X-XI სს-ები ქართული ხელოვნების ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომხდარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებთან _ ამ ეპოქაში ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზე იდგა ყველა თვალსაზრისით და ბუნებრივია, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებიც ამ პერიოდიდან მაღალმხატვრული დონისა და დიდი რაოდენობით გვაქვს შემორჩენილი. ეს პერიოდი არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნის ხანა. ტერმინი საქართველო მხოლოდ ამ ეპოქიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. ამ დრომდე არსებობდა ცალკეული სამეფო სამთავროები: აფხაზეთი, ქართლი, კახეთი, ქართველთა სამეფო და ა.შ. აფხაზთა სამეფო X ს-სთვის ახალი წარმონაქმნი იყო  აფხაზთა მთავრებმა მასში გააერთიანეს დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორია და შემდგომ აღმოსავლეთ საქართველოზეც გაავრცელეს თავიანთი გავლენა. საინტერესოა რომ ამ ეპოქაში იკვეთება ტაო-კლარჯეთის (ქართველთა სამეფოს) და აფხაზთა სამეფოს ერთიანობის იდეა, რაც, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. ამ პერიოდში ორივე ამ სამეფოში შექმნილი რამდენიმე არქიტექტურული ძეგლი ადასტურებს ამ ერთიანობის იდეას. 

       ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია კუმურდოს ტაძარი, რომელიც 964 წელს აიგო ჯავახეთში. ის დაახლოებით იმავე პერიოდშია აგებული, რომელშიც მოქვის ტაძარი და ერთი და იგივე ადამიანის _ ლეონ აფხაზთა მეფის ქტიტორობითაა აშენებული. კუმურდოს ტაძრის მეორე ქტიტორია მეფის და, გურანდუხტი (ბაგრატ III-ის დედა). კუმურდოს ტაძარი ახალი ტიპის ძეგლს წარმოადგენს ქართულ ხუროთმოძღვრებაში _ ეს არის მრავალაფსიდიანი ეკლესია. ტაძარი ჯვრის ფორმისაა და მისი გვერდითი მკლავები დაყოფილია ორ-ორ აფსიდად. სამხრეთით ტაძარს მიშენებული ჰქონია კარიბჭე, რომელიც ძლიერ დაზიანებულია ჟამთა ვითარებისაგან. XI ს-ში მარიამ დედოფალმა, ბაგრატ IV-ის დედამ, ტაძრის დასავლეთის მკლავს სამივე მხრიდან მიაშენა ნარტექსი, რომლის კედლებიც შემკულია დეკორაციული კამარებით. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადი გაფორმებულია თაღოვანი სარკმლებით. კუმურდოს ტაძარი უნიკალურია თავისი მასშტაბურობით, არქიტექტურული ტიპითა და არქიტექტურული დეკორით. ეს ძეგლი უხვად არის დეკორირებული და საინტერესოა რომ რელიეფებში გვხვდება ისტორიული პირების გამოსახულებები _ კუმურდოს ტაძრის ტრომპებში მოცემულია ისტორიულ პირთა გამოსახულებები, რაც ერთადერთი შემთხვევაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ეს ისტორიული პირები არიან ტაძრის ქტიტორები. აღმოსავლეთის ფასადზე წარმოდგენილია მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებები _ არწივი, ლომი, ხარი და ანგელოზი. დღეს კუმურდოს ტაძარი საკმაოდ დაზიანებულია, მას საერთოდ აღარ აქვს გუმბათი და ნაწილობრივ ჩამონგრეულია დასავლეთის ნაწილი.

კუმურდო

       კუმურდოს მსგავსად მრავალაფსიდიანია ნიკორწმინდის ტაძარიც. ის აშენებულია დაახლოებით 1014 წელს. ეს არის ხუთაფსიდიანი ნაგებობა, რომლის აფსიდებიც (კუმურდოსგან განსხვავებით) რადიალურადაა განლაგებული. მეექვსე ნაწილი სწორკუთხა მკლავს წარმოადგენს და შესასვლელიც სწორედ აქედან არის. ნიკორწმინდას საკმაოდ საინტერესო გუმბათი აქვს _ ის თავიდანვე მრგვალ ფორმაზეა დაყრდნობილი და ამიტომ უფრო ფართო და მოცულობითია. მაგრამ ნიკორწმინდის მთავარი ღირსება მისი რელიეფებია. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უხვად დეკორირებული ძეგლია. ტაძრის ყველა მკლავი მორთულია რელიეფებით, რომლებიც ერთიანი სიუჟეტური შინაარსის მატარებელია _ ეს არის აპოკალიფსის იდეა. ნიკორწმინდას კარიბჭეები დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ერთი მათგანი მთლიანად ეძღვნება წმინდა მხედრების თემას (წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს გამოსახულებები), ხოლო მეორეზე ღვთისმშობლისა და მაცხოვრის განდიდების კომპოზიციებია გამოსახული. დადგენილია, რომ ნიკორწმინდის დეკორირებაზე სამი ოსტატი მუშაობდა _ ერთმა ფიგურული კომპოზიციები შექმნა, მეორემ _ ჩუქურთმები და მესამემ _ ჩრდილოეთისა და ნარტექსის კომპოზიციები.

ნიკორწმინდა

       X ს-ის მიწურულსა და XI ს-ის I ნახევარში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აიგო დიდი კათედრალური ტაძრები, რომლებიც თავიანთი მხატვრული დონით, შესრულების მაღალი ხარისხით, მასშტაბებით და ა.შ. ერთ ჯგუფშია გაერთიანებული. ეს არის ე.წ. დიდი კათედრალების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ოშკის, ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრებს. ამ დრომდე (არც ამ პერიოდის შემდეგ) საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი მასშტაბების ძეგლები არ შექმნილა. იდეოლოგიურად ეს ტაძრები ქართული სახელმწიფოს ერთიანობას განასახიერებდნენ. დიდი კათედრალებიდან ქრონოლოგიურად უძველესია (დასრულდა 961 წელს) ოშკის ტაძარი. ის ტიპოლოგიური თვალსაზრისით ტრიკონქისა და ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის ერთგვარ კომბინაციას წარმოადგენს. ოშკი ჯვარგუმბათიანი ტაძარია იმ მხრივ, რომ გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს, ჯვრის ფორმა ნაწილობრივ სწორკუთხედშია ჩაწერილი, მაგრამ მკლავები კონქებით მთავრდება, ამდენად სუფთად ერთ ტიპს ვერ მივაწერთ. დასავლეთ მკლავი დაგრძელებულია, ამდენად მას ქართული აქრიტექტურისთვის რამდენადმე უჩვეულო ლათინური ჯვრის ფორმა აქვს. ოშკის კათედრალის ზომები ბევრად აღემატება ყველა წინა პერიოდის ძეგლს. მნიშვნელოვანია მისი როგორც სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონე, ასევე არქიტექტურული დეკორის მაღალმხატვრულობა. ოშკი უხვად არის დეკორირებული რელიეფური კომპოზიციებით. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოცემული საქტიტორო კომპოზიცია, სადაც გამოსახულნი არიან ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები  დავით მაგისტროსი და ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, ადარნასე კურაპალატის ძენი. ეს გამოსახულებები რელიეფური კომპოზიციის ნაწილია, რომელიც წარმოადგენდა ვედრების კომპოზიციას _ შუაში ქრისტე, აქეთ-იქით იოანე ნათლისმცემელი და ღვთისმშობელი და მათ გვერდებზე ორი ქტიტორი ტაძრის მოდელით ხელში. დღეს ეს კომპოზიცია საკმაოდ დაზიანებულია _ აღარ არსებობს ცენტრალური ფიგურები, მაგრამ ქტიტორები ჯერ კიდევ გაირჩევა. ეს ტაძარი მორთულია დიდი თაღედით, რომელიც ფასადებს მიუყვება. ერთ-ერთ მათგანში მოცემულია ორი მთავარანგელოზის გამოსახულება, რომელიც ამ პერიოდის ქართული რელიეფური პლასტიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპოზიცია მოთავსებულია სამხრეთ კარიბჭის სვეტზე, სადაც გამოსახულია აღმშენებელი  გრიგოლ ოშკელი. ტაძარზე არის ბევრი წარწერა. მათ შორის არის ძალიან ცნობილი ვრცელი სააღმშენებლო წარწერა, სადაც დეტალურად არის მოცემული ტაძრის მშენებლობის თარიღები, ქტიტორები, შენების პროცესი. აღსანიშნავია, რომ ქართულ არქიტექტურაში პირველად აქ არის გამოყენებული გრეხილი სვეტები შენობის მოსართავად. დღეს ოშკის ტაძარი მძიმე მდგომარეობაშია: ჩამოქცეულია კამარები და კედლებს ძალიან დიდი ბზარები აქვს გაჩენილი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც ტაოელი ბაგრატიონების სახელს უკავშირდება, არის ხახულის ტაძარი. მას მრავალი ქტიტორი ჰყავს, მათ შორის დავით კურაპალატი. ხახულის ტაძარი ასევე ჯვაგუმბათოვანი ტიპის ნაგებობას წამოადგენს. ის თავისი ზომებით რამდენადმე ჩამოუვარდება ოშკის ტაძარს, მაგრამ აქაც ტაო-კლარჯეთის ძეგლებისთვის დამახასიათებელი მაღალი დონის არქიტექტურული დეკორი გვხვდება. სწორედ ამ ტაძარშია ცნობილი ფრთაგაშლილი არწივის რელიეფური გამოსახულება, რომელიც სარკმლის თავზეა მოთავსებული. ამ ტაძარს, ისევე როგორც ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის სხვა ნიმუშებს, ახასიათებს პოლიქრომია  გარდა იმისა, რომ გამოიყენება სხვადასხვა ფერის საშენი მასალა, ხდება მათი შეღებვაც (ძირითადად სინგურით).

ბაგრატის ტაძარი

       დიდ კათედრალების ჯგუფის ქრონოლოგიურად II წარმომადგენელია ბაგრატის ტაძარი. მან ეს სახელწოდება მიიღო ქტიტორის  ბაგრატ III-ის სახელის მიხედვით. ამ ტაძრის მშენებლობა 1003 წელს დასრულდა. ბაგრატის ტაძარი, ანუ ქუთაისის კათედრალი აგებულია ქალაქის შემაღლებულ ადგილას, ბორცვზე და ქუთაისის არქიტექტურის დომინანტს წარმოადგენს. ტაძრის ტიპი, ოშკის მსგავსად, ტრიკონქისა და ჯვარგუმბათოვანი ნაგებობის სინთეზს წარმოადგენს, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მისი ორი აფსიდი გამოდის შენობის მოხაზულობის ფარგლებიდან. ბაგრატის ტაძარი თავისი ხალვათი შიდა სივრცითა და არქიტექტურული დეკორით ახლოს დგას თანადროული რომანული სტილის ძეგლებთან.

სვეტიცხოველი


       დიდი კათედრალების ქრონოლოგიურად შემდგომი წარმომადგენელია სვეტიცხოველი, რომელიც აშენდა XI ს-ის 10-იან წლებში გიორგი I-ისა და მელქისედეკ კათალიკოსის თაოსნობით. ეს არის ყველაზე დიდი ზომის ტაძარი დიდი კათედრალების ჯგუფში და საერთოდ ქართულ არქიტექტურაში. ტაძარი კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. სვეტიცხოველი აიგო ძველი ტაძრების საფუძველზე. აქ მირიან მეფისგან მოყოლებული რამდენჯერმე აიგო ტაძარი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ვახტანგისეული ბაზილიკა (V ს.). მისი საძირკველი დღესაც არის შემორჩენილი ტაძრის იატაკის ქვეშ. XI ს-ში სვეტიცხოველი ძველ საძირკველზე აიგო, რამაც, გეგმაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ სვეტიცხოველი გუმბათიანი ტაძარია, ის თავისი გეგმით ყველაზე მეტად ბაზილიკას ჰგავს იმიტომ, რომ ბაზილიკის საძირკველზეა აგებული. რა თქმა უნდა, ვახტანგ გორგასლის დროინდელი ბაზილიკა ბევრად უფრო მცირე ზომის იყო _ აღმოსავლეთის ნაწილი და ასევე მკლავები უკვე ბაზილიკის გეგმის გარეთ მდებარეობს. სვეტიცხოველს ძალიან წაგრძელებული კორპუსი აქვს. გეგმაში ის ძლიან ჰგავს სამნავიან ბაზილიკას და მხოლოდ მეორე იარუსის დონეზე, კამარების მეშვეობით იქმნება ჯვარგუმბათოვანი სისტემა. ტაძარს არ გააჩნია შვერილი ელემენტები თუ არ ჩავთვლით სამ არაჩვეულებრივ კარიბჭეს, რომლებიც მას სხვადასხვა მხრიდან აქვს მიშენებული. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადები ითვლება მთავარ შესასვლელებად და უფრო მდიდრულადაა დეკორირებული, ვიდრე ჩრდილოეთის. თავისი ჩუქურთმებით და გაფორმებით მაინც ყველაზე მდიდარი სამხრეთი კარიბჭეა, რადაგნ ეს ნაწილი ყველაზე მეტადაა განათებული დღის განმავლობაში.

       სვეტიცხოველი ბევრჯერ დანგრეული და გადაკეთებული ძეგლია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ტაძრის დეკორი თავის დროზე ჩამოცვენილია და, როგორც ჩანს, შემდგომ არასწორ ადგილებზეა მიმაგრებული. ტაძრის დეკორატიული მორთულობა ბევრი ელემენტისგან შდგება. ასეთებია, მაგალითად დეკორატიული თაღები, რომლებიც ფასადებს მიუყვება, ცნობილი მზის საათი, მარჯვენას გამოსახულება საჭრეთლით ხელში, ვედრების კომპოზიცია, რომელიც აღმოსავლეთის ფასადის ქვედა კუთხეში მოხვდა და, როგორც ჩანს, თაღის თავში იყო ოდესღაც მოთავსებული, მფრინავი ანგელოზები საყვირებით, ანუ აპოკალიფსის ანგელოზები, რომლებიც ასევე რაღაც კომპოზიციიდან არის ჩამოვარდნილი და შემდეგ ფასადის ქვედა კუთხეში ჩასმული და დასავლეთის ფასადის ფრონტონზე მაცხოვრის დიდების კომპოზიცია, სადაც ასევე აპოკალიფსის საყვირიანი ანგელოზები და შუაში ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ფიგურაა გამოსახული. რაც შეეხება ჩუქურთმებს, აქ გვხვდება სხვადასხვა საუკუნის ნამუშევრები. მათგან XI საუკუნეს განეკუთვნება ვაზის ძალიან რეალისტური მოტივები, რომლებიც აჟამად სვეტიცხოვლის სამხრეთ ფასადს ამკობს.

ალავერდი

       დიდი კათედრალების ჯგუფის უკანასკნელი წარმომადგენელია ალავერდი, რომელიც 1030 წელსაა აგებული კახეთში, ალაზნის ველზე. ალავერდის ტაძარი არქიტექტურის ლანდშაფტთან შეხამების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. კახური ძეგლებისთვის დამახასიათებელი ტრადიციის მიხედვით, ეს ტაძარი მცირედ არის გარედან დეკორირებული. გეგმით ალავერდის ტაძარი, ოშკის მსგავსად, ჯვარგუმბათოვანი ეკლესიისა და ტქიკონქის სინთეზს წარმოადგენს. ტაძარს სამივე მხრიდან მიშენებული ჰქონია კარიბჭე-სტოა (ნარტექსი), რომლის ერთი ნაწილი შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის მხრიდან, ხოლო სხვა ნაწილები მთლიანად დანგრეულია. ის სვეტიცხოველთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა, თუმცა უფრო მაღალი. გუმბათის ყელი დიამეტრთან შედარებით უჩვეულოდ მაღალია, რაც გამოარჩევს ამ ტაძარს ყველას სხვა ძეგლისაგან. რაც შეეხება ფასადებს, აქ მხოლოდ დეკორატიული ჯვრები და თაღედებია წარმოდგენილი.  უკანასკნელი ახალი არქიტექტურული ტიპი, რომელიც შუა საუკუნეების ქართულმხელოვნებამ შექმნა, იყო სამთავრო-სამთავისის ტიპი. ეს არის ე.წ. ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ჯვარგუმბათოვანისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი ორი ბურჯი აფსიდის შვერილებს ერწყმის. აქედან გამომდინარე, რჩება თავისუფლად მდგომი მხოლოდ ორი ბურჯი. ამის გამო გეგმა უფრო დაპატარავებულია. ერთი მხრიდან დამოკლებამ, სიმეტრიის კანონებიდან გამომდინარე, გეგმის მეორე მხრიდან დამოკლებაც გამოიწვია, რამაც საგრძნობლად შეამცირა ტაძრის მასშტაბები. აქედან გამომდინარე გეგმა კიდევ უფრო ცენტრული და კომპაქტური გამოვიდა. სამთავისის ტაძარში ბურჯები ძალიან ახლოს არის აფსიდის შვერილებთან მიდგმული, თუმცა ბოლომდე შეერთებული ჯერ არ არის. სამთავისი 1030 წელს აიგო ილარიონ სამთავნელის მიერ და უნიკალური ძეგლია, რომელიც გამოირჩევა როგორც ტიპოლოგიური თვალსაზრისით, ასევე არქიტექტურული დეკორით. მისი აღმოსავლეთ ფასადის კომპოზიცია, რომელიც დეკორატიული ჯვრებისა და რომბებისგან შედგება ტიპური ხდება ქართული ხუროთმოძღვრებისთვის.

სამთავრო

        სამთავისისგან განსხვავებით, სამთავრო პირველი ძეგლია, რომელშიც ბურჯები უკვე მთლიანად ერწყმის აფსიდის შვერილებს. ისიც XI საუკუნეშია აგებული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავებია.

 

 

 

ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ხელოვნება, ხუროთმოძღვრება

ნახვა: 3217

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters