ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა (მესამე ნაწილი)

ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა - ექვთიმე კერესელიძე

(მესამე ნაწილი)

chant, eqvtime kereselidze, estate kereselidze, filimon qoridze, galoba, galobis gadarchena, maqsime sharadze, qartuli galoba, qwelly, გალობა, გალობის გადარჩენა, გალობის რაინდები, ესტატე კერესელიძე, ექვთიმე კერესელიძე, ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა, მაქსიმე შარაძე, საგალობლების ისტორია, ფილიმონ ქორიძე, ქართული გალობა, ქართული გალობის გადარჩენა, ქართული საგალობლების გადარჩენის ისტორია, ქველი

     კომპოზიტორი ფილიმონ ქორიძე ძლიერ ხალისიანად და აღფრთოვანებით ეკიდებოდა ამ ნოტებზე სიმღერა გალობათა გადაღების შრომას!. ერთხელ კიდევაც მოგვწერა წერილობით ოზურგეთიდგან თბილისში, ნოტების გამოგზავნის დროს:

     „ხშირად ვსთხოვ ხოლმე ანტონს: იმისთანა უცხო უცხო საგალობელთა ჭრელები დამაწერიე, რომელიც სხვამ არავინ იცოდეს და დარჩეს შენდა სასახელოთ მეთქი, და ვართ გართობილი ამ შრომით. ახლა ამას მოგახსენებთ:

     ხომ სხვა და სხვა სამფოებში ვყოფილვარ და მომივლია; მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ, მთელ ქვეყანაზე, არც ერთ ტომს, და არც ერთ სამეფოებს არა აქვს, ისე მრავალი, ისე რთული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაბრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ჩვენ პატარა საქართველოს ერსა გვაქვს! ამისთვის დღე და ღამე თავს ვაკლავ, მტის მეტი შრომით, რომ არ დარჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა გალობის სხვა და სხვა ხმებშიო“.

     ჩვენ ძალიან ვშიშობდით. ანტონ დუმბაძის ისე ღრმა მოხუცებულობისა, რომ კაცი ხელიდან არ გამოგვეცალოს, და გალობა დაუწერელი არ დავრჩეს და არ დაიკარგოს მეთქი. ჩვენი ასეთი ფიქრი და სურვილი გამოგვადგა: მით რომ 1907 წელში ანტონ დუმბაძე გარდაიცვალა და მის მაგივრად განაგრძეს გალობის წერა მისმა შვილმა დეკ. დავითმა და სვიმონ მოლარიშვილმა, ფილიმონთან ერთად; იმათაც ბევრი საგალობლები დასწერეს, მათ დაასრულეს ყოველივე რვა-ხმა საგალობლები, და ყოველივე სადღესასწაულო საგალობლები, და ყოველივე სძლის-პირთა საგალობელნი. ეგრეთვე კილოს წირვის წესები და სხვა... დაამთავრეს 1910 წლამდი, და ჩავიბარე თვით მე ესტატე კერესელიძემ, ყოველივე მათი ნამუშევარი ნოტის საგალობლები.

     1907 წელს, ჩვენი (ნოტის გალობის დიდად მზურვნელი) ძმა და ამხანაგი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე, ძლიერ დასნეულდა და გარდაიცვალა 1908 წელს დეკემბრის თვეში. მაშინ ჩვენგან შეძენილი, მოსკოვის ქუჩაზე N5 სამ სართულიანი სახლები, ეზო-მიდამოთი, და მასში მოწყობილი ელექტრო საბეჭდავი სტამბა, ჩვენი საამხანაგო პირობითა და ნოტარიუსის ძალით, გადმოვიდა სამფლობელოთ ჩვენ დანარჩენ ორ ამხანაგზედ. ამ დროდგან სპირიდონ ლოსაბერიძე, სულ სხვა გზას დაადგა! უარ-ჰყო ჩვენი სტამბის საამხანაგო საკეთილო პირობები, და თურმე ფიქრობს: მეც ესტატე კერესელიძე როგორმე მალე მოვკვდე, რომ სტამბა და სახლები მას საკუთრად დარჩენოდა! დღე და ღამე, ამის ფიქრსა და ღონის ძიებას შედგომია და მე არ ვიცოდი! მის პირობისაგან გადამდგარობას, ამითი დავრწმუნდი, რომ: მაქსიმეს ბოლოს დროს ვბეჭდავდით, შვიდ ნაირ წიგნს, ჩვენი სტამბის გამოცემით, და ეგრეთვე ვბეჭდავდით: სადღესასწაულო ნოტების საგალობელს, რომელიც უკვე 18 ფორმა დაბეჭდილი გვქონდა, და 4 ფორმა კიდევ აწყობილი და დასაბეჭდი იყო, და იმათი დაბეჭდვით წიგნებიც დასრულდებოდა! ხოლო ის ცოფიანივით მივარდა! და ყველა ამ წიგნების აწყობილი ფორმები, და ნოტების აწყობილი ფორმები, სულ დაშა, დააბნია და ამბობდა: ამათ ბეჭდვა-გამოცემაში ფულს არ დავხარჯავო. ამითი შესწყვიტა ჩვენს სტამბაში ნოტებისა და წიგნების ბეჭდვა გამოცემა და არავითარი ჩემი სიტყვა არ გაიკარა და არ დაიჯერა!

     როგორც უკვე აღვნიშნე: სპირიდონ ლოსაბერიძე, ჩვენი მეოთხე ამხანაგი იყო, მაგრამ ცუღლუტი და უმუშაო. ჯან-მრთელი კაცი, სხვადასხვა ავათ-მყოფობას იგონებდა! გამგებ ხველებას ასტეხდა, მოგონებულ ხველებას, ყველა ატყობდა, რომ გამგებ ახველებსო. წამლების ფული გაჰქონდა ჩვენგან თითქმის ყოველ დღე, წამლებს არ ყიდულობდა, ფულს ინახავდა!

     გარდა ამისა სხვა ბევრს მპარაობას ჩადიოდა თურმე და ჩვენ გვიამდი ვერ გავუგეთ. იმას თვეში (ხარჯ-გარდა) სამი თუმანი ჯამაგირი გაჰქონდა ჩვენგან და ჩვენ, მე და მაქსიმე კი, სტამბიდგან მარტო მცირე ხარჯის ფულს ვხარჯავდით, დანარჩენი სტამბის შემოსავალით: ნოტების გალობას ვბეჭდავდით, გალობას ნოტებზე ვაწერიებდით, ეგრეთვე სხვა და სხვა მოწონებულ წიგნებსა და წიგნაკებს ვბეჭდავდით. არც ერთ ამეებში სპირიდონა მონაწილეობას არ იღებდა, და არც გვეხმარებოდა. ჩვენ რომ რაიმე კეთილ საქმეებში დავბრკოლებულიყავით, იმისი მეცადინე იყო.

     სანამ მაქსიმე შარაძე ცოცხალი იყო, თავისი სიბოროტე სრულად არ გამოაჩინა და როცა მ. შარაძე გარდაიცვალა, მან ნაცვლად გლოვისა, დიდი სიხარულის ლხინი სადღაც პადვალში გამართა! და რო ჩაიგდო ხელში მთელი ქონების მენახევრეობის საბუთი, მაშინ საკეთილო საქმის გაკეთებას ვერ გააგონებდა ადამიანი. აღარც მე გამიშვა, რომ მოსათავებელი წიგნები და ნოტის საგალობელი, რომელიც იმან დააბნია და გადარჩევია, რომ საკუთარი ჩემის ხარჯით მომეთავებინა.

     დღე და ღამე თურმე, სულ იმას ფიქრობს და მეცადინეობს: (იუდა გამცემელის მსგავსად) თუ, როგორ მიღალატოს და მომსპოს სიცოცხლისაგან: ფულის და ქონების შეძენისათვის! მე ყველაფერს შემძენი, დამაფუძნებელი და მწარმოებელი ამხანაგი! რომ საკუთრად დარჩენოდა მთელი ქონება! იმ ჩვენ საამხანაგო პირობას, ჩუმად დაატარებდა სპირდონა, სხვა და სხვა ვექილებთან და სხვა სუდებთან, და მათგან სწავლობს სხვა და სხვა საღალატო ხერხებს! როგორც შემდეგ გავიგეთ!: თურმე დაურიგებიათ, რომ შენს ხელში იყოსო: სტამბის პატენტი, - სტამბის ნებართვა - საამახნაგო პირობა, - შემოსავალ გასავლის წიგნი. - სასტამბო ქონების წიგნი. - ყოველ გვარი ფულის შემოსავლის ანგარიშის წიგნი გადამალე. ამ რიგად კერესელიძეს თავის ხვედრს შემოსავალ ფულს ნურაფერს ნუ მისცემ, და მთლად უსაშვალო და უფულო იყოს; სახლების ქირაც შენ აიღე, მას ნუ მისცემ. სახლების ნასყიდობის ქაღალდს მას ხელში ნუ ჩაუგდებო და სხვა. ეს მისი ჩამოწერილობა, ერთი წსლის შემდეგ გადმომცა, ჩვენმა ყოფილმა ასოთ ამწყობმა: იოსებ ფურცელაძემ, რომელსაც მიეღო სპირდონასაგან საკარიკტურო ქაღალდები, და სწორედ იმ ქაღალდებში გარეულიყო საიდგანღაც, ერთი ნახევარი ქაღალდი, რომელშიდაც ეწერა ყველა ეს მისგან ჩასადენი საბოროტო საქმეები.

     ასედაც იქცეოდა, ყველაფერი ძალ-მომრეობით ხელთ იგდო; მე დილიდგან შუაღამემდე დაუსვენებლად ვმუშაობდი და გროშ-ფულს კი არ მაძლევდა. ძალიან გამიჭირდა ცხოვრება, სპირდონამ რო ასეთ უდიერი და უწყალო იერიში მოიტანა ჩემზე. არაფერში არ მზოგავდა, მოკვლასაც კი მემუქრებოდა! მეტიც გაჭირვებისა გამო და უფულობისა გამო: ვერაფერი ვერ ვიყიდე საზამთრო ჩასაცმელი, ამის გამო გავცივდი და მძიმე ავათ გავხდი!

     ამიტომ დავიბარე ხირურგი ექიმი მიხ. საავათმყოფოდან გვარად კილოსანიძე, მოვიდა და გამშინჯდა, მითხრა: მარცხენა გვერდში წყალი გაქვს ჩამდგარიო, მალე უნდა ამას აპერაცია თორემ ჩირქად გადაიქცევა და მოკვდებიო, დღეს სააპერაციოა იარაღი არ წამომიღია, ხვალ მოვიტან და წყალს გამოუშვებო. მეორე დღეს მოვიდა და ოთხი ბოთლი წალი გამოუშვა, მერე რეცეპტი დაწერა და მითხრა როგორ უნდა მეხმარა წამლები. ჩემდა საუბედუროდ: სპირდონამ წამლები არ მიყიდა! მე უთხარი: გაყიდე ეს ჩემი ნახევარი წილი სკამები, სტოლები, შკაფები და იმ ფულით მიყიდე წამლები მეთქი, ადექი და შენ გაყიდეიო და მიმანება თავი. ამასობაში გავიდა ოთხი დღე, უწამლოთ გვერდი გამისივდა, საშინელ ამთებაში ჩამაგდო! ამ დროს მოვიდა ექიმიც და მითხრა: როგორ იმოქმედა წამლებმაო? სწორედ მაშინ მოვარდა სპირდონა, წაეჩხუბა ექიმს ხმა მაღლა: რასთვის მოსულხარ შენ აქა? ვინ მოგიწვია? მაგას ფული არა აქვს, ვინ რას მოგცემს შენ, თუ მაგისი მორჩენა გინდა საავათმყოფოში წაიყვანეო. ექიმმა ქუდი დაიხურა და მიდის. მაშინ მე ვსთხოვე ექიმს: გთხოვ ნუ დამტოვებ უყურადღებოდ, მე შენს ამაგს ერთი ორად აგინაზღაურებ მეთქი. მან მითხრა: ეგ გამოწერილი წამლები როგორმე იყიდე, და იხმარე როგორც გითხარი, მერე შენ მოდი ჩემთან ვერის საავათმყოფოშიო. მეორე დღეს ჩემა იღბლად მოვიდა ჩემთან სანახავად ამხანაგი ივანე ოსი, გვარად ფარნა: რო გაიგო სპირდონას უწყალო ქცევა, გაჯავრდა, როგორთუ სპირდონამ შენ შენი ფული არ მოგცა! მიჩვენე სად არის ის წყეული? მე უთხარი, ამა და ამ ოთახში არის მეთქი. შეუვარდა გაჯავრებული, წაავლო ყელში ხელი და უთხრა: მომეცი ესტატეს ფული, თორემ ახლავე დაგახრჩოფო, ასწია და დაახალა პოლზე და შესდგა ფეხებით, მოგკლავ ახლავე თუ ფული არ მომეცი მისთვის. ამოაღებია მას 25 მანეთი და მომიტანა. მე, აი ამ ფულით, გამოწერილი წამლები მოვატანიე და მერე ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი.

     შემდეგ ამისა, სხვა ღონისძიებას ცდილობდა სპირდონა ჩემ მოსასპობად: ხან მეტყოდა: ბეთანიის მონასტერში წავიდეთ, ხან მეტყოდა, ზედაძენის მონასტერში წავიდეთ უქმის დღეებში და მერე მოვიდეთო. მე მაშინვე ფიქრს ვეძლეოდი: ეს ხომ ვიცი, რომ ეგ ჩემი მტერია, რათ მირჩევს ახლა იქით-აქეთ მონასტრებში წასვლას, თუ მაგას ბოროტი განზრახვა არა აქვს ჩემზედ; რადგან ორივეგანაც ტყეებია სავალი, და ვინ იცის რას მიზამს მეთქი, ამიტომ უარი უთხარი და არსად გავჰყევი.

     რადგანაც მისგან არავითარი კეთილი აღარ გამოდის და მოსისხლე მტერობასაც მიწევს, ამისთვის გადავსწყვიტე: მის ამხანაგობაზე ხელი ავიღო და გამოვშორდე, ჩემი წილი გამოვყო, მაგრამ ის არც ამას სჩადის, ანგარიშს არ ასწორებს, არც სემოსავალს ფულს იძლევა და არც შინაურულად მორიგებას ყაბულდება! ამბობს: მე არ გიყოფ ქონებას, წადი და სუდში იჩივლეო.

     რომ ქონება გამიყოს და ჩამაბაროს, დავიქირავე ვექილი გვარად: გუნცაძე, რომელსაც ჩემი ამბავი ვუთხარი და დამეთანხმა და მითხრა: წადი ნატარიუსთან, რომ ქონების გაყოფის განცხადება მისწეროს. ნატარიუსის განცხადება სპირდონამ რო მიიღო, წავიდა მონახა ჩემი ვექილი და დაქრთამა და ჩემ საქმეზე ხელი ააღებინა. შემდეგ კიდო სხვა ვექილებიც დამიფრთხო, დაქრთამა იგინიცა და თავი დაანებებია ამ ჩემი საქმის გაკეთებაზე! ახლა დავრჩი უსაშველოდ და ვფიქრობ როგორ უშველო თავს.

     არ გასულა ერთი კვირე, რომ მოვიად ჩემთან ქუთაისიდგან მღვდელი სვიმონ მჭედლიძე, რომელმაც გამაცნო თავი: კვირეულ ჟურნალ „შინაგან საქმების“ რედაქტორ გამომცემელი ვარო, და ერთი ნომერი მისი ჟურნალისა მომცა და სთქვა:

     ჩვენ ქუთაისში დავაარსეთ სასულიერო სახელ-წოდებით: „წმიდა გიორგის ძმობა“. ძმობის წევრებად არიან შესულნი, მთელი დასავლეთ საქართველოს სამღვდელობა და ყველა საეროთა გამოჩინებულნი პირნი, ორივე სქესისა. ეგრეთვე ძმობის წევრებად ითვლებიან იქაური აწ მყოფ მამათა და დედათა მონასტერთა წინამძღვრები, თავიანთი უხვი შეწირულებით. ძმობას შეუვიდა და შეუგროვდა: მილიონ ნახევარი სათანხო ფული, დასაარსებლათ და საწარმოებლად. ეს ხსენებული ფულები დაიდვა ქუთაისის სახელმწიფო ბანკში, ამ წესით: ერთი მილიონი, როგორც ძმობის ძირითადი საუნჯე და ხელ-უხლებელი კაპიტალი, რომლიდგანაც გამოვა ყოველ წლიურად პროცენტის ფული და გადაეცემა ძმობის კანტორას, თავის კეთილ დანიშნულებების საწარმოებლად. ხოლო ნახევარი მილიონით უნდა შეიძინოს ძმობამ: კარგი სისტემის მსრაფლმბეჭდავი მანქანები, და ყოველივე სასტამბო და საკაზმავი იარაღები, და მასთან ყოველ გვარი ასოები: რუსულ-ქართული და ხუცური. ამ რიგად ძმობის მიზანი და კეთილი დადგენილება არის შემდეგი:

  1. გამოიცეს ყოველ დღიური სახალხო ქართული გაზეთი.
  2. გამოიცეს ყოველკვირეული სურათებიანი ჟურნალი.
  3. გამოიცეს ყოველნაირი საეკლესიო ხუცური წიგნი.
  4. გამოიცეს რჩეული სიტყვა-ქადაგებანი, საქართველოს ყოველ კუთხეთა უფასოდ დასარიგებლად ერთა შორის.
  5. გადაღებულ იქმნას ნოტებზე დასრულებით, ქართული საეკლესიო საგალობლები, სამ-ხმაზე გაწყობით და დაბეჭდვით.
  6. გამოიცეს ყოველწლიურად: საერო და საეკლესიო კალენდარი.
  7. გამოიცეს საღმრთო სჯულის სასკოლე წიგნები.
  8. გამოიცეს წმინდათა მამათა ნაწერები, სახარების და დავითნის თარგმანი, და ყველა წმინდათა ცხოვრებანი.
  9. დადგენილ იქმნას, საქართველოს ყველა ეკლესიებში: ქართული გალობა.
  10. დაარსებულ იქმნას საქველ-მოქმედო კასა (სალარო) სამრევლო შკოლების დასაარსებლად და განსაძლიერებლად.

     ყველა ესენი რო სთქვა, მე ვსთქვი: ყველა კარგი და კეთილი საქმეები! ჩვენც მე და მაქსიმე ამ ნაირ პროგრამას ვადექით, და ვმუშაობდით მეთქი.

     მან მითხრა: ჩვენც თქვენგან ავიღეთ მაგალითი და ამიტომ ვამბობ, ამისთან კეთილ საქმეების გაჩერება და შეწყვეტა, დიდი ცოდვაა! და დიდი ზარალია სამშობლოსათვის! ამიტომ მოვედი და გთხოვთ ყველა ჩვენი დაწესებულება, რომ შენი წილი სტამბა შემოგვიერთე, ან შმოეგვწირე ჩვენ ძმობას, შენ შენი მუშაობისათვის ჯამაგირი მიიღე ჩვენგან და დაინიშნები ერთ უფროს დამფუძნებელ წევრად.

     მაშინ ვიფიქრე, ეს ისე გამოდის: კაცმა რო ძალიან სასიამოვნო სათამაშო მუსიკა, გინა დაირა დაუკრას და მათის სასიამოვნო სმენით, თავის თავად გული აფანცქალდეს, ფეხები და ხელები ათამაშდეს, ეგრეთ რო მესმა მისგან, ეს ჩემი სასიამოვნო საკეთლო საქმეები, გული შემექნა და სურვილზე მომიყვანა და უთხარი: ასე უცბათ, არც დაპირება შეილება და არც აღსრულება! ჯერ უნდა დამტკიცდეს შენი სიტყვა და თქვენი ძმობა: რამდენად მტკიცეა, რამდენად მართლია, რამდენად ძლიერი და რამდენად სანდოა?! თუ ყველაფერში უეჭველობა და დარწმუნება არის, შეიძლება მაშინ გავბედო თქვენი თხოვნის აღსრულება.

     მაშინვე ამოიღო ჯიბიდგან, მათი შედგენილი და რუსულ ენაზე დაბეჭდილი: „წესდება“, მე ამით არ დავკმაყოფილდი განუცხადე, რომ უნდა დავრწმუნდე, მართლა გაქვსთ ეს თანხა, თუ მხოლოდ ცარიელი სიტყვაა? ჩემი აზრით საჭიროა დამოწმება თქვენი მდგომარეობისა. ისეთი კაცბისაგან, როგორიც მაგალითად არიან: ქუთაისის ეპისკოპოსი გიორგი. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზი ლეონიდე. ალავერდის ეპისკ. დავითის, აგრეთვე ახალ-სენაკში ჩემი მოძღვარი ალექსი შუშანიას მოწერილობა. თუ ეს რჩეული პირები დაამტკიცებენ, რომ ქუთაისში დაარსებულ „წმ. გიორგის ძმობა“ მტკიცე უტყუარ ნიადაგზე ადგია, მაშინ გავბედავ, თორემ ისე არა.

     სვიმონ მღვდელმა განახცადა: რომ ის წარმოადგენს ყველა საბუთებს ერთ კვირაშიო, და წავიდა. მართლაც ერთი კვირის შემდეგ მოვიდა და თან მოიტანა ზემოხსენებულ პირთაგან მოწერილობი და გადმომცა, მაშინ მე წარუყენე ასეთ პირობები:

  1. ჩემ კუთვნილ სტამბას, თქვენის ხარჯით, ამხანაგისაგან გამოყოფთ და გადაზიდავთ ქუთაისში, ხოლო მე იქ თვითონ დავსგამ და მოვაწყოფ ყველაფრად და ჩაგაბარებთ.
  2. სტამბის უფლება, ჩემი იქნება ჩემს სოცოცხლეში.
  3. მე მხოლოდ ვსწირავ თქვენს ახალ საქველ-მოქმედო დასესებულებას, სტამბის მოგებას; ესე იგი, არა სტამბას, არამედ მის შემოსავალ-გასავალს. თქვენ ხომ ამბობთ: ბევრი საქმეები გვაქვსო, რასაკვირველია ბევრ საქმეებს, ბევრი შემოსავალიც ექნება: ეს სულ თქვენი იქნება და მეც თქვენგან დანიშნულ ჯამაგირშიდ ვიშრომებ.
  4. თუ სტამბა ვერ აწარმავეთ კარგათ და მოგების მაგიერ ვალები დაგედვათ, მაშინ ჩემ-სტამბას, როგორც უვალოთ, მოგიტანეთ ისე უვალოთვე უკან წავიღებ თბილისში, როგორც ჩემ საკუთრებას.

     ასე თუ დათანხმდებით, მაშნ თქვენი ამხანაგებისაგან ხელ-მოწერილი ნატარიუსის პირობა ჩამომიტანე და მაშინვე სრულ უფლებას მოგცემთ, ჩემი წილი სტამბის გამოყოფისას და გადატანისას. მან მითხრა:

     სრული თანახმა ვარ, ამ შენ პირობაზე და იმედი მაქვს, რომ ყველა ჩემი ამხანაგებიც დათანხმდებიან. და წავიდა ქუთაისში, იქ მოლაპარაკებია ამხანაგებს და ეთქვათ: ჩვენც სრული თანახმა ვართ, მაგ პირობაზე, ხოლოდ ჯერ სტამბა ჩამოვიდეს და თვალით დავინახოთ, და მაშინ, როგორც იმისთვის სასურველი იქნება, ისეთ დამტკიცებულს პირობას მივსცემთო.

ტეგები: Qwelly, გალობა, გალობის_გადარჩენა, გალობის_რაინდები, საგალობლების_ისტორია, ქველი

ნახვა: 680

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters