პარადიგმული ცვლილება და პითაგორულ პარადიგმასთან დაბრუნება თვითრეფლექსიის ყველა ფორმას გადააქცევს სიამოვნებების კონტინუუმის, ანუ ბედნიერების მისაღწევ ინსტრუმენტად. ამიტომ, თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზებული ფორმების აღქმა აღარ მოხდება, როგორც საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტებისა და ისინი იქნება განხილული, როგორც ინსტრუმენტები, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევისთვისაა გამოსადეგი. თუკი თვითრეფლექსია სამყაროს აღწერების შესწავლას მოითხოვს, ჩვენ კვლავ მივდივართ განათლების სისტემის კონსტრუირების საკითხამდე: როგორი უნდა იყოს სამყაროს აღწერების შესწავლის სქემა, რომელიც ადამიანს დაეხმარება თვითრეფლექსიისა და საბოლოო მიზნის - სიამოვნებების კონტინუუმის მიღწევაში.
- - - - - - -
რა მოხდება, თუკი სამყაროს არსებულ აღწერებს პითაგორას დავიწყებული პარადიგმის მიხედვით განვიხილავთ? როგორც ამ წიგნის პირველ ნაწილში აღვწერე, პითაგორას პარადიგმის მიხედვით, სამყაროს აღწერები ტექნოლოგიის შექმნის გზაზე წარმოშობილი აუცილებელი, მაგრამ არა საბოლოო კონსტრუქტებია. სამყაროს აღწერა არის არა ჭეშმარიტების შემეცნების გზაზე საბოლოო წერტილი, არამედ ჭეშმარიტების, რეალობის შექმნის (ანუ ტექნოლოგიის, რომელიც მუშაობს) გზაზე ერთ-ერთი საფეხური. შესაბამისად, შეცვლილ პარადიგმაში ადამიანს ზუსტად ეცოდინება, რომ სამყაროს სურათი აუცილებელი კონსტრუქციაა, რომელიც მას მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს.
რა ხდება, როდესაც ადამიანის მიზანი თვითრეფლექსიაა, ახალი პარადიგმის პირობებში? სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში, ადამიანი არ უყურებს სამყაროს სურათს და, შესაბამისად, საკუთარი ქცევების აღწერას, როგორც საბოლოო ინსტანციას და ცდილობს სხვადასხვა თეორიული კონსტრუქცია მოარგოს საკუთარ ქცევას, იმისათვის, რომ ქცევის ამხსნელი დამაჯერებელი პასუხი მიიღოს.
საბოლოო ჯამში, თვითრეფლექსიის საჭიროება, როგორც ზემოთ აღვწერეთ, სიამოვნების მიღების კონტინუუმის შექმნაში, ანუ საკუთარი ბედნიერების კონსტრუირებაშია: ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ადამიანმა იცის საკუთარი თავი, იცის საკუთარი ქცევის რეალური საფუძვლის შესახებ და ამ ცოდნით გეგმავს საკუთარი მომავალი ბედნიერების მიღწევას.
ამ შემთხვევაში, სამყაროს ყველა აღწერა, რომელიც ადამიანს აქვს მომარჯვებული ინსტრუმენტად, განიხილება როგორც მიზნის მიღწევის საშუალება და, შესაბამისად, მათი შესწავლა, ამ შემთხვევაშიც, კონკრეტულ ტექნოლოგიურ მიზანს ემსახურება: სამყაროს აღწერების შესწავლა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა შესძლოს საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა სიამოვნების კონტინუუმის, ანუ ბედნიერებისაკენ.
ამ მსჯელობიდან კი გამომდინარეობს, რომ, თუკი თვითრეფლექსია სამყაროს აღწერების შესწავლას მოითხოვს, ჩვენ კვლავ მივდივართ განათლების სისტემის კონსტრუირების საკითხამდე: როგორი უნდა იყოს სამყაროს აღწერების შესწავლის სქემა, რომელიც ადამიანს დაეხმარება თვითრეფლექსიის და საბოლოო მიზნის - სიამოვნების კონტინუუმის მიღწევაში?
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, განათლება, თევზაძე, თვითრეფლექსია, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•