აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ერგასობას, ქრისტეს ეკლესია ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს. ამ დღის შესახებ ლუკა მახარებელი მოგვითხრობს საქმე მოციქულთას პირველ თავში. მახარებელი წერს, რომ მოციქულები, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელთან და მის მხლებლებ დედებთან, ასევე ქრისტეს სხვა მოწაფეებთან ერთად იმყოფებიან ერთ-ერთი სახლის სხვენში. უეცრად ამოვარდა ძლიერი ქარი, გაისმოდა ზეციდან ქუხილის ხმა და ოთახში მყოფებმა თვალნათივ იხილეს ზეციდან გადმოსული ცეცხლის ალები, რომლებიც დაადგრა მოციქულებს, "თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა". და აივსო მთელი სახლი სულითა წმინდითა.

წმინდა იოანე ოქროპირის

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

apostolic, chrysostom, church, definition, establishment, fire, gospel, holiday, john chrysostom, pentecost, preaching, qwelly, spirit, tongue, განმარტება, გარდამოსვლა, დაარსება, დაფუძნება, დღესასწაული, ეკლესია, ენა, იოანე, ოქროპირი, სამოციქულო, სახარება, სულთმოფენობა, სულიწმინდა, ქადაგება, ცეცხლი, იოანე ოქროპირი, ქადაგება დარიგებანი
სულთმოფენობა, Rabbula Gospel, 586, ილუსტრაცია სირიული ბიბლიიდან

     ოდესმე ენანი ღმრთის განრისხების გამო გაიყო, ხოლო დღეს სულიწმიდის მადლით და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, აწ კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, ისწავლონ და გულისხმაყონ.

     მაშინ ენათა განყოფამ ბოროტი საქმე განაქარვა, აწ კი ენანი, რომელნიც გარდამოვიდა კაცთა მოდგმაზე, ჭეშმარიტებას ამტკიცებს და აღასრულებს. მაშინ ენანი განაბნია იმის გამო, რომ ბოროტად აღაშენებდნენ, ამჯერად კი მოგვეცა, რათა დაეცეს ყოველივე ცუდი, რომელიც საცდურად აშენდა.

     მოვიდა სულიწმიდა შემდგომად ძისა და მოგვანიჭა ხსნა, თავისი წყალობით; ამაღლდა მხოლოდშობილი, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის და გარდამოვიდა ნუგეშინისმცემელი, რათა აღესრულოს ძლევა, თავისი მოწყალებით.

     მოევლინა ჩვენზე პატივი მამისაგან, თავისი ძის ხელით და მოგვეცა ნიჭნი სულიწმიდისა, რომელიც მისგანაა; რადგან მამას სურს ჩვენი ცხონება, ისწრაფა ძემაც ჩვენი გადარჩენა.

     დამდაბლდა მხოლოდშობილი ჩვენთვის, დამდაბლდა სულიც და გააფუფუნა ჩვენი კაცება. განმდიდრდნენ სულიწმიდის მადლით, რათა სარგებლობა მოეტანათ ჩვენთვის და განეფინენ ქვეყნის ყოველ მხარეს, ქადაგებდნენ წინასწარმეტყველნი ჩვენს ხსნას და გამოსახეს ჩვენი ძლევა მოციქულებმა.

     მოეფინა სულიწმიდა ყოველ ხორციელს, როგორც ბრძანა წინასწარმეტყველმა: "და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი" (იოვ. 2, 28); და ქვეყანა, რომელიც სავსე იყო საცდურით, აღივსო მისი სიბრძნით და ჭეშმარიტებით... უფალი გამობრწყინდა "ხორცთა ჩვენთა ზედა" და განანათლა ჩვენი სულები. მოვიდა ცხადად და ფარულად შეეწია გონებას, ისხნა ათასნი ბრალისაგან და განაშორა ბევრი სიკვდილს... შესახებელი გახადა თავისი მადლი და აჩვენა ადამიანებს... დაიმდაბლა თავი და შეუერთდა კაცთ, ესეც არ იკმარა, არა მხოლოდ კაცი იქმნა, არამედ მოკლული, და არა მხოლოდ მოკლული, არამედ დაფლულიც.

     მოვიდა თავისი მადლით და აღხოცა ჩვენი ცოდვები, მისცა კაცთა მოდგმას კეთილი და თავს იდვა ჩვენი ჭირნი... განაგდო ჯვარი და აღვიდა ცად. არ "დაიმარხა" მანკიერება კაცთა მოდგმისა, რომელთაც გააკრეს იგი ძელს, მოავლინა "მადლი თვისი" მათზე და აღავსო ეკლესიანი... მოუწოდა თავის მკვლელებსაცა და თუ მოისურვებდნენ, იხარებდნენ უფლის მეგობრებთან ერთად.

     უპირველესად, საკუთარი სისხლი და ხორცი უსასყიდლოდ მიგვცა. ასევე უსასყიდლოდ მოგვცა. ასევე უსასყიდლოდ "განუყო" თავის ეკლესიას ენები, რათა ჭეშმარიტება იქადაგონ. მოუვლინა მათ მადლი, რათა ირწმუნონ მისი... ის არის დამბადებელი და ის არის მხსნელი. მან აღასრულა საქმე და გამოიხსნა კაცნი, მის გამო გამოჩნდა მამა და მის გამო გამოცხადდა შემოქმედი. სულისაგან წმიდისა განცხადდა ჭეშმარიტება და განიყო ნიჭნი მადლისა მისისა.

     მისმა სასწაულებმა იღაღადეს, რამეთუ "ღმერთი არს ჭეშმარიტად და აღსრულდა მისი სიტყვები; რწმენა მისცა სოფელს და შეიწყნარა იგი, რადგან დაუძლურდა ჩვენი კაცება... თავისი ნებით მოვიდა ჩვენი ვნებების მაძიებლად და თავისი წყალობით გარდამოვიდა ჩვენი გამორჩეულობისა და თავისუფლების სახსნელად. ჩვენ კი, ჩვენი ნებით შევიქმენით მისი მაძიებელნი. თუკი შეეზავება ჩვენი ნება მისას, დავმკვიდრდებით მასში, თუ აღვუდგებით მას, მოვალენი შევიქმნებით მისი, ხოლო ვინც მას არ მიეახლება, ვერ განეშორება ბოროტს... ვისაც სურს კურნება სულით, განიკურნება ზეცით და ღირსი შეიქმნება ღვთის ნათლის ხილვისა, რაც გამობრწყინდება მასზე...

     შევიწყნაროთ სული იგი წმიდა, რომელიც განუყოფს და უბოძებს ნიჭთ ღირსეულთ. განუმზადოთ მას სულნი ჩვენნი და ხორცნი; შევიმკოთ სულიერი კეთილით, რათა ღირსნი შევიქმნათ, გავხდეთ მისი "სადგური" და დაემკვიდროს ჩვენში თავისი დიდებულებით.

     დღეს აღესრულა სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა წინასწარმეტყველის პირით: "მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი" (იოვ. 2, 28).

     იხილეთ, როგორ აღსრულდა სიტყვა, მოციქულთა მიმართ ნათქვამი იმ დროს, როცა ისინი ერთად იყვნენ შეკრებილნი, როდესაც ცეცხლის ენები გარდამოვიდა მათზე და იწყეს წინასწარმეტყველება სხვადასხვა ენებზე, რათა გააკვირვონ ადამიანები, რომლებიც ღვთის დიდებულ საქმეთა სახილველად შეკრიბა და მოიყვანა სულიწმიდამ.

     და ჩვენც, ძმანო, ნუ წარვიწყმედთ თავს, რადგან, თუ მოვისურვებთ, მოიწევა ჩვენზეც მადლი.

     შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აწ არ აღესრულება სასწაულნი, რომელნიც მაშინ აღესრულა.

     დღეს ჩვენი უფლის მოძღვრებით ყოველი ქვეყანა აღივსო და რწმენა ცის კიდემდე განეფინა. მოციქულთა ქადაგება განცხადებულია და სასწაულნი "არღარა ხმანან".

     არის ჟამი, როცა აღესრულება სასწაულნი, ხოლო როცა საქმე განეცხადება - ამას დრო აღარ არის.

     იხილეთ ღმერთი, რამეთუ დიდია იგი. ყოველი ბოროტი დევნულია მოციქულთა მოძღვრებით. სასწაული დიდი და საკვირველი ის კი არ არის, რომ ვინმემ მკვდარი აღადგინოს, უფრო საოცარია, რომ ცხონდეს მრავალნი სულნი. ჭეშმარიტად, მორწმუნეთა ხელით მრავალი სასწაული აღესრულება, რადგან არ განეშორება მათ წმიდა სული, რომელიც იყო წინასწარმეტყველებთან, მოციქულებსა და მოწაფეებთან. ჭეშმარიტია სიტყვა მოციქულისა: "თქუენ თანა ვარ მიაღსასრულამდე სოფლისა" (მთ. 28, 20).

     ამიერიდან, ძმანო, სანამ დრო ჩვენს ხელთაა, მოვიქცეთ უფლისაკენ და მივეახლოთ მას მისი მოწყალებით; სანამ ახლოსაა ჩვენთან მისი ნიჭნი, მივიღოთ კეთილი, ვიზრუნოთ ჩვენი სარგებლობისათვის, რათა მოვიპოვოთ ნიჭნი სულისა წმიდისა, დავიდგათ გვირგვინი, დავიმოწაფოთ და ვასწავლოთ უცებთ, განვანათლოთ დაბნელებულნი და განვამტკიცოთ უძლურნი... ვემსგავსოთ უფალს, რომელიც მოვიდა ჩვენს მაცხოვრად, დავიმარხოთ მისი მცნებანი და აღვასრულოთ მისი ნება, ვემსახუროთ მას, რათა კეთილი მისაგებელი მივიღოთ ქველისმოქმედი უფლისაგან მის სასუფეველში, რომელიც წარუვალია და "დიდებაჲ და პატივი ხელმწიფებისა მისისა აღმოვთქვათ მადლისა მისითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი"

№ 25 (179), 2002 წ.

კლარჯული მრავალთავიდან მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა

ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ოქროპირი, სადღესასწაულო, საუფლო, ქადაგება

ნახვა: 1161

გამოხმაურებები!

მეც უერთდები მილოცვებს! მრავალს დაესწარით. 

Kakha_მ თქვა:

გილოცავთ სულთმოფენობას! )

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters