მარო თარხნიშვილი და ეკატერინე თარხნიშვილი
Maro Tarkhnishvili, Ekaterine Tarkhnishvili

მარო თარხნიშვილი, მარიამ თარხნიშვილი, maro tarkhnishvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, გურია, გურული, guria
ფოტოზე: მარო თარხნიშვილი

1891-1969

      ხელიხელჩაკიდებულნი, მხარდამხარ იბრძოდნენ, რომ ხალხური სიმღერის სამსახურში მთელი სული და გული ჩაექსოვათ. ეკატერინე უკვე ცნობილი მომღერალი იყო, ხოლო მარო გაბედული, უნარიანი გოგონა. როცა გორში 1910 წელს მომღერალთა კვინტეტი შექმნეს გამართეს კონცერტები, გამოდიოდნენ საზეიმო საღამოებზე.

      პირველი ლოტბარი ქალი მარო თარხნიშვილი საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, ფართო საგანმანათლებლო მუშაობას ეწევა. იგი უჩვეულო მოვლენაა ჩვენს სინამდვილეში; აქა-იქ ბუზღუნებდნენ, რა ქალის საქმეაო საჯარო სიმღერა, აბა, ეს ვის გაუგონიაო, კიცხავდნენ, კილავდნენ.

      მაგრამ დები არ შემკრთალან, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, მით უფრო მეტი მონდომებით და გაბედულებით მიიწევდნენ, უფრო მეტ გასაქანს ეძებედნენ. დები შვიდი წლის შემდეგ თბილისში გადადიან, შვიდი მონაწილით მართავენ კონცერტებს. შესანიშნავად ჟღერს მათი სიმღერები. ეკატერინე ძველი ხალხური სიმღერების ღრმა ამჟღავნებს და მაროსთან ერთად ხალხური იერით ბრწყინვალედ ავლენს ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ფერადოვნებას. «მადლობა მარო თარხნიშვილს, რომელიც მუშებში დაუზარებლად აწარმოებს კულტურულ მუშაობას», - წერდნენ ნავთლუღელი მუშები.

      ადრე, 1927, ხოლო შემდეგ 1935 წელს თარხნიშვილებს მოსკოვში აგზავნიან. იქ მათ ასახელეს საქართველოს ხელოვნება; წარმატებით გამოვიდნენ რადიოფესტივალში.

      ოლიმპიადებში, პირველად ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისში მათი უკვე მრავალრიცხოვანი გუნდი პირველ ადგილზე გამოდის.

      1937 წლის 3 ივნისს ოპერის შენობაში შედგა დების მოღვაწეობის 25 წლის იუბილე. უამრავი მისალმების შემდეგ კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ მაროსათვის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდების მინიჭების დადგენილების ტექსტი საზეიმოდ წაიკითხა. იმავე დადგენილებით ეკატერინეს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

      კვლავ - მუშაობა; გუნდების ჩამოყალიბება, მოძმე რესპუბლიკებში გამართული კონცერტები, შრომა და კიდევ შრომა. ახლის ძიება, ახალი სიმღერების აღმოჩენა, რეპერტუარის გამდიდრება; მაროს ქალიშვილის, თამარის შესვლა გუნდში, მისი სოლო სიმღერების გაელვარება, სიმღერების დახვეწა, გამშვენიერება... საგუნდო საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის ქალბატონს – მარო თარხნიშვილს პირველს მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება. კვლავ უბერებელი ხალისით შრომა... და ხელმეორედ დიდი ზეიმით აღნიშნული იუბილე რუსთაველის სახელობის თეატრში 1956 წლის 24 დეკემბერს.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, ფოლკლორი, ქართლი, ქველი

ნახვა: 411

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters