თუკი ტექნოლოგიაზე ორიენტირებული სწავლება ადეკვატურად მოეწყობა, ანუ მასში საკმარისი დრო დაეთმობა სამყაროს აღწერების შესწავლას, მაშინ სწავლების მეორე მიზანი, მოსწავლის მომზადება თვითრეფლექსიისათვის, შესრულებული იქნება: სამყაროს აღწერის რაც უფრო მეტ სურათს ისწავლის მოსწავლე, მით უფრო გაუადვილდება მას თვითრეფლექსია, როგორც ბედნიერების დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, იმის გაცნობიერება, რომ სამყაროს კონკრეტული სურათი მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია ტექნოლოგიის შექმნის გზაზე, მისცემს მას საშუალებას, არ მიებას რომელიმე ერთ აღწერას, როგორც უპირობოდ ჭეშმარიტს, და შეცვალოს იგი საკუთარი საჭიროების მიხედვით. სკოლის ამ ახალი მიზნის გამოჩენით, მასწავლებლის მომზადებას ახალი მოდული ემატება: მასწავლებლები უნდა ფლობდნენ თვითრეფლექსიის მართვის ტექნიკას, უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს თვითრეფლექსიის წარმართვაში, სამყაროს აღწერების გამოყენებაში და უნდა ასწავლონ მათ სამყაროს აღწერის შეცვლა, თუკი კონკრეტულ აღწერა/მიდგომას არ მოაქვს შედეგი, ანუ, თუკი ვერ ახორციელებს ქცევის ახსნას და გამოსავლის/მიმართულების ჩვენებას.
- - - - - - -
ზემოთ უკვე აღვწერე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი განათლების სისტემა ახალი პარადიგმის მიხედვით: განვითარებული მსჯელობის მიხედვით, განათლების სისტემა უნდა იყოს ტექნოლოგიაზე (ყველაზე ფართო აზრით) ორიენტირებული და უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეებს/სტუდენტებს ტექნოლოგიის შექმნისაკენ მიმართული ცოდნის კონსტრუირებაში.
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ტექნოლოგიაზე ორიენტირებული სწავლება, ამავე დროს, თვითრეფლექსიის უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული სწავლებაცაა: თუკი ტექნოლოგიაზე ორიენტირებული სწავლება ადეკვატურად მოეწყობა, ანუ მასში საკმარისი დრო დაეთმობა სამყაროს აღწერების შესწავლას, მაშინ სწავლების მეორე მიზანი, მოსწავლის მომზადება თვითრეფლექსიისათვის, შესრულებული იქნება.
სამყაროს აღწერის რაც უფრო მეტ სურათს ისწავლის მოსწავლე, მით უფრო გაუადვილდება მას თვითრეფლექსია, როგორც ბედნიერების დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, იმის გაცნობიერება, რომ სამყაროს კონკრეტული სურათი მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია ტექნოლოგიის შექმნის გზაზე, მისცემს მას საშუალებას, არ მიებას რომელიმე ერთ აღწერას, როგორც ჭეშმარიტს, და შეცვალოს იგი საკუთარი საჭიროების მიხედვით.
გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ სამყაროს სურათის, როგორც ინსტრუმენტის, ამ შესწავლით, მოსწავლეები კიდევ ერთ ტექნოლოგიურ მიზანს აღწევენ: ისინი ისწავლიან საკუთარი ცხოვრების მოწყობას ისე, რომ საბოლოო ჯამში ბედნიერად იგრძნონ თავი და სიამოვნების კონტინუუმში აღმოჩნდნენ.
ახალი პარადიგმის მიხედვით მოწყობილ სკოლებში კონკრეტული დრო, ალბათ, უნდა დაეთმოს თვითრეფლექსიის ტექნიკების სწავლას: მოსწავლეთა მიერ საკუთარი ყოველდღიურობის ანალიზს არსებული ცოდნის მიხედვით. ეს ტექნიკურად რთული არ უნდა იყოს, იმდენად, რამდენადაც ტექნოლოგიებზე მიმართული სწავლება აუცილებლობით მოიცავს სამყაროს სოციოლოგიურ აღწერასაც, რომლის ცოდნის გარეშეც ყოველდღიურობაში გამოყენებული ტექნოლოგიის შესწავლა არ იქნება არც სრული და არც გასაგები.
ტექნოლოგიაზე ორიენტირებული სწავლება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლე სწავლების დაწყების მომენტიდან იწყებს საზოგადოების და საკუთარი ქცევის შესწავლას, აცნობიერებს თავის გარემომცველ საგნებს, როგორც კონკრეტული მიზნის მქონე ობიექტებს. მაშინ, როდესაც მას თვითრეფლექსიის პირველი მცდელობა ექნება, ცხადია, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, მას უკვე ექნება კონკრეტული, შეიძლება მარტივი, მაგრამ მაინც, ჩამოყალიბებული აზრი გარემომცველ სოციუმზე და საკუთარი ქცევების მიზეზებსა და მიზნებზე.
სკოლის ამ ახალი მიზნის გამოჩენით, მასწავლებლის მომზადებას ახალი მოდული ემატება: მასწავლებლები უნდა ფლობდნენ თვითრეფლექსიის მართვის ტექნიკას, უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს თვითრეფლექსიის წარმართვაში, სამყაროს აღწერების გამოყენებაში და უნდა ასწავლონ მათ სამყაროს აღწერის შეცვლა, თუკი კონკრეტულ აღწერა/მიდგომას არ მოაქვს შედეგი, ანუ, თუკი ეს აღწერა ვერ ახორციელებს ქცევის ახსნას და გამოსავლის/მიმართულების ჩვენებას.
ამ მიმართულებით, მასწავლებლის ფუნქცია იქნება, ასწავლოს მოსწავლეებს სამყაროს აღწერების გამოყენება - ისეთი აღწერებისა, რომლებსაც ტექნოლოგიური მიზნები აქვთ: სიამოვნების შესაძლებელი მიღება/ტანჯვის შესაძლებელი არიდება და, საბოლოოდ, ცხოვრების ისეთი დაგეგმვა, რომელსაც სიამოვნების კონტინუუმამდე მივყავართ. ამ სწავლებაში, ცხადია, მნიშვნელოვანი ადგილი ექნება დათმობილი მეორე შენი მსგავსის არსებობას და მის ასეთსავე სწრაფვას, მიიღოს სიამოვნება, აიცილოს ტანჯვა და მიაღწიოს სიამოვნების კონტინუუმამდე.
წიგნის შემდეგ ნაწილში შევეცდები, თვითრეფლექსიის მოკლე სახელმძღვანელო გადმოვცე: როგორ არის შესაძლებელი თვითრეფლექსიის გამოყენება ყოველდღიურობაში და რა წესს უნდა მიჰყვე, რომ თვითრეფლექსია გამოიყენო სიამოვნების კონტინუუმის მისაღწევად.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, განათლება, თევზაძე, სკოლა, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•