ჰიჩკოკი, ფსიქო, psycho, Adler, Rogers, behavioral_therapy, consultation, environment, psychoconsulting, psychological_advice, psychology, qwelly, therapy, ატმოსფერო, გარემო, დრო, თეორიები, კაბინეტი, კონსულტანტის_პროფესიული_მომზადება, კონსულტანტის_როლი, კონსულტაცია, კონსულტაციური_კონტაქტი, კონსულტირების_პროცესი, ორგანზომილებიანი_განხილვა, სივრცე, ფსიქოანალიტიკა, ფსიქოკონსულტანტის_როლი, ფსიქოკონსულტაციის_სტადიები, ფსიქოკონსულტაციური_დიაგნოზი, ფსიქოკონსულტაციური_პროცესი, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოკონსულტირების_თერაპიული_საშუალებები, ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური_ანამნეზი, ფსიქოლოგიური_კოსულტაცია, ქველი

VII ფსიქოკონსულტაციური პროცესი

ფსიქოლოგიური კონსულტირების პროცესი

1. პირველი გასაუბრება; პაციენტთან პირველი შეხვედრა

      პირველ შეხვედრას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმ შემთხვევშიც, თუ კონსულტანტის დღე გადატვირთულია, რადგანაც პაციენტი კონსულტირებაზე ორი გრძნობით მიდის: შიში და იმედი. კოსულტანტი ვალდებულია, შეუმციროს შიში და გაუძლიეროს იმედი.

      პირველი შეხედვა იწყება გაცნობით.. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ შემოდის პაციენტი საკონსულტაციო ოთახში (მაგ. ნაბიჯები, რომლებიც ავლენენ მისი გადაწყვეტილების უნარსა და გამბედაობას, ფრთხილი ნაბიჯები მეტყველებს შიშსა და ეჭვებზე). ხელის ჩამორთვევამ შეიძლება გამოხატოს კეთილგანწყობა. როდესაც კონსულტანტი კლიენტს ართმევს ხელს, ამით გამოხატავს დაინტერესებას, მეგობრულ გრძნობებასა და დახმარებისათვის მზაობას. რადგანაც ხელის ჩამორთმევა სიმბოლოა ორი ადამიანის ერთობისა.

      კონსულტანტმა, პაციენტისადმი დაინტერესების გამოხატვის მიზნით, უნდა წარუდგინოს თავი და მასაც იგივეს გაკეთების საშუალება უნდა მისცეს. რამდენიმე წუთი შეიძლება დაეთმოს ზოგად ფრაზებს, რათა შემცირდეს პირველი შეხვედრით გამოწვეულ შფოთვას და დაძაბულობას. იმ შემთხვევაშიც კი თუ, პაციენტი არ ავლენს შფოთვასა და დაძაბულობას, მაინც უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, რომ პირველი შეხვედრა, იწვევს შფოთს, შიშს. პაციენტის შფოთვა შეიძლება გამოიწვიოს არამარტო საკუთარმა პრობლემებმა, არამედ ეჭვებმაც, თუ რამდენად კვალიფიციურია კონსულტანტი და შეუძლია თუ არა რეალური დახმარების გაწევა.

      შფოთვა და დაძაბულობა პაციენტს ხელს უშლის ლაპარაკში. როდესაც კონსულტანტი პაციენტს აღელვებას შეატყობს, მაშინ მის პირველ ამოცანას უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ამგვარად კონსულტანტი უნდა იყოს აქტიური და გაააქტიუროს პაციენტიც.

      პირველი შეხვედრისას, აღელვება და მოუსვენრობა პაციენტის მიერ კონსულტირების პროცესის არსის შეცნობის შანსს ამცირებს. უმრავლესობამ არ იცის, თუ რასთან აქვს საქმე და კონსულტანტს განიხილავს, როგორც ჯადოქარს, რომელიც კითხულობს აზრებს, ზოგს კი კონსულტირება "სასწრაფო დახმარება" ჰგონია. კონსულტირების პროცესთან გაცნობა ამცირებს პაციენტის შფოთვას და არარეალისტურ მოლოდინს რომელიც ფსიქოთერაპიის შესახებ სოციუმში არსებული სტერეოტიპებითაა გამოწვეული.

      პაციენტისთვის კონსულტირების პროცესის სწორ ახსნა- განმარტებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხაზი უნდა გაუსვათ იმ გარემოებას რომ ეს ავტორიტარული პროცესი კი არაა, არამედ მკურნალობის ფსიქოლოგიური დახმარების ისეთი ფორმაა, სადაც წარმატება პაციენტსა და კონსულტანტს შორის ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა.

      პირველი შეხვედრისას, აუცილებელია გავარკვიოთ პაციენტი თვითონ მოვიდა კონსულტირებაზე, თუ ეს ვინმეს სურვილით გააკეთა. თუ იგი მიყვანილია სხვების მიერ, მაშინ, კონსულტაციური დახმარების მიმართ წინააღმდეგობა იზრდება, რადგანაც პაციენტი არ თვლის, რომ მას დახმარება ესაჭიროება. თუ ის სხვა პაციენტის რჩევითაა მისული, მაშინ კონსულტატისაგან დამატებით ძალისხმევაა საჭირო პაციენტში მკურნალობის მოტივაციის შესაქმნელად. აუცილებელია გაირკვეს თუ რა მიზნითა არის გამოგზავნილი პაციენტი კონსულტანტთან. თუ ის გამოგზავნილია სხვა ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის მიერ, მაშინ მას თავისი პრობლემის კიდევ ერთხელ მოყოლა და

      უსიამოვნოა პრობლემის გამეორება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კოლეგის მიერაა გამოგზავნილი, კონსულტანტმა მაინც უნდა მოუსმინოს კლიენტს და არ დაეყრდნოს კოლეგის მონაყოლს, რადგან პირად საუბარში შეიძლება გაირკვეს პაციენტის სიმპტომებსა და პრობლემების ის სპეციფიკური მნიშვნელობა რაც კოლეგას შეიძლება გამორჩა.

      კონსულტაციის შესახებ სწორი წარმოდგენის და რეალისტური პოზიციის ჩამოყალიბება გულისხმობს იმის ახსნას რომ კონსულტაციის პროცესი არის ორი ან მეტი ადამიანის სამკურნალო ურთიერთობა და არა დირექტიული საუბრები, რომლის დროსაც კონსულტანტი რჩევებსა და მითითებებს იძლევა. პაციენტმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ის პრობლემები, რომლითაც იგი კონსულტანტის წინაშე წარსდგა დიდი ხნის წინაა ჩამოყალიბებული და მათთან ცხოვრება პაციენტს დიდი ხნის განმავლობაში უწევდა უხდებოდა. ამის გამო მათთგან განთავისუფლება ასე იოლად და მარტივად ერთი ორი სეანსის განმავლობაში არ მოხდება. ის რაც წლების განმავლობაში დაგროვდა ერთ საათში ვერ გადაწყდება.

      კონსულტანტს პირველი კითხვის დასმის უფლება აქვს. კითხვა უნდა იყოს ღია და არა განსაზღვრული ნაკლებად გარკვეული. კოქსი თვლის, რომ, ძალიან სასარგებლოა ჰკითხო: "ბოლოს როდის იცინოდით სახლში?" _ რადგან სიცილი და მისი დეფიციტი კარგად ასახვას პაციენტის მდგომარეობას.

      კონსულტანტის მიერ ბევრი კითხვის დასმის შემთხვევაში კლიენტი ვეღარ იგებს, რა უნდათ, რას მოითხოვენ მისგან და საკუთარი ინიციატივით აღარ ლაპარაკობს. კონსულტირების დასაწყისშივე თავიდან უნდა ავიცილოთ ერთმნიშვნელოვანი პასუხების შემცველ კითხვები. პაციენტის პასუხებმა შეიძლება კონსულტანტში განსხვავებული კითხვების წყება გამოიწვიოს. პაციენტის პასუხებმა კონსულტანტში უნდა აღძვრას სხვადასხვა კითხვები.

      პირველი შეხვედრისას კონსულტანტი ცდილობს, განსაზღვროს საუბრის ძირითადი თემა, მისი სიძნელეები და პრობლემები. კონსულტანტმა არ უნდა აიძულოს პაციენტ მოყვეს ყველაფერი. თუ პაციენტს ვაიძულეთ მოყვეს ის რის მიმართაც მას განწყობა ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბდა და იმ თემაზე ვალაპარაკოთ რომლისთვისაც ის ჯერ მზად არაა მაშინ მეორე სეანსზე ის შეიძლება აღარ მოვიდეს

      ფსიქოკონსულტანტმა კონსულტაციაზე შეიძლება უარი განცხადოს მაშინ როდესაც:

  • პაციენტთან ახლო ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს;
  • პაციენტი აცხადებს მასთან სიარულზე უარს;
  • პაციენტის პრობლემა მის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება;
  • პიროვნული შეუთავსებლობაა მასსა და პაციენტს შორის ;
  • რამოდენიმე სეანსის შემდეგ აშკარა ხდება ირკვევა რომ შემდგომი გაგრძელება უშედეგო იქნება;

      ასეთ შემთხვევებში პაციენტი სხვა კონსულტანტთან უნდა გავაგზავნოთ

2. პრობლემის შეფასება:

      ფსიქოლოგიური შეფასება ეს არის კლიენტის ქცევის სისტემური ანუ სტანდარტიზირებული გამოკვლევა.

      Cox 1988 თანახმად პაციენტის შეფასება შემდეგი 3 ასპექტით ხდება :

  1. ნოზოლოგიური – ამ დროს ხდება პაციენტის მდგომარეობის შეფასება ფსიქიკური დაავადებების ამა თუ იმ კლასიფიკაციის მიხედვით . ადგილი აქვს პაციენტის მიკუთვნება რომელიმე ავადმყოფური კატეგორიისადმი;
  2. ფსიქოდინამიკური. ამ დროს ხდება ძირითადი არაცნობიერი კომპლექსებისა და დაცვითი მექანიზმების დადგენა;
  3. ექზისტენციალური .პაციენტის შინაგანი სამყაროსა და მისი ცხოვრებისეული სიტუაციის ეგზისტენციის აღწერა და ანალიზი;

პრობლემის ვერბალიზაცია

      ყველა ადამიანი თავის ცხოვრების გზაზე სირთულეებს ხვდება ზოგჯერ ისინი მას გადაულახავად ეჩვენება. ეს ცხოვრებისეული სირთულეები ანუ პრობლემები მოქმედებენ ადამაინის ფსიქო-ფზიკურ მდგომარეობაზე ანუ ზეგაცლენას ახდენენე მის აზრებზე ემოციებსა და ქცევებზე. ისინი მოქმედებენ მთლიან ადამიანზე. ადამიანების უმრავლესობა მიდრეკილია თავის პრობლემებში გარემო პირობები გაამტყუნოს რაც არაკონსტრუქციული და ცალმხრივია.

      Rolo May 1967 თქმით გარემო ჭადრაკის დაფის და ფიგურების როლს ფუნქციას ასრულებს მაგრამ მხოლოდ მათზე დაყრდნობით წინასწარ ვერ ვიტყვით თუ როგორ წარიმართება თამაში

      პრობლემების არსებობა არის ნორმალური მოვლენა ამის გაცნობიერება პრობლემების გადალახვაის საწყის ეტაპს წარმოადგენს. რთულ გადაულახავ პრობლემებს მათი გადაწყვეტის გახანგრძლიებული უუნარობა ან მათთან თანაცხოვრების სწავლის შეუძლებლობა იწვევს.

      ყველა პრობლემისათვის დამახასიათებელია ის რომ:

  • კომპლექსურია ანუ წარმოადგენენ ემოციურად დამუხტული აზრების გრძნობებისა და განზრახვების კომპლექსს, ერთობლიობას; ამიტომ მათი გადაწყვეტა პიროვნების კომპლექსურ ცვლილებას მისი ცხოვრების სტილის შეცვლას მოითხოვს;
  • უნიკალურია მათ თავისი წარმოშობისა და განვითარების უნიკალური ისტორია აქვთ ანუ აქვთ პირადი ელფერი ანუ ყოველი ადამიანი და მისი პრობლემა განუმეორებელია
  • ინდივიდუალურია მოითხოვს განსაკუთრებულ ინდივიდუალურ მიდგომას და ამის გამო მათი გადაწყვეტის საერთო ალგორითმი არ არსებობს ყველა შემთხვევა უნდა განხილულ იქნას კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრების კონტექსტში;
  • აქსიოლოგიურია. პრობლემის უკან მდგარი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება ან მიუღწეველი მიზანი გარკვეულ ადგილს იკავებს პაციენტის ფასეულობათა და ღირებულებათა იერარქიაში. რაც უფრო ფასულია მოთხოვნილება მით უფრო მტკივნეული მისი ფრუსტრაციის შედეგად განვითარებული პრობლემა; პრობლემისპათოგენურ ხასიათს აძლიერებს მისი ხანგრძლიობა და მისი გადალახვის ან კომპენსაციის ეფექტური გზების არარსებობა;
  • აქვს ირადიაციის უნარი ანუ ცხოვრების ერთ სფეროში განვითარებული პრობლემები ვრცელდება სხვა სფეროზეც მაგ ცოლქმრულ ურთიერთობებში უთანხმოება ვრცელდება მათ სექსუალურ სფეროზეც. ამიტომ პრობლემა განცალკევებულად არ არსებობს ის სხვა პრობლემებთანაა გადახლართული. პრობლემები ურთიერთგადახლართულია

      პრობლემის აღმოჩენისა და მკაფიოდ წარმოჩინებისათვის საჭიროა

  • დადგინდეს დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებისა და მიუღწეველი მიზნის აქსიოლოგიური მნიშვნელობა ანუ განისაზღვროს პრობლემის ხვედრითი წონა და მნიშვნელობა ადამიანის ღირებულებათა იერარქიულ სისტემაში;
  • როგორია მოთხოვნილების ფრუსტრირების და მიზნის ბლოკირების ხარისხი;
  • დადგინდეს პრობლემის არსებობის ხანგრძლიობა და პიროვნებაზე მისი პათოგენური ზეგავლენის ხასიათი ;
  • პრობლემის ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში არადექვატური კომპენსაციების დადგენა;

      კონსულტირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს პრობლემის გაცნობიერებასა და მის ვერბალიზაციას რაც ყოველთვის იოლი არ არის. პაციენტს თავისი პრობლემები ნაწილობრივ აქვს გაცნობიერებული და მათი სრულად ვერბალიზაცია უჭირს. სახელდების და ვერბალიზაციის პროცესში ადგილი აქვს გაცნობიერებას და სიტუაციის კრიტიკულ შეფასებას, რომლის დროსაც ნათლად წარმოჩინდება ის ხარვეზები რომელიც პრობლემის მისეულ ხედვაშია.

      ამიტომ პრობლემის ვერბალიზაციის პროცესი არაფორმულირებულ გამოუთქმელ აზრებს, გრძნობებსა და ფანტაზიებს რეალურს ხდის, მათ ეფემერულობას სპობს და იწვევს კათარზის ანუ განწმენდას. იგი აგრეთვე პაციენტს ეხმარება გარემოსთან, თავის მტკივნეულ ემოციებსა და აზრებთან დისტანცირებაში. ასეთი დისტანცირება გვეხმარება ფსიქოემოციური სფეროს კონტროლსა და მართვაში ფსიქოკონსულტაციური დიაგნოზი;

      იგი მოიცავს:

  • ფსიქოპათოლოგიურ ანალიზს ანუ პაციენტის ძირითადი ჩივილების ანუ სიმპტომების დადგენას;
  • ეთიოლოგიურ ანალიზს მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას
  • და მათი მკურნალობის ეფექტური ფორმების განსაზღვრას;

ფსიქოლოგიური ანამნეზი

      ფსიქოლოგიური ანამნეზი ესაა გარკვეულწილად ისტორია და ინფორმაცია პაციენტისა და მისი პრობლემების შესახებ. თუმცა ამ ინფორმაცის შეგროვება ერთი შეხვედრის განმავლობაში არ ხერხდება. ამიტომ ამ ინფორმაციას სხვა შეხვედრების ხარჯზე ვავსებთ, რის გამოც ხდება პიროვნების მთლიანი პორტრეტის ჩამოყალიბება, რომელიც იწყება პაციენტის მიერ საკუთარ თავზე მოყოლილით და გრძელდება იმ ინფორმაციის დამატებით, რომელსაც ვიღებთ მის ქცევაზე დაკვირვებით და ტესტირებით, მისი სიზმრების ნახატებისა და სხვა შესწავლით.

      ინფორმაცია პაციენტის შესახებ 3 ინფორმაციულ ბლოკამდე შეიძლება დავიყვანოთ:

  1. დემოგრაფიული ინფორმაცია ( ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, პროფესია, განათლება)
  2. აქტუალური პრობლემებისა და დარღვევების ანალიზი (პრობლემის წარმოშობა, განვითარება, ხანგრძლივობა, ასაკი რომლის დროს პრობლემა წარმოიშვა, ემოციურად მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობების თავისებურებები, , ინტერესების ცვლილება, სომატური ცვლილებები, კონსულტატთან მომართვის უშუალო მიზეზი, ოჯახური ანამნეზი)
  3. ფსიქოსოციალური ანამნეზი მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობები, (ბავშვობა, სკოლამდელი ასაკი, სკოლის ასაკი გარდამავალი ასაკი…....)

VIII ფსიქოკონსულტაციის სტადიები

      განვიხილოთ კონსულტაციის პროცესის ზოგადი მოდელი, რომელსაც ეკლექტიკურს ეძახიან. ეს არის სისტემური მოდელი, რომელიც მოიცავს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტადიას და გამოხატავს იმ ზოგად უნივერსალურ მახასიათებლებს რომელიც ფსიქოკონსულტირების და ფსიქოთერაპიის ნებისმიერი ყველა ორიენტაციას აერთიანებს

  1. პრობლემის გამოკვლევა (შესწავლა)
  2. პრობლემის ორგანზომილებიანი განხილვა
  3. პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატივების იდენტიფიცირება
  4. დაგეგმვა
  5. მოქმედება
  6. შეფასება და უკუკავშირი.

      განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. პრობლემის შესწავლა

      ამ სტადიაზე კონსულტანტი ორმხრივ ნდობაზე დაფუძვნებულ კონტაქტს ამყარებს პაციენტთან . ამისთვის საჭიროა, ყურადღებით უსმინო პაციენტს, რომელიც თავის სიძნელეებზე საუბრობს. ამავე დროს, კონსულტანტმა უნდა გამოხატოს სიალალე, ემპათია, თანაგრძნობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოს მანიპულირებას და კრიტიკულ შეფასებას. კონსულტანტმა პაციენტი უნდა წააქეზოს და ხელი შევუწყოს მისი პრობლემების განხილვის გაღრმავებაში და დააფიქსიროს მისი გრძნობები და არავერბალური ქცევა.

2. ორგანზომილებიანი განხილვა

      ამ სტადიაზე კონსულტანტი ცდილობს ზუსტად განსაზღვროს და დაახასიათოს თუ რაში მდგომარეობს პაციენტის პრობლემა დაადგინოს ამ პრობლემის როგორც ემოციური, ასევე კოგნიტური მხარე. პრობლემის დაზუსტება მიმდინარეობს მანამ, სანამ კონსულტანტი და პაციენტი პრობლემის ერთობლივ ხედვას არ მიაღწევენ.

      პრობლემის ზუსტი განსაზღვრა ხდება კონკრეტული ცნებებით. პრობლემის ზუსტი განსაზღვრა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ პრობლემის მიზეზებს სწორად ჩავწვდეთ. ზოგჯერ კი მიგვითითებს პრობლემის გადაწყვეტის გზებზე. თუ პრობლემის გამოაშკარავება-განსაზღვრისას წარმოიქმნება სიძნელეები, მაშინ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრობლემის შესწავლის პირველ სტადიას.

3. პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული შესაძლებლობების იდენტიფიცირება ანუ განხილვა

      ამ დროს ადგილი უნდა ჰქონდეს პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებელი ალტერნატივების გამოაშკარავებას და მასზე ღიად მსჯელობას სოკრატისეული დიალოგით და ღია კითხვების დასმით. კონსულტანტი აქეზებს პაციენტს რათა მან დაასახელოს ჩამოთვალოს და გააცნობიეროს ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელსაც ეს უკანსკნელი თვლის რეალურად და ადექვატურად. კონსულტანტი ეხმარება კლიენტს დამატებითი ალტერნატივების გამოააშკარავებაში , საკუთარი აზრის თავზე მოხვევის გარეშე.

      საუბრის დროს შეიძლება შევადგინოთ სხვადასხვა ვარიანტის წერილობითი სია მათი უფრო იოლი შედარების მიზნით.

4. დაგეგმვა-პლანირება

      ამ სტადიაზე ხდება არჩეული ალტერნატივების კრიტიკული შეფასება. კონსულტანტი ეხმარება პაციენტს იმის გარკვევაში, თუ რომელი ალტერნატივები უფრო რეალისტური და ადექვატურია პაციენტის შესაძლებლობებისა გამოცდილების და ცვლილებისადმი მზაობის გათვალისწინებით. პრობლემის რეალისტური გადაწყვეტის გეგმის შედგენა ეხმარება პაციენტს დაანახოს, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

      ზოგი პრობლემა მოითხოვს დიდ დროს, ზოგიერთის გადაწყვეტა შესაძლებელია ნაწილობრივ, მისი დესტრუქციული ძალის შემცირებით. კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას წინასწარ უნდა დავადგინოთ, თუ როგორი ხერხებით ამოწმებს კლიენტი საკუთარი გადაწყვეტილების რეალისტურობას.

5. მოქმედება და პრობლემის გადაწყვეტის გეგმის თანმიმდევრული განხორციელება

      ამ სტადიაზე ხდება პრობლემის გადაწყვეტის გეგმის თანმიმდევრული რეალიზაცია. კონსულტანტი ეხმარება პაციენტს თავისი მოქმედებები ააგოს იმ ურთიერთობების, ვითარების, დროის, ემოციური დანახარჯის გათვალისწინებების საფუძველზე. ამავე დროს დაშვებულ უნდა იქნეს მიზნის მიღწევის პროცესში მარცხის შესაძლებლობა. პაციენტმა უნდა დაუშვას, რომ ნაწილობრივი მარცხი არ ნიშნავს კატასტროფას და საჭიროა გეგმის განხორციელების გაგრძელება. ამიტომ ყველა მოქმედება მიზანს უნდა დაუკავშირდეს.

6. შეფასება და უკუკავშირი

      ამ სტადიაზე ორივე აფასებს მიზნის მიღწევის დონეს, პრობლემის გადაწყვეტის ხარისხს. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება უფრო დაზუსტდეს პრობლემის გადაწყვეტის დონე.

      ახალი, უფრო ღრმა ფარული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში საჭიროა დავუბრუნდეთ პირვანდელ სტადიას.

IX კონსულტანტის როლი და ადგილი ფსიქოკონსულტირების პროცესში

ფსიქოკონსულტანტის როლი და ადგილი

      ფსიქოკონსულტირების დროს, საქმე გვაქვს ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებთან.

      ფსიქოკონსულტანტი, პაციენტთან ერთად იკვლევს უმნიშვნელოვანეს და არსებით პრობლემებს მისი ცხოვრებიდან. იგი პაციენტს ეხმარება:

  1. ყოველდღიურ ცხოვრებაში პაციენტის მიერ არჩევანის გამომწვევი მოტივების გაცნობიერებასა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრაში.
  2. ადამიანებთან დარღვეული ურთიერთობების და ემოციური პრობლემების გადაწყვეტაში.
  3. შინაგანი ქაოსის განცდის გადალახვაში ანუ, გაუგებარი და ცვლადი პოზიტიურად გარდაქმნას და მიზანშეწონილი გახადოს.

ფსიქოკონსულტანტის როლური ფუნქცია:

  1. ურთიერთნდობაზე აგებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  2. პაციენტის უშუალო თანაგრძნობა- მის ცხოვრებისეულ ვითარებებში "შეღწევა" (ემპათია) და მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან პირებთან ურთიერთობის გაგება.
  3. პაციენტი ირგვლივ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ატმოსფეროს შექმნა.
  4. პაციენტის ქცევისა და მოქმედების და საკუთარ თავის გაგების ალტერნატიული ფორმებისა გამოაშკარავება.
  5. კონსულტაციური პროცესის მუდმივი სრულყოფა

ეფექტურად მომუშავე ფსიქოკონსულტანტს უნდა გააჩნდეს შემდეგი თვისებები:

  1. აუტენტურობა - წარმოადგენს ფსიქოთერაპიის ძირითად თვისებასა და ეგზისტენციალურ ცხოვრებისეულ ფასეულობას. ვლინდება აწმყო მომენტის სრულ გაცნობიერებასა და ცხოვრებისეული წესის არჩევაში და პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობაში .
  2. საკუთარი განცდებისა და გამოცდილებისადმი გახსნილობა რაც გულისხმობს არა სხვებისადმი გულახდილ დამოკიდებულაბას არამედ საკუთარი გრძნობების გულახდილ ალალ აღიარებასა და აღქმას;
  3. თვითშემეცნებისაკენ სწრაფვა - საკუთარი თავის შემეცნება. თვითშემეცნების შეზღუდვა ნიშნავს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას. ღრმა თვითშემეცნება ზრდის ცხოვრებისეული ფართო არჩევანის შესაძლებლობას. Kრაც უფრო კარგად იცნობს საკუთარ თავს კონსულტანტი, მით უფრო კარგად წვდება პაციენტის პრობლემებს და პირიქით.
  4. პიროვნების ძალა და იდენტურობის განცდა. - ფსიქოკონსულტანტი კარგად უნდა იცნობდეს საკუთარ თავს, თუ ვინ და როგორია ის, თუ რა უნდა ცხოვრებისგან და რა არის მისთვის არსებითი ამ ცხოვრებაში. იგი უნდა ხელმძღვანელობდეს საკუთარი შინაგანი პოზიციით და არა სხვების ზეგავლენით რაც აუტენტურ ინტერპერსონალურ ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს.
  5. იგი უნდა პასუხობდეს ცხოვრების გამოწვევებს და საკუთარი ღირებულებების გადასინჯვას უნდა ახდენდეს;
  6. ტოლერანტულობა, აქ იგულისხმენა ტოლერანტულობა უცნობი და გაურკვეველის მიმართ და მშვიდი დამოკიდებულება ჩვეული სტერეოტიპების მსხვრევისა რღვევის მიმართ და ახლის მიღებისა "ახალი ტერიტორიების ათვისებისადმი" მზაობა..
  7. პასუხიმგებლობის გრძნობა; ის პასუხისგებელი უნდა იყოს თავის მოქმედებებზე იმაზე რაც კონსულტაციის დროს ხდება. კონსულტირების მოცემულ მომენტში მან უნდა გადაწყვიტოს დაეთანხმოს პაციენტის შეხედულებებსა და პოზიციას თუ პოზიტიურ დაპირისპირებაში გადავიდეს მასთან;
  8. სხვა ადამიანებთან ღრმა ურთიერთობისა დამყარების უნარი რომელიც თავისუფალია განკითხვისა და იარლიყების ჩამოკიდებისგან იგი თავისუფლად ურთიერთობს ადამაინებთან შიშისა და არაადექვატური მოლოდინის გარეშე;
  9. ემპათია უნარი თანაგრძნობის და სხვისი თვალით ყურების უნარი საკუთარი ხედვის დაკარგვის გარეშე და თავისი პერსპექტივის შენარჩუნებით. იგი, წარმატებული ფსიქოკონსულტანტის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია.
  10. რეალისტური მიზნების დასახვის უნარი;

      კ. შნაიდერი გამოყოფს კვალიფიციური კონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სამ ძირითად კომპონენტს:

  1. კონსულტანტის პიროვნული ზრდასრულობა. იგულისხმება კონსულტანტის უნარი წარმატებულად გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემები. იგი გულახდილი და ტოლერანტული უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ და გააჩნდეს მაღალი პასუხისგებლობის გრძნობა;
  2. კონსულტანტის სოციალური სიმწიფე აქაც იგულისხმება კონსულტანტის უნარი დაეხმაროს სხვებს საკუთარი პრობლემების წარმატებით გადაწყვეტაში და იყოს გულახდილი ალალი და ტოლერანტული პაციენტებისადმი ;
  3. კონსულტანტის ზრდასრულობა არის პროცესი და არა მდგომარეობა რაც ნიშნავს იმას რომ შეუძლებელია იყო ყველაფერში და ყოველთვის ზრდასსრული.

კონსულტანტის ფასეულობათა და ღირებულებათა სისტემა;

  1. თითოეული პიროვნების ცხოვრებისეული ფილოსოფია არის ინდივიდუალური და არცერთ ფსიქოკონსულტანტს არა აქვს უფლება, რომ მას შეუცვალოს ცხოვრების სრულად განვითარებული ადეკვატური ფილოსოფია.
  2. ყველაზე ადეკლვატური არის, ეკლესია, ოჯახი და სკოლა და არა ფსიქოკონსულტანტის კაბინეტი.
  3. ინდივიდი ავითარებს ისეთ ეთიკურ სისტემას, რომელიც არ ეყრდნობა ერთ წყაროს და არ ხორციელდება ერთ დღეში.
  4. არავის აქვს უფლება, ხელი შეუშალოს საკუთარი ცხოვრების ფილოსოფიის განვითარებას.

რა საშიშროებები არსებობს ფსიქოკონსულტირებაში?

  1. საკუთარი იდენტურობის დაკარგვა და კლიენტში აღრევა.
  2. ფსიქოკონსულტანტის მოღვაწეობამ შეიძლება უარყოფითი შედეგი მოუტანოს მას ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობაში.
  3. ქვეცნობიერი ინფექციის საშიშროება (კ.იუნგი) რაც გულისხმობს კონსულტანტის ფსიქიკური დარღვევბის საშიშროებას პაციენტის ცხოვრების შავ რთულ მხარეებთან და ფსიკიკურ პათოლოგიასთან შეხების შედეგად

      ფსიქოკონსულტანტს შესაძლებელია განუვითრადეს გადაწვის სინდრომი რომელიც ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ფსიქოფიზიკურ ანუ გონებრივ და ემოციურ და ფიზიკურ გადაღლაში ვლინდება ამის მიზეზი შესაძლებელია გახდეს :

  • მონოტონური უაზრო მუშაობა;
  • მუშაობის პროცესში დიდი რაოდენობით საკუთარი რესურსების ჩადება განსაკუთრებით ამის დაუფასებლობის შემთხვევვაში ;
  • მუშაობის დროის მკაცრი რეგლამენტირება განსაკუთრებით როცა მისი განხორციელება და დასრულება არარეალურ ვადებში უნდა მოხდეს;
  • მოტივაციას მოკლებული პაციენტები რომლებიც მუდმივ ძლიერ წინაარმდეგობას ავლენენ მკურნაობისადმი;
  • არასახარბიელო პროფესიული გარემო - კოლეგების მხრიდან კონფლიქტური, კრიტიკული დამოკიდებულება და მათი არასაკმარისი მხარდაჭერა;
  • პროფესიული თვითგამოხატვის არასახარბიელო გარემო რომელიც თრგუნავს ინოვაციებსა და ექსპერიმენტირებას;
  • მუშაობა პროფესიული კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების და შესაძლებლობის გარეშე;
  • კონსულტანტის პირადი გადაუწყვეტელი პრობლემები

      გადაწვის სინდრომის განვითარება შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ შემდეგნაირად:

  • ცხოვრების სხვა სფეროებით დაინტერესება, რომლებიც უშუალო კავშირში არ იმყოფებიან კონსულტანტის პროფესიასთან;
  • საკუთარი მუშაობის სტილში მრავალფეროვნების შეტანა
  • საკუთარი ჯანმრთელობისადმი სათანადო ყურადღების მიქცევა;
  • დამაკმაყოფილებელი საზოგადოებრივი ცხოვრება სასიამოვნო სოციალური კონტაქტები;
  • სრულყოფილებისკენ სწრაფვა რომელიც პერფექციონიზმს იქმნება მოკლებული;
  • მზაობა ახალი გამოცდილების მიღებისადმი;
  • პროფესიონალურ ჯგუფებში მონაწილეობა ურთიერთგაზიარების და პრობლემების ერთობლივი განხილვის მიზნით;
  • საზოგადოებრივ აზრზე დამოუკიდებლად ადექვატური თვითშეფასება;
  • სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა ახალ კოლეგებთან შეხვედრის, მათთან ურთიერთგაზიარებისა და ახალი გამოცდილებით გამდიდრების მიზნით;

კონსულტანტის პროფესიული მომზადება

კონსულტანტისადმი მოთხოვნები;

კონსულტაციური მეთოდის საფუძვლები

      კარლ როჯერსმა (1975წ.) დასვა ასეთი კითხვა: "შეიძლება დავამტკიცოთ, რომ არსებობს აუცილებელი და საკმარისი პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს და რომელთა მკაფიო განსაზღვრება და გაზომვა შეიძლება?"

      როჯერსის მიხედვით ასეთი 6 პირობა არსებობს:

  1. ორივე პირი უნდა იყოს ფსიქოლოგიურ კონტაქატში.
  2. პირველი მათგანი (დავარქვათ მას კლიენტი) იმყოფება ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში, ადვილად მოწყვლადი და აფორიაქებულია.
  3. მეორე პირი (დავარქვათ მას კონსულტანტი) აქიურად მონაწილეობს ურთიერთობაში.
  4. კონსულტანტი განიცდის უპირობო პატივისცემას კლიენტისადმი.
  5. კონსულტანტი განიცდის ემპათიას, იღებს რა კლიენტის თვალსაზრისს და აგრძნობინებს მას, რომ ის ემპათიას განიცდის.
  6. ემპათიური გაგება და უპირობო პატივისცემა კონსულტანტის მხრიდან გადაეცემა კლიენტს მინიმალური გამოხატულების შემთხვევაში.

      როჯერსის აზრით, არ არსებობს სხვა პირობა პიროვნების შესაცვლელად. ამგვარად, კლიენტი მუდმივად უნდა იყოს კონსულტანტთან კონტაქტში და მუდმივ მზადყოფნაში დახმარების მისაღებად.

      თერაპიული კონტაქტის უნიკალურობა დამოკიდებულია თერაპევტის უნარზე, განასხვაოს ინტიმურ-პიროვნული ურთიერთობა ინტიმურ-თერაპიულისაგან. პირადი, თბილი ურთიერთობის, ანუ ინტიმური ურთიერთობისაგან განსხვავებით, თერაპიული კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის აღსავსეა გრძნობებითა და ემოციებით, არის ასიმეტრიული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პაციენტი გამოხატავს თავის ინტიმურ დეტალებს.

ტეგები: Qwelly, ადლერი, თეორიები, კონსულტაცია, ფსიქოანალიტიკა, ფსიქოკონსულტირება, ფსიქოლოგია

ნახვა: 2504

გამოხმაურებები!

გამარჯობათ,ხომ ვერ მეტყვით ფსიქოკონსულტირების მასალა რომ გიწერიათ რომელი წიგნიდანაა და ვინაა ავტორი??

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters