად ღირებულების ასეთი მრავალმხრივობისა და მრავალმნიშვნელობისა, ღირებულების კატეგორია ყველა ზემოთ დასახელებულ დარგში (ეკონომიკურის გამოკლებით) ნაკლებადაა დამუშავებული.

      ჩვენს მიზანს შეადგენს თანამედროვე სოციოლოგიაში ღირებულების სხვადასხვა ასპექტების განხილვა და კრიტიკული ანალიზი. ღირებულების ცნება, თანამედროვე სოციოლოგიაში, არა მარტო მრავალი ფორმით განისაზღვრება, არამედ თავისი ფუნქციონალური ინტერპრეტაციითა და გამოყენებითაც განსხვავებულია. განსხვავებულ მნიშვნელობებს შეესაბამება განსხვავებული წყაროები ღირებულებისა. ღირებულება თავიდან სხვა სფეროებში წარმოიშვა, და ამ სხვა სფეროებიდან გადავიდა სოციოლოგიაში, ამიტომ სოციოლოგიაში ღირებულების განსხვავებულ მნიშვნელობებს განსხვავებული წყაროებიც აქვს. ღირებულების ცნებათა სხვადასხვა წყაროები და მათი განსხვავებული მნიშვნელობანი სოციოლოგიაში მოითხოვს ამ საკითხის გაშუქებასა და ღირებულების სოციოლოგიური ასპექტის ზოგიერთი საკითხის დაყენებას.

      თანამედროვე სოციალური სამყარო სულ უფრო მეტად წარმოაჩენს ადამიანის მნიშვნელობას. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან უმაღლესი მიზანი ადამიანია და ამ მიზნის განხორციელების გზაც ადამიანზე გადის. ყველაფერი ადამიანისათვის _ ასეთია თანამედროვე საზოგადოების პრინციპი. ადამიანი მადომინირებელია საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელ სულიერ და საზოგადოდ ყოფიერების ყველა სფეროში.

      ადამიანის ფაქტორი მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც მწარმოებელი, არამედ როგორც მომხმარებელი, როგორც საზოგადოების წევრი და ახალი საზოგადოების იდეალების მატარებელი. ადამიანის ადამიანობა, მისი არსობრივი ძალების რეალიზაცია, მისივე პიროვნებისა და გარემოს შეფასების კრიტერიუმია.

      ადამიანის "მე" მრავალ განზომილებაში პოულობს ასახვას; მაგრამ ყველაზე ადექვატურად მის მსოფლმხედველობაში გამოიხატება, პოზიციაში სამყაროსა და სხვა ადამიანებისადმი. ამ უკანასკნელს კი განსაზღვრავს ღირებულებათა სკალა. ამიტომ, რომ გავიგოთ ადამიანის "მე", მისი ყოფიერება, უნდა გავზომოთ მისი ღირებულებათა სკალა. ვერც ერთი სხვა მოვლენა თუ ფაქტორი ვერ დაახასიათებს ადამიანის "მე"-ს ისე სრულყოფილად, როგორც ამას აკეთებს მისი მსოფლმხედველობა აგებული ღირებულებით ორიენტაციებზე.

      ამერიკელმა ფილოსოფოსმა და ფსიქოლოგმა ჯემსმა ხატოვნად ეს ასე გამოხატა: ოთახის გამქირავებლისათვის უფრო მნიშვნელოვანია იცოდეს მისი მდგმურის მსოფლმხედველობა, ვიდრე მისი ჯიბის მდგომარეობა. ჯემსი ამას განმარტავდა: რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს მდგმურს, თუ მისი მსოფლმხედველობა არ არის აგებული მოვალეობის პრინციპზე, ის ქირას არ გადაიხდის, მაგრამ თუ მისი მსოფლმხედველობა აგებულია მოვალეობაზე, ფულის არ ქონის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომ იგი ვალს გადაიხდის მაშინვე, როგორც კი ფულს იშოვის.

      რადგან საზოგადოებაში ადამიანი უმაღლესი ღირებულებაა და საზოგადოება უნდა წარიმართოს ჰუმანური გზით, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის შემეცნებას, მისი ღირებულებების დადგენას, იმის გარკვევას, რა არის ადამიანის მიზან-საშუალებათა, ჯერარსობათა, იდეალთა ორიენტაციის საგანი. სწორედ ეს განსაზღვრავს მის ვინაობას და მისგან მოსალოდნელ ქცევის ფორმებს. ადამიანის ესპექტაციებს მთლიანად და სავსებით განსაზღვრავს ღირებულებანი, რომელზედაც ის ორიენტირდება. საორიენტაციო ღირებულებებს კი განაპირობებს ადამიანის მოთხოვნილებანი, მიდრეკილებანი, ასაკი, მდგომარეობა, სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, გარემო, რომელშიც მას უხდება მოღვაწეობა, ეპოქა და გლობალური თუ ლოკალური სიტუაციებიც. როდესაც ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედებას ვისახავთ მიზნად, ვესწრაფვით მისი ღირებულებათა სამყარო საზოგადოებისათვის სასურველ ღირებულებათა ჩარჩოში მოვაქციოთ, უნდა გავითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნულ განმსაზღვრელ ფაქტორთა სიმრავლე. ადამიანის ცნობიერების წარმართვა უნდა მოხდეს ღირებულებათა სკალის დადგენით, რომელიც მას ამოძრავებს ანომალური ღირებულებების გამორიცხვითა და დადებითზე ორიენტირებით. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.

      ახალგაზრდობის სოციალური მდგომარეობა ისეთია, რომ ის საზოგადოების ავანსით ცხოვრობს დაბადებიდან 20-25 წლის ასაკამდე, ფაქტობრივად, ცხოვრების მესამედი, ახალგაზრდა ოჯახისა და საზოგადოების ავანსითაა განსაზღვრული. იგულისხმება, რომ ცხოვრების დანარჩენ ნაწილში იგი საზოგადოებასა და ოჯახს გადაუხდის ამ ამაგს. მაგრამ არის ერთი გზა, ახალგაზრდობაშივე რომ მიაგოს საზოგადოებასა და ოჯახს მასზე დახარჯული შრომის ნაწილი. ამას ის შეძლებს, თუ გაიზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზედაც ორიენტირდება ოჯახი და საზოგადოება. ეს იქნება თაობათა შორის ბრძოლის შეცვლა ჰარმონიით და ერთობლივი მეცადინეობით ახალი საზოგადოების შენება. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს თანაფარდობა სხვადასხვა თაობის ადამიანთა ღირებულებებს შორის, განსხვავებათა დონეები ახალგაზრდობისა და ჭარმაგთა ღირებულებებს შორის და გამოიკვეთოს გზები, რომლებიც ახალგაზრდობას აზიარებს საზოგადოებრივ ღირებულებებს. ეს პრობლემა გამოიკვეთა ფორმულით "ადამიანი სოციალურ სამყაროში". პრობლემის თეორიული და ემპირიული ასპექტების შემეცნების მიზნით შევეცადეთ გაგვესაზღვრა ღირებულების ცნება, დაგვედგინა მისი ძირითადი ნიშნები, მიმართება ისეთ ცნებებთან, როგორიცაა ინტერესები, იდეალები, განწყობა და სხვა.

      პირველი, რაც თვალში გვეცემა, ადამიანის არსებასა და არსებობას შორის გათიშვაა. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ფრანც კაფკა ადამიანის ტრაგიკულობის ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევდა გათიშვას მის ნაფიქრალს, ნათქვამსა და ნაწერს შორის. იმას, რომ ადამიანი სხვას ფიქრობს, სხვას ამბობს და სხვას წერს. კაფკა წერდა: "მე ვწერ სხვაგვარად, ვიდრე ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ სხვაგვარად, ვიდრე ვფიქრობ, ვფიქრობ სხვაგვარად, ვიდრე უნდა ვფიქრობდე და ა. შ. ყველაზე ბნელ სიღრმეებამდე". ამას შეიძლება დაემატოს, რომ თანამედროვე ადამიანის არა მარტო ნათქვამი, ნაფიქრი და ნაწერი შორდება ერთმანეთს, არამედ საქმეც. ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი ნაკლი არის დაშორება სიტყვასა და საქმეს შორის. ეს არის ადამიანის გაუცხოების, მისი ყოფიერებისა და არსების გათიშვის მაჩვენებელი და ამ გაუცხოებისა თუ გაორების ხილვა უკარგავს ადამიანებს მრწამსს, აგდებს მათ ნიჰილიზმში. ამის შედეგია მათი ერთი ნაწილის უარყოფით ღირებულებებზე ორიენტირება. ეს გამოვლინდა ისეთ ღირებულებათა შეფასებისას, როგორიცაა განათლება, თავისუფლება, კანონი, ძალაუფლება, ქორწინება, სიკეთე, ჭეშმარიტება, სიმართლე, სიმდიდრე, დანაშაული, სასჯელი, ზნეობა, სამშობლო, ფული, მექრთამეობა და სხვა.

ამოსაბეჭდი ვერსია:

ღირებულება თანამედროვე სოციოლოგიაში

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 712

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: თებერვალი 28, 2026.
საათი: 12:50pm 0 კომენტარი

The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters