მოსაოხი ხომ, ისიც ხოა, ბედადანთებულ, თუნდ სუსტად აღგზნებულ ტელევიზორს თუკი შესცქერი, და თან ამომწურავადაც შეჰყურებ, და თუ იმისი მეშვეობით რომელიმე განსაკუთრებულ არამზადასა თუ მთლად საბრალოს აიღებენ და გაჩვენებენ ან დროებით ან მაგრაგაბმულს, გააჩნია თუ, ნაძარცვიდან თუ ნაქურდალიდან თუ რამდენი ჰქონდა შავი დღისთვის გადადებული, ან, სულაც მისდღემჩი არ ჰქონია რაიმ ამგვარი, ბეჩავს. მაგრამ ზედმეტად იყო შესაძლოა ჩაცმული, ანდაც - ალაგ დაუკერებლებში, ორთავ გამოსადეგია ზოგიერთ საქმისთვის, ჯიბისთვისა თუ გეგმისათვის, თუმც არა - ა?, ა?, შევცდით, დაჭერების გეგმა ვიღასღა უნდა, ამაში კი ვართ აკადემიკოს-გენერლობისა არ იყოს, რაოდენობრივ და აღვირ ახსნილ-გადაპენტილები, მოკლედ, გადაგვდის თავზე პატიმრები და პატიმრობა ამთავისუფალ საქართველოში, ხოლო როცა, გასკვანჩულს-ვისმე თუ დაგათვალიერებინებენ, შეგაჭირვებულს, მის დანახვაზე, ცოტათი მაინც ხომ გეგონება რომ, მისგანაცაა, შენი ეს ყოფა, ამ არალეგალურ ქურდისა, და ავაზაკისაგან და ასე შემდეგ, რომ მისითაც კია შენი ესდღე, და, შენდღევანდელი, ასე პირშიმთქმელურად გაპარტახებული, და გაიფიქრებ შენ, ჯერჯერობით ეგრეთწოდებული წესიერი, რადგან ხანდახან ეგებ მართლაც პატიოსანი ხარ და თუმც ხანდისხან კიდე რაისამე მოპარვა მოგვინდება მაგრამ გვეშინია და, ამიტომ, შურია თუ რა, იმან ხომ მაინც რაღაც იგემა და, სხვისდამიც ბოღმა მოგდებია - ლეგალურ დიდკაც-პარპაშაზე, - იმეებსაც კი გვაჩვენებენ სხვადასხვა არხზე, ოღონდ ყოვლად უპოლიცმეისტერებოდ, - თან, ამ ჩვე-ჩვენში ცოტა არ იყოს ხან არქიდეფიციტურად და ხანკი ძაანადვილადაც და უბრალოდ იყენება მსხვილფეხოსანთა შესატყვისი მსხვილხაფანგები (მიშვება, დროებითი პასუხის მოუთხოვნელობა, მოფერება, სახალხოდ დაჯილდოება და სხვა), რაღაცა ჩვენთვის დაფარულში შეუთანხმებლობისათვის, თუ სულაც მოჩვენებით, მაგრამ ცხოვრებაში კი რომელს უფრო მონდომებულად მიესალმები, არალეგალურ ქურდ-ბაცაცასა თუ მსხვილადლეგალურ მიშვებულ შოვნა-მაესტროს, ამის გარკვევა და დადგენა შენზე იყოს, ხოლო ამ მცირე, კაკანათელი სკვინჩას დანახვაზე, აი იმ სხვებთან შედარებით ალბათ ეგება ბდღვნად რომ არა ღირდა, იმის დანახვაზე ნიშნისმოგებით გაიფიქრებ აი, ასე: „აჰაა, გაები, ჩიტო, მახეში?“.
წიგნის შესახებ იხილეთ აქ → ტომი პირველი!
• ტომი მეორე •
ტეგები: Dochanashvili, Guram, Qwelly, ebook, literature, გურამ დოჩანაშვილი, დოჩანაშვილი, ელ-წიგნები, ლიტერატურა, ლოდი, მეტი...ნასაყდრალი, პროზა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•