მშობლის ეფექტურობის წრთვნა - თომას გორდონი

ფსიქოლოგია, ქველი, ელექტრონული წიგნები, ელექტრონული ლიტერატურა, PDF წიგნები, ebooks, el.wignebi, qwellybooks, eleqtronuli literatura, fsiqologia

      პიტერ ვაიდენი დაჟინებით მთხოვდა ამ წიგნის დაწერას. მარწმუნებდა, რომ ასეთ წიგნს შეეძლო მშობლების ცხოვრების შეცვლა, დაეხმარებოდა აღეზარდათ მეტი პასუხისმგებლობის მქონე შვილები, და თუ ჩემთვის ესეც არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდებოდა, პირადად გაასწორებდა ჩემს ხელნაწერს. მას რამდენიმე წიგნი ჰქონდა დაწერილი, ასეულობით – გამოცემული და მივხვდი, რომ იცოდა, რასაც მეუბნებოდა. მართალიც აღმოჩნდა. წიგნი ბესტსელერი გახდა. ის მილიონობით ადამიანს დაეხმარა ცხოვრების შეცვლაში, მშობლებისთვის ასობით სხვა წიგნის შექმნას შეუწყო ხელი და Pew Research Center-ის მიხედვით, მშობლების წვრთნის 50 ათასზე მეტი პროგრამისთვის შეასრულა მოდელის როლი შეერთებულ შტატებში და ვინ იცის, რამდენისთვის – მის ფარგლებს გარეთ.

      მოდელს, რომელიც შევქმენი და ამ წიგნში აღვწერე, წლების განმავლობაში კომუნიკაციისა და კონფლიქტების გადაჭრის დროს ვიყენებდით. დღეს უკვე ყველამ იცის აქტიური მოსმენის, მე-შეტყობინებისა და კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდის შესახებ. მივხვდი, რომ გორდონის მოდელის სახელწოდებით ცნობილ ამ მოდელს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ყველა სახის ურთიერთობაში იყენებდნენ: ოჯახში, სამსახურში, სკოლაში და ზოგადად, ყველგან. ჩემეულ ტერმინებს შეხვდებით ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში, ბიზნეს-ლიდერებისათვის განკუთვნილ კურსებში, ზრდასრულთა სწავლების პროგრამებში. არსებითად, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და კონფლიქტის გადაჭრა ყველგან მნიშვნელოვანი საკითხებია.

      წლების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამ მეთოდებისა და უნარების წყალობით, ადამიანთა ურთიერთობა სულ უფრო და უფრო დემოკრატიული ხდება, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს. როცა ადამიანებს აღიარებენ, როცა მათ თავისუფლად შეუძლიათ თვითგამოხატვა და იმ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, რომელიც მათზე ახდენს გავლენას, მათი თვითშეფასება მაღლდება, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და აღარ ითრგუნებიან უმწეობის იმ გრძნობით, რომელიც მუდამ არსებობს ავტოკრატულ ოჯახში.

      ეს უნარები მნიშვნელოვანია მთელ სამყაროში მშვიდობისთვისაც. დემოკრატიული ოჯახი მშვიდობიანი ოჯახია და ასეთი ოჯახების სიმრავლის პირობებში, შევქმნით საზოგადოებას, რომელიც უარყოფს ძალადობას და ომს მიუღებლად მიიჩნევს.

      ამ წიგნის წერისას ცხოვრების დინებაზე არ მიფიქრია, ვერ განვსაზღვრე, რომ მომავალში PET-ის მეთოდებით აღზრდილი ბავშვები არა მხოლოდ უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ზრდასრულები იქნებოდნენ, არამედ თავადაც დემოკრატიულ მშობლებად ჩამოყალიბდებოდნენ და არაძალადობრივი ურთიერთობების ციკლი მომავალ თაობებშიც გაგრძელდებოდა. მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ და იმ ადამიანებთან საუბარიც კი შევძელი, ვისი ბებიები და პაპები PET-ის მეთოდებს იყენებდნენ ოჯახში.

      ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა: "ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთი დიდი პოზიტიური მოულოდნელობა გველოდება". ჩემი ცხოვრების უდიდესი პოზიტიური სიურპრიზი ის გახლავთ, რომ პიტერ ვაიდენი მართალი აღმოჩნდა. PET არა მხოლოდ ამერიკაში გავრცელდა, არამედ ოცდაათზე მეტ ენაზე გამოიცა, დღეს წიგნის 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი არსებობს და პროგრამას 43 ქვეყანაში ახორციელებენ. ეს "დიდ სიურპრიზზე" ბევრად მეტია.

      გამოცდილებამ დაადასტურა, რომ PET-ის ძირითადი კონცეფციები და უნარები დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაახლოებით ორ- მოცი წლის წინათ, როდესაც პირველად ვასწავლიდი PET-ის კურსს კა- ლიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ პასადენის კაფეტერიაში შეკრებილ ჩვიდმეტ მშობელს. ცვლილება საჭირო იყო. ის უფრო გაფართოვდა და მნიშვნელოვანი გახდა, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ოჯახში ძალადობა პირდაპირ უკავშირდებოდა ძალადობას საზოგადოებაში. წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავთ, ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო წამა- ლია და მშვიდობა და დემოკრატია მოაქვს.

      PET-ის პირველი ჯგუფის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1975 წელს ამერიკელთა თითქმის 95% მხარს უჭერდა ოჯახში ან სკოლაში ბავშვის ფიზიკურ დასჯას. ბოლოდროინდელი გამოკითხვები ადასტურებს, რომ ფიზიკური დასჯის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი განახევრდა და თანდათან უფრო მცირდება – ამის გამო გული სიხარულით მევსება.

      ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ამ წიგნის წაკითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და გამოცდილება გაგიმდიდროთ.

დოქტორი ტომას გორდონი
სოლანა ბიჩი, კალიფორნია

წიგნის დასახელება: როგორ გავხდე კარგი მშობელი

ორიგინალი დასახელება: Parent Effectiveness Training

ავტორი: თომას გორდონი / Thomas Gordon

მთარგმნელი: ნინო ჭიაბრიშვილი

კატეგორია: ფსიქოლოგია

გვერდების რაოდენობა: 307

ფორმატი: PDF

წიგნში განხილული თემები:

  1. მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან;
  2. მშობლები ადამიანები არიან და არა ღმერთები;
  3. როგორ ვუსმინოთ ისე, რომ შვილებს უნდოდეთ ჩვენთან საუბარი: აღიარების (მოწონების) ენა;
  4. აქტიური მოსმენის უნარის გამოყენება;
  5. როგორ მოვუსმინოთ პატარებს;
  6. როგორ ველაპარაკოთ შვილებს ისე, რომ მოგვისმინონ;
  7. როგორ ავამოქმედოთ "მე-შეტყობინება";
  8. მიუღებელი ქცევის შეცვლა გარემოს ცვლილებით;
  9. გარდაუვალი კონფლიქტები – ვინ გაიმარჯვებს?;
  10. მშობლის ძალაუფლება: აუცილებელი და გამართლებული?;
  11. კონფლიქტის გადაჭრის "უდანაკარგო" მეთოდი;
  12. მშობლების შიში და შფოთვა "უდანაკარგო" მეთოდთან დაკავშირებით;
  13. "უდანაკარგო" მეთოდის გამოყენება;
  14. როგორ გადავურჩეთ "მშობლობის სამსახურიდან" დათხოვნას;
  15. როგორ ავიცილოთ კონფლიქტი საკუთარი თავის შეცვლით;
  16. ჩვენი შვილების სხვა "მშობლები".

იხილეთ წიგნი:

როგორ გავხდე კარგი მშობელი?!

ტეგები: ელ.წიგნები, ოჯახი, სამეცნიერო, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 1820

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters