იდეოლოგია ცნობიერების ერთ-ერთი გამოვლენაა. უფრო სწორედ, იდეოლოგიზებას ცნობიერების ყველა ფორმა ექვემდებარება _ იქნება ეს მსოფლმხედველობის ფორმები _ ფილოსოფია, რელიგია, ხელოვნება, ღირებულებითი ფორმები _ სამართალი, ეთიკა, ესთეტიკა, მეცნიერება თუ სხვა. მათთან ერთად იდეოლოგიზდება ცხოვრების წესიც. ისიც აღსანიშნავია, რომ ცნობიერების ყველა ფენომენი იდეოლოგიზებას ერთნაირად არ ექვემდებარება. იდეოლოგიიდან შორს დგას მეცნიერება. ძნელია შემეცნების პროცესის იდეოლოგიზება, ისე, როგორც მისი შედეგების, კერძოდ, ჭეშმარიტების იდეოლოგიის ჩარჩოებში გადაყვანა, რადგან იდეოლოგია ღირებულებათა და შეფასებათა სფეროს განეკუთვნება, მეცნიერება კი შემეცნებისა და ჭეშმარიტების სფეროს. ღირებულება და შეფასება სუბიექტურია, ყოველ შემთხვევაში, ის არ არსებობს სუბიექტურობის გარეშე. მაშინაც, როდესაც სპეციფიური ობიექტურობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შემეცნება და ჭეშმარიტება ობიექტურია და სუბიექტურობას გამორიცხავს, თუმცა, სუბიექტის საშუალებით ხორციელდება. კიდევ უფრო ძნელია შემეცნების იდეოლოგიზება საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ და ფორმალურ მეცნიერებებში, რადგან ისინი ნაკლებად ეხებიან ადამიანთა თუ სოციალურ ერთობათა სამყაროს, მიმართულნი არიან გარე სამყაროზე, რომლის მიმართ ჩვენი დებულებების მანიპულირება ნაკლებად შედის ადამიანთა ინტერესებში, თუმცა, ზედმეტად იდეოლოგიზებულ საზოგადოებას ამ სფეროშიც შეაქვს ტენდენციურობა, ე. წ. პარტიულობა და ეს გამოვლინდა საბჭოთა სინამდვილეში, როდესაც საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ და ფორმალურ მეცნიერებათა მიმართ დამოკიდებულებაში კლასობრივი ინტერესებიდან ამოდიოდნენ და ამ ნიადაგზე უარყოფდნენ მეცნიერებათა ახალ მიღწევებს, ზოგჯერ ახალ დარგებსაც კი.
მაგალითად, ბიოლოგიაში გენეტიკას, ფიზიკაში ფარდობითობის თეორიას, ლოგიკაში ფორმალურ ლოგიკას და ა. შ. მეცნიერებათა სფეროდან იდეოლოგიზებისათვის ნოყიერ ნიადაგს საზოგადოებისა და ადამიანის შესახებ მეცნიერებანი იძლევიან. იქნება ეს ეკონომიკური, ისტორიული, სოციოლოგიური, ანთროპოლოგიური თუ სხვა დარგები. ამ სფეროებში აუცილებლად ითვლებოდა იდეოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობა, ამ მეცნიერებათა მიღწევების იდეოლოგიზება, რომლის დროსაც ფაქტები სწორდებოდა იდეოლოგიურ პრინციპებზე და სოციალურ სფეროში შემეცნება ამ სფეროს ფაქტებისადმი შესაბამისობით კი არ გაიზომებოდა, არამედ იდეოლოგიის პრინციპებთან თანხმობით. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების დეიდეოლოგიზაციამ არსებითი ბიძგი მიიღო მაქს ვებერის ნააზრევში, რომელმაც გამიჯნა სოციალური მეცნიერება და სოციალური პოლიტიკა, ფაქტის მსჯელობა და ღირებულებითი მსჯელობები, მარქსიზმმა არათუ არ გაათავისუფლა სოციალური მეცნიერებანი პარტიულობის პრინციპისაგან, არამედ მათი დაფუძნება მთლიანად კლასობრივ ინტერესებზე სცადა.
იდეოლოგიას გაცილებით დიდი როლი და ადგილი უკავია მსოფლმხედველობრივ და ღირებულებით სფეროებში, იქნება ეს ფილოსოფია, რელიგია, ეთიკა, ესთეტიკა, სამართალმცოდნეობა, პოლიტოლოგია თუ სხვა. განსხვავებით მეცნიერებისაგან, სადაც პრინციპულად მოითხოვენ შემეცნებისა და შეფასების გამიჯნვას, მეცნიერებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევენ ფაქტის რეალობისა თუ შემეცნებითი მსჯელობებით შემოფარგვლას და ადგილს არ უტოვებენ ღირებულებით მსჯელობებს, ღირებულებათა სფეროში დასაქმებული დისციპლინები არ გამორიცხავენ შეფასებით დამოკიდებულებას ამ სფეროში და მიჩნეულია, რომ ღირებულებებისადმი აუცილებელია ღირებულებითი დამოკიდებულება. ყოველ შემთხვევაში, აქ ობიექტურობაზე მსჯელობა სხვა განზომილებაში ხდება. ამ სფეროში ობიექტურობა განისაზღვრება არა ფაქტებისადმი შესაბამისობით, არამედ საკაცობრიო ღირებულებებისა და ადამიანის არსებასთან შესაბამისობით. აქ ყველა ვითარებაში დაშვებულია სუბიექტური, ტენდენციური ინტერპრეტაცია და, ამდენად, ამ სფეროში იდეოლოგიზება ყველაზე ნოყიერ ნიადაგს პოულობს. ასეთივე ვითარებაა მსოფლმხედველობის ყველა ტიპში, იქნება ეს ფილოსოფიური, რელიგიური, მხატვრული თუ სხვა. რადგან მსოფლმხედველობა სუბიექტის პოზიციასაც მოიცავს, ეს კი ღირებულებითი დამოკიდებულებაა, ამდენად ცნობიერების თეორიებთან იდეოლოგიის მიმართების ანალიზს მსოფლმხედველობასთან მიმართების დემონსტრირებით ვიწყებთ.
ამოსაბეჭდი ვერსია:
ტეგები: Qwelly, იდეოლოგია, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი, ცნობიერება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•