სოკრატე (Σωκράτης)

წყაროები სოკრატეზე

       სოკრატე (ბერძნ. Σωκράτης) (დ. 4 ივნისი, ძვ. წ. 470 - გ. 7 მაისი, ძვ. წ. 399) - ბერძენი (ათენის) ფილოსოფოსი. სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს. ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომში „სოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო. ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია. უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტის „ნადიმში“ სოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტის „ნადიმში“ ასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა.

 

განაჩენი და სიკვდილი

       სოკრატეს ცხოვრება მოუწია ათენის პოლისის განვითარების უმაღლესი მწვერვალიდან დაღმასვლამდე გარდამავალ პერიოდში, სპარტანელთა და მათ მოკავშირეთა მიერ პელოპონესის ომში ათენელთა დამარცხების შემდგომ. ამ პერიოდში, როცა ათენი ცდილობდა სამარცხვინო დამარცხების შემდგომ ძალების აღდგენას, ათენის არეოპაგს სამმა წამყვანმა სახალხო ფიგურამ მიმართა, რათა სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნისთვის გაესამართლებინათ. ძველი ბერძნების წარმოდგენით თითოეულ პოლისს ჰყავდა მფარველი ღვთაება. საყოველთაოდ მიჩნეულ იქნა, რომ ათენის პელოპონესის ომში დამარცხებით ათენა, ათენის მფარველი ქალღმერთი, მის მოქალაქეებს ურწმუნოებისთვის სჯიდა. სოკრატეს მსოფლხედველობა ღმერთთა განკითხვად მიიჩნეოდა, და არსებული პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეს არასასურველი იყო. მოქალაქეთა აზრით ათენს არ სჭირდებოდა ათენასგან უფრო დიდი სასჯელი ერთი ადამიანის გამო, რომელიც მისა თუ სხვა ღმერთების განკითხვას ბედავდა. თუმცა პლატონის პოლოგიაში სოკრატე დაჟინებით უარყობს ამგვარ ბრალდებას. სასამართლო პროცესზე სოკრატე წაყენებული ბრალდებებით დამნაშავედ სცნეს და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა. პლატონის აპოლოგიაში მოყვანილ სოკრატეს დაცვის სიტყვაში, სოკრატეს მიერ ათენელთა თავის მობეზრება იმით დაიწყო, როცა მისმა მეგობარმა ხერფონმა დელფოს სამისნოს ორაკულს ჰკითხა თუ სოკრატეზე ჭკვიანი ვინმე არსებობდა; რაზეც ორაკულმა უარყოფითი პასუხი გასცა. სოკრატეს აზრით ორაკულის სიტყვები ორაზროვანი იყო და ოკრატეზე უფრო ჭკვიანი ადამიანის პოვნას ისახავდა მიზნად. ათენის მოქალაქეებს იგი ცხოვრების ავ-კარგიანობაზე მათი ცოდნის შესახებ ეკითხებოდა. აღმოაჩინა რა, რომ საპირისპიროს რწმენის მიუხედავად მათ არაფერი იცოდნენ, სოკრატემ დაასკვნა, რომ ის სხვებზე უფრო ჭკვიანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საკუთარი უმეცრება გათვითცნობიერებული ჰქონდა. სხვათა წარმოდგენა საკუთარ ცოდნაზე კი მცდარი იყო.

 

 

ფილოსოფია

სოკრატეს მეთოდი

       დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად. ამ მეთოდით, შეკითხვათა სერია დაისმის, რათა გაირკვეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქვეცნობიერი რწმენები და მათი ცოდნის ხარისხი. სოკრატესეული მეთოდი ჰიპოთეტური გამორიცხვის ნეგატიური მეთოდია, სადაც უკეთესი ჰიპოთეზები ჩნდება კონფლიქტური ჰიპოტეზების მუდმივი გამოვლენითა და გამორიცხვით. მისი მიზანია აიძულოს ადამიანი შეაფასოს საკუთარი შეხედულებები და ათი საფუძვლიანობა.

 

ფილოსოფიური შეხედულებები

       სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებების აღწერა საკმაოდ რთული საქმეა. ვინაიდან მას თავად არაფერი დაუწერია, ძირითადი დასაყრდნობი ქსენოფონტისა და პლატონის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აღწერებია. დებატები თემაზე, სინამდვილეში სოკრატეს მოსაზრებანი პლატონს ეკუთვნის თუ არა, დღემდე აქტუალურია, და ამის კონკრეტული დამასაბუთებელი წყარო არ არსებობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სოკრატეს საერთოდ არ გააჩნდა რაიმე გარკვეული შეხედულება ან რწმენა და მისი მიზანი მხოლოდ შეფასება იყო. „რესპუბლიკაში“ მოყვანილი ტევადი თეორიები მიჩნეულია თავად პლატონის მოსაზრებებად. სხვანი ამტკიცებენ, რომ სოკრატეს სინამდვილეში გააჩნდა საკუთარი პოზიცია, თუმცა ძნელია მასსა და პლატონს შორის საზღვრის გავლება, ვინაიდან თვით პლატონის დრამატული წერის სტილის ინტერპრეტაციაც კი თითქმის შეუძლებელია. მაშასადამე, ეს ფაქტი მხედველობაში უნდა ვიქონიოთ სოკრატესეული ნააზრევის ინტერპრეტაციის მცდელობისას. „დიალოგებიდან“ შეიძლება დავასკვნათ, რომ სოკრატეს მხოლოდ ორი მასწავლებელი ჰყოლია: პროდიკუსი, გრამატიკოსი, და დიოტიმა, ქალი მანტინეადან, რომელმაც მას ეროსის, ანუ სიყვარულის შესახებ ასწავლა. მისი ცოდნა სხვა თანამედროვე მოაზროვნეთა შესახებ, მაგ. პარმენიდე და ანაქსაგორა, ნათელია რამდენიმე იალოგიდან და ისტორიული წყაროები ხშირად მათაც მოიხსენებენ, როგორც სოკრატეს მასწავლებლებს. თავად აპოლონიც შეიძლება მივიჩნიოთ მის მაწავლებლად, ვინაიდან, როგორც თავად ამტკიცებდა (პლატონის აპოლოგია) გამუდმებული საუბრის ჩვევა მისი ღვთისმორჩილების გამოხატულება იყო.

 

ცოდნა

       სოკრატეს ეკუთვნის გამოთქმა, რომ მისი ცოდნა საკუთარი უმეცრების აღიარებით შემოიფაგლება. მისი მრწამსით ცუდისქნა უმეცრების შედეგი იყო, და ცუდისმქნელებს უკეთესი ცოდნა არ გააჩნდათ. ერთი რამ, რის ცოდნასაც სოკრატე ხშირად ხაზს უსვამდა იყო „სიყვარულის ხელოვნება“, რომელსაც ის უკავშირებდა „ცოდნის სიყვარულს“, ანუ ფილოსოფიას. მისი თქმით, ის მცოდნე კი არ იყო, არამედ მხოლოდ ესმოდა გზა, რომელიც ცოდნის მოყვარულს უნდა გაევლო მის მისაღებად. ამასთან საკამათოა, სჯეროდა თუ არა სოკრატეს, რომ ადამიანებს (ღმერთებისგან განსხვავებით) შესწევდათ უნარი მცოდნეები გამხდარიყვნენ. მეორეს მხრივ, მან მკვეთრი ზღვარი გაავლო ადამიანურ უმეცრებასა და იდეალურ ცოდნას შორის. „სიმპოზიუმსა“ და „რესპუბლიკა“-ში აღწერილია ცოდნამდე მისვლის მისეული მეთოდიკა.

 

მორალი

       სოკრატეს სწამდა, რომ ადამიანთა ცხოვრების საუკეთესო გზა თვით-განვითარებაზე ყურადღების გამახვილება იყო და არა მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. ის მოუწოდებდა სხვებს კონცენტრაცია მეგობრეობასა და კომუნაზე მოეხდინათ, ვინაიდან მისი აზრით ეს იყო საუკეთესო საშუალება საერთო ეროვნული შეგრეძნების განვითარებისთვის. მისი მოქმედებაც ამის დასტურია: სოკრატემ მიიღო სასიკვდილო განაჩენი, მაშინ როცა ყველა მიიჩნევდა, რომ ის უბრალოდ დასტოვებდა ათენს; სოკრატეს მიაჩნდა, რომ მას არ შეეძლო კომუნის ნების წინააღმდეგ გაქცეულიყო; ასევე, მისი რეპუტაცია სამხედრო მამაცობისთვის შეუფასებელი დარჩა.

 

პოლიტიკა

       როგორც ხშირად მიიჩნევენ სოკრატეს სწამდა, რომ „იდეალები ეკუთვნის სამყაროს, რომლის გაგება მხოლოდ მცოდნე ადამიანს შეუზლია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ფილოსოფოსი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც მართვის მორალური უფლება აქვს. პლატონის თანახმად, სოკრატე საკმაოდ პირდაპირი იყო მმართველობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებში. ის ღიად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიას, რომელიც მის ცხოვრებაში ათენს მართავდა. უფრო მეტიც, სოკრატე ეწინააღმდეგებოდა მმართველობის ნებისმიერ ფორმას, რომელიც არ შეესაბამებოდა ფილოსოფოსთა მიერ მართული წმინდა რესპუბლიკის მისეულ იდეალს. სოკრატეს ცხოვრების ბოლო წლებში ათენი გამუდმებული მწვავე პოლიტიკური დებატების ქვეშ იმყოფებოდა. შედეგად დემოკრატია გადაგდებულ იქნა ოცდაათი ტირანით ცნობილი ხუნტის მიერ, პლატონის ნათესავის, კრიტიასის მეთაურობით, რომელიც ასევე სოკრატეს სტუდენტი იყო. ტირანები ქალაქს ერთი წლის განმავლობაში მართავდნენ, რის შემდეგაც ათენის დმოკრატია აღდგენილ იქნა, ტირანთა ქმედებებისთვის კი ამნისტია გამოცხადდა. ზემოთ მოყვანილ არგუმენტს ბევრი უარჰყოფს. მოცემული თემა, თუ რა სწამდა სინამდვილეში სოკრატეს, უდიდესი ფილოსოფიური დებატების საგანია. ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ სოკრატეს ფილოსოფოს მეფეთა იდეის არ სწამდა მისი პოლიტიკური პროცესებისგან სრული გამიჯვნა იყო. ის ხშირად ახსენებდა, რომ მას არ შეეძლო ერჩია ხალხისთვის როგორ უნდა ეცხოვრათ, მაშინ როცა თავად არ იყო გარკვეული ამაში. ფილოსოფოსი მისი აზრით ცოდნის მოყვარულია, და არა თვით მცოდნე.

 

მისტიციზმი

       პლატონის დიალოგების კითხვისას, სოკრატე ხშირად ეხება მისტიურ მხარეს რეინკარნაციისა და მისტიური რელიგიების განხილვით; თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს უფრო პლატონის მოსაზრებებია. მიუხედავად ამისა, ვინაიდან დარწმუნებული არა ვართ პლატონისა და სოკრატეს მსოფლმხეველობათა განსხვავებაში, ზემოთ ხსენებულის უარყოფა შეუძლებელია. ამასთან, არსებობს პარალელები ქსენოფონტის ნაშრომებშიც. ფილოსოფიური გზის მწვერვალზე, როგორც პლატონის სიმპოზიუმსა და რესპუბლიკაშია განხილული, მავანი აღწევს „სილამაზის ზღვას“ ანუ „კარგი“-ს ადგილსამყოფელს, განიცდის რა მისტიურ შთაგონებას; მხოლოდ მაშინ შეუძლია მას გახდეს მცოდნე. ამ განხილვის უდაოდ ყველაზე საინტერესო მხარეა სოკრატეს დამოკიდებულება „დემონზე“, როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, ანუ ხმაზე, რომელიც მხოლოდ სოკრატეს ესაუბრებოდა ყოველთვის, როცა სოკრატე შეცდომის დაშვებას აპირებდა. სწორედ ეს დემონი იყო, რომელმაც სოკრატე პოლიტიკაში შესვლისგან იხსნა. ფედრუსის მიხედვით, სოკრატე მას ღვთიურ სიგიჟედ თვლიდა, ანუ სულიერი ავადმყოფობის ფორმად, რომელიც გვაძლევს პოეზიას, მისტიციზმს, სიყვარულს და თვით ფილოსოფიასაც. ალტერნატიულად, დემონი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინტუიცია; თუმცა ბერძნული სიტყვა აშკარად მიუთითებს სულზე ან არსებაზე, რომელსაც შეიძლება მფარველი ანგელოზი ვუწოდოთ, და როგორც ჩანს სოკრატე ამ დემონს პერსონალურ თვისებებსა და ხმას ანიჭებდა.

 

პროზაული წყაროები

       პლატონი, ქსენოფონტი და არისტოტელე ძირითადი წყაროებია ისტორიულ სოკრატეზე; თუმცა, ქსენოფონტი და პლატონი მისი უშუალო მოწაფეები იყვნენ და მიიჩნევა, რომ მათ სოკრატე გაიდეალიზებული ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ეს სოკრატეს აღწერის ერთადერთი წყარეობია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. არისტოტელეც ხშირად მოიხსენიებს სოკრატეს თავის ნაშრომებში, თუმცა მხოლოდ გადაკვრით.

 

სოკრატეს დიალოგები

       სოკრატეს დიალოგე ბი არის პლატონისა და ქსენოფონტის მიერ დაწერილ დიალოგთა სერია სოკრატესა და მისი დროის სხვა ადამიანთა შორის, ან მსჯელობები სოკრატეს კონცეფციებზე მის მიმდევართა შორის. ბოლო მათგანს მიეკუთვნება პლატონის ფაედო. თუმცა პლატონის აპოლოგია სოკრატეს მიერ წარმოთქმული გასამართლებელი სიტყვაა, ისიც სოკრატესეულ დიალოგთა შორის მოიხსენიება. პლატონის დიალოგები მოპასუხეთა სიტყვების პირდაპირი გადმოცემაა, მაშინ როცა ქსენოფონტის დიალოგები დაწერილია, როგორც ისტორია, რომელშიც აღწერილია დიალოგის კონტექსტი მოსაუბრეთა ციტატების თანხლებით. პლატონი საკუთარ იდეებს მოსაუბრის პირით არ აცხადებს, ის ამ იდეებს სოკრატესეული მეთოდით ხსნის. დიალოგთა უმრავლესობაში მოყვანილია პლატონის მიერ ამ მეთოდის გამოყენების ნიმუშები, თუმცა ამის ყველაზე სრულყოფილი ასახვა მხოლოდ ეუტიფროშია მოცემული. ამ დიალოგებში სოკრატესა და ეუტიფროს დისკუსია ეხება შეკითხავზე „რას ნიშნავს რწმენა?“ პასუხის სრულყოფას. პლატონის დიალოგებში ცოდნა მოდის დამახსოვრების პროცესში. სული, მის სხეულში ინკარაციამდე, იდეათა სამყაროში იმყოფებოდა. აქ ის ხედავს საგნებს როგორც ისინი სინამდვილეში არიან, და განსხვავდებიან დედამიწაზე დანახულ თუ განცდილ აჩრდილებსა და ასლებზე. შეკითხვების პროცესით სულმა შესაძლოა გაიხსენოს იდეები მისი წმინდა სახით, აღწევს რა ამით ცოდნას. სოკრატეს იდეათა პლატონისეულ აღწერაზე დაყრდნობით გაურკვეველია თუ ამ იდეათაგან რომელი ეკუთვნოდა სინამდვილეში სოკრატეს (ან მის მეგობრებს), რაც ცნობილია, როგორც სოკრატეს პრობლემა. როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ პლატონის ადრეული ნამუშევრები უფრო ახლოა სოკრატესთან, ვინემ მისი გვიანდელი შრომები, განსაკუთრებით კი ფაედო, რომელიც უფრო პლატონის ცნობიერებათა ნაყოფი უნდა იყოს.

 

სოკრატეს გამონათქვამები

  • მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის. 
  • ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი - უგუნორობა. 
  • ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ. 
  • მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს. 
  • ილაპარაკე, რათა გაგიცნო. 
  • ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან - შეუძლებელი. 
  • ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი. 
  • გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ. 
  • ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ამოანათოს. 
  • უნდა ჭამო იმისათვის, რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო, რომ ჭამო. 
  • ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა. 
  • ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები. 
  • განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს! 
  • ისე მოეპყარი მშობლებს, როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან. 

 

 • ამოსაბეჭდი ვერსია •

წყარო: scribd.com

ტეგები: Qwelly, დიალოგი, მისტიციზმი, მორალი, პოლიტიკა, სოკრატე, ფილოსოფია

ნახვა: 1570

გამოხმაურებები!

Kakha ძმანი - ფილოსოფოსნი :P :D 

Kakha_მ თქვა:

ჩეკის გაუხარდება სოკრატეს დანახვა(როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფოსს) :D:D

Kakha მგონი დროა ხელი მოკიდო კალამს და ჩაიწერო ჩეკის მონოლოგები სოკრატეს მოგონებებისაი :D 

Kakha_მ თქვა:

ძმა სოკრატე მიმართავს ძმა ჩეკის..... არადა ეს დიალოგი მგონი რო დაკარგულია :D:D

ლაშა_მ თქვა:

Kakha ძმანი - ფილოსოფოსნი :P :D 

Kakha_მ თქვა:

ჩეკის გაუხარდება სოკრატეს დანახვა(როგორც ჭეშმარიტ ფილოსოფოსს) :D:D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters