ინფორმაცია

მაისი

მაისი

თვენი

მაისის თვის წმინდათა ცხოვრება

საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 23
უკანასკნელი აქტიურობა: მაისი 4, 2023

ფორუმი

წმინდა მოწამეები გლიკერია და ლაოდიკე

ავტორი ლაშა, მაისი 26, 2021. 0 გამოხმაურება

26 მაისს (ძვ. სტ. 13 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამეებს გლიკერია ქალწულსა და ლაოდიკე დილეგის მცველს.      ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში, იმპერატორ ანტონინეს ზეობისას (138-161) არაერთ ქრისტიანი ეწამა საკუთარი სარწმუნოაბის გამო, არაერთმა ადამიანმა გაცვალა ამქვეყნიური სიცოცხლე, მარადისობაში. სწორედ, მათ რიცხვს მიეკუთვნებიან მოწამე გლიკერია და ლაოდიკე. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი ქალაქ რომის მმართველი იყო, შემდგომ თრაკიის ქალაქ ტრინოპოლში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბიანემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისთვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის საყოველთაო თაყვანისცემისათვის. მოწამე გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავისი წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული…გაგრძელება

ტეგები: მაისი, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, მოწამე, Qwellyland

მარკოზ მახარებელი

ავტორი რ უ ს კ ა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 8, 2021. 2 გამოხმაურება

8 მაისს (ძვ. სტ. 25აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მარკოზ მახარებელს!     70 მოციქულთაგან ერთ-ერთი, წმიდა მახარებელი მარკოზი დაიბადა იერუსალიმში, 63 წელს. ცნობილია, რომ იგი იყო მოციქულ ბარნაბას ძმისწული. საეეკლესიო გარდამოცემის თანახმად, მაცხოვრის ჯვარცმის საღამოს მოსასხამში გახვეული წმიდა მარკოზი უფალთან ერთად იმყოფებოდა და შესძლო თავი დაეღწია მისი შეპყრობის მსურველი ჯარისკაცებისაგან. უფლის ამაღლების შემდეგ წმიდა მარკოზის დედის, მარიამის სახლი, რომელიც გეთსამანიის ბაღს ესაზღვრებოდა, ქრისტიანთა შესაკრებელად და თავშესაფრად იქცა.     საქმე მოციქულთას თანახმად, წმიდა მარკოზი პავლე და ბარნაბა მოციქულებთან ერთად იმყოფებოდა სელევკიაში, საიდანაც წავიდა კუნძულ კვიპროსზე და მოიარა იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. მოგვიანბით, წმიდა მარკოზი ქალაქ პაფოში, ხდება მოწმე იმისა, თუ როგორ განკურნა პავლე მოციქულმა სიბრმავისგან მოგვი ელიმი.     მახარებელი მარკოზი, წმიდა პავლესთან თანამოსაგრეობის შემდეგ, ბრუნდება იერუსალიმში და პეტრე მოციქულთან ერთად მოივლის რომს, იქიდან კი მოციქულის ბრძანებით…გაგრძელება

ტეგები: ქველი, Qwellyland, მახარებელი, მაისი, may

პერმელი ეპისკოპოსი სტეფანე

ავტორი ლაშა, მაისი 9, 2020. 0 გამოხმაურება

9 მაისს (ძვ. სტ. 26 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს პერმის ეპისკოპოსს, წმინდა სტეფანეს      რუსეთის მიწაზე ქრისტიანობის გავრცელების, ქადაგების და წარმართა მოქცევის ერთ-ერთი პირველ მამათა შორის არის წმიდა სტეფანე პერმელი. ის წარმოშობით უსტიუჟიდან იყო (ვოლოგდის ოლქი). დაიბადა და აღიზარდა მედავიტნის ოჯახში. ღმრთისმოსავი დედა, მარიამი, სტეფანეს უფლის მოშიშებით ზრდიდა. გამოიჩინა რა განსაკუთრებული გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობისა, ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში სწრაფად შეისწავლა კითხვა და მამამის ეხმარებოდა მსახურებაში.      ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად - წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, როსტოვში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში ჩასულიყო საქადაგებლად (დღევანდელი, ევროპული რუსეთის…გაგრძელება

ტეგები: მაისი, თვენი, ეპისკოპოსი, Qwellyland, 9 მაისი

წმინდა მხედართმთავარი საბა და მასთან წამებულნი

ავტორი ლაშა, მაისი 7, 2020. 0 გამოხმაურება

7 მაისს (ძვ. სტ. 24 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე საბა სტრატილატს და მასთან ერთად წამებულ 70 მხედარს      ადრეული ეკლესია, მრავალ მოწამეს იცნობს, რომლებიც წამებამდე სამხედრო სამსახურში იყვნენ. წმინდა საბაც, ერთ-ერთი ასეთი მოწამეა. ის წარმოშობით გუთთა ტომიდან იყო. გამორჩული სამხედრო სიმამაცისთვის მას სტრატილატის, ანუ მხედართმთავრის წოდება მიანიჭეს. წმინდა საბას სტრატილატობისას ზეობდა იმპერატორი ავრელიანე. საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, დაუნდობლად ცემეს, ცეცხლი წაუკიდეს, გახურებული ფისით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.      როდესაც საკუთარი მხედართმთავრის ასეთი წამება იხილეს მისმა მხედრებმა ქრისტეს სჯულზე…გაგრძელება

ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, ქველი, სტრატილატი, მაისი

წმინდა ვიტალი ალექსანდრიელი

ავტორი ლაშა, მაისი 5, 2020. 0 გამოხმაურება

5 მაისს (ძვ. სტ. 22 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა თეოდორე ანასტასიოპოლელს!      ეკლესიის ისტორია, წმინდა ვიტალის გამორჩეული, განსაკუთრებული ცხოვრების წესით იცნობს. მეშვიდე საუკუნის მოღვაწე მამა უბრალო ბერი იყო, ღირსი სერიდის სახელობის მონასტერში. უკვე ასაკოვანი იყო, როდესაც ალექსანდრიაში ჩავიდა. მაშინ, ალექსანდრიის პატრიარქი იყო წმინდა იოანე (ეკლესიამ მას იოანე მოწყალე უწოდა). სწორედ, ამ დროიდან იწყება ბერის უჩვეულო მოღვაწეობის ისტორია.      უდიდეს მლოცველ მამას, მოსახსენებელში ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი ეწერა და მათი სულიერი გადარჩენისთვის მხურვალედ ლოცულობდა. უდებების და სიზარმაცის ცოდვისგან ძალიან შორს მყოფი ბერი, დილიდან საღამომდე გულმოდგინედ მუშაობდა და გასამრჯელოდ 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ერთ-ერთ მეძავს აძლევდა და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. შემდეგ იკეტებოდა მეძავთან ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, ფსალმუნებს კითხულობდა, დილით კი უჩუმრად მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ…გაგრძელება

ტეგები: თვენი, მონაზვნობა, წმინდათა_ცხოვრება, ალექსანდრია, Qwellyland

გრიგოლ ანტიოქიელი

ავტორი ლაშა, მაისი 3, 2020. 0 გამოხმაურება

3 მაისს (ძვ. სტ 20 აპრილს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა გრიგოლს, ანტიოქიელ პატრიარქს      მეექვსე საუკუნეში, ქრისტეს ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების წესის გაძლიერება იწყება. სწორედ, ამ პერიოდის მოღვაწე მამაა წმინდა გრიგოლი. ბერად აღკვეცის შემდეგ, წმინდა გრიგოლი სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტერის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა. ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს. ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე, მეექვსე საუკუნის მიწურულამდე ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.…გაგრძელება

ტეგები: 3 მაისი, წმინდათა_ცხოვრება, პატრიარქი, თვენი, Qwellyland

კომენტარების დაფა

ლაშა: მაისი 1, 2015||1:06pm

მაისიც მოვიდა, არადა ჯერ კიდევ აპრილის სურნელია. 

ლაშა: მაისი 24, 2017||12:51pm

თამამად შეგიძლია, ეგ ჩანაწერები უკვე ქართულად აქციო (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ მაისი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (21)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters