აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიცია

იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები

(I ნაწილი)

ქართული გალობის ანთოლოგია, ქართული გალობა, ქართული გალობის ნოტები, გალობის საგალობლები, გალობის ნოტები, გალობა, qwelly, PDF

      გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური, მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს

      ანთოლოგიის II-IV ტომებში აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის (როგორც დღეს უწოდებენ - სვეტიცხოვლის სკოლის) წირვის, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის საგალობლებია წარმოდგენილი. მათი უმეტესობა ე.წ. „კარბელაანთ“ (კარბელაშვილების) სამგალობლო მემკვიდრეობის ნიმუშია.

      წინამდებარე, II ტომში დაბეჭილია იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები - მრვდელთმთავრის დახვედრის განგების ჰიმნებიდან „ჯვარსა შენსა“-ს ჩათვლით - სტეფანე კარბელაშვილის მიერ 1897, 1898, 1899 წლებში გამოცემული სანოტო კრებულებიდან, და აგრეთვე - სტეფანე, პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილების, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის, მიხეილ ელიზბარაშვილის, დავით მოლოდინაშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის სანოტო ხელნაწერებიდან. ამ საგალობელთა უმრავლესობა პირველად ქვეყნდება.

• იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• II ტომის შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• შესავალი წერილისა და კომენტარები ავტორი: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი

• რედაქტორები: რუსუდან წურწუმია და თამარ ჩხეიძე

• გამოცემაზე მუშაობდნენ: ნინო რაზმაძე, გიორგი კილაძე, გიორგი ხუნაშვილი, ნუცა ნიკოლეიშვილი

• მთარგმნელები: ერიკ ჰალვორსონი, მარიამ ცოცხალაშვილი, ლევან ვეშაპიძე (უმცროსი).

• ინგლისური ტექსტების რედაქტორები: ჯონ გრემი

• კომპიუტერული უზრუნველყოფა: სვიმონ (ჯიქი) ჯანგულაშვილი, ლევან ვეშაპიძე, გიორგი აბრამიშვილი, გიორგი ჯოლბორდი

• დიზაინერი: ნიკოლოზ გოგაშვილი

• პროექტის კოორდინატორი: ნინო რაზმაძე

© საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

© ფონდი ქართული გალობა

შესავალი

ანთოლოგიის II_IV ტომები, სამ ნაწილად გაყოფილ, თემატურად და შინაარსობრივად ერთ მთლიანობას წარმოდგენს. მათში დაბეჭდილია XIX-XX საუკუნეების სანოტო ხელნაწერებსა და გამოცემულ კრებულებში არსებული, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, პირველშეწირულის (პაპ გრიგოლ დიდის[1]) ლიტურგიების, მღვდლის კურთხევისა და ჯვრისწერის განგებათა, აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის, ფაქტობრივად, ყველა საგალობელი.

ანთოლოგიის II_IV ტომებში საგალობლები განლაგებულია ლიტურგიკული თანმიმდევრობით. ერთსახელიანი საგალობლის სხვადასხვა ვარიანტი დაბეჭდილია პრინციპით: ფაქტურული სისადავიდან სირთულისაკენ.

როგორც ერთსახელიან ვარიანტებში, ისე ერთ ჰანგზე გაწყობილ ნიმუშებში, თავს იჩენს ტრადიციული მუსიკალური კულტურებისა და შუა საუკუნეთა ხელოვნების სხვადასხვა დარგისათვის დამახასიათებელი ვარიანტულობა და იმპროვიზაციულობა. საერთო არქეტიპული მოდელისა თუ საზიარო ფორმულების არსებობის პარალელურად, მონათესავე ნიმუშებში ზოგჯერ ვლინდება განსხვავებული ფინალისები, ფაქტურული და ჰარმონიული მრავალფეროვნება, რაც პოლიფონიური ფორმაქმნადობის პროცესში, საკომპოზიციო-იმპროვიზაციული და შემოქმედებითი თავისუფლების მაღალ ხარისხზე მიგვანიშნებს.

II_IV ტომებში თითოეული დასახელების საგალობლის რამდენიმე ვარიანტია. ხშირად, ერთი სახელწოდების მქონე საგალობელთა ჯგუფის პირველ ნიმუშთან გაკეთებული გვაქვს შენიშვნები, რომელიც ამ სახელწოდების, ჯგუფისა თუ ჟანრის ყველა ჰიმნს ეხება. სასურველია, ვიდრე ამა თუ იმ საგალობლის შესწავლას შეუდგებოდნენ, მგალობლებმაც და მკვლევრებმაც გაითვალისწინონ ყველა იმავსახელიანი ნიმუშის მუსიკალური ტექსტები და შენიშვნები.

ანთოლოგიის II_IV ტომებში წარმოდგენილია სხვადასხვა პირის მიერ სხვადასხვა დროს ჩაწერილი საგალობლები. სამწუხაროდ, ქართულ მუსიკოლოგიაში არ გაგვაჩნია სათანადო სიღრმისა და სისრულის კვლევები ქართული გალობის შემომნახველთა – ნოტებზე ჩამწერთა, მგალობელთა, ლოტბართა თუ გამომცემელთა შესახებ. ვგულისხმობთ არა მხოლოდ ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს, მაგალითად, დავით ჩიჯავაძე-მიხაილოვს, არამედ, ისეთ სახელებსაც კი, როგორებიც არიან ფ. ქორიძე, ძმები კარბელაშვილები, ე. კერესელიძე და რ. ხუნდაძე. ფაქტობრივად, შესასწავლია ძმები კარბელაშვილების არქივის არა-სანოტო ნაწილი - მათი წერილები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არაა მოძიებული და შესწავლილი ფ. ქორიძის შემოქმედებითი გზის ამსახველი დოკუმენტები ევროპის, რუსეთისა თუ ამერიკის არქივებში, სადაც დაცულია XIX საუკუნის საოპერო ცხოვრების ამსახველი საბუთები. ბოლო 150 წლის კულტურული თუ პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ასეთი დოკუმენტების მოძიება ადვილი არ იყოს. მაგრამ, ვფიქრობთ, აუცილებელია დაიწყოს ამ მიმართულებით კვლევა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ანთოლოგიის გამოცემა ამ და სხვა მრავალი პრობლემატური საკითხის კვლევის სტიმული გახდება.

[1] ლიტურგიკაში საკამათოდ არის მიჩნეული „პირველშეწირულის ლიტურგიის“ (იგივე „პირველ შეწირულ ძღვენთა“ ან „სიწმიდის განახლების“ ლიტურგიის) წმიდა პაპის, გრიგოლ დიდის ავტორობა. თუმცა, რადგანაც ტრადიციულად, მართლმადიდებელი ეკლესია ამ ლიტურგიას მიაწერს წმიდა გრიგოლ დიდს, დიალოგოსს და მას „დიოლოღონის (ან „დიოლოგოსის“, ან „დიალოგოსის“) წირვა“-ს უწოდებენ, ანთოლოგიაშიც სწორედ ასე ვიხსენიებთ.

იხილეთ წიგნი (ჩამოტვირთეთ .rar ფაილები და მხოლოდ შემდეგ ამოაარქივეთ)

ქართული გალობა ანთოლოგია (ტომი II)
ნაწილი I | ნაწილი II

იბეჭდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით
თბილისი
2018

ტეგები: Qwelly, ანთოლოგია, გალობა, ელ.წიგნები, კარბელაშვილები, ნოტები, წირვა

ნახვა: 1744

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters