ინფორმაცია

ოლიმპიური თამაშები

ოლიმპიადა
სპორტული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მსოფლიო
წევრები: 18
უკანასკნელი აქტიურობა: მარტი 27, 2020

ოლიმპიადა

რიოს ოლიმპიური თამაშები 2016

• ლონდონის ოლიმპიური თამაშები 2012

ფორუმი

პარაოლიმპიადა ქართველი სპორტსმენების შედეგებით რიო2016

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 29, 2016. 2 გამოხმაურება

      რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების და იქ მოპოვებული 7 მედალის შემდეგ (იხ. დეტალურად ქართველების შედეგები), თითქოს საზოგადოების ყურადრება ოიმპიადის მიმართ ჩაწყნარდა. თუმცა, ოლიმპიური თამაშების შემდეგ იმართება პარაოლიმპიადა შშმ პირთა მონაწილეობით. წელს საქართველოდან 5 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში (მშვილდოსნობა, ძიუდო, ძალოსნობა, ცურვა და ეტლით ფარიკაობა) და მათ გამოსვლებს დეტალურად შემოგთვაზებთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პარაოლიმპიურ თამაშებზე პირველად 2008 წელს წარსდგა ბეიჯინგში.ქართველი სპორტსმენები რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე14 სექტემბერი, სამშაბათეტლებით ფარიკაობა ქალთა შორის      შესარჩევი ირმა ხეცურიანი #GEO 2 - 5 #BLR ალესია მაკრიცკაია; ირმა ხეცურიანი #GEO 3 - 5 #CHN ფანგ იაო; ირმა ხეცურიანი #GEO 0 - 5 #ITA ბეატრის ვაიო; ირმა ხეცურიანი #GEO 4 - 5 #HKG იენ პინგ ჩანგი; ირმა ხეცურიანი #GEO 2 - 5 #GER სიმონე ბრაის-ბიტკი;      მეოთხედფინალი ირმა ხეცურიანი #GEO 5 - 15 #HKG იენ პინგ ჩანგი;ცურვა ქალთა შორის 100 მლია ჩაჩიბაია; ადგილი: 9; დრო: 2::02:0613 სექტემბერი, სამშაბათძალოსნობა კაცთა შორის 97 კგაკაკი ჯინჭარაძე ადგილი: 13; წონა: 155 კილო10 სექტემბერი, შაბათიძიუდო კაცთა შორის 90 კგ.      მეოთხედფინალი ზვიად გოგოჭური #GEO 100- 0s1 #ARG ხორხე ლენსიგა;      ნახევარფინალი ზვიად გოგოჭური #GEO 101 - 0s1 #USA დარტანიონ კროკეტი;      ფინალი ზვიად გოგოჭური #GEO 100 - 0s4 #UKR ოლექსანდრ ნაზარენკო;წაიკითხეთ…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ქველი, პარაოლიმპიადა, რიო2016, ოლიმპიადა

საქართველოს პირველი მედალი პარაოლიმპიადაზე - ზვიად გოგოჭური

ავტორი ლაშა, სექტემბერი 11, 2016. 0 გამოხმაურება

      საქართველოს ნაკრები, პირველად 2008 წელს, ბეიჯინგში გამართულ პარაოლიმპიურ თამაშებზე წარსდგა. დებიუტნტებისგან დიდ შედეგებს არავინ მოელოდა.       2016 წელს, რიოში გამართულ პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველის პირველი მედალოსანი, თან ოქროსმედალოსანი ჰყავს - ზვიად გოგოჭური!       მან ფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა (4 გაფრთხილება მიიღო უკრაინელმა) და ოქროს მედალი მოიპოვა!      ზვიად გოგოჭური დაიბადა 1986 წლის 30 ოქტომბრს. იგი, ახლა 29 წლისაა და ამ ასაკისთვის მისი მედლების ჩამონათვალი, მართლაც შთამბეჭდავია.მისი შედეგები: 1 ადგილი, ოქრო - პარაოლიმპიური თამაშები, რიო (PARAL) - 90კგ [2016]2 ადგილი, ვერცხლი - ევროპის თასი, ბრატისლავა, ((ECUP)) - 100კგ [2016] 1 ადგილი, ოქრო - ECC გოლდენ ლიგა კაცებში, ვენა (ECC) - 9კგ0 [2015] 1 ადგილი, ოქრო - IBSA ევროპის ჩემპიონატი, ლისაბონი (EIBSA) - 90კგ [2015]2 ადგილი, ვერცხლი - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2015] 1 ადგილი, ოქრო - IBSA მსოფლიო თამაშები, სეული (IBSAWC) - 90კგ [2015] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის კლუბის ჩემპიონატი (ECC) - 90კგ [2014]3 ადგილი, ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2014] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი, მოტპელიერი (ETC) - 90კგ [2014] 1 ადგილი, ოქრო - გრანდ პრიქსი, თბილისი (GP) - 90კგ [2014]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი, დიუსელდორფი (GP) - 90კგ [2014] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის ღია თამაშები, ობერვარტი (WCUP) - 90კგ [2014]3 ადგილი, ბრინჯაო - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2013]3 ადგილი, ბრინჯაო - IJF გრანდ სლემი, ბაქო (GSL) - 90კგ [2013] 1 ადგილი, ოქრო - ევროპის გუნდური ჩემპიონატი, ბუდაპეშტი (ETC0 - 90კგ [2013]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი, დიუსელდორფი (GP) - 90კგ [2013]2 ადგილი, ვერცხლი - საქართველოს ჩემპიონატი, თბილისი (NC0 - 90კგ [2012]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი ABU DHABI (GP) - 90კგ [2012] 1 ადგილი, ოქრო - საქართველოს სპრინგ ჩემპიონატი, თბილისი (NC) - 90კგ [2012]3 ადგილი, ბრინჯაო - გრანდ პრიქსი, ბაქო (GP) - 90კგ [2012]3 ადგილი, ბრინჯაო - შვეიცარიის ძიუდოს ღია თამაშები, ჟენევა, (IT) - 90კგ [2012] 1 ადგილი, ოქრო - მსოფლიო თასი,…გაგრძელება

ტეგები: ოქროსმედალოსნები, ძიუდო, რიო2016, პარაოლიმპიადა, ზვიად_გოგოჭური

ქართველი სპორტსმენების შედეგები რიო2016

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 21, 2016. 25 გამოხმაურება

      ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში იმართება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ქართველი მონაწილეები გახსნის დღიდან ჩაერთნენ ასპარეზობაში, ჩვენ ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ჩვენი სპორტსმენების შედეგებს. დაგეგმილი ასპარეზობების შესახებ იხილეთ განრიგი:21 აგვისტო, კვირამძლეოსნობა (ჭიდაობა თავისუფალი სტილით) კაცთა შორის 97 კგ.      მე-16 რაუნდი ელიზბარ ოდიკაძე #GEO 3 - 1 #ARM გეორგ კეტოევი      მეოთხედფინალი ელიზბარ ოდიკაძე #GEO 6 - 1 #KAZ მამედ იბრაგიმოვი      ნახევარფინალი ელიზბარ ოდიკაძე #GEO 4 - 9 #USA კილი სნიდერი      ბრძოლა ბრინჯაოსთვის ელიზბარ ოდიკაძე #GEO 0 - 10 #ROU ალბერტ სარიტოვიმძლეოსნობა (ჭიდაობა თავისუფალი სტილით) კაცთა შორის 65 კგ.      მე-16 რაუნდი ზურაბ იაკობიშვილი #GEO 3 - 1 #NGR ამას დანიელი      მეოთხედფინალი ზურაბ იაკობიშვილი #GEO 1 - 3 #ITA ფრენკ ჩემიცომარათონი კაცთა შორისდავით ხარაზიშვილი #GEO ადგილი: 72; დრო: 2:20:47.20 აგვისტო, შაბათიმძლეოსნობა (ჭიდაობა თავისუფალი სტილით) კაცთა შორის 125 კგ.      საკვალიფიკაციო გენო პეტრიაშვილი #GEO 10 - 0 #BUL დიმიტრი კუმჩევი      მე-16 რაუნდი გენო პეტრიაშვილი #GEO 3 - 1 #UKR ალენ ზასიიევი      მეოთხეფინალი გენო პეტრიაშვილი #GEO 1 - 3 #IRI კომეილ ღასემი      რეფეშაჟი (შანსი ბრინჯაოსთვის) გენო პეტრიაშვილი #GEO 9 - 2 #CAN კორი ჯერვისი      ბრძოლა ბრინჯაოსთვის…გაგრძელება

ტეგები: ქართველი, ქველი, რიო2016, ოლიმპიადა, Qwelly

გენო პეტრიაშვილი მესამე ადგილი ბრინჯაოს მედალი რიო2016

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აგვ. 21, 2016. 1 გამოხმაურება

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური პრიზიორი (ბრინჯაო) რიო 2016      გენო პეტრიაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი მედალი, ბრინჯაო მოუტანა! თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 125 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ფალავანი, ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ბრძოლაში, ამერიკელ (Tervel Dlagnev) მეტოქეს შეხვდა და დაამარცხა 10 - 0 (31 წამში)!გილოცავთ!      გენო პეტრიაშვილი დაიბადა გორში, 1994 წლის 1 აპრილს. 22 წლის ასაკში გენო არაერთი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია და რიო 2016-ზე ფავორიტთა შორის სახელდებოდა. გენო პეტრიაშვილმა, 2016 წელს, რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა 125 კგ. წონით კატეგორიაში. ფინალში დაამარცხა პოლონელი რობერტ ბარანი.გენო პეტრიაშვილის მედლებიოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - რიო, 2016 (125 კგ)მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - ბუდაპეშტი, 2013 (120 კგ) ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - ლას ვეგასი, 2015 (125 კგ)ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - თბილისი, 2013 (120 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - რიგა, 2016 (125 კგ)ევროპის თამაშები ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - ბაქო, 2015 (125 კგ)მივულცავთ ამ დიდ წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ მომავალში!იხილეთ:• ქართველი ოლიმპიელების შედეგები 2016გაგრძელება

ტეგები: ბრინჯაო, რიო2016, ჭიდაობა, ოლიმპიადა, Qwelly

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოლიმპიური ოქრო რიო2016

ავტორი ლაშა, აგვ. 20, 2016. 0 გამოხმაურება

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი რიო 2016      ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა! თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი ფალავანი, ფინალში, იაპონელ მეტოქეს (Rei Higuchi) შეხვდა და დაამარცხა 4 - 3!გილოცავთ!      ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიბადა გორში, 1991 წლის 18 აპრილს. ის ახლა 25 წლისაა და ამ ასაკის მიუხედავად, მისი სპორტული კარიერა უკვე 2 ოლიმპიურ და რადენიმე მსოფლიო დონის მედალს ითვლის. სულ ბოლოს, რამდენიმე თვის წინ, 2016 წელს, რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ლადო ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, ჰაჯი ალიევი დაამარცხა 61 კგ. წონით კატეგორიაში.ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მედლებიოლიმპიური თამაშები ვერცხლის მედალი – მეორე ადგილი - ლონდონი, 2012 (55 კგ) ოქროს მედალი – პირელი ადგილი - რიო, 2016 (57 კგ)მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედალი – მეორე ადგილი - ტაშკენტი, 2014 (57 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - ლას ვეგასი, 2015 (57 კგ)ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედალი – მეორე ადგილი - დორტმუნდი, 2011 (55 კგ) ბრინჯაოს მედალი – მესამე ადგილი - თბილისი, 2013 (60 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - ვანტაა, 2014 (57 კგ) ოქროს მედალი – პირველი ადგილი - რიგა, 2016 (61 კგ)      დღევანდელი გამარჯვებით, ვლადიმერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეა!მივულცავთ ამ უდიდეს წარმატებას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ მომავალში!იხილეთ:• ქართველი ოლიმპიელების შედეგები 2016გაგრძელება

ქართველები რიოს ოლიმპიადაზე RIO2016

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: George, აგვ. 19, 2016. 5 გამოხმაურება

      საქართველოს სპორტული ნაკრები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიაში წელს 39 სპორტსმენით გაემგზავრა, მათ შორის 9 ქალია (როგორც იცით, საქართველოს წელს 14 ოლიმპიური ლიცენზია აქვს). რიოში, წლის ყველაზე მასშტაბური და 4 წლის განმავლობაში, სპორტსმენებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობა გაიმართება. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, ხვალ, 6 აგვისტოს, 03:00 საათზე, რიო დე ჟანეიროში, მარაკანას ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.      ჩვენ რამდენიმე პოსტი მივუძღვენით ოლიმპიურ თამაშებს, ვიდრე ეს უკანასკნელი დაიწყებოდა, ახლა კი ქართველი სპორტსმენების შესახებ:ქართველი სპორტსმენების შეჯირბების განრიგი5 აგვისტო, პარასკევიმშვილდით სროლა ქალთა შორის (ინდივიდუალური) [20:00]       სარეიტინგო რაუნდი ► ქრისტინა ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძემშვილდით სროლა ქალთა შორის (ჯგუფური) [20:00]       სარეიტინგო რაუნდი ► ქ. ესებუა, ხ. ნარიმანიძე, ი. ლობჟანიძე6 აგვისტო, შაბათიძიუდო [17:28] კაცთა შორის 60 კგ.       32-ე რაუნდი ► ამირან პაპინაშვილი (საქ.) VS სერხიო პესსოა (კანადა)მიზანში სროლა [20:00] კაცთა შორის 10 მეტრიანი დისტანცია (air pistol)       საკვალიფიკაციო ► ცოტნე მაჭავარიანიჩოგბურთი [22:30] კაცთა შორის ინდივიდუალური ► ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო) VS პაბლო კუევასი (ურუგვაი)ცურვა [20:48] კაცთა შორის 400 მ. (თავისუფალი სტილი) ► ირაკლი რევიშვილი7 აგვისტო, კვირამიზანში სროლა [16:00] ქალთა შორის 10 მეტრიანი დისტანცია (air pisto)       საკვალიფიკაციო ► ნინო სალუქვაძეძიუდო [17:28] კაცთა შორის 66 კგ.       32-ე რაუნდი ► ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) VS ანდრია გომბოკი (სლოვაკეთი)ცურვა [20:56] ქალთა შორის 100 მ. (ბრასი)თეონა ბოსტაშვილი8 აგვისტო, ორშაბათიძიუდო [17:35] კაცთა შორის 73 კგ.       32-ე რაუნდი ► ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) VS დაემატება9…გაგრძელება

ოლიმპიური თამაშებიდან ამოღებული სპორტის სახეობები

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, აგვ. 6, 2016. 1 გამოხმაურება

სოლო სინქრონული ცურვა      ეს სახეობა 1992 წლის შემდეგ ამოიღეს. სოლო ცურვა გულისხმობდა მუსიკასთან, და არა სხვა სპორტსმენებთან,სინქრონულ მოძრაობებს.ბაგირის (გადა)ქაჩვა ინგლისი-ირლანდია      ეს სახეობა 1920 წლის შემდეგ ოლიმპიური თამაშების დროს აღარ იმართება, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებლებში და საკმაოდ დიდი ფსონებიც იდებოდა მისი მსვლელობისას:)Jeu de paume ე.წ. ჩოგანბურთი      სპორტის ეს სახეობა, რომელიც 1908 წლიდან ამოიღეს ოლიმპიური თამაშებიდან, ჩოგბურთის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ის საკმაოდ პოპულარული გასართობი იყო. თანამედროვე ჩოგბურთისგან განსხვავებით, მასში აქტიურად მონაწილეობდა კედლები, რომლისგან ასხლეტილი ბურთები საკმაოდ რთული სამართავი იყო. დღესდღეობით მისი მხოლოდ 20 კორტი არსებობს და ელიტურ სპორტის სახეობად ითვლება.ბაგირზე ცოცვა      გამარჯვებას მაგირზე მცოცავი თავიდან მხოლოდ სიმაღლის, შემდეგი კი ცოცვის სისწრაფის მიხედვითაც იღებდა, მაგრამ 1924 წელს, როდესაც 22 ერთნაირ შედეგიანი გამარჯვებული გამოვლინდა, შეფასების კრიტერიუმში ცოცბის სტილიც დაემატა. 1932 წელს კი საერთოდ ამოღებულ იქნა ოლიმპიური თამაშებიდან.საჰაერო ბურთების შეჯიბრება      ესეც, როგორც მოსალოდნელია, საკმაოდ პოპულარული სახეობა გახლდათ, თუმცა მხოლოდ ერთხელ -1900 წელს ჩატარდა.მსაჯები აფასებდნენ ფრენის სიმაღლეს, ხანგრძლივობას, სისწრაფეს და დაშვების სიზუტეს. თუმცა იგი აიკრძალა იმ მიზეზით, რომ მასში გამოიყენებოდა დამატებითი მექანიზმი. მართალია, ეს აკრძალვა უკვე მოხსნილია, მაგრამ საჰაერო ბურთების დაბრუნების საკითხი არ განიხილება.სროლა ცოცხალი სამიზნით      შეჯიბრი ამ სახეობაშიც მხოლოდ ერთხელ – იმავე 1900 წელს გაიმართა. წესები საკმაოდ მარტივი იყო – განსაზღვრულ დროში “სპორტსმენს” რაც შეიძლება მეტი მტრედი უნდა დაეხოცა. რასაკვირველია, ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს სახეობა ამოიღო და ეს იყო ერთდაერთი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური თამშების დროს დაზარალდნენ ცხოველები.წაიკითხეთ სხვებიც:…გაგრძელება

ქართველები ოლიმპიადაზე

ავტორი Rati Inashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Rati Inashvili, ივლ. 27, 2012. 2 გამოხმაურება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მომავალ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის დაზუსტებული თარიღები გამოფინა. შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში 35 ქართველიც ჩაერთვება, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში არიან გადანაწილებულნი. აქვე ქართული ოლიმპიური განრიგის თითქმის სრული ვერსიაც: 27 ივლისი 16:00 - ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) - კვალიფიკაცია 28 ივლისი 11:15–14:00 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური) – კვალიფიკაცია და ფინალი 12:30-19:10 – ბეთქილ შუკვანი (ძიუდო, 60 კგ) 13:00 - გიორგი ნადირაძე (ველოსპორტი, საგზატკეცილო) – კვალიფიკაცია და ფინალი 14:30 – ანა ტატიშვილი (ჩოგბურთი) – I წრე 16:20 – მერაბ თურქაძე (კრივი) – 1/16-ფინალი ანა ტატიშვილი/მაკა ჩახნაშვილი (ჩოგბურთი) – წყვილთა ტურნირის I წრე 29 ივლისი 12:30 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 66 კგ) 12:00–14:45 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა, პნევმატური) – კვალიფიკაცია და ფინალი 30 ივლისი 12:30-19:10 – ნუგზარ ტატალაშვილი (ძიუდო, 73 კგ) 16:00 – მშვილდოსნობა – 1/32-ფინალი და 1/16-ფინალი ჩოგბურთი (ერთეულები და წყვილები) – II წრე 31 ივლისი 12:30-19:10 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო, 81 კგ) 14:14 – ირაკლი ბოლქვაძე (ცურვა, 200 მეტრი, ბრასი) – საკვალიფიკაციო ეტაპი ჩოგბურთი – 1/4-ფინალი 1 აგვისტო 12:00-19:10 – ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 90 კგ) 16:20 – კრივი – 1/8-ფინალი 22:30 – ცურვა (ბრასი, 200 მეტრი) – ფინალი 2 აგვისტო 12:00-19:10 – ლევან ჟორჟოლიანი (ძიუდო, 100 კგ) 16:00 – მშვილდოსნობა – 1/8-ფინალი 3 აგვისტო 12:00-19:10 – ადამ ოქრუაშვილი (ძიუდო, +100 კგ) 13:00 – რაულ ცირეკიძე (ძალოსნობა, 85 კგ) 22:50 – ბოლესლავ სხირტლაძე (მძლეოსნობა) – კვალიფიკაცია ჩოგბურთი 4 აგვისტო 17:00 ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა) – კვალიფიკაცია და ფინალი 15:00 – ჩოგბურთი, ერთეულთა შეჯიბრის ფინალი. 22:55 – სიგრძეზე ხტომა. ფინალი 5 აგვისტო 16:00 – ზურაბ დათუნაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 კგ) კრივი – 1/4-ფინალი 6 აგვისტო 16:00-დან - რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) – სამივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 18:30 – გია მაჭავარიანი (ძალოსნობა,…გაგრძელება

ტეგები: ოლიმპიადა, ქართველები, Qwellyland, Qwelly

კომენტარების დაფა

Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:47pm


ზუსტად რომ ვთქვათ, მოახლოებული ოლიმპიური თამაშები შეიძლება გახდეს მოვლენა, რომლის გულისთვისაც ბარონმა პიერ დე კუბერტენმა XIX საუკუნეში აღადგინა ეს ძველი ოკულტური ტრადიცია. თამაშების დამფუძნებელი მასონი იყო და სახელი გაითქვა იმგვარი საერო მასშტაბური ღონისძიების შექმნით, რომელიც შეეხო საზოგადოების ყველა ფენას და მსოფლიოს ყველა ეროვნებას. ბარონ დე კუბერტენმა დააფუძნა სკაუტური მოძრაობაც, რომელიც დღეს ესოდენ პოპულარულია მოსწავლეთა შორის.
 
ვის მიეძღვნა პირველი მსოფლიო ოლიმპიადა? წარმართ ღმერთ აპოლონს, სწორედ მას უგალობდნენ დელფიურ ჰიმნს 1894 წლის პირველი ოლიმპიური კომიტეტის წევრების სორბორნში. ყოველი ოლიმპიური თამაშობა იწყება საბერძნეთში, აპოლონის ტაძარში "ქალღმერთ ჰერას" ცეცხლის ანთებით და ლოცვით: "აპოლონ, ღმერთო მზისა და ნათლის იდეისაო, გარდამოავლინე შენი სხივი და აანთე წმინდა ლამპარი სტუმართმოყვარე ქალაქისთვის... (ქალაქის სახელწოდება)". ტაძრიდან ანთებული ცეცხლი ხელიდან ხელში გადადის, სანამ ესტაფეტის ბოლო სპორტსმენი არ შეიტანს იგი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე.
 
ამგვარად, XIX საუკუნის ბოლოს, სპორტული სანახაობებისა და შეჯიბრებების სიყვარულის გამოყენებით მასონებმა შესძლეს წარმართი ღვთაების, აპოლინისადმი თაყვანისცემის რიტუალი გაეცოცხლებინათ, რომელიც არის "ღმერთი მზისა და ნათლის იდეისა", და თავად არის ნათელმოსილი (ლათ. ლუციფერი).
 
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც საერო და ოკულტური ტრადიციები ერთმანეთშია აღრეული, ოლიმპიურმა თამაშებმა დაკარგეს თავისი განსაკუთრებულობა და პირვანდელი დანიშნულება. მაგრამ ეს ასე არ არის. თამაშები დღემდე ყველაზე პოპულარულ მოვლენად რჩება მთელს მსოფლიოში, ხოლო ორგანიზაციას, რომელმაც 1894 წელს ააღორძინა ოლიმპიური თამაშები, სულაც არ უღალატია თავისი მიზნებისთვის. და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა - უბრწყინვალესი შესაძლებლობაა მისი განხორციელებისთვის.
 
მოდი, დეტალურად განვიხილოთ ოლიმპიური თამაშების სიმბოლიკა.
 
Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:49pm
ოლიმპიური რგოლები - 5 რგოლი, ხუთი კონტინენტის სიმბოლოს წარმოადგენს. ყოველ რგოლს თავისი ფერი აქვს. წითელი, მწვანე, შავი, ყვითელი და ცისფერი. ეს ფერები სრულიად ემთხვევიან ცნობიერების ევოლუციის ეზოთერულ სწავლებას: წითელი - ცეცხლი, მწვანე - ჰაერი, შავი - ბუნბა, - ყვითელი - ცხოველები, ცისფერი - სული.
 
აი, როგორ გამოიყურებოდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის რგოლები.
 
 
ოლიმპიური რგოლები - 5 რგოლი, ხუთი კონტინენტის სიმბოლოს წარმოადგენს. ყოველ რგოლს თავისი ფერი აქვს. წითელი, მწვანე, შავი, ყვითელი და ცისფერი. ეს ფერები სრულიად ემთხვევიან ცნობიერების ევოლუციის ეზოთერულ სწავლებას: წითელი - ცეცხლი, მწვანე - ჰაერი, შავი - ბუნბა, - ყვითელი - ცხოველები, ცისფერი - სული.
 
აი, როგორ გამოიყურებოდა პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის რგოლები.
 
 
მეორეს მხრივ, თუ გავიხსენებთ მაიას კალენდარს და 2012 წელს, მაშინ შესაძლოა 5 რგოლი 5 ეპოქას გამოსახავდეს. კალენდარი შეიცავს ციკლს, რომლის ხანგრძლივობა არის 25765 წელი და რომელსაც "დიდ წელიწადს" უწოდებენ. ეს ციკლი ხუთი ქვეციკლისგან ანუ ეპოქისგან შედგება, სადაც ყოველი ეპოქის ხანგრძლივობა 5125 წელია. მიმდინარე ციკლი 2012 წლის 12 დეკემბერს უნდა დამთავრდეს.
 
შესაძლოა ოლიმპიური რგოლები წარმოადგენენ დედამიწის სიკვდილისა და აღორძინების 5 ციკლს, სადაც ყოველი მათგანი დაკავშირებულია წინამსწრობთან როგორც ჯაჭვის რგოლები. ვარაუდობენ, რომ ციკლებს შორის არსებობს გარდამავალი პერიოდი, რომელიც თითქოსდა პირდაპირ ახლა მიმდინარეობს (1992-2012). დრო დროის გარეშე, როგორც აღნიშნავდნენ მას მაიას ტომის უძველესი წარმომადგენლები.
 
წინა ორი მოსაზრება თუ სწორია, და ოლიმპიური რგოლები დაკავშირებულნი არიან მაიას კალენდართან და ცნობიერების ევოლუციასთან, მაშინ დედამიწას და მის მცხოვრებთ ელოდება ყვითელი რგოლიდან (ცხოველური ინსტინქტები), ცისფერ რგოლში (სულიერება და განათლება) გადასვლა. ანუ გადასვლა "ნიუ ეიჯში" (ახალი საუკუნე).
 
Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:50pm
თამაშების ლოგოტიპი
 
2012 წლის თამაშების ლოგოტიპი მრავალი სკანდალის მიზეზი გახდა. ვერავინ გაიგო რაზე დაიხარჯა £400 000. ლოგოტიპი გამოიყურება დამტვრეულად, აგრესიულად და სრულიად არაჰარმონიულად. მისმა ვიდეო პრეზენტაციამ ზოგიერთში ეპილეფსიის შეტევაც კი გამოიწვია. მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ მის შემქმნელებს, ნათელი გახდება რატომ არის სწორედ ასე და არა სხვაგვარად.
 
ლოგოტიპი შეიმუშავა კონსალტინგურმა ფირმამ Wolff Olins. შესაძლოა, თქვენ არაფერი გსმენიათ მის შესახებ, მაგრამ მისი ნამუშევრები უეჭველად გეცნობათ, ესენია ისეთი ფირმების სიმბოლიკები, როგორიცაა: символика Shell, BP, General Electric, Sony Ericsson, Unilever, ბილაინი და სხვა ბრენდები. კომპანიის დამაარსებელმა და შთამომავლობითმა მასონმა უოლი ოლინსმა დიდი ძალისხმევა მოანდომა, რათა თანამედროვე ხილული სივრცე აღევსო ოკულტური სიმბოლიკით.
 
მაშ ასე, რას წარმოადგენს მომავალი თამაშების ლოგოტიპი? ეს არის ერთგვარი თავსატეხის ნაწყვეტები, რომლითაც იკრიბება რიცხვი 2012. მაგრამ რა საჭიროა ცენტრში დიდი წერტილი? თავსატეხს სხვაგვარად თუ დავალაგებთ, მკაფიოდ გამოჩნდება სიტყვა Zion, ანუ "სიონი".
 
 
 
 
თებერვალში ირანმა ოფიციალური პროტესტი გამოთქვა 2012-ის თამაშების ლოგოტიპთან დაკავშირებით, რადგან მასზე მკაფიოდ იკითხება სიტყვა "სიონი". ირანის ოლიმპიური კომიტეტის მეთაურის, ბაჰრამ აფშარზედეხის თქმით, "რასისტული" ლოგოტიპი, რომელშიც ჩამალულია ქალაქ იერუსალიმისი ტრადიციული, ებრაული სიმბოლო, შესაძლოა ირანის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტის მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, როგორც წერილის ავტორები ვარაუდობენ, თამაშებში მონაწილეობისგან შესაძლოა თავი შეიკავონ სხვა ისლამურმა ქვეყნებმაც.
 
იხილეთ, რა იყო გამოსახული 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშების ლოგოტიპზე.
 
 
 
 
Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:52pm
თითქოსდა გამოსახულია მორბენალი ადამიანი (ისევ ძალზედ დამახიჯებული და დაკლაკნილი). მაგრამ თუ ცოტას წავიმუშავებთ გამოსახულებაზე: რაღაცას ამოვჭრით - ჩავსვამთ და გადავაადგილებთ (როგორც ეს საიდუმლო საზოგადოებების წევრებს უყვართ), ისევ სიტყვა "სიონს" მივიღებთ.
 
 
 
 
სოჭის 2014 წლის მომავალი ოლიმპიადის ლოგოტიპიდან ამ სიტყვის მისაღებად, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ზედმეტი ასოს გადაფერადება და არაფრის გადაადგილებაც კი არ დაგვჭირდება.
 
 
 
 
რატომ უყვართ ასე ეს სიტყვა ლოგოტიპის შემქმნელებს?
 
 
ოლიმპიადის თილისმები
 
 
 
 
 
არანაკლებ საინტერესოა ოლიმპიადის თილისმები - მასკოტები - უცნაური არსებები: მანდევილი და უენლოქი. მათი გარეგნობა აშკარად გაფრთხობს: ცალთვალა (ყოვლისმხედველი თვალი?), კოსმიური "უცხოპლანეტელების" თუ მონსტრების მსგავსნი. სხვათა შორის, ლონდონის სტადიონთან დაკავშირებით აშკარად შეიმჩნევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (UFO) თემატიკა, და აქ ვხედავთ მრავალ პირამიდებს განათებული "ყოველისმხედველი თვალით".
 
 
 
 
არანაკლებ საინტერესოა ოლიმპიადის თილისმები - მასკოტები - უცნაური არსებები: მანდევილი და უენლოქი. მათი გარეგნობა აშკარად გაფრთხობს: ცალთვალა (ყოვლისმხედველი თვალი?), კოსმიური "უცხოპლანეტელების" თუ მონსტრების მსგავსნი. სხვათა შორის, ლონდონის სტადიონთან დაკავშირებით აშკარად შეიმჩნევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის (UFO) თემატიკა, და აქ ვხედავთ მრავალ პირამიდებს განათებული "ყოველისმხედველი თვალით".
Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:55pm
 
ლონდონის რუქა
 
ოლიმპიადის ჩატარების ადგილს google maps-ის მეშვეობით ზემოდან თუ დავხედავთ, ჩვენს მზერას წარუდგება გამაოგნებელი სურათი.
 
ოლიმპიური სოფელი ააშენეს სტრატფორდში - ლონდონის ერთ ერთ გამოყოფილ ადგილაას, მიწის ხელუხლებელ ნაკვეთზე, როგორც ეს ოფიციალურად იყო გამოცხადებული. საინტერესოა, არა? ამდენი წელი ინახო ცარიელი მიწის ნაკვეთი სწრაფად მზარდ ურბანულ ქალაქში... ან იქნებ ასეც იყო ჩაფიქრებული?
 
მიმდებარე ქუჩებისა და გზების სახელწოდებებს გააჩნიათ ბიბლიური ან მისტიკური შინაარსი:
 
აღმოსავლეთის ჯვარი (Eastern cross) - მართლმადიდებლური ჯვარი (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Crux Orthodoxa, ბიზანტიური ჯვარი, აღმოსავლური ჯვარი და "რუსული" ჯვარი").
 
ხუროს ქუჩა (Carpenter Road). ხურო იყო ქალწულ მარიამის დამწინდველი, იოსები.
 
დიდი აღმოსავლური გზა (Great Eastern Road), ანუ აღმოსავლეთის ვარსკვლავის გზა (Eastern Star RD). ნათელს აღმოსავლეთიდან ყოველთვის გააჩნდა ოკულტური მნიშვნელობა. "აღმოსავლეთის ვარსკვლავიც" ცნობილი და დიდი ორდენია, რომელსაც შეიძლება შეუერთდნენ როგორც კაცები, ასევე ქალებიც. 1850 წელს ის დააფუძნა იურისტმა, პედაგოგმა და მასონმა რობ მორისონმა. "აღმოსავლეთის ვარსკვლავის ორდენი" - პარამასონური ორდენია. მისი სწავლება ეფუძნება ძველ და ახალ აღთქმებს, თუმცა ორდენის წევრობა ითხოვს მხოლოდ უზენაესი ყოფიერებისადმი რწმენას და ქრისტეანული აღმსარებლობა სულაც არ არის აუცილებელი.
 
ანგელოზების ქუჩა (Angel lane). ანგელოზებმა ახარეს იესუს შობა ქალწულ მარიამსა და მწყემსებს.
 
ტაძრის წისქვილის ქუჩა (Temple Mill lane) - ადგილი, სადაც ადრე წყლის წისქვილები იყო, რომლებიც ტამპლიერებს (ქრისტესა და სოლომონის ტაძრის ღარიბ მხედრებს) ეკუთვნოდათ.
 
ეკლესიის გზა (Church road).
 
ყველა ეს სახელწოდება შეიძლება დავალაგოთ განსხვავებულ კომბინაციებში, მაგრამ საერთო ჯამში აზრი ყოველთვის ახალი აღთქმითა და მაცხოვრის შობით იქნება შეზღუდული. შესაძლოა, ამ "დეკორაციებში" ჩაივლის მისი შემცვლელის პრეზენტაცია.

Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:55pm
XXX-ის სიმბოლიზმი
 
2012-ის ოლიმპიური თამაშები იქნება მეცამეტე, მათი რიცხვი ტრადიციულად აღინიშნება რომაული ციფრებით. რა აზრი გააჩნია სამ იქსს - XXX?
 
"Chi" ანუ "X" რომელიც მსგავსია ჩინური სიტყვისა "Qi" და "მაცოცხლებელ ძალს" ანუ "ენერგიის ნაკადს" აღნიშნავს. ასო "X" ანუ "Chi" მჭიდროდ არის დაკავშირებული "სულის" ცნებასთან.
 
"Chi", ანუ  "X" ხშირად გამოიყენება ქრისტეს სახელის შესამოკლებლად, ასევე შობის დღესასწაულის აღსანიშნავად: Christmas — Xmas.
 
ციფრი 3 წარმოადგენს "უქვემოეს განდობილთა" სამ განსხვავებულ ფორმას, რომლებიც "სამერთობას" (სამებას) აყალიბებენ. მაგალითად, ეგვიპტური სამება: ოზირისი (ბაალი - მბრძანებელი), იზიდა (ნაყოფიერების ქალღმერთი) და ჰორი (ხორი) (მთვარის ღმერთი). ან კიდევ ძველეგვიპტური კარნაკის ვერსიით: ამონი (ბაალი), მუტი (ქალღმერთი-დედა) და ჰონსი (ძე).
 
შეიძლება მოვიფიქროთ XXX-ის უამრავი ვერსია. ეს არის "უფროსების ვიდეოს" (ანუ პორნოგრაფიის) ნიშანი, გოლგოთის სამი ჯვრის ნიშანი და ა. შ.
 
დაბოლოს, სამი იქსი შესაძლოა უბრალოდ სამ დაფარულ ასოს ანუ სიმბოლოს აღნიშნავდეს, როგორც მაგალითად სამი ვარსკვლავი პაროლის შესაყვან კომბინაციაში, მაგალითად, სამ ექვსიანს - 666.
 
Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||12:57pm
ილუმინატების ბანქო
 
მრავალთა ვარაუდით ბანქოს ცნობილი თამაში "ილუმინატები" ერთ ერთ კარტზე წინასწარმეტყველებს მოვლენას, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე უნდა მოხდეს. და ეს არც არის გასაკვირი, კარტზე გამოსახული კოშკი ბიგ-ბენს მოგვაგონებს, ხოლო წინა პლანზე გამოსახულია პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები, რომელთა სახეებზე ენით აუწერელი შიშია გამოხატული.
 
 
მათ ტანისამოსს თუ დავაკვირდებით, შეიძლება შევნიშნოთ ჩვენთვის ცნობილი ფერები: წითელი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე და შავი. თუმცა, იქ არის ასევე თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, და ფერებიც იმ განლაგებით არ არის დალაგებული, როგორც ეს ოლიმპიადის სიმბოლოზეა გამოსახული. რა უშლიდა ავტორებს ფერები დაელაგებინათ სწორი, ოლიმპიური განლაგებით? თანაც კარტზე გამოსახული კოშკი ეს არის იაპონური Wako Tower.
მათ ტანისამოსს თუ დავაკვირდებით, შეიძლება შევნიშნოთ ჩვენთვის ცნობილი ფერები: წითელი, ცისფერი, ყვითელი, მწვანე და შავი. თუმცა, იქ არის ასევე თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანი, და ფერებიც იმ განლაგებით არ არის დალაგებული, როგორც ეს ოლიმპიადის სიმბოლოზეა გამოსახული. რა უშლიდა ავტორებს ფერები დაელაგებინათ სწორი, ოლიმპიური განლაგებით? თანაც კარტზე გამოსახული კოშკი ეს არის იაპონური Wako Tower.
 
რას წინასწარმეტყველებს ბანქო? ტერორისტულ აქტს? ლონდონი - ყველაზე დაცული ქალაქია მთელს მსოფლიოში. ასობით ათასი ვიდეოკამერა განუწყვეტლივ უთვალთვალებს ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებას დღითა და ღამით. პოლიციის თანამშრომლები უსწრაფესად ხსნიან მცირე ქურდობებსაც კი, ტერორისტულ აქტებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაშ რაზეა მინიშნება?
 
სწორედ ამიტომაც, ტერორისტული აქტი შესაძლოა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - მისი ორგანიზატორები სწორედ "წესრიგის დამცველები" იქნებიან.
 
 
Rati Inashvili: ივლისი 24, 2012||1:01pm
დასკვნა
 
მეტად ძნელი სათქმელია თუ რა მოხდება ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლება დავუშვათ რამოდენიმე ვარაუდი:
 
1. შესაძლოა მოხდეს დიდი ტერაქტი, რომელიც ხელს შეუწყობს "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარებას.
 
2. შესაძლოა მოხდეს "უცხოპლანეტელთა" ინსცენირებული გამოჩენა.
 
3. შესაძლოა მოხდეს ყალბი "მესიის" მოვლინება.
 
არ არის გამორიცხული არაფერი გლობალური იქ არ მოხდეს, და ოლიმპიური თამაშები ჩატარდეს, როგორც ბრბოს გართობისა და ზომბირების მორიგი სეანსი, რომელიც გაუცნობიერებლად იქნება ჩართული ოკულტურ რიტუალში და რომელსაც ოლიმპიადა ეწოდება.
 
ჩვენ მხოლოდ გვსურს გავაფრთხილოთ ყველა ადამიანი მოვლენათა განვითარების ყველა იმ ვარიანტის შესახებ, რომელიც ამ ოლიმპიადაზეა მოსალოდნელი, რათა ადამიანებმა ყოველივეს შეხედონ კრიტიკული თვალით. მხედველობაში მიიღონ ოკულტური სიმბოლოების გამაოგნებელი სიუხვე, ოლიმპიადის უცნაური სიმბოლოები, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ მასონები აქტიურად ემზადებიან ამ მოვლენისთვის და ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი.
 
_________________________________________
madona: ივლისი 29, 2012||10:56pm
neta ra moxdebaaa?;)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ოლიმპიური თამაშები_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (18)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters