– რაკი გადაწყდა, – თქვა ერიქსიმახოსმა, – ნებისაებრ ვსვათ და ღვინო არვის დავაძალოთ, ამიტომ, ჩემის აზრით, ურიგო არ იქნება თუ გავისტუმრებთ ახლახან შემოსულ ავლეტრიდას[1]; დაე, თავისთვის დაუკრას, ანდა, თუ მოისურვებს, ქალებთან შევიდეს[2] და შეაქციოს ისინი. ჩვენ კი დღევანდელ დღეს საუბარში განვლევთ და, თუ გნებავთ, შემიძლია საუბრის თემაც შემოგთავაზოთ. – ეს წინადადება ყველას მოეწონა და სთხოვეს მათთვის თავისი აზრი გაენდო.
მაშინ ერიქსიმახოსმა თქვა: – ჩემს სიტყვას ევრიპიდეს მელანიპესავით დავიწყებ, რადგან ეგ აზრი მე კი არა, ფედროსს ეკუთვნის[3]. ფედროსს ხშირად აღშფოთებით უთქვამს ჩემთვის: – განა უცნაური არ არის, ერიქსიმახოს, რომ პოეტები ხშირად ჰიმნებსა და პეონებს[4] უძღვნიან სხვა ღმერთებს, ხოლო ეროსის[5], ეგზომ დიადი და ძალმორჭმული ღმერთის ხოტბა ამდენ პოეტთა შორის ერთსაც არ უთქვამს ჯერ. მიჰხედე დახელოვნებულ სოფისტებს, თავიანთი დიალოგებით რომ ადიდებენ ჰერკულესს და სხვა ნახევარღმერთებს; ასე არ იქცევა თუნდაც სახელგანთქმული პროდიკოსი?[6] ეს კიდევ არაფერი. ამას წინათ ხელში ჩამივარდა ერთი წიგნი, რომელშიც ღრმად განსწავლული ავტორი ხოტბას ასხამდა მარილის განსაცვიფრებელ ღირსებებს; იქვე ცად იყო აყვანილი მრავალი სხვა მსგავსი საგანი. აი, რაზე იხარჯება კაცთ ენერგია. ეროსი კი ჯერაც არავის შეუმკია ღირსებისამებრ. როგორ მიივიწყეს ეგზომ მაღალი ღმერთი? – და, ჩემის აზრით, ფედროსი მართალია. ამიტომაც ჩემს მოვალეობად ვთვლი მცირედი ხარკი მივუძღვნა ეროსს და, ამასთან, მიმაჩნია, რომ ყოველ ჩვენგანს ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევა მისდა საქებად. ხოლო თუ თქვენც იზიარებთ ჩემს აზრს, საუცხოო თემა გვექნება საუბრისთვის. ამრიგად, თითოეულმა ჩვენგანმა, შეძლებისამებრ, ხოტბა უნდა შეასხას ეროსს. დავიწყოთ მარჯვნიდან. პირველი ფედროსი იქნება, რადგან რიგის მიხედვით მას უწევს სიტყვა და ეს აზრიც ხომ მასვე ეკუთვნის?
– ყველა ხალისით გაიზიარებს შენს აზრს, ერიქსიმახოს, – თქვა სოკრატემ; ყოველ შემთხვევაში, მე თანახმა ვარ; ისედაც ხომ სულ იმას გავიძახი „ეროტიკის“[7] გარდა ამქვეყნად არა გამეგება-რა მეთქი. თანახმა იქნებიან აგათონი, პავსანია და, მითუმეტეს, არისტოფანე, რომლის მთელი შემოქმედება დიონისეს და აფროდიტეს უკავშირდება. ერთის სიტყვით, მხარს დაგიჭერს ყველა ჩვენგანი. მართალია, სუფრის კიდეში მსხდომთ უფრო ძნელი მოვალეობა გვეკისრება, მაგრამ თუ ჩვენზე წინ ნათლად და დამაჯერებლად ილაპარაკებენ, ჩვენ ამითაც კმაყოფილნი დავრჩებით. ახლა კი დაიწყე, ფედროს, და ეროსის ქება თქვი!
სოკრატეს სიტყვებს სხვებიც შეუერთდნენ, მაგრამ ყველაფერი, რაც იქ ითქვა, არისტოდემოსს აღარ ახსოვდა. მეც, ჩემის მხრივ, ზოგი რამ მისი ნაამბობიდან გადამავიწყდა, ხოლო რაც ღირსსახსოვარი მეჩვენა, შევეცდები თქვენც გადმოგცეთ.
თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ
| |
[1] ავლეტრიდა (αὐλητρίς) - ფლეიტაზე დამკვრელი ქალი.
[2] ბერძნულ სახლს ორი განყოფილება ჰქონდა: ე.წ. ანდრონი (ἀνδρών), რომელიც მამაკაცთათვის იყო განკუთვნილი და რომელშიც სიმპოსიონები იმართებოდა და გინეკეია (γυναικεῖον) - „საქალებო“.
[3] ევრიპიდეს ჩვენამდე არმოღწეული ტრაგედიიდან „მელანიპა ბრძენი“. ფრაგმენტში ასეა: οὐκ ἐμὸς ὁ μῦθος, ἀλλ᾽ ἐμῆς μητρὸς πάρα (Nauck, 484)
[4] პეონი (παιῶν, παιάν) - საგუნდო ჰიმნი, სამადლობელი, საზეიმო, სავედრებელი ან სხვა ხასიათისა, მეტწილად აპოლონისადმი მიძღვნილი.
[5] Eρως- სიყვარულის ღმერთი.
[6] პროდიკოსი (Πρόδικος) - სოფისტი, სოკრატეს თანამედროვე, ავტორი ცნობილი ალეგორიისა „ჰერაკლე ბიწსა და სათნოებას შორი“. ქსენოფონტე, "Memorabilia", II, 1
[7] „ეროტიკა“ (ερωτικά) - სამიჯნურო კავშირი, ურთიერთობანი, ზოგადად, ყველაფერი, რაც ეროსს უკავშირდება ან მიემართება.
შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•