1 ნოემბერს (ძვ. სტ. 19 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს მოწამე უარს და მის თანა წამებულებს

უარი, uari, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ნოემბერი, ქველი, qwelly, november

      წმიდა მოწამე უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი (+დაახლ. 307)

      მაქსიმიანეს მეფობის დროს,რომში (დაახ. 307 წ.), ეგვიპტეში ცხივრობდა ერთი მხედართნავარი,სახელათ უარი,რომელიც კერპთაყვანისმცემლების შიშით გარკვეულ დრომდე მალავდა თავის ქრისტიანობას, მაგრამ შემდგომში ყველას წინაშე განაცხადა თავისი რწმენა.

      იმ დროისათვის მაქსიმიანემ წამოიწყო ქრისტიანთა დევსნა და ბრძან, რომ სიცოცხლეს გამოესამლებინათ ყველა ქრისტიანი, რომლებიც უარს განაცხადებდა,მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის.ამ ბრძანებამ მიაღწია ეგვიპტემდეც რის გამოც მრავალი ქრისტიანი სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ დროს უარი ღამღამობით, მცველების მოსყიდვით შედიოდა საპყრობილეებში, ამბორს უყოფდა წმიდა მოწამეთა ბორკილებს, ჰბანდა ჭრილობებს, მიჰქონდა საკვები და სთხოვდა შუამდგომლობას ღვთის წინაშე.

      ერთხელ, უდაბნოში შეიპყრეს შვიდი ქრისტიანი და მიგვარეს მბრძანებელს. დაკითხეს შემდეგ აწამეს და ჩაყარეს საპყრობილეში,ღამით კი მათთან უარი მივიდა.გაათავისუპლა ეამბორა მათ და უთხრა: "ნეტარ ხართ თქვენ, ერთგულნო და კეთილნო მონანო ღვთისანო, რომელთაც გეგულებათ შესვლა უფლისა თქვენის სიხარულში, რამეთუ მტკიცედ იდექით სისხლის დათხევამდე. ნეტარ ხართ თქვენ კეთილნო მოღვაწენო, რომელთათვისაც უზენაესის ხელით მზადდება გვირგვინი, რამეთუ "მოთმინებით გალიეთ თქვენს წინაშე მდებარე სარბიელი. დილისათვის, როგორც მე დანამდვილებით ვიცი. დასრულდება თქვენი ტანჯვა. ნეტარ ხართ თქვენ ჭირთადამთმენელნო ქრისტესთვის, რომელთათვისაც ღიაა ცათა სასუფეველი, რამეთუ ჩვენთვის ტანჯულ ქრისტესთან "ერთად ევნებით, რათა მასთან ერთად იდიდოთ. გევედრებით წმიდანო ღვთისანო - ევედრეთ ჩემთვის უფალს, რათა მოიღოს მოწყალება, რამეთუ მსურს თქვენსავით ვეწამო მისთვის, მაგრამ ჩემი სისუსტის გამო მეშინია იმ ტანჯვისა, რომელიც თქვენ გიტვირთავთ".წმიდანებმა კი მიუგეს: "ვერვინ მიაღწევს სრულყოფილებას, თუკი ექნება შიში გულში, ვერვინ მოიმკის თუ არ დასთესს, ვერვინ მოიგებს გვირგვინს, თუ არ ეწამება. გახსოვდეს სახარების სიტყვები "ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას, მამის ჩემის ზეციერის წინაშე". თუ გეშინია წუთიერი ტანჯვისა, ვერ გადაურჩები საუკუნო ტანჯვას. თუ გეშინია აღიარო იგი მიწაზე, ვერ შესძლებ იხილო იგი ზეცაში. მოდი ძმაო, და ვიდოდე ჩვენთან ერთად ტანჯვის გზით უფლისათვის, რომელიც ხედავს ჩვენს საქმეს; ევნე ჩვენთან ერთად, რამეთუ სხვა ასეთ ძმობას ვეღარ იხილავ მალე". ამ სიტყვებით გამხნევებული უარი, აენთო ღვთისადმი სიყვარულით, და მზად იყო ყოველგვარი განსაცდელისათვის. მთელი ღამე გაატარა მან მოწამეებთან ერთად.

      დილით მცველებმა მიუყვანეს ის მბრძანებელს.რადგან ერთი მოწამე ჭრილობებისგან უკვე გარდაცვლილიყო. მბრძანებელმა იკითხა თუ სად იყო მეშვიდე ქრისტიანი რაზეც,საღვთო შურით აღვსილმა უარის უოასუხა: "მეშვიდე მე ვარ, რადგან ერთი უკვე წარუდგა ქრისტეს - და მე დამტოვა თავისი წამების მემკვიდრედ, და ამიტომაც, რაც მას ემართა შენთვის, მე მზად ვარ გადაგიხადო, მსურს მის მაგივრად ვეწამო, რამეთუ ქრისტიანი ვარ".

      ამ სიტყვებმა განარისხა მბრძანებელი,ბრალი დასდო წმინდა მოწამეებს, რომ მათმა მოხიბლე და შეაცდინეს უარი და დაემუქრა მათ: "ამ წამს ნაკუწებად ვაქცევ თქვენს სხეულებს, თუ თაყვანს არ სცემთ ეგვიპტის ღმერთებს". წმიდანები კი მიუგებდნენ: "ჩვენ უარვყოფთ ღმერთებს, რომელთაც არ შეუქმნია ცა და ქვეყანა". ნეტარი უარი კი მბრძანებლის უფრო მეტად განსარისხებლად ამბობდა: "უგუნური უგუნურად ლაპარაკობს", - ამბობს წინასწარმეტყველი ესაია. აჰა შენს წინაშეა მათი სხეულნი - ჰქმენი რაც გნებავს".

      ჯალათებმა იქვე დაიწყეს უარის წამება.რკინის დანებით და ბჭყალებით აწამეს ის და შემდეგ ხეზე დავით ქვე მიაბეს და ლურსმებით მიჭედეს რის შემდგომაც ტყავი გააძრეს.ხოლო მუცელზე იმდენი სცემეს ჯოხით, სანამ შიგნეულეობა გარეთ არ გადმოუცვივდა. ამის შემხედვარე წმიდა მოწამენი გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს და უარს ამხნევებდნენ: "მტკიცედ სდექ უარი, რამეთუ ქრისტე დგას შენს გვერდით და უხილავად გეხმარება". უარმა უპასუხა: "ჭეშმარიტად ვიგრძენი შეწევნა მეუფისა, რამეთუ არარად მიღირს წამება".

      ჯალათების ხუთი საათის წამების შემდეგ უიარის სული უფალთან წარსდგა. მტანჯველები კი მას ისევ აწამებდნენ რადგან ცოცხალი ეგონათ. შემდეგ მისი სხეული ქალაქგარეთ ძაღლების შესაჭმელად დააგდეს იმ ადგილას, სადაც საქონლის გვამებს ჰყრიდნენ.ერთი კეთილმორწმუნე ქალი სახელად კლეოპატრა, წარმოშობით პალესტინიდან, რომლის ქმარიც მხედართმთავარი იყო ეგივპტეში და რომელსაც ჰყავდა ვაჟი, ჯერ კიდეც ყმაწვილი იოანე, - შორიდან მწუხარებით ადევნებდა თვალს წმიდა უარის ტანჯვას. ღამით, მან ფარულად წამოიღო მოწამის გვამი და თავის სახლში დაკრძალა. მეორე დღეს დანარჩენ წმიდა მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.

      რამდენმე წლის გასვლის შემდეგ მიწყნარდა ქრისტიანთა დევნა.კლეოპატრა დაბრუნდა პალესტინაში,და მოინდომა წმინდა უარის ნეშტის წაღება. ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა რომ:ბრდზანებლისათვის ნებართვა ეთხივა, რომ მისი ქმარი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს, გადაესვენებინა სამშობლოში. მიიღო რა თანხმობა, თავისი ქმრის მაგივრად წაასვენა წმიდა უარის ნეშტი და დაკრძალა სოფელ ედრაში, თაბორის მახლობლად, თავისი წინაპრების გვერდით. ყოველ დღე იგი მიდიოდა უარის საფლავთან, აკმევდა საკმეველს და აღანთებდა სანთლებს. მისი მაგალითით მრავალმა ქრისტიანმა დაიწყო ამ წმიდა საფლავთან მისვლა, თან მიჰყავდათ სნეულნი, რომლებიც წმიდა უარის ლოცვით იკურნებოდნენ. მთელს ახლომახლო სოფლებში გავრცელდა წმიდა უარის დიდება. ხედავდა რა, რომ მრავალი ქრისტიანი მიდიოდა წმიდანის საფლავთან სალოცავად, კლეოპატრამ გადაწყვიტა ტაძრის აგება და შეუდგა კიდევ საქმეს. იმ დროისათვის მისი ვაჟი იოანე 17 წლის ყმაწვილი იყო და დედამ ჩაარიცხვინა იგი მეფის მხედრობაში, მაგრამ გადაწყვიტა ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე არ გაეშვა იმპერატორის სამსახურში. როცა დამთავრდა ტაძრის შენება, კლეოპატრამ მოუწოდა ეპისკოპოსებს, მღვდლებს, მლოცველებს და დიდი ზეიმით აკურთხეს ტაძარი. წმიდა უარის ნეშტი შეაბრძანეს ტაძარში და დაკრძალეს ტრაპეზის ქვეშ. კლეოპატრა მუხლმოყრილი ევედრებოდა წმიდა უარს შემდეგი სიტყვებით: - "გევედრები შენ, ჭირთადამთმენელო ქრისტესო, გამომითხოვე უფლისაგან ის, რაც სათნო იქნება მისთვის და სასარგებლო ჩემთვის და ჩემი ერთადერთი შვილისათვის, მე არ მაქვს სხვა სათხოვარი, გარდა იმისა, რაც ღმერთს სურს ჩვენთვის, მან თვითონ იცის რა არის ჩვენთვის საჭირო და დაე აღსრულდეს ჩვენზედა მისი კეთილი ნება". ლიტურგიის აღსრულების შემდეგ მან გადაიხადა დიდი ნადიმი ყველა იქ მყოფთათვის და თავის ვაჟთან ერთად ემსახურებოდა სტუმრებს. როცა ყველა სტუმარი წავიდა, კლეოპატრამ დაინახა, რომ მისი შვილი უეცრად ავად გამხდარიყო. ყმაწვილი ცხელებისგან იწვოდა. ამის დამნახავმა დედამ თქვა: "ვფიცავ უფალს, რომ ერთ ლუკმასაც არ ჩავიდებ პირში, სანამ არ ვნახავ, რით დამთავრდება ჩემი შვილის ავადმყოფობა". შუაღამისას ყრმა გარდაიცვალა. ამ მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა დედამ ტირილით მიირბინა წმიდა უარის საფლავთან და შეჰღაღადა:

      "ასე გადამიხადე სამაგიერო ჩემი სამსახურისთვის ღვთის სათნომყოფელო? ასე დამეხმარე, მაშინ როცა მე უგულებელვყავ საკუთარი ქმარი და შენზე ვამყარებდი მთელს იმედებს? შენ დაუშვი, რომ მომკვდარიყო ჩემი ერთადერთი შვილი, დაღუპე ჩემი იმედი, წამართვი ჩემი თვალის ჩინი. ვინღა მიპატრონებს სიბერეში? ვინღა დამიხუჭავს თვალებს? ვინღა მომაყრის მიწას? უმჯობესი იყო მე მოვმკვდარიყავი ვიდრე ნაადრევი ყვავილივით მოწყვეტილი ჩემი შვილი მენახა. აღმიდგინე ჩემი შვილი, როგორც ოდესღაც ელისემ სამარიტელს, თუ არა და მეც წამიყვანე აქედან, რამეთუ გამიმწარდა სიცოცხლე დარდისაგან". დიდი მწუხარებისა და უკიდურესი დაღლილობისაგან გათანგულ ქალს ცოტა ხანს ჩასთვლიმა წმიდანის საფლავთან. ძილში გამოეცხადა მას წმიდა უარი, რომელსაც ხელჩაკიდებული ეჭირა მისი ვაჟი. ორივენი გაბრწყინებულნი იყვნენ როგორც მზე, მათი სამოსი იყო თოვლზე უთეთრესი, წელზე ერტყათ ოქროს ქამრები და თავზე ედგათ გამოუთქმელი სილამაზის ოქროს გვირგვინები. ნეტარი კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა მათ, მაგრამ წმიდა უარმა ააყენა და უთხრა: - "ჰოი, დედაკაცო, რისთვის მემდური მე? ნუთუ გგონია, რომ დავივიწყე შენი სამსახური ეგვიპტეში. ან იქნებ გგონია, ვერაფერს ვგრძნობდი, როცა აიღე ჩემი სხეული საქონლის გვამებიდან და შენს ოთახში დაასვენე. განა მე ყოველთვის არ ვისმენ შენს ლოცვას და ვევედრები უფალს შენთვის? და უპირველეს ყოვლისა მე შევავავედრე უფალს შენი ახლობლები, რომლებთანაც დამასვენე აკლდამაში. ახლა კი, მე წავიყვანე შენი ვაჟი ზეციური მეფის სამსახურისათვის. ყოვლად მოწყალე უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით ინება და შენი შვილი მიღებულ იქნა მის ზეციურ მხედრობაში. თუ გსურს, წაიყვანე უკან და გააგზავნე მიწიერი და დროებითი მეფის სამსახურში, რადგან ვხედავ, რომ არ გინდა ემსახუროს ზეციურ და მარადიულ მეფეს". ყრმა კი მოეხვია წმიდა უარს და უთხრა: ნუ ბატონო ჩემო, ნუ დაუჯერებ დედაჩემს, ნუ დამაბრუნებ სიცრუითა და ყოველგვარი უსამართლობით აღსავსე სოფელში, რომელსაც შენი მეოხებით თავი დავაღწიე. ნუ მომაკლებ, მამაო, შენსა და წმიდანების სიახლოვეს. შემდეგ მიუბრუნდა დედამისს და უთხრა: "რისთვის სტირი, დედაო ჩემო? მე მომეცა უფლება ანგელოზებთან და ზეციურ მხედრობასთან ერთად ვემსახურო უფალს, შენ კი ითხოვ, რომ მომაკლონ ამ დიდებას". ნეტარმა კლეოპატრამ დაინახა რა, რომ მისი შვილი შემოსილია ანგელოზთა სამოსელში, შეევედრა მათ: "მეც წამიყვანეთ, რათა თქვენთან ერთად ვიყო", მაგრამ წმიდა უარმა მიუგო: "მანდ, მიწაზე ყოფნისას შენ მაინც ჩვენთან ხარ. წადი მშვიდობით და როცა ინებებს უფალი, მოვალთ და წაგიყვანთ". ამ სიტყვებზე ორივენი უჩინარნი გახდნენ.

      გაღვიძებულმა კლეოპატრამ უდიდესი სიხარული იგრძნო.მხვდლებს დაუძახა და პატივით დაკრძალა წმინდა უარის გვერდით მისი შვილი,არა გლოვოთ არამედ სიხარულით. შემდეგ მან გაყიდა მთელი თავისი ქონება და ამა სოფელს განშორებული ცხოვრობდა წმიდა უარის ეკლესიაში დღედაღამ უფლის სამსახურში. ყოველ კვრია დღეს, ლოცვის დროს, ეცხადებოდნენ მას წმიდა უარი და მისი შვილი ბრწყინვალე ნათლით მოსილნი. შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ ნეტარი კლეოპატრა წარსდგა უფლის წინაშე. მისი სხეული დაკრძალეს მისი შვილის გვერდით, ხოლო მისი სული კი წმიდა უართან და წმიდა იოანესთან ერთად მარადის მეოხ არს ჩვენთვის ღვთის წინაშე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 1 ნოემბერი, Qwellyland, თვენი, ნოემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 498

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters