Historia morbi
ავადმყოფობის ისტორია

      ყველაზე მეტად მზე, ადამიანი, ყვირილი და კაკუნი მძულს, ხშირი, ხშირი კაკუნი. ადამიანებისა ისე მეშინია, თუ საღამოთი დერეფნიდან უცხოთა ფეხის ხმა და ლაპარაკი შემომესმება, ყვირილს ვიწყებ. ამიტომ განსაკუთრებული, წყნარი და საუკეთესო ოთახი მაქვს დერეფნის ბოლოში, №27. ჩემთან ვერავინ მოვა. მაგრამ თავი უფრო უხიფათოდ რომ დამეგულებინა, ივან ვასილევიჩს დიდხანს ვეხვეწებოდი (თანაც ტირილით), რომ მანქანაზე დაბეჭდილი მოწმობა მოეცა. იგი დამეთანხმა და მოწმობაში ჩამიწერა, რომ ის არის ჩემი მფარველი და ჩემი წაყვანის უფლება არავის აქვს. მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, მისი ხელმოწერის ძალისა დიდად არ მწამდა, ამიტომ ხელი პროფესორსაც მოაწერინა და ქაღალდზე მრგვალი, ლურჯი ბეჭედი დაარტყმევინა, ეს უკვე სხვა რამ გახლავთ. მე ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ მხოლოდ იმის წყალობით, რომ ჯიბეში მრგვალბეჭდიანი ქაღალდი აღმოაჩნდათ. თუმცა ბერდიანსკში ის ლოყაშემურული მუშა ფარანზე სწორედ იმის შემდეგ ჩამოახრჩვეს, როცა ჩექმის ყელში ჩატენილი დაჭმუჭნილი ბეჭდიანი ქაღალდი უპოვეს. მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. ლოყაშემურული მუშა დამნაშავე ბოლშევიკი იყო და ლურჯი ბეჭედიც დანაშაულებრივი ბეჭედი გახლდათ. იგი ფარანზე იმ ბეჭდის გამო ჩამოკიდეს, ხოლო ფარანი ჩემი სენის მიზეზია (ნუ შეწუხდებით, კარგად ვიცი, სნეული რომ ვარ).

      უეჭველია, რომ რაღაც უკვე კოლიას ამბავამდე დამემართა. მე წავედი, რათა არ მენახა, კაცს როგორ ჩამოახრჩობდნენ, მაგრამ შიში აკანკალებულ ფეხებში ჩამიჯდა და თან გამომყვა. მაშინ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიზამდი, მაგრამ ახლა გაბედულად ვიტყოდი:

      – ბატონო გენერალო, თქვენ მხეცი ხართ. ადამიანების ჩამოხრჩობა არ გაბედოთ!

      მარტო ამით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ მხდალი არ ვარ. ბეჭედი იმიტომ არ მიხსენებია, რომ სიკვდილის მეშინია. ო, არა, სიკვდილის არ მეშინია. თავს თვითონ მოვიკლავ და ეს მალე მოხდება, იმიტომ რომ კოლია სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანს. ხოლო ამის გაფიქრება, რომ სხვა ადამიანები მოვლენ, ნამდვილად საზიზღრობაა.

* * *

      მთელ დღეს ტახტზე ვწევარ და ფანჯარას გავცქერი. ჩვენი გადამწვანებული ბაღის ზემოთ ჰაერი ლივლივებს. ბაღს იქით უზარმაზარი, შვიდსართულიანი ყვითელი სახლი დგას, ჩემკენ უფანჯრებო, ყრუ კედელი რომ მოუქცევია და სახურავს ქვემოთ უშველებელი დაჟანგებული კვადრატი აქვს მიმაგრებული. ეს ფირნიშია. „კბილის ტექნიკური ლაბორატორია“. ასოები თეთრია. თავდაპირველად ეს ფირნიში მძულდა. მერე მივეჩვიე და, თუ ჩამოხსნიდნენ, უთუოდ ვინაღვლებდი. მთელ დღეს თვალწინ მაქვს, ყურადღებას მასზე ვამახვილებ და მრავალ მნიშვნელოვან რამეზე ვფიქრობ. მაგრამ საღამოვდება, ცის თაღი მუქდება, თეთრი ასოები თვალთაგან მიქრება. მე გავნაცრისფრდები, შედედებულ ბინდბუნდში გავუჩინარდები, როგორც უჩინარდება ჩემი ფიქრები. საღამოს ბინდბუნდის ჟამი საშინელი და მნიშვნელოვანი ჟამია. ყოველივე ქრება, ერთმანეთში იბლანდება. წითური კატა დერეფანში ხავერდოვანი ნაბიჯებით დაბორიალებს და ხანდახან წამოვიყვირებ ხოლმე, მაგრამ შუქს არ ვანთებ, იმიტომ რომ, ლამპის შუქი იფეთქებს თუ არა, ხელების მტვრევას მოვყვები და მთელ საღამოს ქვითინში გავატარებ. მირჩევნია, მორჩილად ველოდო იმ წუთს, როცა წყვდიადის ჭავლებში უკანასკნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი სურათი გამომეცხადება.

* * *

      მოხუცებულმა დედაჩემმა მითხრა:

      – მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ. ვხედავ, რომ ქვეყანა გადაირია. შენ უფროსი ხარ და ვიცი, რომ ძმა გიყვარს. კოლია დააბრუნე, დააბრუნე. შენ უფროსი ხარ.

      მე ვდუმდი.

      მაშინ დედამ თავის სიტყვებში მთელი წყურვილი და გულისტკივილი ჩააქსოვა.

      – წადი და იპოვე, თავს ისე ნუ მაჩვენებ, თითქოს გგონია, რომ ყველაფერი ასე უნდა იყოს. შენ ჭკვიანი ხარ და, დიდი ხანია, იცი, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა. კოლია ერთი დღით მომიყვანე. ერთი დღით. მერე ისევ გავუშვებ.

      მატყუებდა. განა ისევ გაუშვებდა?

      მე ვდუმდი.

      – მარტო ის მინდა, რომ თვალებში ვაკოცო. იმას ხომ მაინც მოკლავენ. ცოდოა, ის ხომ ჩემი შვილია. სხვას ვის ვთხოვო? შენ უფროსი ხარ. მომიყვანე.

      მე ვეღარ გავუძელი, თვალები მოვარიდე და ისე ვუთხარი:

      – კარგი.

      მაგრამ დედა სახელოზე ჩამეჭიდა და შემატრიალა, რომ სახეში შემოეხედა.

      – არა, შემომფიცე, რომ ცოცხალს მომიყვან.

      ასეთი რამ როგორ უნდა შეჰფიცო!

      მე კი, ჭკუაშერყეულმა, შევფიცე:

      – ვფიცავ.

* * *

      დედა სულმოკლეა. ამას ვფიქრობდი, როცა მივდიოდი. ხოლო ბერდიანსკში გადაბრეცილი ფარანი ვნახე. ბატონო გენერალო, თანახმა ვარ, რომ თქვენზე ნაკლები დამნაშავე არ ვიყავი; სახეშემურული კაცის გამო პასუხი საშინლად უნდა ვაგო. მაგრამ ძმა აქ აღარაფერ შუაშია. ის ხომ ცხრამეტი წლისაა.

      ბერდიანსკის მერე ფიცი მტკიცედ შევასრულე და მას ოცი ვერსის იქით, პატარა მდინარესთან მივაგენი. არაჩვეულებრივად ნათელი დღე იდგა; სოფლისკენ მიმავალ გზაზე, საიდანაც დამწვრის სუნი მოდიოდა, თეთრი მტვრის მღვრიე ბოლქვებში მხედართა მწყობრი ნაბიჯით მიდიოდა. იგი ცხენს პირველი მწკრივის განაპირას მიაჩაქჩაქებდა, ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა. ყველაფერი მახსოვს: მარჯვენა დეზი ქუსლზე ბოლომდე ჩასწეოდა. ქუდის თასმა ლოყაზე ჩამოეჭიმა და ნიკაპქვეშ ამოედო.

      – კოლია, კოლია! – შევძახე და გზისპირა თხრილთან მივირბინე. იგი შეკრთა. სახეგაოფლიანებულმა პირქუშმა ჯარისკაცებმა მწკრივიდან თავები შემოატრიალეს.

      – ოჰ... ძმაო! – გამომძახა პასუხად. სახელს რატომღაც არასოდეს მეძახდა. სულ – ძმაო და ძმაო. მასზე ათი წლით ვარ უფროსი და როცა ველაპარაკებოდი, ყოველთვის ყურადღებით მისმენდა. – გაჩერდი, აქ მოიცადე, – განაგრძობდა იგი, – ტყის პირას. ჩვენ ახლავე მოვალთ. ესკადრონს ვერ მივატოვებ.

      ჩამოქვეითებული ესკადრონის მოშორებით, ტყის პირას ვიდექით და პაპიროსს ხარბად ვეწეოდით. თავი მშვიდად და მტკიცედ მეჭირა. ყველაფერი სიგიჟე იყო, დედა მართალს ამბობდა.

      ჰოდა, ძმას ჩავჩურჩულებდი:

      – სოფლიდან როგორც კი დაბრუნდებით, ქალაქში გამომყვები. აქედანვე დაუყოვნებლივ წამოხვალ, თანაც სამუდამოდ.

      – რას ამბობ, ძმაო?

      – გაჩუმდი, – ვეუბნებოდი მე, – გაჩუმდი. ეს მე ვიცი.

      ესკადრონი ამხედრდა. ცხენები ადგილს მოსწყვიტეს და შავი ბოლქვებისკენ ჩორთით გაექანნენ. შორს ტრახტრახი გაისმა. ხშირი, ხშირი, ტრახტრახი.

      ერთ საათში რა შეიძლება, რომ მომხდარიყო? უკანვე მოვიდნენ. ჰოდა, კარავთან ვიცდიდი, რომელზეც წითელი ჯვარი იყო გამოსახული.

* * *

      იგი ერთი საათის შემდეგ დავინახე. უკანვე ისევ ჩორთით ბრუნდებოდა. ესკადრონი კი არსად ჩანდა. კოლიას მხოლოდ ორი ხიშტიანი მხედარი მოჰყვებოდა აქეთ-იქიდან. ერთი მათგანი – მარჯვენა – მისკენ წამდაუწუმ ისე იხრებოდა, თითქოს რაღაცას ჩასჩურჩულებსო. მზე თვალებს მჭრიდა და ამ უცნაურ მასკარადს თვალებმოჭუტული ვუცქეროდი. ჩემი ძმა ნაცრისფერი ქუდით წავიდა და წითლით დაბრუნდა. ჰოდა, დღე დაილია. შავი ფარი აღიმართა და ზედ წითელი თავსაბურავი დააჩნდა. აღარსად იყო არც თმა, არც შუბლი. მის ადგილას წითელი გვირგვინი მოჩანდა, ირგვლივ დაკბილული ყვითელი ნაგლეჯები რომ დაუყვებოდა.

      ჩემი ძმა – წითელი, დაძენძილი გვირგვინით თავშემოსილი მხედარი, – გაქაფულ ცხენზე გაუნძრევლად იჯდა. მარჯვენა მხრიდან მშველელი მზრუნველად რომ არ ჰყოლოდა ამომდგარი, იფიქრებდით, აღლუმზე მიდისო.

      მხედარი უნაგირზე ამაყად იჯდა, მაგრამ დაბრმავებულ-დამუნჯებული გახლდათ. იმ ადგილას, სადაც ერთი საათის წინ თვალები შუქს აფრქვევდა, ახლა ორი წითელი, ნაჟონჩამდინარე ლაქა მოჩანდა.

      მარცხენა მხედარი ჩამოქვეითდა, მარცხენა ხელით აღვირს მისწვდა, მარჯვენით კი კოლიას ხელზე ჩაეჭიდა და ოდნავ გამოქაჩა. კოლია შექანდა.
– ეჰ, ჩვენ მოხალისეს ყუმბარის ნამსხვრევი მოხვდა, – თქვა ერთმა მხედარმა, – სანიტარო, ექიმს დაუძახე...

      მეორემ ამოიოხრა და უპასუხა:

      – ჩუ... ამას ექიმი რაღად უნდა, მღვდელი სჭირდება.

      მაშინ შავი მარმაში უფრო შესქელდა და ყველაფერს გადაეფარა, თავსაბურავსაც...

* * *

      ყველაფერს მივეჩვიე. ჩვენს თეთრ შენობას, საღამოს ბინდბუნდს, წითურ კატას, ოთახის კარს რომ ეგლისება, მაგრამ იმის სტუმრობათა მიჩვევა არ შემიძლია. პირველად, ჯერ კიდევ ქვემოთ, №63 ოთახში, კედლიდან გადმოვიდა... წითელგვირგვინიანი. აქ საშიში არაფერია. სიზმარშიც ასეთს ვხედავ. მაგრამ კარგად ვიცი: რაკიღა გვირგვინია, მაშ, მკვდარია. ჰოდა, იგი ლაპარაკობდა, სისხლშემხმარ ტუჩებს ატოკებდა. შეწუხებული ტუჩები გააპო, ფეხი ფეხს მიადგა, ხელი გვირგვინთან მიიტანა და თქვა:

      – ძმაო, ესკადრონს ვერ მივატოვებ.

      მას შემდეგ სულ, სულ ერთი და იგივე მეორდება. მოდის გიმნასტურიანი, მხარზე თასმა აქვს გადაჭერილი, მოღუნული ხმალი ჰკიდია, დეზები არ უჟღრიალებს, ერთსა და იმავეს ამბობს, ხელს გვირგვინთან მიიტანს და მერე იტყვის:

      – ძმაო, ესკადრონს ვერ მივატოვებ.

      რა დღეში ჩამაგდო მაშინ, პირველად! მთელი კლინიკა შეაშინა. ჩემი ამბავი კი დამთავრებულია. მე საღად ვმსჯელობ: რაკიღა გვირგვინი აქვს, მაშ მოკლულია, ხოლო თუ მოკლული მოდის და მელაპარაკება, მაშ ჭკუიდან შევიშალე.

* * *

      დიახ. საღამოს ბინდბუნდია. ანგარიშსწორების მედიდური ჟამი. მაგრამ ერთხელაც ისე მოხდა, რომ ჩამეძინა და წითელპლუშგადაკრული ძველი ავეჯით გაწყობილი სასტუმრო ოთახი მესიზმრა. ფეხებგაბზარული რბილი სავარძელი. კედელზე შავჩარჩოიანი, დამტვერილი პორტრეტი. სადგამზე ყვავილები. პიანინო სახურავახდილია და ზედ „ფაუსტის“ პარტიტურა მოჩანს. კარის ზღურბლზე ის იდგა და გულში დაუოკებელი სიხარული ჩამეგზნო. მხედარივით არ მომევლინა, ისეთი იყო, როგორც იმ წყეულ დღეებამდე. ცარცით იდაყვდასვრილი შავი ქურთუკი ეცვა. მკვირცხლი თვალები ეშმაკურად უცინოდა, ერთი ბღუჯა თმა შუბლზე ჩამოშლოდა. თავს მიქნევდა.

      – ძმაო, ჩემს ოთახში წამოდი, რაღაც უნდა გაჩვენო!..

      მის თვალთაგან მომდინარე სხივები სასტუმრო ოთახს ანათებდა და სინდისის ქენჯნისგან დამძიმებული გულიდან ტვირთი მომცილდა. არასოდეს ყოფილა ის ავბედითი დღე, როცა ვუთხარი, წადი-მეთქი, და გავგზავნე. არც ჭახაჭუხი ყოფილა, არც კვამლი და არც დამწვრის სუნი. იგი არასოდეს წასულა და მხედარიც არასოდეს ყოფილა. პიანინოს უკრავდა, თეთრ კლავიშებს აჟღერებდა, თვალთაგან ოქროსფერ ბღუჯებს აფრქვევდა, ხმა მხიარული ჰქონდა და იცინოდა.

* * *

      მერე გამომეღვიძა და აღარაფერი იყო. არც შუქი, არც თვალები. ეს სიზმარი მეტად აღარ მზმანებია. სამაგიეროდ, მეომრის საჭურვლით აღკაზმული მხედარი იმავე ღამეს უხმო ნაბიჯებით მესტუმრა, რათა ჩემთვის ჯოჯოხეთური ტანჯვა გაეასკეცებინა და მითხრა ის, რასაც მუდამ მეუბნებოდა.

      გადავწყვიტე, ამისთვის ბოლო მომეღო და მტკიცედ ვუთხარი:

      – სამუდამოდ ჯალათად უნდა მექცე? რატომ მოდიხარ? ყველაფერს ვაღიარებ. ჩემს თავზე ვიღებ დანაშაულს, სასიკვდილო საქმეზე რომ გაგგზავნე. დავიკისრებ იმის ცოდვასაც, ვინც ჩამოახრჩვეს. რახან ამას გეუბნები, მაშ მომიტევე და თავი გამანებე.

      ბატონო გენერალო, იგი დადუმდა, მაგრამ არ წასულა.

      მაშინ ტანჯვისგან გავმძვინვარდი და მთელი სულითა და გულით გისურვეთ, რომ თქვენთან ერთხელ მაინც მოსულიყო და ხელი გვირგვინთან მიეტანა. გარწმუნებთ, თქვენც ჩემსავით ბოლო მოგეღებოდათ. უმალვე. თუმცა შესაძლოა, ღამღამობით არც თქვენ ხართ მარტო? ვინ იცის, იქნებ თქვენთან კიდევ ბერდიანსკში ფარანზე ჩამოხრჩობილი, ლოყაშემურული მუშა მოდის? თუ ეს ასეა, ორივენი სამართლიანად ვისჯებით. ჩამოხრჩობაში დასახმარებლად კოლია მე გამოგიგზავნეთ, ჩამოხრჩობით კი თქვენ ჩამოახრჩეთ. სიტყვიერი, უნომრო ბრძანებით.

      მაშ ასე, იგი არ წავიდა. მაშინ ყვირილით შევაშინე. ყველანი ადგნენ, ფერშალმა მოირბინა, ივან ვასილევიჩი გააღვიძეს. მე აღარ მინდოდა, დილა გამთენებოდა, მაგრამ თავის მოკვლის ნება არ მომცეს, ტილოთი გამკოჭეს, მინის ნატეხი წამართვეს, ხელი ბინტით შემიხვიეს. მას შემდეგ №27 ოთახში ვარ. წამალი დამალევინეს და ძილ-ბურანში წასულს მესმოდა, რომ ფერშალი დერეფანში ამბობდა:

      – უიმედოა.

* * *

      ეს მართალია – არაფრის იმედი არა მაქვს. გულს ნაღველი მიდაგავს და ბინდბუნდში ამაოდ ველი, რომ ვიხილავ ზმანებას – ნაცნობ ძველ ოთახს და სხივოსანი თვალების მშვიდობიან შუქს. ეს არ არის და არც იქნება.

      სატანჯველი არ მცილდება. ღამღამობით მორჩილად ველი, რომ მოვა ნაცნობი, თვალებდაშრეტილი მხედარი და ჩახლეჩილი ხმით მეტყვის:

      – ესკადრონს ვერ მივატოვებ.

      დიახ, უიმედო ვარ. სულ ასე უნდა ვიტანჯო.

      1922 წ.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები

ნახვა: 1096

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters