აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღინიშნება ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. სახარებაში მოთხრობილია, რომ მაცხოვარმა მოციქულები გაიყვანა ზეთისხილის მთაზე, სადაც გადასცა ბოლო დარიგება და მათ თვალწინ მოიცვა იგი ღრუბელმა და ამაღლდა ზეცად. იხილეთ:

წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგება

ამაღლების დღესასწაულის შესახებ

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, apostles, ascensio iesu, ascension, clouds, deal, holiday, john chrysostom, mount, olives, preaching, qwelly, virgin, ამაღლება, ამაღლება უფლისა, ამაღლების მთა, ბეთანია, დარიგება, დღესასწაული, ელეონის მთა, ზეთისხილი, ზეთისხილის მთიდან ამაღლება, თაბორის მთა, იესოს ამაღლება, იოანე ოქროპირი, მოციქულები, ოქროპირი, უფლის ამაღლება, ქადაგება, ღრუბელი

      სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

      უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა "თითქოსდა" აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:

      "და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი" (საქმე 1. 10-11).

     ჰოი, რაოდენი იღვაწა მან, სახიერმა, უკეთურ მონათა გამო! ჩამოვიდა ცათაგან; ავიდა ცათაკენ; კვლავ მოვა ცათაგან. მაგრამ მოვა როგორ? არათუ სხვა ჰიჰოსტასში გადასული, არამედ - ხორცის სახეში, ადამიანურ დასახულობაში; არათუ, ცხადია, მდაბალთა მოქმედი, როგორც პირველად, არათუ ნავში მძინარე, არათუ დაღლილობისგან წყურვილით პყრობილი ჭასთან, არათუ ვირის ჩოჩორზე მჯდარი, არამედ ღრუბლის სახოვან ეტლზე დაბრძანებული,¹ არა მებადურთა მხმობელი, არამედ ანგელოზთაგან დაფარული, არა მსაჯულის დალიჭთან² მდგარი, არამედ - კიდით კიდემდე მსოფლიოს განმსჯელი თვითვე და მებადურებისთვისაც კი მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელი, როგორც გვასწავლის თავადაც, რაჟამს ეუბნება მოწაფეებს:

     "როდესაც დაჯდება ადამიანის ძე თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს" (მათე 19.26).

     იუდეველებს კი ასე მიმართავს:

     "თუ მე ბელზებულის მიერ განვაგდებ ეშმაკებს, თქვენი შვილები ვის მიერ განაგდებენ? ამის გამო ისინი თქვენი მსაჯულები იქნებიან" (მათე 12.27).

     თვით მოწაფეებიც იუდეველთაგან იყვნენ, მაგრამ ისინი იუდეველებისას არ იზრახავდნენ, არამედ თავის მონათესავე უფლისმკვლელებზე უფრო ქრისტეს ვნებებს და წყლულებს მიაგებდნენ პატივს.

     დიდი საკვირველებაა, უჩვეულო სასამართლოა ეს სახილველი: მებადური განსჯის, ფარისეველი კი განისჯება. კარვის მკეთებელი² სიტყვახსნილად მჯდომარეა, მღვდელთმთავარი კი კვნესით იღებს სასჯელს.

     რად ურტყეს მეუფეს სახეში, თავზე რად სცეს მას მუშტი, ბოლოს - რად მოკლეს მემკვიდრე სავენახის გარეთ? რად დაატყვევეს მათ პეტრე, რად დააწყლულეს პავლე? უცნაურმა მღვდელთმთავარმა ანანიამ ხომ ისიც უბრძანა მის მსახურთ, პირში ერტყათ პავლესთვის, იმ პირში, რომელიც იყო პირი მაღლისა, პირი ჭეშმარიტებისა, აჟღერება სიცოცხლისა, - უძლიერესი ყველა საყვირზე, უმწყობრესი ყველა ჰარმონიაზე, ორღანო ქრისტესი, სალამური სულისა, - რადგან რაც სულს ესათნოებოდა, ის იქადაგა პავლემ თავისი ენით. ვფიქრობ, დავითი პავლეს პირით ამბობს: "ენა ჩემი - კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა" (ფს. 44.2). როგორ განჭვრიტა პავლემ წინასწარ ის სასჯელი, რაც ანანიას მოელოდა? "ღმერთი განიზრახავს შენს ცემას, შეთეთრებულო კედელო" (საქ. 23.3). "შეთეთრებული კედელი" ესაა გალამაზრებული საფლავი, გარედან მყრალი, შიგნიდან მკვდარი.

     ამგვარად, რადგან გველოდება ნასაქმევთა გამო სიტყვის მიგება და მსოფლიო სასამართლო, სადაც მოგვეთხოვვბა ყოველივე ის, რაც იგავთა მიერ გაგვიცხადა უფალმა (თუ როგორ მოვიხმარეთ ტალანტები, თუ რატომ უარვყავით საიდუმლო ქორწილი, როგორ ვატარეთ საქორწინე ლამპარი, როგორ აღვაორძინეთ თესლი, როგორი ნაყოფი შევძინეთ სავენახეს და სხვა), ამიტომ ტალანტად ვაქციოთ ცხოვრება, შევცვალოთ ის, რაც ამცხოვრებისეულია; ნუ ვივაჭრებთ ვერცხლით, ნუ მოვიხვეჭთ ოქროს, ნუ ვიქნებით სულთამხუთავი მევალეები, რადგან ამას ყოველივეს განეკრძალვის თვით მსაჯულიც, არამედ ვზრდიდეთ ღარიბებს, გვიყვარდეს უცხონი, ღვთისადმი ვხმობდეთ და აღვასრულებდეთ ყოველივე იმას, რასაც ძალუძს დააცხროს მსაჯულის რისხვა. ისწავლე უცხოთმოყვარეობის სარგებელი, მზერა მიაპყარ აბრაამს, აწონ-დაწონე ნინეველთა ვედრების სიკეთე, განჭვრიტე ის საუნჯე მოწყალებისა, ტაბითას რომ ჰქონდა, რომელიც უსულოდ იყო დადებული საწოლზე და საფლავში ჩამარხვა ელოდა, მაგრამ ქვრივები გარს შემოერტყნენ პეტრეს, უჩვენებდნენ, გარდაცვლილისგან რაც ბოძებული ჰქონდათ და, ასე, ჯოჯოხეთიდან ამოიტაცეს მკვდარი (საქ. 9.39 და შემდეგ).

     ამრიგად, თუ მკვდარი სხეული ქვრივთა ცრემლებმა გააცოცხლეს (ცხადია, რომ იგი კვლავ მოკვდებოდა), როგორ გგონია, სიკეთეთა ნაცვალგების ჟამს რაოდენს მიანიჭებს მსაჯული მათ, რომლებმაც უშურველი მარჯვენით იღვაწეს გლახაკთა დაპურება და არ უგულებელყვეს ღარიბთაგან დასტური? [4]

     დიახ, მაშინ იქნება წარუწყმედელი საბოძვარი, რაჟამს აღარ დადგება სიკვდილი შუაში, არამედ მარადიულად განივრცობა სიცოცხლე, რადგან თქმულია: "საყვირს დასცემს და ქრისტეში აღდგებიან მკვდრები, უხრწნელნი" (I კორ. 15.52) და უცვლელნი, მეუფის მსგავსად, და როგორც მიიღო იგი ღრუბელმა, ასევე ჩვენც, პავლეს თქმისებრ, "ღრუბლებში ავიტაცებით" (I ითეს. 4.16) და როგორც აღვიდა იგი საყვირის ხმაში და ხმიანობაში, ამავე სახით ჩვენც ძილის მსგავსად განვიშორებთ სიკვდილის ღრუბელს მთავარანგელოზური საყვირის მიერ და ცხოვრების წინამძღვარს თანაშევერთვით, "და ასე, როგორც თქმულია, მარადის უფალთან ვიქნებით" (იქვე), ყველანი, რომლებიც უფლისას ვიზრახავთ და ვიცავთ მის მცნებებს. მოხდეს ისე, რომ ყველა ჩვენგანი ეღირსოს იმ ნეტარ ცხოერებას: "კარგია, მონავ კეთილო და სანდოო, მცირეზე სანდო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი უფლის სიხარულში" (მათ. 25.21), რომლისაც არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

"სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები" II

თბილისი, 2004 წ.


[1] - სიტყვ. "ღრუბლისსახოვანი ჩოჩორით ტარებული"

[2] - "დალიჭი" - ძვ. ქართ. სამსჯავრო, სასამართლო

[3] - ე.ი. უბრალო ხელოსანი

[4] - ე.ი. უმნიშვნელოდ არ ჩათვალეს ის, რომ ღარიბები დაადასტურებდნენ მათ ქველმოქმედებას

ტეგები: Qwellyland, დარიგებანი, ოქროპირი, სადღესასწაულო, საუფლო, ქადაგება

ნახვა: 1256

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters