ჰოლანდიის ე. წ. ბურჟუაზიული რევოლუციის თავისებურებები ჩინებულ ნიმუშს წარმოადგენს იმისათვის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ერმა ახალი სოციოკულტურული ორგანიზაციის ფორმირება მის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად. დღეს ქართველი ერის წინაშეც მსგავსი ამოცანა დგას: მან უნდა მოახერხოს ახალი სოციოკულტურული სისტემის შექმნა იმისათვის, რათა იარსებოს რო გოც ნორმალურმა და ცივილიზებულმა ერმა. სხვა საკითხია, რამდენად არსებობს ჩვენს ერთგულ ორგანიზმში მზაობა ამ ამოცანათა გადასაწყვეტად. ამგვარი მზაობის ჩამოყალიბებას ბევრი რამ უშლის ხელს: დაწყებული ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან და დამთავრებული ჩვენი მენტალიტეტის თავისებურებებით. და მაინც, თავად ამგვარი კითხვის დასმა უფლებამოსილია, ვინაიდან საქართველო იმგვარი ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, რომლის მსგავსიც რამდენიმე საუკუნეში ერთხელ დგება. ამგვარი არჩევანისათვის აუცილებელია ისტორიული გამოცდილების გათვალისწინება, იმის მიუხედავად, რომ თავად გადაწყვეტილება მომავალს ეხება და არა წაარსულს. ჩვენი სოციოკულტურული მენტალიტეტი ტრადიციულად მომავალზე კი არა, არამედ წარსულზე იყო ორიენტირებული. ამგვარი ორიენტაცია, გარკვეული აზრით, ხელს უშლიდა სამომავლო პერსპექტივების გამონახვას, რასაც ისიც ემატებოდა, რომ საშუალო ქართველის ცნობიერება მეტისმეტად შეფასებითად იყო ორიენტირებული (შეფასებითი ორიენტაცია წარსულზე მიმართული ცივილიზაციების დამახასიათებელი ნიშანია). ამიტომ აუცილებელია ჩვენი ისტორიის შედარებით მიუკერძოებელი შეფასება, რომელიც წარსულს მომავალი პერსპექტივების თვალთახედვით განიხილავს. ქვემომოყვანილ ანალიზს, ცხადია, არა აქვს ყოვლისმომცველობის პრტენზია. და მაინც, იგი ჩვენი ისტორიული ყოფიერებიდან გამომდინარე სვამს საკითხს ჩვენს "დასავლურ" მომავალზე, თანაც იშველიებს ყოველივე იმას, რაც ზემოთ ითქვა ჰოლანდიელებთან დაკავშირებით.

      ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოს ისტორიაში იმის მსგავს პროცესებს, რომლებმაც თავის დროზე გამოიწვიეს მომავალი საზოგადოებს ჩამოყალიბება ჰოლანდიაში? შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ შემდეგი ფაქტები შეიძლება მოვიყვანოთ:

  1. საქართველოში არ განვითარებული საქალაქო თვითმმართველობის ტრადიცია. თუმცა ასეთი თვითმმართველობის შემთხვევები ცნობილია, მაგრამ მათ სათანადო განვითარება ვერ პოვეს. პირუკუ, განვითარებული ფეოდალური მონარქიის პირობებში ადგილი ჰქონდა ფეოდალთათვის ქალაქების ბოძების შემთხვევებს, ეს უკანასკნელნი კი ქალაქის მოსახლეობას იმავე სტანდარტებით უდგებოდნენ, რითაც აგრარული სისტემის მკვიდრთ ე.ი. აინტერესებდათ არა იმდენად საქალაქო ურთიერთობების დაწინაურება, არამედ ქალაქებიდან შემოსავლების ამოქაჩვა "მოცალეობითი" ცხორებისათვის. ერთი სიტყვით, ერთი ეთნოსის ორგანიზმში მყარდებოდა იმის მსგავსი ურთიერთობა, როგორიც არსებობდა ესპანელ ფეოდალებსა და ნიდერლანდების ქალაქებს შორის. ასეთ პირობებში კი შეუძლებელი იყო ახალი სისტემისათვის აუცილებელი პოლიტიკური ბაზისის შექმნა. არ არის გამორიცხული რომ ყუთლუ-არსლანის გამოსვლა ასეთი ბაზისის შექმნას ითვალისწინებდა. არც ისაა უარსაყოფი, რომ ცალკეული ხელმწიფეები ზრუნავდნენ სამოქალაქო ცხოვრების განვითარებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ საქალაქო ცხოვრების დაწინაურება არ იქცა ჩვენი პოლიტიკური ისტორიის განვითარების არსებით ტენდენციად.
  2. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქი, მართალია, რჩებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის ადგილსამყოფელად, მაგრამ იგი ვერ გადაიქცა საერთოდ სოციოკულტურული სისტემის ძირითად უჯრედად, რამაც აგრეთვე შეუშალა ხელი ახალი სოციოპოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას.
  3. არსებულ პირობებში მოხდა შუასაუკუნებრივი საცეხო ორგანიზაციის დაკონსერვება. მართალია, შუასაუკუნეების საქართველოში, როგორც ამას არაერთი გამოკვლევა ადასტურებს, ხელოსნობა ინტენსიურად იყო განვითარებული, მაგრამ ამ განვითარებას არ მივუყვანივართ თვისებრივად ახალი, მანუფაქტურული ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე და ვერც მიგვიყვანდა, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში. მაგალითად შეიძლება პრუსია ავიღოთ, სადაც საცეხო სისტემის გადმონაშთებმა XIX საუკუნის დასაწყისამდე მოაღწია, მაგრამ სწრაფად გაქრა, როდესაც კანცლერმა ფონ შტაინმა (გოეთეს რომ ლოტე უყვარდა, იმისმა ქმარმა) სათანადო პოლიტიკური რეფორმა გაატარა.
  4. საქართველოში არ მომხდარა სავაჭრო მიწათმოქმედების ჩამოყალიბება. მიუხედავად განვითარებული აგრარული ბაზისა და სოფლის მეურნეობის გარკვეული "ექსპერტული" ორიენტაციისა, ჩვენი მიწათმოქმედება, საბოლოო ჯამში, მაინც ნატურალურ ხასიათს ატარებდა და სხვანაირი ვერც იქნებოდა არსებულ პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ (მანუფაქტურული წამოების არარსებობის) პირობებში.
  5. ჩვენი გლეხური მურნეობა დღესაც კი არ შეუცვლია ფერმერულს.
  6. განუვითარებელი დარჩა საფინანსო ურთიერთობები. საკრედიტო სისტემა არ არსებობდა (მევახშეობა სამარცხვინოდ ითვლებოდა, ხოლო მევახშენი ძირითადად პლიტიკური ძალაუფლების მქონე პირებს აფინანსებდნენ და არა მასობრივ მწარმოებელს. საერთოდ, აღმოსავლეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია) ვაჭრობამ ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი. საერთოდ, აღმოსავლეთში ეს ჩვეულებრივი ამბავია) ვაჭრობამ ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი. იგი ძირითადად ამოიწურებოდა პოლიტიკური ელიტისათვის ფუფუნების საგნების იმპორტში და იმპორტისათვის საჭირო პროდუქციის გატანაში და არა მასობრივ იმპორტში (არათუ ნედლეულის, არამედ მზა საქონლის). საქმის ვითარებას არ ცვლის ის, რომ ცალკეულ დიდვაჭრებს, ვთქვათ, ზორაბაბელს, გარკვეული პოლიტიკური გავლენა გააჩნდა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არ მოხდა შრომის ახალი კულტურის ჩამოყალიბება, რომელიც ქვეყანას ისე მოამძლავრებდა, რომ იგი საჭირო ეკონომიკურ-ტექნოლოგიური ბაზით მოახერხებდა საგარეო აგრესიების მოგერიებას. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მენტალიტეტი შუასაუკუნებრივი დარჩა. მართალია, გარეშე მტერთან ისეთივე შეურიგებელი წინააღმდეგობა არსებობდა, როგორიც ესპანელებსა და ჰოლანდიელებს შორის და შესაბამისად ბრძოლებსაც ასევე გააფთრებული ხასიათი ჰქონდათ [ამ დაპირისპირების გააფთრებულ ხასიათს მკვლევარები სხვადასხვანაირად ხსნიან . ერთნი მიიჩნევენ, რომ დაპირისპირება არსებობდა საქართველოს მეურნეობის მკვიდრ სამიწათმოქმედო და აგრეორების მომთაბარულ - მწყემსურ წესს შორის. სხვები აგრესორთა მიერ საქართველოს გაჩანაგებას იმით ხსნიან, რომ ისინი გაუცნობიერებლად ცდილობდნენ საქართველოს ლანდშაფტისათვის ის ეკოლოგიური სახე მიეცათ, რომელსაც შეჩვეულები იყვნენ ე.ი. ძირითადად სტეპების და ნახევრადუდაბნოების.], მაგრამ საქართველოს არ გააჩნდა არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც სოციალური, არც ფსიქოლოგიური და არც სამხედრო სტრუქტურები გარე მტრის დასამარცხებლად. ეს ვითარება გაგრძელდა რუსეთთან შეერთების ხანამდე.

      ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმას, რაც ყველა მეტ-ნაკლებად განათლებულმა ქართველმა იცის და რისი აღიარებაც არ სურს ლამის ყველა ასევე მეტ-ნაკლებად განათლებულ ქართველს: სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა წაარუმატებელი მცდელობის გასაღები, ალექსანდრე დიდიდან დღემდე იმდენად გარე ფაქტორებში არ უნდა ვეძებოთ (თუმცა არც ეს მომენტია გამოსარიცხი), რამდენადაც შინაგანში, საშინაოში. სახელდობრ იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, თუ საერთოდ საზოგადოებამ ვერ მოახერხა იმგვარი სოციოკულტურული სისტემის ფორმირება, რომელიც ადექვატიური იქნებოდა ერის წინაე მდგომი პრობლემების გადასაწყვეტად. და ეს ვერც მოხერხდებოდა, ვინაიდან ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას (თუ საერთოდ გამართლებულია ამგვარი ტერმინის გამოყენება) ვერ მოუხერხებია მონობის ცნობიერებიდან ბატონობის ცნობიერებამდე ამაღლება. იგულისხმება საკუთარი თავის ბატონობა ანუ ის, რასაც ქართველები თავისუფლებას ვეძახით.

      მოუთმენელი მკითხველი, ცხადია, შესძახებს: რავა ქართველები სულით მონები ვართ თუ რაშია საქმეო. ეროვნული ნიჰილისტი იტყვის - დიახაც, ქართველები მონები ვართ და საძიებელი მხოლოდ კარგი ბატონიაო. მაგრამ ჩვენ არც ერთს ვამტკიცებთ და არც მეორეს. ჩვენ მხოლოდ იმას ვგულისხმობთ, რომ თავისუფალი ადამიანის და ერის ცნობიერებისაკენ მიმავალი გზა რთულია. იგი ბევრ შუალედურ მომენტს შეიცავს და, რაც მთავარია, მოითხოვს არა მხოლოდ მონობის და თავიუფლების ცნებების ახლებურ გააზრებას, არამედ თვით ჩვენი ისტრორიისადმი ახლებურ მიდგომასაც. ეს მიდგომა, პირველ რიგში თავისუფალი უნდა იყოს შეფასებითი კრიტერიუმებისაგან, როგორიცაა: ჩვენ ქართველები ყველაზე მაგრები ვართ, ან პირუკუ, ჩვენ ქართველები ყველაფრის ღირსები ვართ, რამეთუ ჩვენს წიაღში ვშობეთ ვიღაც მონსტრი (არაა არსებითი, ვინ გამოჰყავთ ამ მონსტრის როლში: სტალინი, ბერია, შევარდნაძე, გამსახურდია თუ სხვა ვინმე). მთავარი ისაა, რომ გარკვეული ისტორიული ფაქტორების გამო ჩვენ არ გაგვივლია ის ეტაპი, რომელსაც ერი მონის ცნობიერებიდან (ჰეგელიანური აზრით) გაჰყავს თავისუფლების ცნობიერებამდე. შუა საუკუნეების სოციოკულტურული ორგანიზაცია ჩვენთან დაკონსერვებული სახითაა შემორჩენილი, ამასთან გაუთავებლად მიმდინარეობს სქოლასტიკური დავა იმის შესახებ, "მშრომელი" ხალხი ვართ ქართველები თუ "ზარმაცები". ამ დროს თავში არავის მოსდის უმარტივესი აზრი, რომ რაც ერთი მიმართებით შრომაა, სხვა მიმართებით შეიძლება სიზარმაცე იყოს, შუასაუკუნებრივი სოციკულტურული სისტემის აზრით, ქართველები ცხადია "მშრომელი" ხალხი ვართ (რაზეც მეტყველებს ნაციონალისტების პათეტიკური აპელირება ჩვენს მიერ გამოყვანილ 500 ვაზის ჯიშზე), მაგრამ ინდუსტრიული ერის თვალსაზრისით ჩვენ, ცხადია, ზარმაცი ხალხი ვართ, ვინაიდან საქართველოს არ გაუვლია "შრომის" ის მეტაფიზიკური ეტაპი, რომელმაც ევროპელი ერები ევროპელ ერად ჩამოაყალიბა, არ გაუვლია შრომის და წარმოების ის ეპოქა, რომელიც ძველი მონიდან თავისუფალ ადამიანს აყალიბებს.

      ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებლად მიგვაჩნია შევეხოთ კიდევ ერთ სტერეოტიპს, რომელიც ღაღადებს: რუსებისგან განსხვავებით ჩვენ ქართველები აპრიორი თავისუფალი ერი ვართ, რდგან ჩვენში არასდროს არსებულა სახელმწიფოს დამთრგუნველი კულტი. ჩვენი საზოგადოებრივი აზრი ყველაფერს დათმობს რუსეთთან მიმართებაში, შეეგუება იმას, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი სახელმწიფოა, შეეგუება იმას, რომ ჩვენი არსებობა რუსეთის წყალობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ შეელევა ერთ მტკიცებას, რომ ჩვენ ინდივიდუალური ერი ვართ და არაფერი გვაქვს საერთო რუსეთის კოლექტიურ ინსტიქტებთან, რომლებიც ინდივიდს სახელმწიფოს მონად აქცევს. არადა, არავის მოსდის თავში აზრად, რომ პატერნალიზმის სხვადასხვა სახე არსებობს, რომ ჩვენ მართლაც არ ვყოფილვართ იმგვარი ერი, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას, როგორც ასეთს, ჰიპერტროფირებულად განადიდებს და რომელთათვისაც მოქალაქე მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლების ნაწილია (როგორც ამას ჰქონდა ადგილი რუსეთის ან თუგინდ ბიზანტიის ისტორიის უმეტეს ეტაპებზე). მაგრამ ამ დროს არავინ კითხულობს: არის თუ არა ლევიათანად წარმოდგენილი სახელმწიფოს ბორკილების არმიღება თავისთავად თავისუფლების გარანტია. რამეთუ ერიც და ინდივიდიც შეიძლება იყოს თავისუფალი ნეგატიურად (იყოს თავსუფალი რაღაცისაგან), მაგრამ სრულიადაც არ იყოს თავისუფალი პოზიტიური გაგებით (თავისუფალი რაღაცისათვის), ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ქართველი თავისუფლებაში ძირითადად ნეგატიურ აზრს დებს, გულისხმობს რა მასში უფლებას და უნარს აკეთოს რაიმე, რაც არავითარ რეგლამენტაციას (მათ შორის კანონების გზით განხორციელებულ რეგლამენტაციას) არ ექვემდებარება. მაგრამ ამგვარი თავისუფლება, ისევე არ გამორიცხავს პატერნალიზმს როგორც ბანდის კანონები. ბანდა, აბრაგობა, მართლაც, ანტისისტემური ფენომენია და ამ აზრით აბრაგი თავისუფალია ამგვარი სახელმწიფოებრივი მარყუჟებისაგან როგორც ამას რუსულ ან ბიზანტიურ სოციოკულტურულ სისტემებში ჰქონდა ადგილი. მაგრამ ასეთი "თავისუფლება" თავის საფუძვლად სწორედაც რომ პატერნალიზმს გულისხმობს, ოღონდ არა რუსულ-ბიზანტიურ ტიპისას. ესაა ბანდის უფროსის, თუ შეიძლება ითქვას, ატამანის პატერნალიზმი. ესაა პატერნალიზმი, რომელიც მოიცავს არა ტოტალურ-სახლმწიფებრივ დონეს, არამედ მცირე სოციალური ჯგუფების დონეს (ბანდაც ბოლოს და ბოლოს მცირე სოციალური ჯგუფია). მხედრიონის წაარმოშობის და ისტორიის მაგალითი ამ ჭეშმარიტების დადასტურებად შეიძლება განვხილოთ.

      ამიტომ დასახელებული სტერეოტიპი არაფერსაც არ ადასტურებს, გარდა იმისა, რომ ქართველებს ისევე გვახასიათებს პატერნალიზმი, როგორც რუსებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენი პატერნალიზმი განსხვავებული ბუნებისაა. მაგრამ ეს სრულიადაც არ უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას პოზიტიური თვალსაზრისით. ამის გარანტს წარმოადგენს მხოლოდ ჰეგელისეული თვალსაზრისით გაგებული შრომა, შრომის როგორც თავისთავის ახლებურად ჩამოყალიბება. შრომას, რომლის შედეგადაც ინდივიდი ხდება სხვა, ვიდრე მანამდე იყო, გადადის სრულიად ახალ მდგომარეობაში (შეიძლება ითქვას, რომ მარქსიზმი ჰეგელის ამ იდეის უნიჭო ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი). ამ კუთხით კი ქართველებს იმდენივე მუშაობა მოგვიწევს თავის თავზე, რამდენიც "კოლექტიური" მონური ინსტიქტის მქონე ერებს.

      ტოტალიტარული სისტემა საქართველოში მშვენივრად მოერგო შუა საუკუნეებიდან მომავალ ტრადიციებს. ის რომ ქართველ ერს ახასიათებდა არა ტოტალიტარული, არამედ "მცირე" პატერნალიზმი, მშვენივრად იქნა გამოხატული ცკ-ის პირველი და რაიკომის ადგილობრივი მდივნების პატერნალიზმში. პირველის ამოცანა იყო საქართველოს საზოგადოებისათვის. ღირსეული პატრონის მოძებნა (შდრ. ბ-ნ სუმბათაშვილის საყვედურს ბ-ნ შევარდნაძისადმი, რომ ამ უ კანასკნელმა ვერ შეძლო საქართველოსთვის საჭირო პატრონის შოვნა, ე.ი. იმ ინსტანციის მოძებნა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს ნაცვლად გააკეთებდა იმას, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა) დამთავრებული ადგილობრივი პატონებთ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იშოვიდნენ საჭირო ოდენობის სახრავ ძვალს ადგილობრივი ელიტის და მასთან დაკავშირებული მოსახლეობის ნაწილისათვის. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მრავალრიცხოვან პარტიებში ხალხი ძირითადად იმიტომ შედის, რომ პოსტები იშოვოს და არა იმიტომ, რომ გარკვეულ კონცეპტუალურ ბაზისზე დამყარებული პოლიტიკა აწარმოოს. სხვაგვარად ამა თუ იმ პარტიაში შესვლა ჩვენში გულისხმობს იმ ტიპის მოვლენას, როგორიც იყო ვასალიტეტის აღიარება და აქედან გამომდინარე პრივილეგიები შუა საუკუნეების სოციოკულტურულ სისტემაში. და ეს ასეც იქნება, სანამ ჩვენი სოციოკულტურული სისტემა არ მოიშლის თავის შუასაუკუნებრივ ხასიათს.

კახა კაციტაძე

საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999)

ტეგები: Qwelly, ისტორია, კაციტაძე, პოლიტიკა, სოციოლოგია, სტატიები, ცნობიერება

ნახვა: 695

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters