დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. ბერძნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, როცა ჩემთან ერთი არაბი მამაკაცი მოვიდა. მითხრა, სიკსეკი მქვია, წარმოშობით ქართველი ვარო. მისი ერთი წინაპარი ხუთასი თუ ექვსასი წლის წინ ქართველი მეფის ელჩობას იერუსალიმში მდივნად ჩამოჰყოლია. სახელად სიმონი რქმევია, გვარი კი აღარ იცოდნენ და „სიკსეკი“ - მისი თანამდებობის, მდივნობის აღმნიშვნელ სიტყვას უწოდებდნენ. ქართულად „სიკსეკი“ მდივანია. მდივანი რქმეოდა, არ სჯობდა? ვურჩიე სახელი შეეცვალა, მან კი გაიცინა და თავისი ამბის მოყოლა განაგრძო. მამამისს ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა დარჩენია, რომელშიც იმდროინდელი საბუთებიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამამისის გარდაცვალების შემდეგ დედამისს ყველაფერი გაუყიდია. თუმცა, მას ჯერ კიდევ ჰქონია არაბული ხელნაწერი, რომელშიც წმინდა მიწის ქართული მონასტრები ყოფილა აღწერილი. კარგი იქნებოდა თუ ამ ხელნაწერს ინგლისურად თარგმნიდა - იმ ენაზე, რომელზედაც საუბრობდით.
ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მე არ მეცალა, რადგან ხელნაწერებს ჩავუღრმავდი. დამპირდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მეწვეოდა. ნასადილევს რუმინეთის გენერალურ კონსულს[1] ვესტუმრე. რუმინეთის ისტორიის ექსპერტია და მრავალი მნიშვნელოვანი გამოკვლევა აქვს გამოქვეყნებული. მისი კვლევის ძირითადი სფერო პალესტინაში რუმინელთა ისტორიაა.
კონსულის ბინაში ერთი საათი დავყავი და შთაბეჭდილებებით დავიტვირთე. მან მითხრა: „ქართველებს აქ მუდმივი წარმომადგენელი უნდა გყავდეთ. უფრო მეტიც: აქ სამეცნიერო ექსპედიციებს უნდა აგზავნიდეთ და ამ ქვეყნის ბედ-იღბლით უფრო მეტად დაინტერესდეთო!“ მისი საცხოვრებელი ოთახი ნამდვილი მუზეუმი იყო.
მონასტრებისა და ფრესკების ფოტოსურათთა დიდი კოლექცია ჰქონდა. მათ შორის იყო წმინდა ჯვრის მონასტრის ყველა შემორჩენილი ფრესკის დიდი ფოტოსურათი. სამწუხაროდ, როცა ამ ფოტოსურათებს იღებდნენ, ფრესკების უმეტესობა ბათქაშით იყო დაფარული. რა შესაბრალისი იყო ჩემი ფოტოსურათები ამათთან შედარებით! რაკი მარტო ვიყავი, ბევრს ვერაფერს შევძლებდი. ამგვარი მუშაობა მიზნად მთელმა ერმა უნდა დაისახოს. მის ბინაში ასევე ვნახე პალესტინის მონასტრების ისტორია, რომელიც ახლანდელმა პატრიარქმა, ტიმოთეოსმა[2] გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, ქართული წარმომავლობისა მხოლოდ ორი მონასტერია: წმინდა ჯვრისა და წმინდა იაკობისა (წმინდა იაკობის მონასტერი ახლა სომხებს ეკუთვნის). მისი თქმით, დანარჩენი მონასტრები ქართველებს ბერძნებისგან მიუღიათ. ბერძნებს საინტერესო მეთოდი აქვთ: მათი აზრით რადგან ყველა მონასტერი კონსტანტინესა და ელენეს დაარსებულია, მაშ ყველა მათი საკუთრებაა. ამაზე კამათი ძნელია, რადგან არანაირი საბუთი არ არსებობს.
რუმინელებსაც მიაჩნიათ, რომ წმინდა ჯვრის მონასტერი მათია. კონსული ამ მონასტერს თავისას (ანუ რუმინელებისას) უწოდებს. „ქართველების, მონასტრის ბერების ყველა ვალი რუმინელებმა გადაიხადეს, ამიტომ ეს მონასტერი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდესო“ - მითხრა მან. დიდად საინტერესო მოსაზრებაა.
ამ საუბარმა არა მარტო ახალი თვალსაზრისი შემძინა სადავო საკითხებზე და ახალ მონაცემებზე, არამედ მიმახვედრა, რომ ახალი ამოცანაც არის აღსასრულებელი. თუკი რაიმეს გაკეთება მოხერხდება, ეს რაღათქმაუნდა რუმინეთის კონსულთან ჩემი შეხვედრის შედეგი იქნება. წმინდა მიწის ხელისუფლებამ იორდანეს სანაპიროებზე მიწის საკმაოდ დიდი ფართობები უსასყიდლოდ გადასცა ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, რომელსაც იერუსალიმში მონასტრები ქონდათ. ეს მიწა-წყალი უწინ სულთანის საკუთრება გახლდათ და აქ მონასტრის აშენების უფლება არავის ჰქონდა. ერთადერთი გამონაკლისი ეთიოპიის იმპერატორი მენელიქი[3] გახლდათ, რომელმაც ვრცელი ტერიტორია მიიღო და დიდი ეთიოპური მონასტერი ააშენა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ბერძნული მონასტერი იორდანედან ოციოდე წუთის სავალზეა. რადგან ეს ძალიან ძველი მონასტერი იყო, ოსმალთა ხელისუფლება მას ეგუებოდა. ამ დროს თავისი მონასტერი აქ არც ერთ სხვა კონფესიას არ ჰქონდა.
ახლა კი მიწა ბერძნებმაც, ფრანცისკელებმაც, რუსებმაც, სირიელებმაც, სომხებმაც, რუმინელებმაც და ბულგარელებმაც მიიღეს. ეთიოპიელებს მეტი მიწა აღარ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც დიდი ტერიტორია ჰქონდათ. განა, არ შეიძლება, რომ მიწის მცირე ნაკვეთი ქართველებმაც მიიღონ და პატარა მონასტერი ააშენონ? ეს ძნელი მოსაგვარებელია, რადგან იერუსალიმში აღარც ქართული მონასტრებია და აღარც ქართველები არიან. თუმცაღა, აქ მონასტრები არც ბულგარელებს და რუმინელებს აქვთ, მიწა კი მაინც მისცეს. იქნებ გვეთხოვა, რომ მიწა მომლოცველებისთვის მიეცათ? აქაც თავს იჩენს ახალი პრობლემა: საქართველოდან მომლოცველები აღარ ჩამოდიან, ქართველ ემიგრანტებს კი ძალიან უჭირდა და აქ მოგზაურობის სახსრები არა აქვთ. ამაზე უნდა დავფიქრდე.
შინ როცა ვბრუნდებოდი, ბატონი სიკსეკი და არქიმანდრიტი ნარცისი შემხვდნენ. შევიტყვე, რომ ტრანსიორდანიაში[4] 15 ათასი მართლმადიდებელი ცხოვრობდა ისინი 9 საეპისკოპოსო ტაძარს ფლობდნენ, რომელთაგან მოქმედი მხოლოდ ერთი იყო. ამას გარდა 19 სკოლა ჰქონდათ. არქიმადრიტი ამ სკოლების ინსპექტორი გახლდათ.
ერთ გავლენიან მართლმადიდებელ არაბს ვეწვიე, რომელსაც სასულიერო აკადემია რუსეთში ქონდა დამთავრებული. რუსები მაინც არ უყვარდა. მისი აზრით მათი მიზანი ძალაუფლების განმტკიცება იყო და არა კულტურის შექმნა. რუსების მიმართ აქ კეთილგანწყობილნი მანამდე იყვნენ, სანამ მათი ფული ჰქონდათო. ქართული მონასტრების თაობაზე კი თქვა, ალბათ, ერთ დროს დიდი ტრაგედია დატრიალდა, ქართველებმა ასე ერთიანად რომ დაკარგეს ყველაფერი; სავარაუდოდ, ამ ტრაგედიის ამსახველი ქართული ხელნაწერები სადმე უნდა არსებობდეს. სამწუხაროდ, ხელს ძალიან ცოტა ქართული საბუთი გვაქვს. იმედია, რომ რაღაც მაინც გადარჩებოდა, მაგრამ ამისთვის კვლევა-ძიებაა საჭირო, თანაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში. ბოლოს ვკითხე, იქნებ შესაძლებელია მდინარე იორდანესთან მიწის მცირე ნაკვეთი ქართველებმაც მიიღონ-მეთქი. მისი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება თუ ამ საქმეს ხელს გავლენიანი პიროვნება მოჰკიდებს და არა რომელიმე კერძო პირი. „გარდა ამისა, - დაუმატა მან, - ინგლისელებს ახლა სხვა საქმეც ბევრი აქვთ და ეს ახლა საჩქარო არ არის“.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] მარკუ ბეზა (1882-1949) - დიპლომატი, მწერალი, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; რუმინეთის გენერალური კონსული იერუსალიმში 1931-1939 წლებში.
[2] ავტორი გულისხმობს იერუსალიმის პატრიარქ ტიმოთეოსის ერთ-ერთ ნაწარმოებს: Timotheos Patriarch, Hoi Hellines en tois Agiois Topois, Athens, 1919; Hoi Hellines kai hoi Phragkiskanoi en tois Agiois Topois, Athens, 1919
[3] მენელიქ II (ნამდვილი სახელი სალე მარიამი/საჰლე მარჯამი, 1844-1913) - ეთიოპიის შევას სამეფოს მმართველი 1865 წლიდან; 1889 წლიდან - ეთიოპიის იმპერატორი.
[4] მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპირო.
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•