მცხეთის, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი

chant, chanters, choirs, galoba, mtskheta, qwelly, st george church choirs, გალობა, მგალობელთა გუნდები, მცხეთა, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ქველი, წმინდა გიორგის მგალობლები, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, წმინდა გიორგის ტაძრის მგალობლები

     წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი ყოველ შაბათ-კვირას გალობს საღმრთო მსახურებაზე. შაბათს წირვაზე, შემდეგ საღამოს მწუხრ-ცისკარსა და კვირა დილის ლიტურღიაზე მოსულ მრევლს კეთილხმოვანებით ატკბობს, ხსნის ხორცის საკვრელისაგან სულს და შეასხამს ფრთებს. 

     გუნდი თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა 2009 წელს. იქამდე სხვა შემადგენლობა იყო. ძველი გუნდიდან ახლა მხოლოდ რეგენტი - ნინო ჯალაღონია შემორჩა ტაძრის მგალობელთა შორის, რომლის მეცადინეობით და მოწადინებით რამდენიმე გოგონამ შეისწავლა ქართული გალობა და დღეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს მგალობელთა სტაბილური გუნდი ჰყავს. ნინო ჯალაღონია 2003 წლიდან გალობდა წმ. იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის ტაძარში, იქიდან კი 2008 წელს გადმოვიდა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში და იმ წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს გუნდს.

     გუნდი ძირითადად ასრულებს ქართლ-კახურ საგალობლებს, ასევე გელათის სკოლის რამდენიმე გალობას.

     გუნდის ხელმძღვანელი, რეგენტი ნინო ჯალაღონია

გუნდის წევრები:

I ხმა

  1. გვანცა იორდანიშვილი (09/10/1989), 2009-2011 წლებში გალობდა სვეტიცხოვლის ქალთა გუნდში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გალობს 2012 წლიდან.
  2. თამუნა ტატუაშვილი (12/01/1994), გალობს 2012 წლიდან.
  3. რუსუდან სიმონიშვილი (16/01/1994), გალობს 2012 წლიდან.

II ხმა

  1. ელენე კალანდაძე (24/12/1988), 2009 წლიდან გალობს სვეტიცხოველში. 2012 წმ. დავით აღმაშენებლის მონასტერში, ხოლო 2013 წლიდან წმ. გიორგის ტაძარში.
  2. თამარი (თაკო) ხურიშვლი (30/10/1990), გალობს 2010 წლიდან.
  3. თამთა მაისურაძე (09/11/1991), გალობს 2012 წლიდან.
  4. თინათი ბერუკაშვილი (13/06/1987), გალობს 2009 წლიდან.
  5. მარიამ ხიზანიშვილი (17/02/1991), 2012-2013 წლებში გალობდა გლდანის კირიონ მეორის სახელობის მამათა მონასტერი. 2013 წლიდან გალობს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.

III ხმა

  1. ლაურა ბურდული (04/08/1968), 1993 წლიდან გალობს წილკნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძარში, 2007 წლიდან ახალ უბნის ივერიის ღვივთისმშობლის ტაძარში, წმ გიორგის სახელობის ტაძარში გადმოვიდა 2009 წელს.

ტეგები: Qwelly, გალობა, გუნდები, მცხეთა, ქალთა_გუნდი, ქართლი, ქველი

ნახვა: 726

გამოხმაურებები!

არ შემიძლია, არ მოვიწონო... =)

ბექა, არათუ მოიწონო, თუკი სადმე გეგულება ტაძრის მგალობლები, შეგიძლია დაგვაკავშირო, რათა მათზეც მომზადდეს ასეთი პოსტი :)) 

beqa_მ თქვა:

არ შემიძლია, არ მოვიწონო... =)

გულებით მეგულება, თუმცა ცნობით არ ვიცნობ :/ :))

ლაშა_მ თქვა:

ბექა, არათუ მოიწონო, თუკი სადმე გეგულება ტაძრის მგალობლები, შეგიძლია დაგვაკავშირო, რათა მათზეც მომზადდეს ასეთი პოსტი :)) 

beqa_მ თქვა:

არ შემიძლია, არ მოვიწონო... =)

ასე უკეთესიცაა, როცა თვალის მაგივრად გულით იცნობ :)) 

beqa_მ თქვა:

გულებით მეგულება, თუმცა ცნობით არ ვიცნობ :/ :))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters