ემოციები

წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ფიქრი და მოქმედება, რომ შეგვეძლოს გრძნობის გარეშე. დათმობდით შიშის ემოციას სიყვარულით გამოწვეული ემოციის ხარჯზე? ან მოწყენილობის ემოციას მხიარულების განცდის ხარჯზე? ემოციები მთელ რიგ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. ემოციის უამრავი განსაზღვრება არსებობს, თუმცა ჩვენ ავიღოთ თანამედროვე კვლევების მიხედვით განსაზღვრული ემოციის დეფინიცია, რომლის მიხედვითაც - ემოცია წარმადგენს სხეულებრივი და მენტალური ცვლილებების რთულ სისტემურ ქცევას. ეს მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებს და ქცევით რეაქციებს, რომელიც პიროვნების მიერ მნიშვნელოვნად აღქმულ სიტუაციებზე საპასუხოდ ჩნდება.

მთელს მსოფლიოში გამოყოფილია შვიდი ბაზისური ემოცია, რომელსაც ერთნაირად ცნობენ და ავლენენ ადამიანები, ესენია: ბედნიერება, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა და სიძულვილის ემოციები. როგორც ნაჩვენებია ქვევით მოცემულ სურათზე.

ემოციის განვითარება დაკავშირებულია სხეულებრივ აგზნებასთან, რაც მოიცავს გულის პულსაციის გახშირებას, კანის ტემპერატურის ცვლილებას, სუნთვის გახშირებას, ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებას. საინტერესო საკითხია, აქვს თუ არა ყველა ემოციას ფიზიკური გამოვლენის ერთიდაიგივე გამოხატულება? პოლ ეკმანის და მისი კოლეგების (1983) მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა პროფესიონალ მსახიობებზე დაკვირვების გზით გადაწყვიტეს. მკვლევარები ზომავდნენ, ისეთ ავტონომიურ, ანუ ფიზიოლოგირ რეაქციებს, როგორიცაა გულისცემა და კანის ტემპერატურა, როდესაც მსახიობები ემოციებს და ემოციის ექსპრესიებს თამაშობდნენ. ამ გაზომვამ სხვადასხვა ემოციებისათვის განსხვებული ქცევის სისტემა, ანუ პატერნი გამოავლინა. მაგალითად, მწუხარება ხასიათდებოდა გულისცემის გახშირებით მაშინ, როცა სიხარული, პირიქით - შემცირებით; მართალია შიშიც და ბრაზიც იწვევს გულისცემის გახშირებას, მაგრამ ბრაზის დროს აღინიშნებოდა კანის მაღალი ტემპერატურა, ხოლო შიშის შემთხვევაში - კანის დაბალი ტემპერატურა.

ამრიგად, სხეული უზრუნველყოფს რეაქციებს სტიმულებზე, სიტუაციებზე, რომელშიც გვაძლევს მოვლენის აღქმის და შეგრძნების საშუალებას.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი, თუ რა ფუნქციას ასრულებენ ემოციები? ემოცია და განსაკუთარებით ბრაზის ემოცია ხშირად იძლევა იმპულსს მოქმედებისათვის, ემოციას აქვს მოტივაციური ფუნქცია, იწვევს მოქმედების განხორციელებისაკენ ადამიანის სწრაფვას რეალობად განცდილი ან წარმოსახული მოვლენების საპასუხოდ. ამის შემდეგ ემოციები წარმართავენ ქცევას გარკვეული მიზნისაკენ. რა ხდება იმ დროს, როცა ემოცია იწყებს გაბატონებას და მისი გაკონტროლება რთულია. ყოფილხართ ოდესმე ისეთი გაბრაზებული, როდესაც გიგრძვნიათ, რომ არ შეგწევთ რაიმე მოქმედების შესრულების უნარი? როგორც უკვე ვნახეთ, ემოციურ რეაქციებზე ფიზიოლოგიური აგზნებით ვპასუხობთ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აგზნების და რაიმე მოქმედების შესრულებას შორის მიმართება გადმობრუნებული ლათინური U_ს ფორმის ფუნქციას მიჰყვება. ეს მრუდი წინაწარმეტყველებს, რომ ძალიან სუსტმა ან ძლიერმა აგზნებამ შეიძლება დააქვეითოს მოქმედების შერულების ხარისხი, რადგან ზედმეტად ძლიერმა ბრაზის ემოციამ შეიძლება გადაფაროს კოგნიცია, ანუ რაციონალურად აზროვნების და მსჯელობის უნარი. საშუალო სირთულის ამოცანის შემთხვევაში გვაქვს ოპტიმალური შესრულება. ქვევით მოცემული ცხრილში ნაჩვენებია აგზნების და შესრულებას შორის მიმართება.

ამრიგად, ემოციური რეაქციები საჭიროა ოპტიმალური შესრულებისათვის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რათა ემოციებს არ მივცეთ იმდენად გაძლიერების საშუალება, რომ დავალების შესრულების მრუდის ქცვევით დაშვებულ მხარეს აღმოვჩნდეთ.

აგრესია

აგრესიის გამოვლინებების შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდიან გაზეთები და საინფორმაციო გამოშვებები; ანუ ისეთი ქცევების შესახებ, რომლითაც სხვა ადამიანებისათვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება სდევს თან. გადავხედოთ რამოდენიმე სათაურს:

  • იემენში აფეთქებამ ამერიკელი მეზღვაურები იმსხვერპლა;
  • ბრბომ ისრაელის ორი ჯარისკაცი მოკლა;
  • ჩეჩნეთის დედაქალაქში 12 - ზე მეტი ადამიანი ყუმბარამ იმსხვერპლა;

ამ მოკლე ჩამონათვალიდანაც კარგად ჩანს თუ რამდენად მრავალფეროვანია ადამანიების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი აგრესია. ამდენად ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აგრესიის მიზეზების გაგებას, რის საბოლოო მიზანს ცხადია აგრესიის გამოვლინებების შემცირება წარმოადგენს.

აგრესიის რაობა

აგრესიის ევოლუციური ანალიზი ადასტურებს, რომ გადარჩენის ტენდენცია სახეობების უმრავლესობაში ძალადობის თანდაყოლილ ტენდენციაში გამოვლინდება. თუმცა ადამიანისათვის, როგორც სახეობისათვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მეტად თუ ნაკლებად ავლენენ სხვა სახეობები აგრესიის ტენდენციას.

ბრაზი ემოციაა, სიგნალია, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ბრაზის შეგრძნება ნორმალური ადამიანური ემოციაა. თუმცა მისგან გამოწვეულიQქცევა შეიძლება იყოს სწორიც და მცდარის. არ არის ნორმალური, როდესაც სიბრაზის გამო ვაყენებთ ზიანს სხვას ან ჩვენს თავს. თუ ის ცდება კონტროლს და გადაიქცა დესტრუქციულ ქცევად, ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები სამსახურში, პიროვნებათაშორის ურთიერთობებში და მთლიანად ადამიანის ცხოვრებაში. აღნიშნული ქმნის განცდას, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ემოციის ხელში.

გაბრაზება არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც განსხვავდება ინტენსივობის მიხედვით სუსტი გაღიაზიანებიდან ინტენსიური გაბრაზებამდე და გაშმაგებამდე. ჩარლზ სპირბერგის თანახმად, სხვა ემოციის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ეს ბრაზის ემოცია მიმდინარეობს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ცვლილებებთან ერთად. როდესაც ადამიანი ბრაზდება, მას უჩქარდება გული, და იმატებს სისხლის წნევა, რასაც აკეთებს ბრაზის ჰორმონების დონის მომატება, ადრენალინი და ნორადრენალინი.

აგრესია შეიძლება გამოწვეული იქნას ექსტრემალური და ინტერნალური მოვლენების მიერ ერთად. შეიძლება პიროვნება გაბრაზდეს სხვა ადამიანზე (თანამშრომელზე ან სუპერვაიზორზე) ან რაიმე მოვლენაზე (საცობებმა) ან აგრესია შეიძლება გამოწვეულ იქნას წუხილით ან პირადი პრობლემების გამო ფიქრით.

რატომ არის ზოგიერთი ინდივიდი უფრო აგრესიული, ვიდრე სხვები? ლორენცის დებულებათა კონტექსტში აგრესიის ინდივიდუალურ გამოვლენაში მნიშვნელოვან როლს გენეტიკური კომპონენტი ასრულებს. შეგიმჩნევიათ ალბად, რომ ზოგიერთი ადამიანი ნაკლებად აგრესიული ჩანს ვიდრე სხვები. ცნობილი აზრია, რომ აგრესიულობა და ძალადობისაკენ მიდრეკილება ოჯახიდან იზრდება. თუმცა ვერაფერს ვიტყვით იმის თაობაზე, აგრესია გენეტიკის შედეგია თუ გარემოსი, სანამ სპეციალური გამოკვლევების შედეგებს არ განვიხილავთ.

ცხრილში მოცემული სიტუაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, დავუშვათ, რომ სხვებთან შედარებით, ზოგიერთ ინდივიდს აგრესიისადმი უფრო მეტი მიდრეკილება აქვს.

მკვლევარებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ტვინსა და ჰორმონალურ განსხვავებებზე, რომლებიც შესაძლოა ასევე ზრდიდნენ ან ამცირებდნენ აგრესიული ქცევებისადმი მიდრეკილებას. ტვინის გარკვეული სტრუქტურები, როგორიცაა ამიგდალა და ქერქის გარკვეული უბნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემოციების გამოხატვასა და რეგულირებაში.

ასევე კვლევებმა ცხადყო, რომ აგრესიაში ზოგიერთი ინდივიდუალური განსხვავება, შესაძლოა სტრესზე ფარულ რეაქციებს ასახავდეს.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ იმპულსურ აგრესიას და ინსტრუმენტულ აგრესიას. იმპულსური აგრესია სიტუაციაზე რეაქციაა და ემოციით აღიძვრება; ადამიანები აგრესიული აქტებით რეაგირებენ ემოციურად დატვირთულ მომენტში. თუ თქვენ ავტოკატასტროფის შემდეგ გამართულ ხელჩართულ ჩხუბს ხედავთ, ეს იმპულსური აგრესიის მაგალითია. ინსტრუმენტული აგრესია მიზანმიმართული და კოგნიტურად გააზრებულია. ასეთ შემთხვევებში ადამიანები გეგმავენ და ფიქრობენ მასზე, რათა მიაღწიონ სასურველ შედეგს (მაგალითად ძარცვა).

იმპულსური აგრესია – ემოციებით გამოწვეული აგრესია, განსაკუთრებით მწვავე სიტუაციებზე საპასუხოდ.

ინსტრუმენტული აგრესია – კოგნიტურად დასაბუთებული აგრესია, რომელიც წამოიქმნება მიზნის მისაღწევად და მოფიქრებულად

ფრუსტრაცია – აგრესიის ჰიპოტეზა

"ნამდვილად მძიმე დღე იყო იმ დღეს, ბოლო რეგისტრაცია უნდა გამევლო კურსზე. ვერც ვერავინ ვნახე რომ დამხმარებოდა. როდესაც მეათასედ მითხრეს: "თქვენ სხვა კანცელარიას უნდა მიმართოთ",

- ისე გავგიჟდი ფაქტიურად კარი გავამტვრიე".

ეს ამბავი ერთი კონკრეტული მაგალითია იმისა, რასაც ფრუსტრაცია – აგრესიის ჰიპოტეზას უწოდებენ. ამ ჰიპოტეზის თანახმად ფრუსტრაციას მაშინ აქვს ადგილი როდესაც ადამიანებს ხელი ეშლებათ დასახული მიზნის მიღწევაში. ფრუსტრაციის ზრდის პირობებში კი დიდია აგრესიის გამოვლენის ალბათობა. კავშირი ფრუსტრაციასა და აგრესიას შორის მრავალი ცდითაა დადასტურებული. მაგალითად ბავშვებმა, რომელთა იმედიც არ გამართლდა – მათ არ მიეცათ განსაკუთრებით მიმზიდველი სათამაშოებით თამაშის უფლება, აგრესია გამოავლინეს ამ სათამაშოების მიმართ, როგორც კი მათი ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მიეცათ.

ფრუსტრაცია - აგრესიის ჰიპოტეზა – მოცემული ჰიპოტეზის თანახმად, ფრუსტრაცია ჩნდება სიტუაციებში, რომლებშიც ადამიანებს საშუალება არ ეძლევათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს; ფრუსტრაციის აღძვრა კი, თავის მხრივ, იწვევს აგრესიის განხორციელების ალბათობის გაზრდას.

სიტუაციური გავლენები

შეეცადეთ გაიხსენოთ ბოლოს როდის განახორციელეთ აგრესიული ქცევა. შესაძლოა ეს არ იყოს ფიზიკური აგრესია: თქვენ შესაძლოა უბრალოდ სიტყვიერად შეურაცხყავით ვინმე, იმისათვის, რომ მასში სტრესი გამოგეწვიათ. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ გამოიწვია თქვენი აგრესია კონკრეტულად ამ სიტუაციამ? თქვენს კონფლიქტს ამ ადამიანთან უფრო დიდი ისტორია აქვს თუ ეს ერთჯერადი ურთიერთობა იყო? თქვენ მის მიმართ ძალიან აგრესიულად იყავით განწყობილი, თუ უბრალოდ იმ მომენტში იყავით გაღიზიანებული? ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შეკითხვებისა, რომელსაც მკვლევარები სვამენ აგრესიასა და სიტუაციას შორის კავშირის კვლევისას.

ტემპერატურა და აგრესია

"ცხელი ზაფხული იყო, ჩემს მანქანაში კონდიციონერი გაფუჭდა და თანაც იმ ბიჭმა გზა ჩამიჭრა, მეც გავეკიდე და ვეცადე ზედ გადამეარა"

არსებობს თუ არა კავშირი ტემპერატურასა და აგრესიას შორის? იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში ასახული მონაცემები. ეს მონაცემები იმ ექსპერიმენტის შედეგებია, რომელშიც გამოკვლეული იყო ტემპერატურის გავლენა ბოლო ორი წლის განმავლობაში მინეაპოლისში (მინესოტის შტატი) მომხდარ თავდასხმებზე. დიაგრამას 36617 აღრიცხული თავდასხმის ანალიზი უდევს საფუძვლად. როგორც ვხედავთ ტემპერა - ტურასა და აგრესიას შო - რის კავშირი არსებობს.

სურათიდან ჩანს თავდასხმების საშუალო რაოდენობა (სამი საათის განმავლობაში)როგორც ტემპერატურის შედეგი დროის იმავე პერიოდში(ტემპერატურები მოცემულია ფარენგეიტების სკა - ლაზე).აგრესია მნიშვნელოვნად იზრდება 75 გრადუ - სიდან(24ჩ).

პირდაპირი პროვოკაცია და ესკალაცია

"ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვცდილობდი, რამე მაინც გამეკეთებინა. ვიღაც ორი ქალი ძალზე ხმამაღლა საუბრობდა, რითაც გარშემომყოფებს აწუხებდა. მე ორჯერ ვთხოვე მათ რომ ცოტა ხმადაბლა ესაუბრათ, მაგრამ მათ ხმას უფრო აუწიეს! მაშინ ვუთხარი, რომ ისინი ტუტუცები და გონებაჩლუნგები იყვნენ და თუ ახლავე არ მოკეტავდნენ, ბიბლიოთეკიდან მოვისვრიდი. ამან იმოქმედა".

თქვენთვის აღმოჩენა არ იქნება, რომ პირდაპირი პროვოკაცია აგრესიას იწვევს, ანუ როდესაც ვინმეს ქცევა გაბრაზებთ, ან წონასწორობას გაკარგვინებთ და თანაც, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს განზრახ ხდება, მოსალოდნელია, რომ მას თქვენ ფიზიკური ან ვერბალური აგრესიით უპასუხოთ. პირდაპირი პროვოკოციის ეფექტი შეესაბამება ზოგად მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სიტუაციებს, რომლებიც უარყოფით შედეგებს იწვევენ, შეუძლიათ აგრესიის გამოვლენამდე მიგვიყვანონ. აქ წინასწარ - განზრახულობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვინაიდან ადამიანები ნაკლებად არიან მიდრეკილი განზრახვის გარეშე შესრულებული მოქმედებების უარყოფითად შეფასებისაგან ( მაგალითად, უნებური შეცდომა).

ამ ამბის მეორე დამახასიათებელი ნიშანი, პროვოკაციის გარდა, ესკალაციაა: ვინაიდან პროვოკაციაზე რეაქციამ შედეგი არ გამოიღო, სტუდენტის შემდგომი რეაქციაც უფრო აგრესიული გახდა.

გამოხატე სიბრაზე !

ინსტიქტი არის ბუნებრივი გზა გამოხატო გაბრაზება რათა უპასუხო აგრესიას. გაბრაზება არის ბუნებრივი, ადაპტური პასუხი საფრთხეზე. ხშირად აგრესია გვაძლევს საშუალებას ვიბრძოლოთ და დავიცვათ თავი როდესაც საფრთხეში ვართ. გარკვეული ოდენობით სიბრაზის ემოციები აუცილებელია ჩვენი სიცოხლისათვის.

ბრაზის გამოხატვა დადებითი ფორმით და არა აგრესიული მანერით არის ჯამრთელობის შენარჩუნების გზა. საჭიროა იმის სწავლა, თუ როგორ შეგვიძლია სიბრაზის გამოხატვა ისე, რომ არ დავაზიანოთ სხვა. გაბრაზება შესაძლებელია დაითრგუნოს და შემდეგ გადასტრუქტურირდეს ან გადამისამართდეს. ეს ხდება მაშინ როდესაც ჩვენ ვიკავებთ ბრაზს, ვწყვეტთ ამის შესახებ ფიქრს და ფოკუსირებულები ვართ პოზიტიურ საკითხებზე. მიზანი არის სიბრაზის შეკავება ან დაფარვა და გადასტრუქტურირება უფრო კონსტრუქციულ ქცევად.

გამოუხატავმა აგრესიამ შეიძლება შეუქმნას სხვას პრობლემა. ამან შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის პათოლოგიური გამოვლინებები, როგორიც არის, ფარული აგრესიული ქცევა (მიზეზის ახსნის გარეშე ხალხზე ფარული შეტევა) ან პიროვნული, რომელიც შეიმჩნევა მუდმივ ცინიზმში და მტრულ დამოკიდებულებაში. აქედან გამომდინარე, ასეთი შემთხვევბის დროს ადამიანებს ბუნებრივია ნაკლებად წარმატებული ურთიერთობა აკავშირებთ გარშემომყოფებთან.

და ბოლოს, ჩვენ შეგვიძლია შინაგანად დავმშვიდდეთ. ეს არ ნიშნავს მხოლოდ გარე გამოხატული ქცევის კონტროლს, არამედ შინაგანი რეაქციის კონტროლსაც. პირველი ნაბიჯია შეამცირე შენი ემოციიის წილი, დამშვიდდი და მიეცი თავს საშუალება იგრძნო სიმშვიდე. აგრესიის მენეჯმენტის საბოლოო მიზანი არის შემცირდეს ემოციური ფონი და ფსიქოლოგიური აგზნება, რომლიც იწვევს აგრესიას.

აგრესიის გამოხატვის, სიბრაზის სიმპტომები

კულტურული შეზღუდვები

აგრესიული ქცევა ადამიანის ევოლუციური მემკვიდრეობის ნაწილს წარმოადგენს და გარკვეულ სიტუაციურ ფაქტორებს შეუძლიათ ამ აგრესიული მიდრეკილებების აღძვრა. ასეთ ვითარებებშიც კი, სხვადასხვა ტიპის მონაცემები მოწმობს, რომ ინდივიდის მხრიდან აგრესიის გამოვლენის შესაძლებლობები შეზღუდულია კულტურული ნორმებითა და ფასეულობებით. ამ მოსაზრების დასადასტურებლად უბრალოდ შევადარებთ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ჩადენილ მკვლელობების ფაქტებს. ამერიკაში 7 - 10 - ჯერ მეტი მკვლელობა ხდება, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. რა ფაქტორები განაპირობებს ასეთ დიდ განსხვავებას?

"მე" - კონსტრუქციები და აგრესიული ქცევა

დასავლური კულტურების უმეტესობა ასახავს "მე" - ს დამოუკიდებელ კონსტრუქციებს, მაშინ, როდესაც აღმოსავლური კულტურების უმრავლესობა – "მე" - ს ურთიერთდამოკიდებულ (ერთმანეთზე დამოკიდებულ) კონსტრუქციებს. რა შედეგები აქვს ამ განსხვავებებს აგრესიულ ქცევებთან მიმართებით? გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი თავს საკუთარი კულტურის სხვა წევრებთან ფუნდამენტურად დაკავშირებულად თვლის, მისგან ნაკლებად არის მოსალოდნელი აგრესიული რეაქციები; ეს ხომ საკუთარი "მე" - ს წინააღმდეგ იქნება მიმართული.

აგრესიული ქცევის ნორმები

აქამდე მიგვაჩნდა, რომ კულტურები, რომლებიც დამოუკიდებელი "მე"_ს კონსტრუქტებით ხასითდებიან, უფრო მეტად უწყობენ ხელს აგრესიულ ქცევას. ევროპულ კულტურები, რომლებშიც მკვლელობების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ა.ა.შ_ში, ასევე შედიან დამოუკიდებელი "მე_ს" მქონე გაფართოებულ წრეში. საინტერესოა რა დამატებითი კულტურული ფაქტორები ერთვება ამ პროცესში?

ერთ-ერთი ფაქტორია გარემოში არსებული აგრესიული ქცევების მოდელების ხელმისაწვდომობა. ბავშვები ძალზედ სწრაფად ითვისებენ აგრესიულ ქცევებს უფროსებისაგან. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, როდესაც ბავშვები უფროსების მიერ სათამაშო პლასტიკური თოჯინების ცემის, ხელის კვრის და ფეხით შედგომის მაგალითებს ხედავდნენ, შემდგომ, ძალზედ დიდი სიხშირით, თვითონაც იმეორებდნენ მათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვები, რომლებიც არ ესწრებოდნენ უფროსების ასეთ აგრესიულ გამოვლინებებს.

ტელევიზია უზარმაზარი ოდენობით პირდაპირ სახლში აწვდის ბავშვებს აგრესიული ქცევის მოდელებს, რითაც ხელს უწყობს ძალადობის იმიტაციას (Xomestock & Sarer, 1999). შესაძლებელია სწორად ეს იყოს ერთ - ერთი ფაქტორი, თუმდაც ა.შ.შ. - ში ძალადობის გამოვლიების სიხშირის ფაქტის ამხნელი, ვინაიდან ამ კულტურაში ყველაზე თვალში საცემია სატელევიზიო ძალადობა.

რათქმა უნდა მრავალი ბავშვისათვის აგრესიის მოდელი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არსებობს. ბავშვები აგრესიულ ქცევებს შესაძლოა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხედავდნენ. ბავშვები რომლებიც ხშირად ისჯებიან ფიზიკურად, შემდგომ, თვითნაც ხშირად იყენებენ სხვების ქცევების კონტროლის მიზნით.

რჩება კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს აგრესიული ქცევის გამოწვევაში. ადამანები ზოგჯერ იქცევიან აგრესიულად წინასწარშექმნილი სტერეოტიპების და ცრურწმენების გამო. აგრესიული ქცევა ხორციელდება განსხვავებულ ეთნიკურ თუ რასობრივ ჯგუფების მიმართ, რომელებიც მიეკუთვნებიან ისეთ ჯგუფებს, რომელსაც უწოდებენ "სხვებს".

როგორ ვმართოთ ბრაზი კონსტრუქციულად

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ბრაზი მტკივნეული ემოციაა, თუმცა ისეთივე ნორმაა როგორც სიხარული. ადამიანი თავად ქმნის ცნობიერად თუ არაცნობიერად საკუთარ აგრესიას. თუ დაკვირვებიხართ, რომ ერთმა მოვლენამ შეიძლება ერთ ადამიანში გაბრაზება გამოიწვიოს და მეორეში კი - არა. ბრაზის შეიძლება იყოს კიდეც ჯანსაღი, თუმცა მტრობა – არასდროს. შესაძლოა აგრესია და მისი გამომწვევი მიზეზები მალავდეს ჩვენს შინაგან რეალურ შეგრძნებებს, რომელბიც დაკავშირებულია ტკივილთან, შიშთან და შფოთვასთან. როგორც ყველა ემოციასთან, ასევე ბრაზთან გამკლავება ადვილდება პრაქტიკასთან ერთად და როგორც წესი აუმჯობესებს ურთიერთობებს.

გაბრაზებაზე რეაქციები ძირითადად შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: "გაცეცხლება", "აფეთქება", "სიმშვიდის დაკარგვა" და სხვა.

აგრესიის მართვა ეხმარება ადამანს გააცნობიეროს გამღიზიანებელი, შეაფასოს და შეცვალოს ქცევაში გამოხატული აგრესია.

ნუ მიიტანთ ყველაფერს ახლოს გულთან, ჯანმრთელი აგრესია ნორმალურია.

კოგნიტური რესტრუქტურირება

კონგიტური რესტუქტურირება მარტივად ნიშნავს ფიქრის მეთოდის შეცვლას. გაბრაზებული ადამიანი გამოხტავს აგრესიას. როდესაც გაბრაზებულები ვართ, ჩვენ შეიძლება ფიქრისას გავაზვიადოთ და მოვახდინოთ ფაქტის დრამატიზირება. სცადე შეცვალო შენი აზრები რაციონალური აზროვნების მიმართულებით. ნაცვლად იმისა, რომ უთხრა საკუთარ თავს "ეს საშინელებაა, საზარელია, ყველაფერი დანგრეულია," თქვი - "ეს ხელის შემშლელია და გაუგებარია, რომ მე გაბრაზებული ვარ ამის გამო, მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული".

ფრთხილად იყავი ისეთ სიტყვებთან, როგორიცაა "არასოდეს" ან "ყოველთვის", როდესაც საუბრობ საკუთარ თავზე ან ვინმე სხვაზე. ამგვარი უკიდურესი დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები გვიქმნიან განცდას, რომ ჩვენი გაბრაზება სამართლიანია და პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ამიტომ სასურველია "ცივი ლოგიკის" გამოყენება საკუთარ თავთან. საჭიროა შეგნებით მოვეკიდოთ ჩვენს მოთხოვნებს და გადავთარგმნოთ ჩვენი მოლოდინები სურვილებად. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ საჭიროა აღნიშნოს "მე ვისურვებდი" ნაცვლად "მე მოვითხოვ ან მე უნდა გავაკეთო". ეს არის გზა თავიდან ავიცილოთ ძლიერი ემოცია, როემლსაც თან სდევს არასასურველი შედეგი, კერძოდ ჯამრთელობის და სოციალური კონტაქტებში სირთულეები.

პრობლემის მოგვარება

ზოგჯერ ჩვენი გაბრაზება და ფრუსტრაცია გამოწვეულია რეალური და გარდაუვალი პრობლემების გამო ჩვენს ცხოვრებაში. ყველა გაბრაზება არ არის უადგილო, არამედ ზოგჯერ ჯამრთელობისთვის სასარგებლოა, გასცე ბუნებრივი პასუხი სამყაროში მიმდინარე სირთულეებზე. აქ ერთვება აგრეთვე კულტურული რწმენები, რომელიც ყველა პრობლემის გადაჭრაა.

თუ ვინმემ თქვენში დიდი აგრესია გამოიწვია, ესე იგი ის თქვენ გაკოტროლებთ.

შენი გარემოს ცვლილება

ზოგჯერ ჩვენი მოულოდნელი გარემომცველი ვითარება გაღიზიანების და გაბრაზების მიზეზს გვაძლევს. პრობლემებმა და პასუხისმგებლობამ შეიძლება დაგვამძიმოს და გვაგრძნობინოს, რომ "ხაფანგში" ვართ. მიეცი თავს შესვენების საშუალება. დარწმუნდი, რომ შენ გაქვს გარკვეული "პიროვნული დრო", აღნიშნული მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, ისეთი დღის დაგეგმვისას, რომელიც განსაკუთრებულად სტრესულია. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საჭიროა 15 წუთი შესვენება და ყველასაგან იზოლაცია, სიმშვიდე, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს თქვენთვის. ამგვარი მცირე შესვენების შემდეგ პიროვნება გამოიყურება უკეთესად მიიღოს ახალი კონტაქტები და ინფორმაცია.

შეჯამება

ევოლუციური ანალიზი მოწმობს, რომ აგრესიული ქცევებისადმი ადამიანის მიდრეკილება აღმოცენდება ისეთ შემთხვევბში, როდესაც მათ უნდა დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი შთამომავლობა. ექსპერიმენტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულობასთან დაკავშირებულია სხვადასხვა ბიოლოგიური და პიროვნული განსხვავებები. როდესაც ადამიანები განიცდიან ფრუსტრაციას საკუთარ მიზნებთან დაკავშირებით, აგრესიის გამოვლინების მეტი ალბათობა ჩნდება. გარემოს გარკვეულ მახასიათებელებს, მაგალითად, ტემპერატურას, აგრეთვე, შეუძლია შეცვალოს აგრესიულობის გამოვლენის ალბათობა. სხვადასხვა კულტურაში აგრესიული ქცევების გამოვლინების განსხვავებული ფორმა მკველევარებმა დაუკავშირეს "მე" - ს დამოუკიდებელ ან ინტერდამოკიდებულ მახასიათებელებს. ზოგიერთი კულტურა, აგრეთვე იძლევა აგრესიულობის მისაღები ფორმის მზა მოდელებს, რომლის სწრაფი ათვისება და მიბაძვით განხორციელება ხდება არასრულწლოვნებში.

დახმარებები და ტექნიკები აგრესიის კონტროლისათვის

1. "აიღე შესვენება" - დაითვალე 10_მდე სანამ რეალურ ქცევას განახორციელებ, რა შემთხვევაშიც შეიძლება დაიცალოს, შემცირდეს დაძაბულობა და თქვენი რეაქცია მეტად იყოს სიტუაციის შესაფერისი.

2. "გამოყავი გარკვეული სივრცე" - დაშორდი იმ ადამიანისაგან, რომელიც იწვევს შენში სიბრაზეს, სანამ ფრუსტრაცია ოდნავ მაინც არ დაიკლებს.

3. "გააკეთე რამე სავარჯიშოები" - ფიზიკური აქტივობები უზრუნველყოფს ემოციების გამოსვლას, განტვირთვას და ხელს უწყობს რელაქსაციას. განსაკუთარებით მაშინ, როდესაც მუდმივად სტრესული ფონია. საჭიროა გამამხნევებელი სეირნობა ან სირბილი, ცურვა, ან სიმძიმის აწევა.

4. "მას შემდეგ რაც წყნარად ხარ, გამოხატე შენი აგრესია" - ჯამრთელობისთვის სასარგებლოა აგრესიის გამოხატვა კონტროლირებადი გზით.

5. "კარგად დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი" - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ხელსაყრელია ვთქვათ რამე, რაც ჩვენ მწუხარებას და ბრაზს გამოხატავს. სასარგებლოა მოხდეს წინასწარ იმის ჩაწერა ან გააზრება, თუ რისი თქმა გვინდა. გაღიზიანებულ განწყობაზე შესაძლოა თავიც ვერ მოაბათ სათქმელს, ან აზრი არასწორად გამოხატოთ.

6. "გააიგივე სიტუაციების გადაჭრისათვს საჭირო გზები" - იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინო იმაზე თუ რამ ან ვინ გამოიწვია მწვავე გაბრაზება, იმუშავე იმ ადამიანთან ერთად, ვინც გაგაბრაზა, რათა გადაჭრა სადავო საკითხი.

7. გამოიყენე "მე" მტკიცებითი ფორმით, როდესაც აღწერ პრობლემას - ეს დაგეხმარება თავიდან აირიდო კრიტიკა და ბრალდება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სხვა პიროვნების გაბრაზება ან განაწყენება. იმის ნაცვლად, რომ თქვა: "შენ უნდა დამხმარებოდი მე სახლის საქმეში". სასურველია თქვა "მე დაღლილი და ნაწყენი ვარ რადგან არ დამეხმარე სახლის საქმეში":

8. "არ დაიტოვო უკმაყოფილება" - შენ შიგიძლია მიაწოდო და დაუფიქსირო სხვა ადამიანს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისმა საქცილემა გაგაბრაზათ, ან გული დაგწყვიტათ, ეს დაგეხმარებათ ორივეს. ნაკლებად რეალურია სხვისგან ელოდო ისეთ ქცევას, მაგალითად როგორიც შენ გინდა.

9. "გამოიყენე იუმორი, რათა განიტვირთო დაძაბულობისაგან" - არ გამოიყენო სარკაზმი, იფიქრე - ამან შეიძლება დააზნიანოს გრძნობა და საკითხი გაუარესდეს.

10. "პრაქტიკული რელაქსაციის უნარები" - ისწვალე და შეიძინე დასვენების უნარი. პრაქტიკულია ღრმად სუნთქვის სავარჯიშო, ვიზუალური დასვენების სცენა ან დამამშვიდებელი სიტყვების გამეორება ან ფრაზის საკუთარ თავში, მაგალითად: "მიიღე მარტივად". აგრესიისაგან თავის დაღწევის სხვა საშუალებები მცირე გაბრაზებისას მოიცავს მუსიკის მოსმენას, ჟურნალების კითხვას და იოგის ვარჯიშებს.

გააკონტროლე აგრესია, სანამ ის გაგაკონტროლებს

აგრესიის მართვის ტექნიკა N1 - სტრესის გაცნობიერება

სიბრაზის კონტროლისას მნიშვნელოვანია გაგება, მიხვედრა თუ სტრესი რამდენად მნიშვნელოვანია გაბრაზებისას და როგორ უნდა შევამციროთ სტრესი სანამ აგრესიაში გადავა.

აგრესიის მართვის ტექნიკა N2 - ემპათიის (განცდის) განვითარება

აგრესიის კონტროლის უნარი ფოკუსირებულია ემპათიისა და აგრესიის მართვის ურთიერთკავშირზე და იმაზე, თუ ადამიანს როგორ შეუძლია შეამციროს აგრესია საკითხის სხვისი პერსპექტივიდან დანახვის სწავლით ანუ მოვლენის ობიექტივაციით.

აგრესიის მართვის ტექნიკა N3 - პასუხი ნაცლად რეაქციისა

ეს ბრაზის მარტვის ტექნიკები გვაძლევს შესაძლებლობას ვუპასუხოთ, იმის ნაცვლად, რომ ავტომატური ბრაზის ან სტრესის რეაქცია განვახორციელოთ. ადამიანს აქვს უნარი თავიანთი აგრესიის გამოხატვის ფორმებიდან ამოირჩიოს და შემდგომ ისწავლონ ახალი გზები, რომელიც უფრო ეფექტურია საკუთარი საჭიროებებისათვის, გრძნობებისა ან მოთხოვნებისათვის.

აგრესიის მართვის ტექნიკა N4 - შეცვალე სასაუბრო თემა შენს თავთან

ეს ტექნიკა უზრუნველყოფს გაცნობიერების და მოდიფიკაციის სწავლებას. "თავთან საუბარი" - ის შეცვლის სწავლა გვაძლევს საშუალებას შემცირდეს აგრესია დროში უფრო ეფექტურად, იმის გააზრებით თუ რამდენად ძლიერად გრძნობ აგრესიას, რამდენ ხანს გრძნობს აგრესიას და როგორ შეიძლება მისი გამოხატვა.

აგრესიის მართვის ტექნიკა N5 - პოზიტიური განწყობა

ეს კონკრეტული ტექნიკა გვაძლევს საშუალებას სამართლიანად და ეფექტურად გამოვყოთ სიტუაციის ნათელი მხარეები, იმის გაცნობიერებით თუ როგორ ვგრძნობთ თავს და ვუპასუხოთ საკითხს ბრაზის ან მტრული განწყობის გარეშე.

აგრესიის მართვის ტექნიკა N6 - პატიება, მაგრამ არა დავიწყება

აღშფოთება არის სიბრაზის ფორმა, მისი შენარჩუნება უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ის პირი, ვინც გამოიწვია წყენა. მიიღე გადაწყვეტილება "წინ" (საკუთარი თავის დასაცავად) არის ხშირად პატიების პროცესი ან საბოლოოდ მოვლენის მიღება. ძირითადი ნაბიჯი არის აგრესიის კონტროლის მიმართულებით მოქმედება.

აგრესიის მართვის ტექნიკა N7 - განმარტოება და ფიქრი საკითხებზე.

ეს იარაღი გულისხმობს საკუთარი თავის ამოღებას რთული სიტუაციიდან, საჭიროა დროებითი შესვენება, სანამ გამოიყენებთ აგრესიის მართვის რამე ძირითად წესს.

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ემოციები, ფსიქოლოგია

ნახვა: 3333

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters