მიწათმოქმედების და მეცხოველეობის ქვეყანაში ყველაზე ბუნებრივი საკვები არის ყველი და პური (და ყველაზე კარგი მასპინძლობა კი - კეთილი გულით). ყველისა და პურის გარითმვით ისედაც ხაჭაპური მიიღება, მაგრამ ეს უკანასკნელი, პურის გამოცხობამდე - ცომში ჩადებული ყველიდან დაიწყო. დაიწყო და მოედო საქართველოს ყველა კუთხეს. მოგვიანებით, როცა განვითარდა მეფრინველეობა, ხაჭაპურს დაემატა კვერცხი (გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში), ამერიკული კულტურების ჩვენში შემოსვლამ დასაბამი დაუდო ახალ იდეას - კარტოფილით დაუწყეს ხაჭაპურს შეკმაზვა (ოსეთი, სამცხე-ჯავახეთი). დედაქალაქში პურის მოდიფიკაციაზეც იფიქრეს და ფენოვან ცომში გამოაცხვეს - იხრაშუნოსო.

      რით იქნებოდა გამორჩეული Qwellynaria, რომ ტრადიციული ხაჭაპურების გვერდით (იხილეთ ხაჭაპურის რეცეპტები), საკუთარი, თანამედროვე, ორიგინალური და ექსკლუზიური ვერსია არ შემოეთავაზებინა.

ხაჭაპური, ვიჩინა, ფენოვანი ხაჭაპური, ქართული ხაჭაპური, ქველინარია, რეცეპტი, qwellynaria, khachapuri, fenovani, vichina, bacon, ham

შემადგენლობა:

  • ფენოვანი ცომი - ერთი ფირფიტა;
  • ვიჩინა - 8 ნაჭერი;
  • სულგუნი - 4 ნაჭერი;
  • კარტოფილი - 1;
  • კვერცხის გული - 1;
  • არაჟანი - 1 ჩ/კ;

მომზადება:

დადგით კარტოფილი მოსახარშად; გირჩევთ, კარტოფილი მოხარშოთ მარილიან წყალში ან თუ გაქვთ, შემდეგ შეკაზმოთ სვანური მარილით;

მოხარშული კარტოფილი დაჭერით ალყა-ალყა;

კვერცხის გული ათქვიფეთ არაჟანთან ერთად;

ხაჭაპური, ვიჩინა, ფენოვანი ხაჭაპური, ქართული ხაჭაპური, ქველინარია, რეცეპტი, qwellynaria, khachapuri, fenovani, vichina, bacon, ham

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ 2-3 მმ სისქეზე და დააფინეთ პერგამენტის ქაღალდზე.

ფოტოზე ნაჩვენები მეთოდით დაალაგეთ თანმიმდევრულად - ვიჩინა, კარტოფილი, ყველი, ვიჩინა.

ხაჭაპური, ვიჩინა, ფენოვანი ხაჭაპური, ქართული ხაჭაპური, ქველინარია, რეცეპტი, qwellynaria, khachapuri, fenovani, vichina, bacon, ham

გადაახვიეთ და წაუვით კვერცხის გული;

დარჩენილი ნაწილი დაჭერით ფოტოს მიხედვით და გადაახვიეთ;

გაჭერით ორ ნაწილად და პერგამენტის ქაღალდიანად შედგით გამოსაცხობად;

ხაჭაპური, ვიჩინა, ფენოვანი ხაჭაპური, ქართული ხაჭაპური, ქველინარია, რეცეპტი, qwellynaria, khachapuri, fenovani, vichina, bacon, ham

შედგით აირღუმელში 150 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში;

თვალი არ მოაცილოთ და მერე, გემრიელად მიირთვით.

ტეგები: Qwellynaria, ექსკლუზივი, ვიჩინა, რეცეპტი, ფენოვანი, ყველიერი, ცომეული, ხაჭაპური, ხორციელი

ნახვა: 1492

გამოხმაურებები!

ელექტროღუმელი და პრინციპში, გაზქურაც შეიძლება - ოღონდ კარგად უნდა ატრიალო. )) 

Kakha said:

ჰაერღუმელში უნდა შევდგათ და არა ეარღუმელში :D ))

ლაშიკო ამომწურავად გადმოეცი მომზადების ინსტრუქცია, ისღა მაკლია მოვამზადო :D 

რა კავშირს ვერ ხედავ, ისეთი მტკიცე ლოგიკის ჯაჭვია აწყობილი, პატარა კახიც ვერ გახევს ხელი რომ გაკრას. 

RSS

ბლოგ პოსტები

Calendário de Novembro de 2026 Reúne Grandes Estreias e Atualizações

გამოაქვეყნა Lutra_მ.
თარიღი: ნოემბერი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Novembro de 2026 será um mês movimentado para os fãs de videogames. Entre lançamentos importantes, expansões e apresentações especiais, algumas datas merecem atenção. GTA 6, Path of Exile e Path of Exile 2 estão entre os principais…

გაგრძელება

MLB The Show 26 Finest Moments Guide for U4GM

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ნოემბერი 6, 2026.
საათი: 9:39am 0 კომენტარი

For the day-three Finest Program 1 setup described, five Moments offer 30 program points in MLB The Show 26, making them a sensible first stop before spending on exchanges. Check that the objectives and rewards match your in-game program before…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters