იუსტინე მარტვილის აპოლოგეტური შრომა “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”.

    ეს ძეგლი გახლავთ დღეისათვის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ქრისტიანული აპოლოგია, მიმართული იუდაიზმის წინაღმდეგ. სამუწუხარდო ჩვენ აბსოლუტურად მთლიანი ტექსტი ორიგინალისა არ მოგვეპოვება, დაზიანებული გახლავთ ამ ძეგლის შესავალი და აგრეთვე დიდი ნაწილი 74-ე თავისა. ეს დიალოგი ქრონოლოგიურად აშკარად გვიანდელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, აპოლოგიებზე, რამდენადაც ხსენებული დიალოგის 120-ე თავში არის მითითება იუსტინე მარტვილის იმ პირველ დიალოგზე, რომელსაც ჩვენ წინა საუბარში მეტნაკლებად დეტალურობით შევეხეთ. ეს “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი” კონკრეტული მოვლეების საფუძველზე დაწერილი ძეგლი გახლავთ, მართალაც ისტორიულად გაიმართა ეს დიალოგი. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი, ანდა უფრო სწორად დილეტანტი თვლის, რომ ეს რაღაც მხატვრული ფორმაა, მაგრამ საქმე ასე არ გახლავთ, რეალურად იყო პაექრობა იუსტინე მარტვილსა და ტრიფონ იუდეველს შორის. ეს პაექრობა როგორც ჩანს შედგა ორივე მხარის მოთხოვნით, იუდეველებსაც ცხადია აინტერესებდათ საკუთარი სარწმუნოების მძლეობის ხილვა და ცხადია ქრისტიანებსაც. ეს შეხვედრა ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ ამის შესახებ ვიგებთ აღნიშნული ძეგლიდან. იუდეველი, ვისაც ეპაექრება იუსტინე, გახლავთ განსწავლული, მომზადებული, ვის შესახებაც ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ პიროვნებაში უნდა ვიგულვოთ იმ ეპოქის ცნობილი რაბინი სახელწოდებით ტარფონი, რომლის სახელიც ტრიფონად გადაკეთდა. როგორც ევსები კესარიელი გვაუწყებს თავის საეკლესიო ისტორიაში, აღნიშნული საუბარი თუ პაექრობა ეფესოში გამართულა და შემდეგ იუსტინე მარტვილმა, როდესაც დასრულდა სიტყვიერი, ზეპირი პაექრობა, წერილობით გადმოსცა ეს ყოველივე, ხოლო თავისი წერილობითი ნაშრომი გადასცა, ჩვენთვის სხვა მხრივ უცნობ პიროვნებას, ვინმე მარკუს პომპეიოსს.

       დიალოგი, როგორც ავღნიშნეთ, საკმაოდ მოცულობითია, ის მოიცავს 142 თავს, რომელთაგან ზოგიერთი თავი საკმაოდ ვრცელია. დასაწყისი, როგორც ავღნიშნეთ, დაკარგულია და შესავალის ფუნქციის მატარებელია 2-8 თავები, სადაც იუსტინე მარტვილი დეტალურად გვაუწყებს და მოგვითხრობს თავისი ინტელექტუალური ფორმირების შესახებ, ჭეშმარიტების ძიების შესახებ, რაზეც ჩვენ ნაწილობრივ სულ პირველ საუბარში იუსტინე მარტვილის შესახებ ინფორმაცია წარმოვადგინეთ, რა ინფორმაციაც სწორედ ამ ნაწილს ხსენებული დიალოგისას ეყრდნობოდა. აქ არის აღწერილი თვით იუსტინესგან თუ როგორ მოვლო მან სხვადასხვა სკოლა, როგორ მოხდა მისი მართლაც ინტელექტუალური ფორმირება და ბოლოს როგორ მოიქცა იგი ჭეშმარიტებაზე. რაც შეეხება პირველ ნაწილს აღნიშნული შრომისას, ე.ი. შესავალი ნაწილის შემდეგ პირველ ნაწილს, მკვლევართა აზრით ამ პორველ ნაწილად ჩვენ უნდა ვიგულვოთ 9-47 თავები, სადაც არსებითად გადმოცემულია ქრისტიანული სწავლება ძველი აღთქმის შესახებ, თუ როგორ ხედავს, როგორ ჭვრეტს ძველი აღთქმის დანიშნულებას ქრისტიანული მოძღვრება. აქ არის ღრმად განჭვრეტილი ის მხარე, რომ მოსეს ხუთწიგნეული და ზოგადად მთელი ძველი აღთქმა, თუ მას ჩვენ თავისთავადი მნიშვნელობით განვჭვრეტთ, დროებითია და სწორედ ესაა იუდაიზმი, რომელიც ძველ აღთქმას თავისთავადი მნიშვნელობით ჭვრეტს, მაშინ როცა ეკლესიური სწავლებით ძველი აღთქმა ფასობს ახალი აღთქმით, ახალ აღთქმაზე წინასწარმეტყველებით, ახალი აღთქმა არის სრულყოფა ძველი აღთქმისა, ძველი აღთქმა კი არის წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის შესახებ და ამიტომაა ერთმთლიანობა ძველი და ახალი აღთქმა ქრისტიანისთვის. მაგრამ ვინც უარყოფს ახალ აღთქმას, ის უკვე ძველ აღთქმას წინასწარმეტყველბით მნიშვნელობას კი არ ანიჭებს, არამედ თავისთავად გაგებას და ესაა სწორედ დროებითი, რადგან მართალია ამ გაგებით მაინც უნარჩუნდება ძველ აღთქმას ღირსებანი, იქ არის თავისთავადი მნიშვნელობის კეთილი სწავლებანი (თუნდც ათი მცნება), მაგრამ ეს ყოველივე თუ თავის დაგვირგვინებას, თავის აღსრულებას და საქმედ ქცევას ახალ აღთქმაში არ ჰპოულობს, ძველ აღთქმას ჩვენ ახალი აღთქმის გარეშე მაცხოვნებლად ვერ მივიჩნევთ, თორემ მაშინ ძველი აღთქმის ეპოქაშიც უნდა ყოფილიყო ცხონება და მაცხოვრის განკაცება აუცილებელი არ გახდებოდა. ამრიგად ეს თვალსაზრისი გადმოცემული ამ პირველ ნაწილში, თუ როგორ ჭვრეტს ძველი აღთქმის დანიშნულებას ქრისტიანობა და აქვე რა არის ახალი აღთქმა ანუ რა არის საკუთრივ ქრისტიანობა, რომ ქრისტიანობა ეს არის ახალი, მაგრამ არა ახალი დროებითი, არამედ ახალი და მარადიული (რომლის მნიშვნელობაც არასოდეს არ უქმდება და არასოდეს არ ფერმკრთალდება) კანონი, რჯული მთელი კაცობრიობისა.

      რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც მოიცავს 48-108 თავებს, მასში დამტკიცებული და დადასტურებულია მართებულობა იმისა, რომ იესო ქრისტე ღმერთად უნდა იყოს თაყვანცემული, იმიტომ, რომ ის ბუნებითი ღმერთია. მაცხოვრის, იესო ქრისტეს, ღმერთობას გვიდასტურებს ჩვენ ეს მეორე ნაწილი. და მესამე ნაწილი, 109-142 თავები, ამტკიცებს და ადასტურებს, რომ ის ერები, რომლებსაც სწამთ მაცხოვრისა ანუ სწამთ იესო ქრისტესი და ახალ რჯულს მიჰყვებიან, ისინი არიან ახალი ისრაელი და ღვთის ჭეშმარიტად რჩეული ერი, ანუ ქრისტიანობა როგორც ახალი ისრაელი და ახალი, რჩეული ერი ღვთისა.

       მიუხედავად იმისა, რომ ეს ძეგლიც აპოლოგეტურია, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, საკუთრივ აპოლოგეტური მეთოდიკა იუსტინესი განსხვავდება იმ მეთოდისგან, რაც აპოლოგიებშია გამოყენებული. სხვა რომ არაფერი თვით ჟანრობრივად არის აბსოლუტურად განსხვავებული თავისი წინამორბედი ძეგლებისგან. გარდა ამისა ამ დიალოგში აქცენტი არის საკუთრივ ძველ აღთქმაზე, ძველი აღთქმის ციტირებაზე, ძველი აღთქმის ციტატებისა და მუხლების საფუძველზე ახალი აღთქმის ჭეშმარიტების დამტკიცება, აი ესაა მიზანდასახულობა ავტორისა. წინამორბედ აპოლოგიებში, თავისთავად ცხადია, ეს მონაცემები ჩვენ არ გვაქვს გასაგები მიზეზის გამო, რადგან აპოლოგიები წარმართი იმპერატორისადმი, ელინი იმპერატორისადმი იყო გაგზავნილი, რომელსაც არც წაეკითხა და რომლისთვისაც არავითარი ავტორიტეტულობის ძალა არ ჰქონდა, თავისთავად ცხადია, ძველ აღთქმას, ხოლო როდესაც იუდეველს ეკამათება წმ. იუსტინე მარტვილი, რა თქმა უნდა, ამ იუდეველის დასარწმუნებლად, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა, სწორედ მისთვის თაყვანსაცემი წიგნიდან, ძველი აღთქმიდან მოუხმობს ნიმუშებსა და მტკიცებულებებს. ეს მეთოდი, ძველი აღთქმის საფუძველზე ახალი აღთქმის ჭეშმარიტების დამტკიცებისა იუდეველთა წინააღმდეგ, წმ. იუსტინე მარტვილის შემდეგ საყოველთაო, ერთ-ერთი განმსაზღვრელი და აუცილებელი ნაწილი ხდება აპოლოგეტიკისაც და პოლემიკურ-ანტიერეტიკული ლიტერატურისაც, ანტიერეტიკული საეკლესიო მოღვაწეობისაც, ზეპირი იქნება ეს მოღვაწეობა თუ წერილობითი.

    ამავე დიალოგში მრავალ ადგილას იუსტინე მარტვილი ჩვენ განყენებულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სწავლებებს გადმოგვცემს, რომელთა საფუძველზეც მყარი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ ავტორზე, როგორც ფილოსოფოს ღვთისმეტყველზე. ცხადია ეს ძეგლი, რაც ჩვენამდეა მოღწეული წერილობითი სახით, აბსოლუტურად კოპიო და ადეკვატი იმ ზეპირი პაექრობისა ვერ იქნებოდა და ასეთი რამ არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მკვლევართაგან ერთხმად აღიარებულია, რომ ეს ძეგლი არც, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ჟესტია, რომ ეს ფორმა მხატვრული რაღაც ჩანაფიქრი არ გახლავთ წმ. იუსტინესი, არამედ აქაა რეალური მოვლენის შეძლებისდაგვარად მწიგნობრული ფიქსაცია, საკუთრივ ერთ-ერთი მოპაექრის, ამ შემთხვევაში წმ. იუსტინეს, მიერ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ავღნიშნეთ, ეს დიალოგი და პაექრობა ალბათ ეფესოში მიმდინარეობდა და მიიჩნევენ, რომ შესაძლოა იმ ომის თანადროულადაც კი, რასაც ბარქოქბას ომი ეწოდება და რასაც თვით იუსტინე ახსენებს თავისი შრომის პირველ და მეცხრე თავებში. ჩვენ მოგვიანებით იმას, რაც ეხლა ავღნიშნეთ, რომ ზოგ შემთხვევაში იუსტინე მარტვილი უაღრესად ღრმა ფილოსოფიურ-თეოლოგიურ სწავლებებს გადმოგვცემს, შევეხებით იმ ნაწილში ჩვენი საუბრისა, რაც იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველებას გულისხმობს, მაგრამ ამჯერად ამ პირველადი ცნობებით შემოვიფარგლებით.

ტეგები: Iustine, patrology, qwelly

ნახვა: 178

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters