15 ივლისი, ოთხშაბათი

      დილიდან ჩვენთან მოვიდა ერთი ბერი, გარეგნობა მოლდოველისა რომ ჰქონდა. სანამ ჩაის ვსვამდით, წმინდა მიწაზე არსებულ მრავალ უძველეს ადგილზე გველაპარაკებოდა, სადაც მონასტრებისა და დიდებული სამლოცველოების აშენება შეიძლებოდა. იგი თავის არქიმანდრიტს „მოსიარულე ანტიკვარს“ უწოდებდა და ამბობდა, მან ყველაფერი იცისო. სოფელ მალხაზე კი გვითხრა, სჯულის კიდობანი ამ ადგილას დადგეს, როცა ის მეფე დავითის დროს ფილისტიმელთ ქვეყნიდან იერუსალიმში მოჰქონდათო.[1] გამორიცხული არ არის, ასე ყოფილიყო. იქნებ ამიტომაც ააშენეს აქ ის სამლოცველო, რომელსაც გუშინ ჰაჯი ჰასანი მომითხრობდა? იმ ბერმა რუსული კი იცოდა, მაგრამ დიდად განათლებული არ გახლდათ, ხოლო რასაც ამბობდა, თავად ეჭვმიუტანლად სჯეროდა. გავიფიქრე, რომ მისგან ბევრი რამის შეტყობა შემეძლო.

      ჩემი თანამემამულე კვლავ მოვიდა. სტუმართმოყვარე მონასტერი მალე დავტოვე და მასთან ერთად იერუსალიმისაკენ გავწიე. ჩვენი გზა კატამონზე, იერუსალიმის ახალ უბანზე გადიოდა. იქ, ძირითადად, ქრისტიანი არაბები იყვნენ დასახლებულნი. ამ უბანში იყო დიდი ბერძნული მონასტერი, სადაც იერუსალიმის პატრიარქს საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდა. მონასტერი მშვენიერი კვიპაროსების ბაღის შუაგულში იდგა. ქართული და ბერძნული გადმოცემებით, მონასტერი ქართველებს ეკუთვნოდათ. ალექსანდრე ცაგარელს მონასტერში ქართული კვალი არ აღმოუჩენია (შესაძლოა, იგი აქ არც ყოფილა).[2] მონასტრის წინამძღვარმა, ვიქტორმა, ძალიან გულთბილად მიმიღო და გვაჩვენა ქვები, რომლებსაც ქართული წარწერები ჰქონდა. ქვებს სამსხვერპლო მაგიდის ქვეშ ინახავდა. სულ სამი ქვა იყო: ერთი დიდი და ორი მომცრო. წარწერები კარგად იკითხებოდა, ბატონმა ცხონდიამ (ჩემი თანამემამულის გვარი ეს გახლავთ) წარწერების ფოტოსურათები გადაიღო. უწინ ამ ადგილას სასაფლაო იყო, ისე რომ აქ უთუოდ ბევრი ამგვარი ქვის მოძიება შეიძლებოდა, თუმცა ამისთვის ფართო არქეოლოგიური კვლევა-ძიება იყო ჩასატარებელი.

      მონასტერი წმინდა სვიმეონის სახელობისაა, იმ სვიმონისა, ვინც ქრისტეს ხელში აიყვანდა თქვა: „აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვებისა, მშვიდობით“.[3] გადმოცემის მიხედვით, აქ იდგა მისი სახლი, მისი საფლავი კი მონასტრის სამლოცველოშია.

      უფლის საფლავის ეკლესიის არქიმანდრიტი შემპირდა, რომ დღეს, 10 საათზე, განძსაცავს მანახებდა, ასე რომ, უნდა მეჩქარა.

      სამწუხაროდ, ჩვენი საათები ჩამორჩენილი ყოფილა. არქიმადრიტი საათზე მეტხანს გველოდა. ჩვენ ხელთ მხოლოდ ერთი საათიღა გვქონდა, რადგან ბერები შუადღისას სადილობდნენ, ნასადილევს კი ისვენებდნენ. ალექსანდრე ცაგარელს შვიდი ნივთი აქვს აღწერილი (სამოსი, ხატები), რომლებზეც ქართული წარწერებია და აქ უნდა ინახებოდეს[4]. მე მხოლოდ ოთხი ამგვარი ნივთი აღმოვაჩინე, რომელთაგან ერთი ალექსანდრე ცაგარელს ნახსენები არა აქვს. არქიმანდრიტის ნებართვით ამ ნივთების ფოტოსურათები გადავიღეთ. ძალიან მინდოდა მენახა ის დიდი ჯვარი[5], რომელიც თამარ მეფემ სალადინისგან[6] შეიძინა და კიდევ ბევრი სხვა რამ, რომელზედაც არ იყო ქართული წარწერები, მაგრამ, შესაძლოა, ყოფილიყო საქართველოდან ჩამოტანილი ან ქართული ფულით შეძენილი. სამწუხაროდ, საამისო დრო აღარ მქონდა. გული მწყდებოდა, ვფიქრობდი, იქნებ აქ მეტად ვეღარც მოვხვდი-მეთქი.

      უკან გამობრუნებისას წმინდა აბრაამის მონასტერში შევიარეთ (იმ ადგილას, სადაც აბრაამი თავისი ვაჟის მსხვერპლად შეწირვას აპირებდა, ანუ უფლის საფლავის ბაზილიკიდან არც თუ ისე შორს). ალექსანდრე ცაგარელის ცნობით აქ ერთი ქართული წარწერა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, წარწერა აღარ არსებობდა. საბედნიეროდ ალექსანდრე ცაგარელს იგი ციტირებული აქვს თავის აღწერილობაში.[7]

      შევიტყვე, რომ წმინდა საბას მონასტრის წინამძღვარი იერუსალიმში იყო და გადავწყვიტე, ნაშუადღევს ვსტუმრებოდი. მონასტერში დაბრუნებისას იქნება თან წავეყვანე.

      წინამძღვარს ნაშუადღევს ვეწვიე და შევიტყვე, რომ მხოლოდ ათი დღის შემდეგ აპირებდა მონასტერში დაბრუნებას. რუსული მანაც იცოდა. შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მართლმადიდებელ არაბთან მივედი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საბერძნეთის საპატრიარქოს მრევლს მხოლოდ არაბები შეადგენენ, ხოლო მაღალი რანგის სასულიერო პირნი უკლებლივ ბერძნები არიან. ამის გამო არაბებსა და ბერძნებს უხსოვარი დროიდან უთანხმოება აქვთ. არაბებს არანაირი უფლებები არ გააჩნიათ თავიანთ ეკლესიაში და, ცხადია, მათ ამ უფლებების მოპოვება უნდათ. ოსმალთა მმართველობის დროიდან იქ ბერძნები მბრძანებლობენ. მაშინ ბერძნებმა იერუსალიმის საპატრიარქოში პირველობა ძალიან იოლად მოიპოვეს. კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი (მართლმადიდებელთა უმაღლესი ხელისუფალი) ყოველთვის ბერძენი იყო და იმპერიაში მხოლოდ თავისიანთა მხარდამჭერი გახლდათ. გარდა ამისა, ბერძნები ამ ქვეყნის, ანუ ოსმალთა იმპერიის, მოქალაქენი იყვნენ და იერუსალიმში პირველობის მოპოვება უადვილდებოდათ, რადგან ეკლესიის აგებულებაცა და წეს-ჩვეულებებიც მათ ხელს უწყობდა. ახლა დროება ბერძნებისთვის საზიანოდ შეიცვალა. პალესტინას უცხოელები განაგებდნენ და ბრიტანელი ხელისუფალნი, უპირველეს ყოვლისა, თავიანთ თანამემამულეთა საჭიროებებსა და მისწრაფებებზე ზრუნავენ. ამჟამინდელ პატრიარქს ხელისუფალნი კარგი თვალით უყურებენ, რადგან იგი არაბებს არ მოსწონთ. ბერძენ ბერებს აქ ჩამოსვლისა და დამკვიდრების ნებას არ აძლევენ. ამის გამო მათი რაოდენობა დღითიდღე კლებულობს.

      მეორე მხრივ, საკითხავია, არაბები სხვა რელიგიათა ზეწოლას თუ გაუძლებენ და ეკლესიებს იმგვარად თუ შეინარჩუნებენ, როგორც ბერძნებმა შეძლეს? მე მგონი, არაბები ამისთვის მზად ჯერ არ არიან. ერთი ბერიც კი არ ჰყავთ (ერთი იეროდიაკვნიდს[8] გარდა), რომ არაფერი ვთქვათ არქიმანდრიტებსა და ეპისკოპოსებზე. ბერძნებს არ უნდოდათ, დამატებითი მოცილე გაეჩინათ და ამიტომ არაბებს თავიანთ სასულიერო სემინარიებში არ იღებდნენ, რათა დაწინაურება არ შესძლებოდათ. რუსეთი ზოგჯერ, პირიქით, ბერძნებთან დაპირისპირებულ არაბებს ეხმარებოდა თუმცაღა, მათ მცდელობას თავგამოდებით არ ეხმიანებოდა.

      იმ არაბთამ საუბარმა, წეღან რომ ვახსენე, მე მგონი, ბევრი რამ შემძინა. მას ბერძნები არ უყვარდა და ჩიოდა რომ ისინი არაბებს მხოლოდ ყვლეფდნენ და სანაცვლოდ არაფერს აძლევდნენ. ერთი ამბავი მიამბო, 1907 წელს რომ მომხდარა: არაბებს უფლის საფლავის ეკლესიაში ფრანცისკელები გაულახავს, რადგან მათ ეკლესიაში რამდენიმე მეტრით მეტი ფართობი დაუსუფთავებიათ, ვიდრე ეკუთვნოდა. ცხადია მან იცოდა ფრანცისკელთა ქმედებას რა მნიშვნელობაც ჰქონდა და თქვა: „ტაძარში, სადაც თითქმის ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას თავისი მცირე ნაწილი აქვს, ვის რა ნაწილი ეკუთვნის, ნოტარიუსის მიერ დაწერილი რაიმე ხელშეკრულება არ განსაზღვრავს. ერთადერთ კანონად ტრადიცია მიაჩნიათ. თუ ფრანცისკელები იმ ადგილს დაასუფთავებდნენ, რომელიც მათ კი არა, სხვას ეკუთვნოდა, მალე მას დაეპატრონებოდნენ კიდეც. ის უბრალო რამ, წინა დღით ეს ადგილი რომ დაასუფთავეს, საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ იქ თავიანთი საკურთხეველი მოეწყოთ. ბერძნები არაბულად მოლაპარაკე ბერძნებს გვეძახიან. მაგრამ როცა 1921 წელს, მოსახლეობის აღწერა ჩატარდა და ჩვენ ოფიციალურ საბუთებში ბერძნებად ჩაწერა მოვინდომეთ, ბერძენთა საპატრიარქომ ამის უფლება არ მოგვცა. ბერძნები ჩვენი ფულით სკოლებში მხოლოდ თავისიანებს ასწავლიან. არაბი მხოლოდ უბრალო, უმდაბლესი წოდების სასულიერო პირთა შორის შეიძლება შეგხვდეთ, უმაღლესი წოდებანი მხოლოდ ბერძნებისთვისაა განკუთვნილი“.

      მართლმადიდებლობაზე საუბრიდან სხვა აღმსარებლობებზე გადავინაცვლეთ. იგი პროტესტანტების აღმზრდელი იყო და ამიტომ კათოლიციზმი გულზე დიდად არ ეხატებოდა. ამტკიცებდა, კათოლიკურ ეკლესიას უფლება არა აქვს საკუთარ თავს სრულიად მსოფლიოსი უწოდეს, რადგან ქრისტიანთა ნახევარი მაინც მათი აღმსარებლობისა არ არის. ამგვარი სახელწოდება სწორი მხოლოდ მაშინ იქნებოდა, თუ ყველა კათოლიკობას მიიღებსო. ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ თვით ერთ, დიდ ეკლესიად გაერთიანების იდეას კათოლიკურ ეკლესიას უფლებას აძლევდა ამგვარი სახელი ჰქონოდა. ვუთხარი, რომ ყველანი საყოველთაო შერიგებისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. „საინტერესოა, - განაგრძო მან, - რომ ტერმინი „მართლმადიდებლობა“ არაბულად „ჭეშმარიტ დოგმათა მქონე ეკლესიად“ ითარგმნება, (ანუ წარმომდგარია არა სიტყვიდან δόξα „დიდება“, არამედ სიტყვიდან δόγμα „დოგმა“). ჩვენს ეკლესიას ჭეშმარიტი დოგმები აქვს და მისი არაბულად თარგმნილი სახელწოდება ამის დამადასტურებელია. თუ ჩვენმა ეკლესიამ სახელი მცდარად დაირქვა, რომაულმა ეკლესიამ ეს მაშინ რატომ არ გააპროტესტა?“

      უძველესი ეკლესია, დედა ყველა ეკლესიისა, საბერძნეთის მართლმადიდებლური საპატრიარქო, მრავალი სიძნელის წინაშეა. მათ შორის უდიდესი - არაბებთან უთანხმოება და ებრაელებთან ურთიერთობაა. ამის თაობაზე ამ ჟურნალისთვის, ალბათ, სხვა დროს დავწერ, როცა ებრაელებს გავესაუბრები.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] The Oxford Dictionary of the Christian Church, edited by F.L. Cross and E.A. Livingston, Oxford University Press, 1997, pp. 104-105.

[2] სამწუხაროდ, გრიგოლ ფერაძე აქ ცდება, ალექსანდრე ცაგარელმა ეს მონასტერი მოინახულა და აღწერა კიდეც. იხ. Ал. Цагарели, Памятники, გვ. 123-124.

[3] ლუკა 2, 29

[4] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 247-250, XXI-XXIX.

[5] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 49.

[6] სალადინი - სალაჰ ად-დინი, აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი, ეგვიპტისა და სირიის სულთანი 1171 წლიდან.

[7] Ал. Цагарели, Памятники, გვ. 250, XXX.

[8] იეროდიაკვანი (ბერძნ. Hierodiakonos) - მთავარდიაკონი, ბერი, რომელიც დიაკვნად აკურთხეს.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 325

ბლოგ პოსტები

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters